• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა – ანუკა ცუცუნაშვილი

April 1, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება
OK!-ის გმირი ჭკვიანი, ძლიერი, საკუთარი მიზნებისთვის მებრძოლი ქალბატონია. დღევანდელ დღემდე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გაიარა. მიაჩნია, რომ აუცილებელია ადამიანს უყვარდეს არჩეული საქმე, მისი სასიამოვნო და რთული ასპექტებით და არასდროს შეუშინდეს დაბრკოლებებს.
მაშ ასე, გაიცანით ლექტორი და ენების შემსწავლელი ცენტრის – ბილინგვისტის დამფუძნებელი ანუკა ცუცუნაშვილი, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს მისი საქმიანობისა და განვლილი გზის შესახებ.

ანუკა, უპირველესად გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

გამარჯობა, მე ანუკა ვარ. ძირითადად აკადემიური წრიდან მიცნობენ, რამდენადაც ვარ ლექტორი და მკვლევარი. 4 წელზე მეტია ვასწავლი პროფესიულ და ზოგად ინგლისურ ენას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვარ ორენოვანი ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლი ესპანურ ენას ინგლისურად. დოქტორანტის ამპლუაში, გასული წლის დეკემბერში ჩავაბარე ინგლისურენოვანი დისერტაცია, რომელიც რუსეთ-უკრაინის თემაზეა მაკრო პოლიტიკურ ჭრილში განხილული და აპრილში იგეგმება აღნიშნულის დაცვა.

 

 

გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.

ჩემი განვლილი გზა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. 18 წლის ასაკში დავიწყე ავიაციაში მუშაობა და მახსოვს აგვისტოს ომის უმძიმესი დღეებიც. მაშინ, როგორც სტაჟიორმა პირადი გადაწყვეტილებით ვიფრინე ისეთ ცხელ წერტილებში როგორიც იყო ბათუმი და თბილისი, ამავე დროს თვითმფრინავით გადაყვანისას ვნახე დაჭრილი ჯარისკაცები, რაც ერთ-ერთ უმძიმეს კადრად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. მას შემდეგ განსაკუთრებულად დავაფასე მშვიდობა, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებ მსოფლიოს. ავიაციაში 3 ავარიული დაჯდომა მქონდა, რომელსაც უფლის წყალობით ყველანი მშვიდობით გადავურჩით. აქედან ერთ-ერთის გამო მიღებული მაქვს ღირსების ორდენი, 23 წლის ასაკში.

ყოველთვის ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ვიყავი, ამიტომ როდესაც მივხვდი რომ ავიაციაში ჩემი თავი ამოვწურე, წამოვედი და განვაგრძე სწავლა, რომელიც არასდროს არის გვიანი. დავასრულე მაგისტრატურა კავკასიის უნივერსიტეტში, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ამ პერიოდშივე მოვიპოვე გრანტი ტარტუს უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც სავალდებულო საგნების პარალელურად პირველად მქონდა შეხება ესპანურ ენასთან, რომელსაც ესპანელი ლექტორი მასწავლიდა. შემდეგ ვიყავი პროექტის მენეჯერი ხორვატიაში აისეკ საქართველოს მხარდაჭერით, რომელიც გაეროს ერთ-ერთი მისიის ფარგლებში განხორციელდა. შემდგომ ვმოღვაწეობდი ესპანეთში, დეუსტოს უნივერსიტეტში, სადაც საშუალება მქონდა სოციალური, ეთიკური და პოლიტიკური გამოწვევების საკითხებზე, განხილვების ეპიცენტრში ვყოფილიყავი.

პარალელურად გავაუმჯობესე ესპანური ენა და მოვიპოვე ჯერ B2 დონის SIELE სერტიფიკატი, ხოლო მოგვიანებით C1 დონის მასწავლებლის ELE სერტიფიკატი ჰემინგუეის ინსტიტუტიდან. კოვიდის გამო დავბრუნდი სამშობლოში და საბუთები გადმოვიტანე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის ფაკულტეტზე. მალევე მოვიპოვე გრანტი და წავედი მადრიდში, ალკალას უნივერსიტეტში. სწორედ აღნიშნულ პერიოდში 2 პროფესორთან ერთად, პირველი კატეგორიის ავტორის ამპლუაში გამოვაქვეყნე სტატია, ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ჟურნალში.

 

 

საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს თქვენი პროფესიული მიმართულებები. მოგვიყევით თითოეულ მათგანზე. როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში და რა ადგილი უკავია თითოეულ მათგანს.

დიახ, მიმართულებები განსხვავდება, თუმცა ერთი პრინციპი უცვლელი მაქვს, ყოველ საქმეს აუცილებლად მთელი გულით და სულით ვემსახურები, თითქოს არც იქამდე ყოფილა რამე და არც ამ საქმის მერე იქნება სხვა. ეს პრინციპი მეხმარება პროდუქტიულობის მაქსიმიზაციაში. ენებს ზოგადად ადვილად ვითვისებ და სწავლებისას ჩემი სურვილია სამიზნე აუდიტორია დავაინტერესო და ვასწავლო ეფექტურად.

აუცილებლად მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს სტუდენტს, ნდობის და სიყვარულისთვის თქვენ მე მახარებთ და მაბედნიერებთ.

რა გაძლევთ მოტივაციას?

მე ობლობაში გავიზარდე, დედა 11 წლის ასაკში უკვე აღარ მყავდა და მის ავად ყოფნაზე დარდმა, მთელი ბავშვობა გამომტაცა ხელიდან. ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი წარსულია, ის ყოველი ტკივილი, რომელიც გავიარე, ის მომენტები როცა უიმედობამ მძლია, მე გავამართლე და გავაფერადე წარმატებებით. ერთგვარად, ჩემი თავის გმირი ვარ და ყველას ამისკენ მოვუწოდებ. სიკეთით, სიყვარულით, შრომით და დიადი მიზნებით, იყავით ყოველდღე იმაზე უკეთესები ვიდრე იქამდე.

ასევე, პირველი მე ვარ დოქტორის ხარისხით ოჯახში და ჩემთვის ეს დიდი პატივია. ცხადია, ჩემი მებრძოლი ბუნება, ხასიათის ის თვისებაა, რომელიც ყოველთვის ტონუსში მამყოფებს. გახსოვდეთ, მხოლოდ Sky is the limit!

 

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერული ნაბიჯების გადადგმას? რა არის მთავარი იმისთვის, რომ შედგე საკუთარი საქმის პროფესიონალად?

აუცილებელია საკუთარ გულისთქმას უსმინოთ და ფრთხილად აირჩიოთ ის საქმე, რომელსაც თქვენად ჩათვლით. შემდგომ პირნათლად უნდა ჩადოთ შესაბამისი შრომა და ძალისხმევა სასურველი სფეროს შემეცნებაში. აუცილებელია გიყვარდეთ არჩეული საქმე კომპლექსურად, მისი სასიამოვნო და რთული ასპექტებით. არასდროს შეუშინდეთ დაბრკოლებებს, რადგან თუ თქვენ ზუსტად ის არ გაქვთ რაც გსურთ, ესეიგი ეს თქვენი განვითარების გზის დასასრული არ არის! ასევე, მიიღეთ და დააფასეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ აწმყოს კონკრეტულ მომენტში და ეს გამოიყენეთ საწყის ფუნდამენტად, რათა შეეჯიბროთ თქვენი თავის იმ ვარიანტს. სხვასთან ჯიბრი განწირულია, რადგან თქვენ და ვიღაც სხვას საწყისი წერტილიც განსხვავებული გაქვთ. გახსოვდეთ, სიკეთეს, სიყვარულს და ნიჭიერებას არც საზღვარი აქვს და არც ფორმები. რადგან არაფერია აბსოლუტური, შემეცნება მუდმივ და სასიამოვნო პროცესად უნდა აქციოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორც აღნიშნეთ, თავად ხართ ენების შემსწავლელი ცენტრის დამფუძლენებელი, გვიამბეთ თქვენი წვლილის შესახებ საგანმანათლებლო სფეროში.

5 წელზე მეტია რაც არსებობს ბილინგვისტი, რომელიც ბევრისთვის საყვარელი და სასურველ მიზნამდე მისაღწევი, სანდო ადგილია. იდეა მას შემდეგ გამიჩნდა რაც ვასწავლიდი ესპანეთში, პრესტიჟულ ინგლისური ენის ცენტრში სახელად – Kids & Us. იქ უახლეს მიდგომებს ვეზიარე და მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც ქონოდათ მსურველებს მსგავსად სწავლის შესაძლებლობა. ბილინგვისტში ვასწავლით ინგლისურს და ესპანურს. გვაქვს ჩვენივე სახელმძღვანელოები, აუდიო მასალა და ეფექტური მეთოდიკა.

ასევე დროდადრო ვმუშაობ, როგორც ორენოვანი თარჯიმანი და ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს ტეხასში, სადაც ესპანურენოვან მოსწავლეებს ვასწავლი ინგლისურს.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

გარდა მთავარი პროფესიისა, დიდ ყურადღებას ვუთმობ სიმღერას, რომელიც ჩემი საყვარელი ჰობია. ვარ ვ.ი.ა. ნერგების სოლისტი და დროდადრო დავდივარ გასტროლებზე მრავალფეროვანი რეპერტუარით. ამჟამად ვენაში მივემგზავრებით, სადაც შევასრულებ Music of the night მიუზიკლიდან ოპერის მოჩვენება. ასევე მაქვს 10-მდე საავტორო სიმღერა ინგლისურ და ესპანურ ენებზე. გასულ წელს გადამიღეს რამაზ ბლუაშვილის ფილმში სახელწოდებით სანთელი ავდარში, რომლის პრემიერასაც მოუთმენლად ველი მიმდინარე წლის მაისში.

2015 წელს ჩემი პოემების კრებული გამოსცა საბამ და ამავე წელს გავხდი საუკეთესო ალტერნატიული ჟანრის მუსიკოსი, სადაც ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო ნიკა კოჩაროვი. იმედი მაქვს სამომავლოდაც მოვუყრი თავს საინტერესო პოემებს, რომელთა წერაც ძალიან მიყვარს. ასევე ჩემი პოემა ანის პაპირუსი შესულია 2015 წელს გამოცემულ პოეტების ანთოლოგიაში ორმაგი ავტოგრაფი.

მინდა ჩემი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი დარჩეს მომავალშიც. ხოლო ჩემი არჩევანი, ვმოღვაწეობდე სამშობლოში და არა საზღვარგარეთ, იყოს გამართლებული. გახსოვდეთ ყოველი მარცხი ან უიღბლობა მიდრეკილია იქცეს დიდ წარმატებად!

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

February 27, 2023
#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

May 29, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები