• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მედია ჰოლივუდს ეიჯიზმში ადანაშაულებს – რატომ ვერ აიღო ოსკარი დემი მურმა?

March 29, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 ოსკარების 97-ე ცერემონიის გამარჯვებულთა ვინაობა უკვე ცნობილია.  საუკეთესო ფილმად “Anora” დასახელდა, წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში ედრიენ ბროუდმა გაიმარჯვა, ხოლო, რაც შეეხება  საუკეთესო ქალ მსახიობს, ნომინაციაში მაიკი მედისონის  გამარჯვებულად დასახელებამ დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

 

 თითქოს ყველა მზად იყო იმისათვის, რომ  ოსკარის მფლობელი თავის კარიერაში პირველად დემი მური გახდებოდა, ამაზე მეტყველებდა დადებითი შეფასებები და კომენტარები მის მიერ განსახიერებული როლისთვის, საინტერესო წინასწარი პროგნოზები, რომლებიც დემის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ  და ყველაზე მნიშვნელოვანი, ოქროს გლობუსი, რომელიც მსახიობმა ოსკარებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აიღო. თუმცა, 3 მარტის ღამეს ფილმ Substance-ის სცენარი განვითარდა, 62 წლის დემი მურის ნაცვლად ოსკარი 25 წლის მაიკი მედისონს გადასცეს.

 

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედია აქტიურად ალაპარაკდა ეიჯიზმზე, ასაკის გამო მსახიობის დისკრიმინაციაზე.  დემი მურის გულშემატკივრებს გაუჩნდათ განცდა, რომ მსახიობს დამსახურებული ჯილდო მხოლოდ ამ მიზეზით არ გადასცეს.    კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს იყო მესიჯი  ვარსკვლავის მიმართ-  “შენი დრო დასრულდა”.  მათი აზრით ეს არის ჰოლივუდის “ბინძური” თამაში, რომელიც ყოველთვის უსამართლოდ ექცევა 40 წელს გადაცილებულ ქალებს. ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ კინო უნდა აფასებდეს მსახიობის ნიჭიერებას, მის ტალანტს და მხოლოდ ასაკის გათვალისწინებით არ  იღებდეს გადაწყვეტილებებს.

დაიწერა ისიც, რომ ამ უსამართლობას დემი  საკმაოდ მშვიდად შეხვდა, ცერემონიის შემდეგ მისმა ქალიშვილმა Tallualah Willis-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მსახიობი თავის ძაღლთან ერთად არის და მიირთმევს ფრანგულ ფრის. ფოტოს თან ახლავს წარწერა-“ჩემი გამარჯვებული”.

Screenshot

მნიშვნელოვანია, რომ 62 წლის ამერიკელი მსახიობი დემი მური ოსკარებზე  პირველად იყო წარდგენილი. ასევე, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მასთან ერთად დასახელებულები იყვნენ :მაიკი მედისონი, კლარა სოფია გასკონი, სინტია ერივო და ფერნანდა ტორესი.

 

 

 

 

დემი მური 90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იქცა ჰოლივუდში. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ისეთ ფილმებში მონაწილეობამ, როგორებიცაა:  Ghost (1990), A Few Good Men (1992), Indecent Proposal (1993), და The Scarlet Letter (1995).

 

 

 

 

მნიშვნელოვანია, რომ  თავდაპირველად, სამოდელო სფეროთი გატაცებულმა ვარსკვლავმა  სამსახიობო კარიერა 1882 წელს სატელევიზიო სერიალ „General Hospital“-ში  მონაწილეობით დაიწყო.

მას არაერთი ჯილდო აქვს აღებული, მათ შორის,  ორჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე:

  • Ghost (1990) – საუკეთესო ქალთა მთავარი როლი
  • A Few Good Men (1992) – საუკეთესო ქალთა მეორეხარისხოვანი როლი

ასევე, სულ ცოტა ხნის წინ მსახიობს The Substance-ში მთავარი როლის შესრულებისათვის ოქროს გლობუსი გადაეცა.

 

 

 

 

არა მარტო საინტერესო როლები, არამედ მსახიობის  პირადი ცხოვრებაც მუდამ განხილვისა და დავის საგანი იყო.  მური პირველად 18 წლის ასაკში გათხოვდა როკ-მუსიკოს ფრედი მურსზე, 1987 წელს ცოლად გაჰყვა ბრიუს უილისს. ვარსკვლავური წყვილის თანაცხოვრება 2000 წლამდე გაგრძელდა, მათ ქორწინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავთ. 2005 წელს კი დემი მური ცოლად გაჰყვა ეშტონ კატჩერის, წყვილის ურთიერთობა  2013 წელს განქორწინებით დასრულდა.

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

February 16, 2024
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

March 10, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

May 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები