• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მენეჯერი – მარიამ ხუროშვილი

April 1, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმოგიდგენთ OK! მენეჯერის რუბრიკის სტუმარს მარიამ ხუროშვილს, რომელმაც საკმაოდ ვრცელი გზა გაიარა იმისათვის, რომ საკუთარი მიზნებისთვის მიეღწია. მიაჩნია, რომ საკუთარი ხასიათი, მუდმივი გამოწვევები და მოულოდნელი “სიურპრიზების” მიმართ ამტანობა არის ის მთავარი, რაც აძლევს ძალას და მოტივაციას, რომ იბრძოლოს, რათა მივიდეს დასახულ მიზნამდე. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ მარიამ ხუროშვილს.

 

გაეცანით ჩვენს მკითხველს

მოგესალმებით. ამ შეკითხვაზე გულწრფელი პასუხი, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჯერ თავად უნდა ვეძებო, არა? ვიტყოდი, რომ ვარ უკიდურესად მეოცნებე ადამიანი, რომელსაც მოუწია, პრაგმატული ხალხისგან ბევრი რამ ესწავლა, რათა საკუთარი სურვილებისთვის შეესხა ფრთები. ძალიან მიყვარს კონტრასტი როგორც ხელოვნებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ალბათ, მაგიტომაც გამომივიდა ასე. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი ვეძებ გამოსავალს. შესაბამისად, სამყაროზე განაწყენებული ადამიანების გაგებაც, ცოტა მიჭირს. ვისურვებდი, ყველას გვქონოდა იმის უნარი, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა კი არ დაგვანგრიოს, არამედ გაგვაძლიეროს, გვასწავლოს, შთაგვაგონოს და უკეთესი მომავლის შექმნისკენ გვიბიძგოს.

თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ

ერთ ადგილზე გაჩერება ყოველთვის სტრესი იყო ჩემთვის, ეს თვისება დღემდე მომყვება და პროფესიულადაც შესამჩნევია. ბოლო 3 წლის განმავლობაში დისტანციურად ვარ ჩართული მენეჯმენტის კონსულტირების (Management Consulting) სფეროში. პროექტი რომელზეც ამჟამად ვმუშაობ, არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდია. ჩვენი პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანას მოიცავს და იმ პროფესიონალებს აძლიერებს, ვისაც საკუთარ საზოგადოებაში დადებითი ცვლილების მოტანის სურვილი გააჩნია. დღეს-დღეობით, 60-მდე პროექტს გავუწიე მხარდაჭერა როგორც დაგეგმვა-იმპლემენტაციის,  ასევე ნარატიული, საკომუნიკაციო და ფინანსური რეპორტინგის სწორად წარმართვის ნაწილში. შესაბამისად, მახარებს, რომ ენთუზიამით ანთებულ ადამიანებს საკუთარი შედეგების გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში ვეხმარები. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მცდელობები ასეთია.

მენეჯმენტის პარალელურად, მაქვს სხვადასხვა დამატებითი პროექტი კომუნიკაციის, ბრენდინგის, ხილვადობის, კრეატიული ამბის თხრობის (storytelling) თუ წერის (copywriting) მიმართულებით, რაც ჩემთვის ჰობი იყო, თუმცა, ნელ-ნელა პროფესიულ დონეზეც ამყავს.

როგორია თქვენ მიერ გავლილი გზა?

საინტერესო, თუმცა ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა; ან თუ ოდესმე ვარდები მიმიღია – საკმაოდ ეკლებიანიც. გამოვცადე ბევრი უარი, იგნორი, ღალატი – რაც ჩემს თავდაჯერებულებაზე ძალიან მოქმედებდა. თუმცა, სამყაროს მიმართ ნდობა, საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლის უნარი არასოდეს დამიკარგავს. სავარაუდოდ, მაგიტომაც გამომივიდა დასახული მიზნების რაღაც ნაწილი მაინც. ასევე, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის წევრების, ერთგული მეგობრების, პარტნიორების, მენტორებისა თუ მასწავლებლების, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც, ბევრს ვერაფერს მივაღწევდი.

ჩემი პროფესიული ცხოვრება არა გზა, არამედ, უფრო გზაჯვარედინია. დავიწყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლერების სტიპენდიით, რომელიც ჯერ თავად მოვიპოვე 2017 წელს. შემდეგ, უკვე შიდა კონკურსებში გავიმარჯვე და 2020 წელს რეგიონალური პროექტი განვახორციელე ჩემს ქართულ-უკრაინულ გუნდთან ერთად. მერე გავხდი პროგრამის კომუნიკაციის და ხილვადობის ახალგაზრდა ექსპერტი; ხოლო, 2021 წლიდან, ვარ პროგრამის რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ასევე, შევქმენი საავტორო კურსი – Ready to Level Up?! რომელიც პროფესიული უნარების გაძლიერების მასტერკლასებს მოიცავდა. კურსის ფარგლებში ჩემს მოსწავლეებს ისეთი მიმართულებებით დავეხმარე, როგორებიცაა, ეფექტური კომუნიკაციები (საუბარი, მოსმენა), CV-ს შედგენა, გასაუბრების როლური თამაშები, სოციალური მედიის არხებზე ხილვადობა, გუნდის მართვა, პროფესიული ქსელების შექმნა. სხვათა შორის, LinkedIn-ზე პროფესიული ქსელების მართვის (Professional Networking) ქართულ/ინგლისურენოვან მასტერკლასზე არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ცნობილი კომპანიების ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც მესწრებოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი კურსის დროებით შეჩერება მომიწია, რადგან მალევე საერთაშორისო პროექტში ჩავერთე და  Mercy Corps-ის სოციალური მეწარმეობის გაძლიერების პროგრამის ბენეფიციარების მენტორინგზე გადავედი.

 

რა გაძლევთ ძალას და მოტივაციას?

ჩემი ხასიათი, მუდმივი გამოწვევები და მოულოდნელი “სიურპრიზების” მიმართ ამტანობა, რაც საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, სულ მოტივირებული და დისციპლინირებულიც ვერ იქნები. ცხოვრებას თან სდევს ფინანსური, მენტალური თუ ემოციური კრიზისები და ამ მხრივ, არავინ არის გამონაკლისი. ამიტომაც, მოტივაციის ნაკლებობის დროს, პასუხისმგებლობის გრძნობა თამაშობს უდიდეს როლს. როგორ შეუძლოდაც არ უნდა ვგრძნობდე თავს, თუ სხვა ადამიანების მიზნების მიღწევა ჩემზეა დამოკიდებული, ყოველთვის ვცდილობ, მოვიკრიბო ძალა და გავაკეთო ის, რისი მოლოდინიც გააჩნიათ.

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზნების და შემდეგ უკვე წარმატების მისაღწევად?

პირველ რიგში ნიჭი და ხედვა, რაც ყველა “დიდი” ადამიანის თვისებაა. შემდეგ, უკვე მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მებრძოლი ხასიათი – სამივე ერთად! აგრეთვე, დღევანდელი მსოფლიოსთვის შესაბამისი ციფრული უნარების ფლობა, რათა საკუთარი შესაძლებლობები ფართო ასპარეზზე გავიტანოთ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო და პროფესიონალ ადამიანთა ქსელი, რომლებიც მხარს გვიჭერენ და წინსვლაში გვეხმარებიან.   უკვე სავალდებულოც კი გახდა რბილი უნარები (Soft Skills) – დახვეწილობა და მოქნილობა ურთიერთობებში, თანამშრომლობაზე ორიენტირებული მიდგომები, ერთმანეთის პატივისცემა და თავაზიანობა როგორც სოციალურ, ასევე პროფესიულ გარემოში, რაც ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობებს განსაზღვრავს.

დაბოლოს, მიზნების მისაღწევად აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და არა იმ ტოქსიკური მეზობლებისა თუ ნათესავების, რომლებიც ხშირად გვაბრკოლებენ თავიანთი ცრუ წინასწარგანწყობებით. თუმცა, მათთან ურთიერთობაშიც უნდა დავიცვათ ურთიერთ-პატივისცემის დისტანცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ასევე, პირადად არ უნდა მივიღოთ შეუმდგარი ადამიანების მდარე წამოძახილები და ყოველთვის ვაპატიოთ მოღალატე მეგობრებს (ყოველ შემთხვევაში, შევეცადოთ მაინც). ამ მენტალური ბლოკების მოხსნა არ არის მარტივი, თუმცა, თუ/როცა მოვახერხებთ, მივხვდებით რომ სამყაროში ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. მთავარია აპათია დავძლიოთ, გლობალურად ვიაზროვნოთ და ზოგიერთი მაინც მოვიპოვოთ.

როგორია თქვენი გეგმები?

ძალიან მაძლიერებს იმის განცდა, რომ სამყაროსთვის ღირებულ საქმეს ვაკეთებ და დიდი ალბათობით, მენეჯმენტის კონსულტირების სფეროში მუშაობას გავაგრძელებ, განსაკუთრებით კი საერთაშორისო განვითარების პროექტების მიმართულებით.

მსურს რომ შემოქმედებით ინდუსტრიებშიც გამოვხატო საკუთარი თავი, რადგან ვგრნობ, რომ მაქვს ნიჭი და მისი მიმალვა ზოგჯერ მაწუხებს კიდეც. მინდა, ამ მხრივ მეტი გამოცდილება დავაგროვო და პრაქტიკურ პროექტებშიც უფრო აქტიურად ჩავერთო. სხვათა შორის, მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. კრეატიულ პროექტებზე მუშაობისას სრულ თავისუფლებას ვგრძნობ და მთელს ჩემს ემოციას, ხედვას და უნარებს ვდებ. ამიტომაც, მსურს, რომ თითოეული ახალი პროექტი, თავისი აღმარულებელი გუნდით თუ საბოლოო პროდუქტით –  მაქსიმალურად ახლოს იყოს ჩემს ღირებულებათა სისტემასთან.

კომუნიკაციის ან მარკეტინგის მიმართულებით თუ გქონიათ პროექტები?

ამ მხრივ, კომუნიკაციის ლაბორატორიების/Communication Labs პროექტს გამოვარჩევდი, რომლის ფარგლებშიც სამ ორგანიზაციას დავეხმარე საკომუნიკაციო კამპანიის გამართვაში.  პროგრამის სამი გამარჯვებული გუნდიდან, ორს თანა-მენტორობა მე გავუწიე და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ეიფორიული იყო ჩემთვის მათი წარმატების გაზიარება. ძალიან ვამაყობ თითოეული მათგანით და მიხარია რომ, მალე, უნიჭიერესი ახალგაზრდა ლიდერები – ნათია ჩიქოვანი (პროექტი ცხოველებისთვის) და სალომე კუსიანი (სოციალურ საწარმოთა ალიანსი) თავიანთ გუნდებთან ერთად, ეფექტიან კამპანიებს განახორციელებენ. ასეთ ადამიანებთან მუშაობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ მომავალი ქალებისაა!

 

 

შემოქმედებითი მიმართულებით რას გამოარჩევდით? 

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კამპანიის კონცეფცია მაქვს შექმნილი და შემდეგ, უკვე განხორციელებული როგორც აკადემიურ სივრცეებთან (#toleranceisfreedom), ასევე საერთაშორისო პროგრამების (#beecological) ფარგლებში. ამჟამად, უახლესი შემოქმედებითი კოლაბორაცია, რომელსაც გავიხსენებდი მქონდა ქართულ-გერმანულ ლეიბლსა და ივენთ-სერია Innergated-თან. საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა გამოგვივიდა როგორც კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების, ასევე კრეატიული წერის (copywriting) თვალსაზრისით. ვიმუშავეთ პოდკასტების სერიაზე, ალბომის ტექსტებზე; გავიცანი ბევრი საერთაშორისო არტისტი, არა მხოლოდ შემოქმედებითად, არამედ პირადად, თბილისში.  ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესი იყო. სხვათა შორის, თუ ტექნო ჟღერადობები ჯერ კიდევ უცხოა თქვენთვის, გირჩევთ ფრანგი არტისტის – La Kajofol-ის მიერ პოდკასტების სერიის ფარგლებში შექმნილ სეტს მოუსმინოთ, რომელიც მისტიკური ტექნოს მოტივებზეა შექმნილი და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ელექტრონული კომპოზიციაა SoundCloud-ზე. შესაძლოა თქვენც მოგეწონოთ.

მენეჯმენტი, მენტორინგი თუ შემოქმედებითი ინდუსტრია?

ალბათ სამივე ცალ-ცალკე და ერთად! მიუხედავად ე.წ. “სერიოზული” ადამიანის იმიჯისა, თავისუფლება, კრეატიულობა და ქაოსი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, არის და ალბათ, სულ იქნება. სხვათა შორის, თუ არჩევანის წინაშე ვდგავარ – წესრიგი თუ სამართლიანობა, ყოველთვის მეორეს ვირჩევ. სამართლიანობის გარეშე დამყარებული წესრიგი, აბა რისი მომტანია? ამიტომაც, ცხოვრების თუ კარიერული კიბის ნებისმიერ საფეხურზე, მზად ვარ, ძველი დავანგრიო და ახალი ‘წესრიგი’ შევქმნა ქაოსისგან. ამ უნარების უკეთ გამოსავლენად მჭირდება კრეატიული კოლაბორაციული პროექტები, სადაც ჩემს პიროვნებას, ხასიათს, ხედვას, იუმორს და ემოციას ყველაზე კარგად გამო_ვხატავ. თუმცა, არც მენეჯმენტის და მენტორინგის მიმართულებით ვაპირებ გაჩერებას, რადგან ვხედავ, რომ ამ მხრივაც, საკმაოდ ხელშესახები შედეგები გვაქვს.

წარმატებებს გისურვებთ თქვენი სამომავლო გეგმების განხორციელების გზაზე.

დიდი მადლობა! თქვენს მკითხველსაც ვუსურვებ წარმატებებს, ბედნიერებას და სიკეთეს.

 

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები