• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა

October 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როდესაც ვხვდები ქალებს, რომლებმაც საყვარელი საქმე იპოვეს, დაბრკოლებების არ შეეშინდათ, საკუთარ თავში მოძებნეს ძალა და გაბედეს, ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი პროფესიული გზა მხოლოდ პირად წარმატებად არ რჩება და იმ საქმეს, რომელსაც აკეთებენ, ქვეყნისთვისაც მოაქვს შედეგი. დაიწყო საქმე, რომლის შესახებაც შენ გარშემო ბევრს ჯერ არც კი ჰქონდა წარმოდგენა, შექმნა მისთვის პროფესიული სივრცე, დაამკვიდრო სტანდარტი და წლების განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებაში მონაწილეობდე, ეს ნამდვილად არ არის მარტივი. სწორედ ასეთი ქალია OK!-ის ამ ნომრის სტუმარი – ირმა კოდუა.

დღეს MICE ტურიზმი, ანუ შეხვედრების, კონფერენციების, კორპორაციული და სხვა საქმიანი ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოში უკვე კარგად ნაცნობი ინდუსტრიაა. მაგრამ იყო დრო, როცა ეს მიმართულება ბევრად ნაკლებად ცნობილი იყო და მისი განვითარებისთვის საჭირო გამოცდილება და პროფესიული გარემო ჯერ კიდევ ყალიბდებოდა.

 

 

ირმა კოდუა იმ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც საქართველოში MICE ინდუსტრიის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. 2012 წელს მან დააფუძნა Grata DMC, რომელიც 2013 წლიდან ოფიციალურად არის წარმოდგენილი ბაზარზე და დღეს უკვე 14-წლიანი გამოცდილებით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს MICE ინდუსტრიაში. მოგვიანებით ირმა კოდუა ქართული ბიზნესტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრიც გახდა. მისი ისტორია სწორედ ამიტომ არის საინტერესო — არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან იპოვა საქმე, რომელიც უყვარს, არამედ იმიტომაც, რომ იმ დროს, როცა ამ სფეროს საქართველოში ჯერ კიდევ უწევდა საკუთარი ადგილის დამკვიდრება, მან გადაწყვიტა, თავად გამხდარიყო ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე და შემქმნელი.

 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ჩემი პროფესიული გზა ტურიზმით არ დაწყებულა. თავდაპირველად ფინანსების განხრით მივიღე განათლება და სწორედ ამ ცოდნამ მომცა საფუძველი, რომელიც შემდეგ საკუთარი ბიზნესის მართვაში ძალიან გამომადგა. ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობა All Seasons Travel Agency-ში დავიწყე. იქ პირველად გავიცანი ეს სფერო შიგნიდან: მისი შესაძლებლობები, სირთულეები და, რაც მთავარია, ადამიანები.

მნიშვნელოვანი ეტაპი 2012 წელი იყო, როდესაც Grata DMC-ის Managing Director გავხდი. შემდეგ კომპანია დამოუკიდებელ DMC-ად განვითარდა და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნეს და MICE ტურიზმი გახდა.

როდესაც მიმართულება ჯერ კიდევ ახალია, მხოლოდ მისი დაწყება არ კმარა. საჭიროა, აუხსნა ბაზარს, რას სთავაზობ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა სტანდარტით უნდა იმუშაო. იმ პერიოდში საქართველოში MICE-ის შესახებ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაცილებით ნაკლები იყო. ამიტომ ბევრი რამ თავადაც უნდა გესწავლა და პარალელურად ბაზარიც უნდა განვითარებულიყო.

MICE მხოლოდ კონფერენციის ან კორპორაციული ღონისძიების ორგანიზება არ არის. ერთი შეხედვით მარტივი ღონისძიების უკან შეიძლება ათობით ადამიანი, ასობით დეტალი და უამრავი გადაწყვეტილება იდგეს. ყველაზე მნიშვნელოვანია დეტალების წინასწარ დანახვა და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით არ წავა. MICE-ში შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს ლოკაცია, სტუმრების რაოდენობა, ტრანსპორტის გრაფიკი ან პროგრამის ნაწილი. ასეთ დროს პანიკა გამოსავალი არ არის. საჭიროა სწრაფად იფიქრო, მიიღო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა აიღო შედეგზე.

ეს არის ინდუსტრია, რომელიც ადამიანებზე დგას. მუშაობ სასტუმროებთან, რესტორნებთან, გიდებთან, ტრანსპორტის კომპანიებთან, საერთაშორისო კლიენტებსა და უამრავ სხვა პარტნიორთან. ამიტომ კარგი მენეჯერი მხოლოდ ორგანიზატორი არ არის. მას უნდა შეეძლოს მოლაპარაკება, გუნდის მართვა, რთულ სიტუაციაში შუამავლობა და საჭირო მომენტში გადაწყვეტილების მიღება.

 

თქვენი საქმიანობა მხოლოდ ღონისძიების ორგანიზება არ არის, თქვენ საქართველოს რეალური ელჩები ხართ.

ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. საერთაშორისო ბიზნესმოგზაური შეიძლება საქართველოში პირველად სწორედ კონფერენციის ან კორპორაციული ღონისძიების გამო ჩამოვიდეს. რამდენიმე დღეში ის შეხვდება ქართველ კოლეგებს, გაეცნობა ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს და საბოლოოდ საქართველოს საკუთარი გამოცდილებით შეაფასებს.

ამიტომ MICE ტურიზმი ჩემთვის მხოლოდ ბიზნესის მიმართულება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, უცხოელებს საქართველო რეალურად გააცნო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ, რისი გაერთიანებაც ერთ გამოცდილებაში შეგვიძლია: თბილისი, რეგიონები, ღვინო, გასტრონომია, კულტურა, ბუნება. სწორედ ამ მრავალფეროვნების სწორად შეფუთვა და საერთაშორისო სტუმრისთვის შეთავაზებაა ჩვენი ერთ-ერთი შესაძლებლობა.

 

 

როგორ შეიცვალა MICE ტურიზმი ბოლო წლებში?

დღეს კორპორაციული ღონისძიება უკვე მხოლოდ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი და ოფიციალური ვახშამი აღარ არის. კომპანიებს სურთ ისეთი გამოცდილება, რომელიც ადამიანებს დააახლოებს, გუნდს გააერთიანებს და მოგზაურობას დამატებით მნიშვნელობას შესძენს. ამიტომ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრეატიული პროგრამები, ადგილობრივი კულტურა, გასტრონომია და ისეთი აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს დასამახსოვრებელ გამოცდილებას უქმნის.

თქვენ ასევე ხართ ამერიკული გლობალური ბრენდის Catalyst Teambuilding-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, როგორ გახდით ასეთი მასშტაბური კომპანიის ლიცენზიის თანამფლობელი და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი პორტფელში ამ მომსახურების დამატება?

Catalyst Team Building-თან პარტნიორობა ჩვენი კომპანიის განვითარების სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. Grata DMC-ისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური სერვისების დანერგვა და კორპორაციული ღონისძიებების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Catalyst Team Building მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და აერთიანებს გუნდური განვითარების მრავალწლიან გამოცდილებას, ინოვაციურ პროგრამებსა და თანამედროვე მიდგომებს. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებისა და ქართული ბაზრისთვის საერთაშორისო სტანდარტების შეთავაზების მიზნით გადავწყვიტეთ ამ ქსელთან თანამშრომლობა.

ჩვენი მიზანი მხოლოდ თიმბილდინგის ღონისძიებების ორგანიზება არ არის. გვინდა კომპანიებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც სცდება ტრადიციული კორპორაციული ღონისძიებების ფორმატს, ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, გუნდურ კავშირებს, ეფექტიან კომუნიკაციასა და ლიდერული უნარების განვითარებას.

Grata DMC-ისთვის ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ბაზრის ცოდნა გავაერთიანოთ, გავაფართოოთ მომსახურების პორტფელი და ქართულ კომპანიებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო კორპორაციულ ჯგუფებს, მაღალი ხარისხის, ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული გუნდური პროგრამები შევთავაზოთ.

 

თქვენ ტურიზმის სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტზეც საუბრობდით. რამდენად დიდი პრობლემაა ეს?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები: სასტუმროებს, გიდებს, ტუროპერატორებს, რესტორნებს და, რა თქმა უნდა, MICE სფეროსაც. შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს კარგი ინფრასტრუქტურა და საინტერესო ტურისტული პროდუქტი, მაგრამ საბოლოო გამოცდილებას მაინც ადამიანი ქმნის. სტუმარს შეიძლება არ დაამახსოვრდეს სასტუმროს ოთახის კონკრეტული დეტალი, მაგრამ აუცილებლად დაამახსოვრდება, როგორ დახვდნენ, როგორ მოაგვარეს პრობლემა და როგორ აგრძნობინეს თავი.

 

 

თქვენი კარიერა ქალისთვის ბიზნესში საკუთარი პროფესიული სივრცის შექმნის მაგალითიცაა. რას ეტყოდით ქალს, რომელსაც საკუთარი საქმის დაწყება უნდა, მაგრამ ეშინია?

ალბათ იმას, რომ შიში ბუნებრივია, მაგრამ მის გამო გაჩერება არ ღირს. არ არსებობს გარანტია, რომ ყველაფერი მარტივად გამოვა. მთავარია, იცოდე, რატომ აკეთებ ამას, გქონდეს სურვილი, ისწავლო და არ შეგეშინდეს დაბრკოლებების. ზოგჯერ სწორედ ის გზა, რომლის დაწყებაც ყველაზე მეტად გვაშინებს, შეიძლება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს.

ძალიან რთულია ქალისთვის შეუთავსო დედობა და დატვირთული სამსახური ერთმანეთს, მაგრამ სადაც სურვილი, სიყვარული და გულწრფელობაა, ყველაფერი გამოდის. ქალებს მინდა ვუთხრა – მთავარია, არ გაჩერდეთ და მუდმივად იზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებაზე, შესაძლოა, ხშირად გარემოებების გამო ისეთი საქმის კეთებამ მოგიწიოთ, რაც არ არის თქვენი მოწოდება, მაგრამ პარალელურად საკუთარ განვითარებაზე ზრუნვით თქვენ აუცილებლად შეძლებთ წინსვლას.

 

როგორ ხედავთ საქართველოს MICE ტურიზმის მომავალს?

საქართველოს ამ მიმართულებით დიდი შესაძლებლობები აქვს, თუმცა განვითარებისთვის საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა: საერთაშორისო კავშირები, ინფრასტრუქტურა, მომსახურების ხარისხი, პროფესიონალი კადრები და საერთაშორისო ბაზრებზე სწორი პოზიციონირება.

მთავარია, საქართველო მხოლოდ დანიშნულების ადგილად კი არ შევთავაზოთ საერთაშორისო სტუმარს, არამედ გამოცდილებად. ისეთ ადგილად, საიდანაც ადამიანი კარგი მოგონებებით და დაბრუნების სურვილით წავა.

 

საქართველოში შექმნილი ბიზნესი შემდეგ უკვე კავკასიის მასშტაბის კომპანიად იქცა. როგორ გადაწყვიტეთ, საქართველოს ფარგლებს გასცდენოდით?

როდესაც ერთ ბაზარზე გარკვეულ გამოცდილებას აგროვებ და ხვდები, რომ შენი ცოდნა სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს საინტერესო, ბუნებრივია, ჩნდება გაფართოების სურვილი. ჩვენთვის ეს იყო არა უბრალოდ გეოგრაფიის შეცვლა, არამედ ახალი შესაძლებლობა.

დღეს Grata DMC-ის საქმიანობა მხოლოდ საქართველოს აღარ მოიცავს. კომპანია MICE და ბიზნესტურიზმის მიმართულებით მუშაობს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს, პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც საერთაშორისო კლიენტთან მუშაობ და მას რამდენიმე ქვეყანაში ემსახურები, უკვე მხოლოდ ერთი ქვეყნის სტანდარტზე არ არის საუბარი. საჭიროა იცოდე თითოეული ბაზრის თავისებურება, გყავდეს ადგილობრივი პროფესიონალები და პარტნიორები და ამავე დროს შეინარჩუნო ის ხარისხი, რომელსაც შენი კომპანია წარმოადგენს.

 

 

საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი სამი განსხვავებული ქვეყანაა. რამდენად რთულია ერთ კომპანიაში ამ ბაზრების გაერთიანება?

სირთულეც არის და შესაძლებლობაც. სამივე ქვეყანას თავისი კულტურა, ტურისტული რესურსი, ბიზნესგარემო და მომსახურების სპეციფიკა აქვს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ყველგან ერთი და იგივე ფორმულა გამოიყენო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მიმართულების ადგილობრივი თავისებურებები სწორად გავითვალისწინოთ, მაგრამ საბოლოო გამოცდილება პროფესიული სტანდარტის შესაბამისი იყოს.

კავკასიას აქვს ის მრავალფეროვნება, რომელსაც თანამედროვე MICE კლიენტი ეძებს. რამდენიმე ქვეყანაში ერთ მოგზაურობაში სხვადასხვა კულტურის, ისტორიის, სამზარეულოსა და ბუნების გაცნობაა შესაძლებელი. ამასთან, რეგიონი ჯერ კიდევ არ არის ისეთი გადატვირთული, როგორიც ბევრი ტრადიციული ევროპული მიმართულება. თუ ამ შესაძლებლობებს სწორად შევთავაზებთ საერთაშორისო ბაზარს და მომსახურების ხარისხსაც მუდმივად გავაუმჯობესებთ, კავკასიას ნამდვილად აქვს პოტენციალი, MICE ტურიზმისთვის უფრო საინტერესო რეგიონულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

 

დაბოლოს, რა გაძლევთ ამ საქმის კეთების ძალას ამდენი წლის შემდეგ?

ალბათ ის, რომ ამ საქმეში ერთფეროვნება თითქმის შეუძლებელია. ყოველთვის არის ახალი ადამიანი, ახალი კლიენტი, ახალი ქალაქი, ახალი იდეა და ახალი გამოწვევა. როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ, რთული პერიოდებიც სხვანაირად გადაგაქვს. ყოველი დასრულებული პროექტის შემდეგ ისევ გიჩნდება სურვილი, შემდეგი კიდევ უფრო საინტერესო და უკეთესი იყოს. ამ საქმეში ის მიყვარს, რომ საზღვრები არ აქვს და  რომ, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს რეალიზდება.

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: Kikala Studio

ასევე გაეცანი

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი
Slider Area

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
#OK! შეგიძლია გეშინოდეს და მაინც იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე – ირმა კვაჭაძე მუშკი.
ინტერვიუ

#OK! შეგიძლია გეშინოდეს და მაინც იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე – ირმა კვაჭაძე მუშკი.

October 13, 2026
#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“  სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია
ინტერვიუ

#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“ სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

October 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

March 28, 2023
#OK! ემი უაინჰაუსის მამა შვილის მეგობრებს სასამართლოში უჩივის

#OK! ემი უაინჰაუსის მამა შვილის მეგობრებს სასამართლოში უჩივის

December 12, 2025
#OK! წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – Grammy-ს გამარჯვებულები ცნობილია

#OK! წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – Grammy-ს გამარჯვებულები ცნობილია

May 6, 2025
#OK! ტერასა ჯგუფი – კომპანია, საუკეთესო საინვესტიციო პროექტებით

#OK! ტერასა ჯგუფი – კომპანია, საუკეთესო საინვესტიციო პროექტებით

May 8, 2021

კვირის ჰიტები

ბოლნისიდან ტეხასის სცენამდე – შოთა ადამაშვილის საერთაშორისო წარმატება

ბოლნისიდან ტეხასის სცენამდე – შოთა ადამაშვილის საერთაშორისო წარმატება

October 8, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
#OK! ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი ძალადობის ბრალდებებზე, ურთიერთობასა და ბავშვის მამობის საკითხზე

#OK! ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი ძალადობის ბრალდებებზე, ურთიერთობასა და ბავშვის მამობის საკითხზე

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები