• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებსაც საქართველოში კონცერტები ჰქონდათ

June 11, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო არაერთი მსოფლიო დონის მუსიკოსისა და ჯგუფის მასპინძელი გახდა. თბილისსა და ბათუმში, ასევე შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ზე გამართულმა კონცერტებმა ათიათასობით მსმენელი გააერთიანა და ქვეყნის თანამედროვე მუსიკალურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

Scorpions 

 

გერმანული ჯგუფი Scorpions საქართველოს არაერთხელ ესტუმრა. 2006 წელს შედგა პირველი ვიზიტი, რომლის შემდეგაც 2016 წელს კონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართა, ხოლო 2024 წლის 31 მაისს მუსიკოსები კვლავ დაბრუნდნენ შეკვეთილში, სადაც ბილეთები მხოლოდ ორ საათში გაიყიდა.

 

ტოტო კუტუნიო

 

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო საქართველოს რამდენჯერმე ეწვია და ქართველი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. 2007 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის თავისუფლების მოედანი გრანდიოზულ ღია კონცერტს მასპინძლობდა. ათიათასობით მსმენელის წინაშე გამოსვლისას კუტუნიომ ქართველებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა და ქართულ ენაზე შეასრულა სიმღერა „სულიკო“, რამაც მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. შემდეგ – 2012 წლის 7 იანვარს ლეგენდარული მომღერალი თბილისს შობის დღესასწაულზეც ეწვია. გლდანის პარკში გამართულ უფასო კონცერტზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მასთან ერთად იმღერა მისი ყველაზე ცნობილი ჰიტები, მათ შორის „L’Italiano“.

 

 

შაკირა

 

2007 წლის 23 დეკემბერს კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა Shakira თბილისში, რიყის მოედანიგრანდიოზული უფასო კონცერტი გამართა. შოუს 350 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, რის გამოც ეს გამოსვლა ხშირად მოიხსენიება როგორც შაკირას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცოცხალი კონცერტი. ვარსკვლავმა სცენიდან ქართულად მიმართა მსმენელს სიტყვებით: „გამარჯობა ჯორჯია!“, ხოლო საერთაშორისო მედიამ ეს ვიზიტი ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური აღორძინების სიმბოლოდ შეაფასა.

 

"კონცერტი 4-5 მილიონი დოლარი დაჯდა, შაკირას კი 800 ათასი გადავუხადეთ“ - მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის საქართველოში სტუმრობის უცნობი დეტალები

ანდრეა ბოჩელი 

 

2010 წლის 31 დეკემბერს მსოფლიო საოპერო მუსიკის ვარსკვლავი ანდრეა ბოჩელი ბათუმის ევროპის მოედანი გრანდიოზული საახალწლო კონცერტით წარდგა. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო თავად ბოჩელისთვისაც, რადგან კარიერაში პირველად შეხვდა ახალ წელს საკუთარი სახლის მიღმა. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი სოპრანოები თამარ ივერი და სოფო ნიჟარაძე, რომლებთან ერთადაც არტისტმა დაუვიწყარი დუეტები შეასრულა.

ენრიკე იგლესიასი

 

2011 წლის 2 აგვისტოს ესპანელმა მომღერალმა ენრიკე ეგლესიასმა ბათუმის ევროპის მოედანზე უფასო კონცერტი გამართა. ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მის მოსასმენად. კონცერტისას განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მომენტმა, როდესაც მომღერალმა სცენაზე ქართველი თაყვანისმცემელი აიყვანა და სიმღერა პირადად მიუძღვნა.

სტინგი 

ბრიტანელი მუსიკოსი Sting საქართველოს ორჯერ ეწვია. 2011 წლის 1 ივლისს ბათუმში პიაცას მოედანზე არტისტმა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, კრის ბოტისთან ერთად გამართა კონცერტი. 2016 წლის 27-28 თებერვალს კი თბილისში კვლავ კრის ბოტისთან ერთად გამართა კონცერტი.

ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტი მიმდინარეობს

 

სნუპ დოგი 

 

2015 წლის 26 ივლისს ამერიკელი რეპერი Snoop Dogg ბათუმში, Black Sea Jazz Festival ფარგლებში გამოვიდა. მისმა კონცერტმა ფესტივალი ხმაურიანად დახურა და ათიათასობით მსმენელი გააერთიანა.

 

რობი უილიამსი 

2016 წლის 27 მაისს ბრიტანელმა ვარსკვლავმა რობი უილიამსმა თბილისის დინამო არენა 40 000-ზე მეტი ადამიანის წინაშე კონცერტი გამართა. მისმა თეატრალიზებულმა შოუმ და ცნობილმა ჰიტებმა ეს საღამო საქართველოს თანამედროვე მუსიკალური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აქცია.

Robbie Williams shows off his muscular physique as he performs in Georgia -  Daily Mail - GeorgianJournal

 

Maroon 5 

2016 წლის 7 ივნისს ამერიკულმა ჯგუფმა Maroon-მა 5 ბათუმში, საოცრებათა მოედანზე კონცერტი გამართა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, კონცერტს 30 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. საღამოს მთავარი სიურპრიზი გახდა ქართული ანსამბლ „ერისიონის“ მონაწილეობა სიმღერა „Payphone“-ის შესავალში.

კრისტინა აგილერა

 

2016 წლის 30 ივლისს ამერიკელმა ვარსკვლავმა კრისტინა აგილერმა შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena ოფიციალურად გახსნა. 9 500-ზე მეტი მაყურებლის წინაშე მომღერალმა შეასრულა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტები – „Genie in a Bottle“, „Beautiful“ და „Ain’t No Other Man“.

 

ელტონ ჯონი 

 

2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ბრიტანულმა ლეგენდამ ელტონ ჯონმა შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ზედიზედ ორი კონცერტი გამართა. ორივე საღამო ანშლაგით ჩატარდა. არტისტმა ქართველი მსმენელი ჰიტებით „Your Song“, „Rocket Man“ და სხვა კლასიკური კომპოზიციებით გაახარა.

Concert of Elton John in Shekvetili [Photo/Video] - 1TV

 

 

Black Eyed Peas 

 

ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas საქართველოს ორჯერ ეწვია. 2019 წლის 16 ივნისს მუსიკოსებმა შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ზე გრანდიოზული კონცერტი გამართეს. 2024 წლის 7 ივლისს ჯგუფი უკვე თბილისში, დინამო არენაზე გამოვიდა. სცენაზე ბენდის ცნობილ წევრებთან ერთად ახალი ვოკალისტი J. Rey Soul-იც წარდგა. მსმენელი ჰიტებს ,,pump it”, „Where Is the Love?“ და „I Gotta Feeling“ მთელი საღამოს განმავლობაში მღეროდა.

Imagine Dragons

 

2023 წლის 31 აგვისტოს ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Imagine Dragons-მა თავისი Mercury World Tour-ის ფარგლებში თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე დაუვიწყარი შოუ გამართა. კონცერტს 30 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. სოლისტმა Dan Reynolds მაყურებელი პირველივე წუთებიდან ააყოლა ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა „Believer“, „Radioactive“ და „Demons“. ჯგუფის წევრები განსაკუთრებით აღაფრთოვანა ქართველი მსმენელის ენერგიამ და ერთხმად სიმღერამ.

 

ბრუნო მარსი

 

2023 წლის 1 ოქტომბერს ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ბრუნო მარსი თბილისში, დინამო არენაგრანდიოზული კონცერტი გამართა. ღონისძიებას დაახლოებით 70 000 ადამიანი დაესწრო. მრავალგზის გრემის მფლობელმა არტისტმა მსმენელს თავისი მთავარი ჰიტები შესთავაზა, ხოლო საღამოს განსაკუთრებულ მომენტად მისი ბენდის მიერ „თბილისოს“ ინსტრუმენტული შესრულება იქცა.

 

ალ ბანო 

 

2023 წლის 24 ნოემბერს იტალიელი ლეგენდა ალ ბანო პირველად ეწვია საქართველოს. თბილისის საკონცერტო დარბაზი გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე მუსიკოსმა ორი საათის განმავლობაში შეასრულა თავისი უკვდავი ჰიტები – „Felicità“, „Sempre Sempre“ და „Libertà“. ღონისძიებიდან მიღებული თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.

The Killers 

 

2023 წლის 15 აგვისტოს ამერიკული ჯგუფი The Killers შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე წარდგა. კონცერტის მსვლელობისას სოლისტმა Brandon Flowers სცენაზე რუსი მსმენელი აიყვანა, რასაც მაყურებლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ ჯგუფმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა. მიუხედავად ამისა, მუსიკალური თვალსაზრისით კონცერტი წარმატებული აღმოჩნდა და მსმენელმა მოისმინა ჰიტები „Mr. Brightside“ და „Human“.

ტომ ოდელი 

 

ბრიტანელი მუსიკოსი ტომ ოდელი პირველად საქართველოს 2023 წელს ეწვია, როდესაც თბილისის ფილარმონიაში აკუსტიკური კონცერტი გამართა. 2026 წლის 21 ივნისს იგი კვლავ დაბრუნდება და ამჯერად ღია ცის ქვეშ, Loco Park-ზე მსმენელის წინაშე უფრო მასშტაბური შოუთი წარდგება.

OneRepublic

 

2024 წლის 10 მაისს ამერიკულმა ჯგუფმა OneRepublic შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა. 10 000-ადგილიანი არენის ყველა ბილეთი სრულად გაიყიდა. ფრონტმენმა Ryan Tedder მსმენელს ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერები – „Apologize“, „Secrets“ და „Counting Stars“ შესთავაზა.

ჯასტინ ტიმბერლეიკი

 

2025 წლის 23 ივლისს ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პირველად ეწვია საქართველოს. თბილისის დინამო არენა გამართულ კონცერტზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბილეთები გაყიდვების დაწყებიდან მხოლოდ შვიდ საათში ამოიწურა, რაც ღონისძიების მიმართ უპრეცედენტო ინტერესზე მიუთითებდა.

 

Guns N’ Roses 

 

2025 წლის 30 მაისს ამერიკული როკ-ჯგუფი Guns N’ Roses პირველად ეწვია საქართველოს. შეკვეთილში სპეციალურად მოწყობილ საფესტივალო სივრცეში ჯგუფის საკულტო წევრები – Axl Rose, Slash და Duff McKagan ათიათასობით მსმენელის წინაშე წარდგნენ.

 

 

 

2026 წელი ქართველი მელომანებისთვის განსაკუთრებულ წლად აღმოჩნდა – შეგახსენებთ, რომ წელს თბილისი არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს. 12 ივნისს კანიე უესტის, 16 ივლისს რიკი მარტინისა და 21 ივნისს ტომ ოდელის კონცერტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ საღამოებს ჰპირდება.

 

Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს | imedinews

Ricky Martin Tickets, 2026 Concert Tour Dates | Ticketmaster

Recensie van Tom Odell in de AFAS Dome: gebakken lucht | Humo: The Wild Site

ასევე გაეცანი

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება
OK! News

Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
OK! კულტურა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

May 31, 2026
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021

კვირის ჰიტები

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

August 28, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები