• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მედ-დიაგნოსტიკა – დროული სკრინინგი თქვენი ჯანმრთელობისთვის

September 30, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. წელიწადში ერთხელ აუცილებელია, ყველა ქალმა გადაამოწმოს საკუთარი ჯანმრთელობა. დიდი ხანია, რაც ვიცით, რომ დროული დიაგნოსტიკის შედეგად აღმოჩენილი დაავადება ყოველთვის მარცხდება. როგორც ირკვევა, გენეტიკა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაშიც კი. ახლო წარსულში ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა გენეტიკური დიაგნოსტიკის ჩატარების საშუალება და ეს აუცილებელი ტესტი ბევრისთვის მიუწვდომელი იყო, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, ან ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ საზღვარგარეთ გამგზავრება, რათა სანდო და ხარისხიანი მომსახურება მიეღოთ. დღეს კი, საბედნიეროდ, მოლეკულურ-გენეტიკურმა ლაბარატორია მედ დიაგნოსტიკამ თავისი პროფესიონალი კადრებითა და ბოლო თაობის აპარატურით შეამცირა დრო და მანძილი და გაზარდა ხელმისაწვდომობა საქართველოშიც ამ და მრავალი სხვა გენეტიკური კვლევის ჩატარების. დღეს შესაძლებელია უმაღლეს დონეზე ჩატარდეს გენეტიკური კვლევები, და რაც მთავარია 99%‑ი სიზუსტით. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ „მედ-დიაგნოსტიკას“ მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელ ანა კაპანაძეს.

რა არის გენეტიკის როლი ძუძუს კიბოს სკრინინგში?

კიბოს ნაციონალური რეგისტრის მიხედვით, ქალებში ეს დაავადება ყველაზე გავრცელებულად სარძევე ჯირყვლში ვლინდება ძუძუს კიბოს შემთხვევების 10% მემკვიდრულია, რაც ნიშნავს, რომ კიბო გამოწვეულია მშობლისგან გადმოცემული გენეტიკური მუტაციით.

ჩვენ მიერ ხდება ყველაზე ხშირი ასეთი მუტაციების ანალიზი BRCA1/BRCA2-გენებში. ეს უკანასკნელი გენები ყველა ინდივიდს აქვს, მაგრამ იქ მომხდარი მუტაციები ადამიანებში ძუძუსა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

გენეტიკური კვლევა BRCA1/BRCA2-გენების მუტაციებზე მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შესაფასებლად და კიბოს განვითარების ადრეულ სტადიაზე დასადგენად.

აღნიშნული ანალიზის შედეგების საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენციული ზომების მიღება.

რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური ანალიზის ჩატარება ძუძუს კიბოს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის წარმართვისთვის?

მე თუ მკითხავთ მნიშვნელოვანიც და აუცილებელიცაა, ვინაიდან დროულად აღმოჩენილი საშიშროება გვაძლევს საშუალებას ზუსტი დიაგნოზის დასმის და პაციენტისთვის მისი პერსონალიზებური მკურნალობის კურსის დანიშვნის, რაც თავისთავად გართულებების რისკს არა მარტო მნიშვნელოვნად ამცირებს არამედ ბოლომდე აღმოფხვრავს კიდეც.

ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილია ძუძუს კიბოს ტიპირების მოლეკულური მეთოდები, კერძოდ, HER2-გენის ექსპრესიის ანალიზი, რომლის უტყუარი შედეგებს იძლევა და მსოფლიოში აღიარებულია ყველაზე ზუსტ კვლევად.

 

 

რამდენად ზუსტია თქვენს ლაბორატორიაში დანერგილი კვლევის მეთოდები?

ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილია ISO-სტანდარტის შესაბამისი ულტრათანამედროვე მეთოდები, რომლებიც ეფუძნება ადამიანების დნმ/რნმ-ის კვლევას და ხასიათდება 99,9%-იანი სიზუსტით.

განვითარებული მსოფლიოს ქვეყნებში ეს მეთოდები მიიჩნევა უალტერნატივო სადიაგნოსტიკო საშუალებებად. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ლაბორატორია პერიოდულად გადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ქვეყნის შიდა მარეგულირებელი ორგანოების გარე კონტროლს. რა თქმა უნდა, ეს წარმატება განპირობებულია „მედ-დიაგნოსტიკას“ ლაბორატორიის თანამშრომლების ცოდნითა და მრავალწლიანი გამოცდილებით.

მთავარი ნიშა, რომელიც „მედ-დიაგნოსტიკას“ გამოარჩევს…

„მედ-დიაგნოსტიკა“ არის ნოვატორი გენეტიკური კვლევების მიმართულებით საქართველოში. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტის საფუძველზე განვახორციელეთ ისეთი კვლევების, მათ შორის ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო ტესტების, დანერგვა საქართველოში, რომლებიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო პაციენტებისთვის ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ მოცემული ანალიზების შესრულება ხდება მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია პაციენტის დაავადების მართვისთვის.

როგორც ჩანს, გენეტიკური ანალიზით წინასწარაა შესაძლებელი ჩვენი მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება?

გენეტიკური ანალიზის საშუალებით დგინდება როგორც გერმინაციული, ისე სომატური მუტაციები. მკითხველისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ ვადგენთ როგორც მშობლისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ, ასევე ცხოვრების განმავლობაში შეძენილ მუტაციებს. სწორედ მშობლისგან გადმოცემული გერმინაციული მუტაციები გვაძლევს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რიანა Dazed Magazine-ის საიუბილეო გამოცემის ვარსკვლავია

#OK! რიანა Dazed Magazine-ის საიუბილეო გამოცემის ვარსკვლავია

September 14, 2021
#OK! რჩევები დამწყებ მსახიობებს დენიელ კრეიგისგან და გამოცდილება გადასაღები მოედნიდან

#OK! რჩევები დამწყებ მსახიობებს დენიელ კრეიგისგან და გამოცდილება გადასაღები მოედნიდან

June 23, 2023
#OK! შექმენით იდეალური პირობები თქვენი სახლისთვის Ltd Home Alone-თან ერთად

#OK! შექმენით იდეალური პირობები თქვენი სახლისთვის Ltd Home Alone-თან ერთად

June 11, 2021
#OK! ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილმა სასამართლოს განქორწინების მიზნით მიმართა

#OK! ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილმა სასამართლოს განქორწინების მიზნით მიმართა

August 17, 2023

კვირის ჰიტები

#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა

#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა

July 2, 2025
#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები