• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ირმა კალანდაძე

April 1, 2025
საკითხავი დრო: 3 mins read

რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარი სასტუმროთა გაერთიანების დირექტორი ირმა კალანდაძეა, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ სფეროშია. კარიერული ნაბიჯები სტუმართან ურთიერთობის აგენტის პოზიცით დაიწყო, შესაბამისად დღევანდელ დღემდე საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა, რომელიც უამრავ შრომასთან და ამასთან ერთად მიზნისკენ სწრაფვასთან იყო დაკავშირებული. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით ჩვენი გმირი თავად გვიამბობს.

 

თქვენი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ

გახლავართ სასტუმროთა გაერთიანების დირექტორი, რომელიც აერთიანებს სამ შესანიშნავ სასტუმროს საქართველოში: „ქრაუნ პლაზა ბორჯომი”, „წყალტუბო პლაზა“ და თბილისში სასტუმრო და რესტორანი – „ჯინჯერი“. ჩვენ ვქმნით დაუვიწყარ ემოციებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.

 

 

თქვენი გამოცდილების შესახებაც რომ მოგვიყვეთ. გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ

კარიერული ნაბიჯები სტუმართან ურთიერთობის აგენტის პოზიციიდან დავიწყე. მიღება-განთავსების სფერომ იმდენად მომხიბლა, რომ ამ მიმართულებით გადავწყვიტე განვითარება და წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვვითარდებოდი ამ მიმართულებით. არასდროს შემიწყვიტავს სწავლა და მეტის გაგების სურვილი, ყოველდღე ვცდილობდი, ვყოფილიყავი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. მიღება-განთავსების სფერო იმდენად ყოვლისმომცველი და საინტერესო არის, რომ უფრო ფართო სპექტრზე მომცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, შესაბამისად მიზნად დავისახე კიდევ უფრო წინ წასვლა და გადავედი ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა სერვის მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერი, სასტუმროს მენეჯერი.

კლასტერული საოპერაციოს მართვის გამოცდილების მიღების შემდგომ დღეს მოვედი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციამდე, მაგრამ აქამდე უამრავი უძილო ღამე, სხვადასხვანაირი ემოცია, ჟინი და ჯანსაღი ამბიცია იყო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, იყო საკუთარი თავის რწმენის ძალა და თავდაჯერებულობა, რაც არასდროს დამიკარგავს.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზნების და შემდეგ უკვე წარმატების მისაღწევად?

წარმატების მიღწევას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ვფიქრობ, უპირველესი მკაფიო ხედვის და მიზნების ქონაა. უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ჩვენთვის წარმატება, ვინაიდან მისი გაგება ყველასთვის ინდივიდუალურია. ეს სიცხადე გვეხმარება დავგეგმოთ ჩვენი ნაბიჯები ისე, რომ ახლოს მივიდეთ მიზნამდე და შემდგომ უკვე დავიპყროთ წარმატების მწვერვალები. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია მოთმინება და შეუპოვრობა.

წარმატება ბევრ შრომასთან ერთად მოითხოვს გამოწვევებისა და წარუმატებლობის, მარცხის მიმართ ბრძოლისუნარიანობას. დაჟინებული სვლა მიზნისკენ, სწორედ ეს ის ქცევა და ხასიათის თვისებაა, რაც გვაძლევს საშუალებას თავი დავაღწიოთ წარუმატებლობებს, ვისწავლოთ შეცდომებზე და განვაგრძოთ წინსვლა მიზნებისკენ. ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლა და ახალი უნარების გამომუშავების მცდელობა, შრომისმოყვარეობა და თავდადება, ადაპტაცია და მოქნილობა, სიახლისკენ სწრაფვის უნარი და ნოვატორობა, ცვლილებებისადმი სწრაფვის სურვილი, დროის ეფექტური მართვა და დისციპლინა. ეს ის ელემენტებია, რომელთა გაერთიანებით ჩვენ საგრძნობლად ვზრდით საკუთარი წარმატების მიღწევის შანსებს.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

ადამიანი, რომელიც სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში წლებია მოღვაწეობს და რომელიც ხალხის ბიზნესში არის დასაქმებული, მოტივაციას შეიძლება ბევრი რამ აძლევდეს, რომელთაგან გამოვყოფდი რამდენიმეს: დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნა, სტუმრების დადებითი და პოზიტიური უკუკავშირი, გუნდის წარმატება და განვითარება, ინოვიაციები და კრეატიულობა, ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობები სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან, გამოწვევები და ზრდის შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია, სფეროს მიმართ დაუშრეტელი სიყვარულის და ენერგიის ძალა, რაც ასე მიჯაჭვულს და გულანთებულს გხდის საკუთარ საქმეზე.

 

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერული ნაბიჯების გადადგმას?

დაისახეთ კონკრეტული მიზნები, იყავით შეუდრეკელნი, უშიშარი, მუდმივად ეძებეთ სწავლის და განვითარების გზები, განავითარეთ თქვენი უნარები, იყავით მოქნილები და ნოვატორები, გაუფრთხილდით საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას, არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების და იზრუნეთ სხვებზე. არასდროს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ ძალებში, იყავით თავდაჯერებულნი და გიყვარდეთ საკუთარი თავის ის ვერსია, რომელიც ხართ იმ პირობით, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო უკეთესი და გაზრდილი იქნებით.

 

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ

წინ უამრავი გეგმა და გამოწვევაა, რომელსაც დიდი აღტაცებით ველი. მჯერა, მიუხედავად კიდევ ბევრი სირთულისა, ჩემს სათქმელს საკუთარი თავის წინაშე არაერთხელ ვიტყვი, – რომ ვარ ძლიერი ლიდერი ქალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო თავისი შრომითა და თავდადებით.

ფოტო: ნინი ნატროშვილი / ალექსეი სეროვი
ასევე იხილეთ:

#OK! მენეჯერი – ნოკა ბაინდურაშვილი

#OK! მენეჯერი – მარიამ ხუროშვილი

#OK! მენეჯერი – ანა თურმანიძე

#OK! მენეჯერი – ქეთა დაუშვილი

#OK! მენეჯერი – თათია ხორბალაძე

#OK! მენეჯერი – თეო ლეჟავა

#OK! მენეჯერი – ნინო მერაბიშვილი

#OK! მენეჯერი – თათია მოსეშვილი

#OK! მენეჯერი – ირმა კალანდაძე

 

ასევე გაეცანი

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან
Slider Area

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

December 5, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე
OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

December 1, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერის 9 თვის ვაჟიშვილს სახელი ჯერ კიდევ არ აქვს – კაილი ჯენერი ფიქრობს, რომ პატარას კვლავ ძველი სახელი დაარქვას

#OK! კაილი ჯენერის 9 თვის ვაჟიშვილს სახელი ჯერ კიდევ არ აქვს – კაილი ჯენერი ფიქრობს, რომ პატარას კვლავ ძველი სახელი დაარქვას

November 25, 2022
#OK! ცნობილი მომღერალი თათია კობალაძე მსმენელს ახალ სიმღერასა და ვიდეორგოლს წარუდგენს

#OK! ცნობილი მომღერალი თათია კობალაძე მსმენელს ახალ სიმღერასა და ვიდეორგოლს წარუდგენს

March 4, 2024
#OK! ემილი რატაკოვსკის პირველი გამოჩენა პოდიუმზე მშობიარობის შემდეგ

#OK! ემილი რატაკოვსკის პირველი გამოჩენა პოდიუმზე მშობიარობის შემდეგ

September 4, 2021
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

December 4, 2025
#OK! „სექსი დიდ ქალაქში“-ს 69 წლის ვარსკვლავი გათხოვდა

#OK! „სექსი დიდ ქალაქში“-ს 69 წლის ვარსკვლავი გათხოვდა

December 5, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?

#OK! როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?

December 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები