• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 16 წელი ესთეტიკურ მედიცინაში და პაციენტის ნდობა, როგორც მთავარი ღირებულება – ნატალი გაბუნიას პროფესიული გზა

April 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ესთეტიკური მედიცინა მხოლოდ სილამაზეზე ზრუნვას არ ნიშნავს. ის პასუხისმგებლობას, ნდობასა და ადამიანთან სწორ კომუნიკაციასაც გულისხმობს. ნატალი გაბუნია თექვსმეტი წელია ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობს და ამ საქმეს ერთგულად ემსახურება. მისთვის ყველა პაციენტი უნიკალური და გამორჩეულია, ამიტომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უდგება. როგორც თავად ამბობს, ასაკის მატება ბუნებრივი პროცესია და მთავარია, ადამიანი ლამაზად, ჰარმონიულად და ღირსეულად დაბერდეს. ნატალისთვის ესთეტიკური მედიცინა ბალანსის შენარჩუნებას ნიშნავს – ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმას, კანის გაჯანსაღებას და იმ თავდაჯერების დაბრუნებას, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნისთვის სჭირდება. მომხმარებლის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებაზე, პროფესიის სიყვარულსა და მუდმივ განვითარებაზე დგას ნატალია გაბუნიას პროფესიული გზა ესთეტიკურ მედიცინაში, რაზეც უფრო ვრცლად თავად მოგვიყვება.

 

როგორ დაიწყო თქვენი გზა ესთეტიკურ მედიცინაში?

სამედიცინო და ესთეტიკურ სფეროში დაახლოებით მეთექვსმეტე წელია ვსაქმიანობ. მაქვს საშუალო და უმაღლესი სამედიცინო განათლება. ასევე, გახლავართ ქიმიკოს-ექსპერტი, კერძოდ, ფარმაკოლოგიური ექსპერტის მიმართულებით. ჩემი პროფესიული გზა გარკვეულწილად ოჯახურმა ისტორიამაც განსაზღვრა. აღმოჩნდა, რომ ჩემი დედამთილი ქიმიკოსი იყო, ამზადებდა მალამოებს და თავისი ცოდნა გამიზიარა. დღემდე შენახული მაქვს მისი ხელით შევსებული რვეულები და ჟურნალები, სადაც დეტალურად აქვს ჩამოწერილი თითოეული მალამოს ინგრედიენტები, მათი შემადგენლობა და დამზადების პროცესი. როდესაც ამ სფეროში მოვედი, ჩემი შვილი მარიამი პატარა იყო. ამავე პერიოდში დედამთილი გარდაიცვალა და ჩვენს ოჯახს რთული პერიოდი დაუდგა. ეს იყო 2009 წელი. დეტალურად არ მოვყვები, მაგრამ სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც საქმეში უნდა ჩავრთულიყავი და რაღაც ახალი შემექმნა. ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია. სწორედ მაშინ ამოვიღე დედამთილის მიერ დატოვებული რვეულები და დავიწყე მალამოების დამზადება. ამ პროცესში ძალიან დამეხმარა ჩემი ახლო მეგობარი ირინა, რომელიც ექიმი-ლაბორანტია. მოგვიანებით სწორედ მან მირჩია კოსმეტოლოგიის კურსების გავლა. აქედან დაიწყო ჩემი გზა ესთეტიკურ მედიცინაში და უკვე მეთექვსმეტე წელია ამ სფეროში უწყვეტად ვმუშაობ. ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოჯახის მხარდაჭერა როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. დედა და მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდით იდგნენ და დღემდე ასე გრძელდება, რომ მათი თანადგომით, თამამად და გამბედავად გავაგრძელო წინსვლა და განვითარება. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ვიშვილე. ეს ჩემი მეორე შვილია.

 

 

ესთეტიკური მედიცინა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა?

ჩვენი სფერო მართლაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურია და შესაბამისად, თითოეულ მათგანთან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. ამასთანავე, ესთეტიკური მედიცინა მუდმივ განათლებას მოითხოვს. ჩვენ რეგულარულად ვესწრებით ტრენინგებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. როდესაც დღეს ვუყურებ იმას, რასაც ათი ან თერთმეტი წლის წინ ვაკეთებდი, აშკარად ვხედავ, რამდენად შეიცვალა მიდგომები. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მუდმივი სწავლა და განვითარება. თუ არ ვითარდები, წარმატებული ვერ გახდები და გაჩერება მოგიწევს. იმ კონკურენციის პირობებში კი, რაც დღეს საქართველოშია, მუდმივი სწავლა და მოძრაობა აუცილებელია.

 

თუ პაციენტი თქვენთან მოდის კონკრეტული პროცედურის მოთხოვნით, მაგრამ ხედავთ, რომ ეს მისთვის საჭირო არ არის, როგორ მოქმედებთ ასეთ დროს?

ჩემი მიდგომა თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურია. არასოდეს გავაკეთებ ისეთ პროცედურას, რომელიც ადამიანს ვიზუალს ისე შეუცვლის, რომ მან საკუთარი ინდივიდუალობა დაკარგოს. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თავისი ბუნებრივი იდენტობა შეინარჩუნოს. არასოდეს ვაკეთებ პროცედურას მხოლოდ ფინანსური ინტერესის გამო. ხშირად ხდება, რომ პაციენტი კონკრეტულ პროცედურას ითხოვს, რადგან ის სოციალურ ქსელში ნახა ან ვინმემ ურჩია. ერთ მაგალითსაც გავიხსენებ. ერთხელ დაახლოებით ოცი წლის გოგონა მოვიდა პროცედურაზე და მკითხა: „ქალბატონო ნატალი, მე ასიმეტრიული სახე ხომ არ მაქვს?“ მისმა შეკითხვამ ძალიან გამაკვირვა. ავიღე საზომი ინსტრუმენტი და დეტალურად შევუმოწმე სახის პროპორციები. ამ დროს გარკვეულწილად ფსიქოლოგის როლშიც შევდივართ. ვუთხარი:

„ნახე, როგორი ლამაზი ხარ – შენს სახეზე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს“. გოგონა ბოლოს ჩამეხუტა და მითხრა, რომ ამ საუბარმა მისი თვითშეფასება მნიშვნელოვნად აამაღლა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ვიზიტზე ვიღაცამ უთხრა, რომ სახე ასიმეტრიული ჰქონდა და სხვადასხვა პროცედურაც შესთავაზა, რამაც მის თავდაჯერებულობაზე იმოქმედა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ექიმის პასუხისმგებლობა მხოლოდ პროცედურის ჩატარება არ არის. პირველ რიგში, ექიმის პასუხისმგებლობაა სწორად შეარჩიოს პროცედურა და პაციენტი კაბინეტიდან როგორც ვიზუალურად, ისე მორალურად კმაყოფილი გაუშვას.

 

რატომ არის თქვენთვის კმაყოფილი პაციენტი ასეთი მნიშვნელოვანი?

კმაყოფილი პაციენტი ყოველთვის გვაძლევს მეტ მოტივაციას. როდესაც ადამიანი კმაყოფილი მიდის, ის აუცილებლად კვლავ ბრუნდება. ძალიან ხშირად პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობაშიც გადადის. მთავარია ნდობა, პასუხისმგებლობა და ურთიერთგაგება. მე ყოველთვის ვამბობ, ჩვენ აუცილებლად დავბერდებით და უნდა დავბერდეთ ლამაზად. ესთეტიკური მედიცინა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი ბუნებრივად, ჰარმონიულად და ღირსეულად დაბერდეს.

 

რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი საქმის სიყვარული?

ჩემი პროფესიის გარეშე ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია. ეს ჩემი ყოველდღიურობა გახდა. მას არ აღვიქვამ მხოლოდ სამუშაოდ, უბრალოდ, მოვდივარ, ვხვდები პაციენტებს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის არის პაციენტის ნდობა. როდესაც ადამიანი თვალებში მიყურებს და მეუბნება: „ნატალი, შენ როგორ ფიქრობ, რა მომიხდება? რა გავიკეთო?“ ეს ნდობა და პასუხისმგებლობა მაძლევს ძალას, რომ ჩემი საქმე ისევ იმავე სიყვარულით გავაგრძელო.

 

 

 

 

გაზაფხულია და კანი უკვე უნდა მოვამზადოთ ზაფხულის სეზონისთვის. რა არის ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური?

ზამთრის შემდეგ კანი ხშირად დეჰიდრატაციას განიცდის. ზოგადად კანი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. კანის მოვლას სეზონი არ აქვს, თუმცა სეზონის მიხედვით გარკვეული რუტინა იცვლება. გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, გაჯანსაღება და გააქტიურება. ამისთვის გამოიყენება ისეთი პროცედურები, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია, ბუსტერი და მეზოთერაპია. პირადად მე ხშირად ვიყენებ ამ პროცედურების კომბინაციას – ბუსტერსა და მეზოთერაპიას. ეს ერთგვარი ჩემი სავიზიტო ბარათიცაა, რადგან მხოლოდ დატენიანება საკმარისი არ არის, აუცილებელია უჯრედების სტიმულაციაც.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები