• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაკიაჟი როგორც ხელოვნება – ნინა ტაბატაძის ხედვა

April 8, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბავშვობის სიყვარული ხატვისადმი, დაკვირვება ადამიანების სახეებსა თუ ნაკვთებზე და სურვილი, ქალებს თავი ჰარმონიულად და უფრო მეტად თავდაჯერებულად აგრძნობინოს – ასეთია ნინა ტაბატაძის ვიზაჟის სამყარო. ის ერთ-ერთი გამორჩეული მეიქაპ-არტისტია. მას შეუძლია ითამაშოს ფერებით, ტექსტურებითა და შუქჩრდილით ისე, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოს და გამოკვეთოს თითოეული ქალბატონის ინდივიდუალური ხიბლი და სილამაზე. აღსანიშნავია, რომ ნინას პროფესიული გზა სულ სხვა სფეროდან იწყება, ის სამართლის მაგისტრია და წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა. როგორ აქცია ჰობი პროფესიად და რა ტრენდებია დღეს აქტუალური, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

როდის მიხვდით, რომ ვიზაჟისტობა გსურდათ და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში აღმოვაჩინე, რომ ხატვა ძალიან მომწონდა. თავისუფალ დროს სულ ადამიანების პორტრეტებს, სილუეტებსა და სხვადასხვა აბსტრაქციას ვქმნიდი. ამის შესახებ კი მხოლოდ ახლო წრემ იცოდა. მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია, რომ ხატვა პროფესიად მექცია. უფრო მეტიც, შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ სამართლის მაგისტრი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი რამდენიმე კომპანიის იურისტად. პარალელურად კი ხატვას ვაგრძელებდი. ვაკვირდებოდი ადამიანების სახეებს, ნაკვთებს და ჩემდა უნებურად მიჩნდებოდა იდეები, თუ როგორ შუქჩრდილებს გამოვიყენებდი მათი პორტრეტების დახატვისას.

მეგობრებისგან ხშირად ვიღებდი ქათინაურებს ჩემს მაკიაჟთან დაკავშირებით და ბევრი მათგანი მთხოვდა, მათთვისაც გამეკეთებინა. არ მავიწყდება მათი ბედნიერი და თავდაჯერებული გამომეტყველება საბოლოო შედეგის დანახვისას. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელმაც საბოლოოდ მიბიძგა პროფესიის შეცვლისკენ. დღეს კი უამრავი ქალბატონის დადებითი უკუკავშირი მაძლევს მოტივაციას, თავდაუზოგავად ვიმუშაო. ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ.

 

დღეს რომელი მაკიაჟის ტრენდებია ყველაზე აქტუალური და ქართველ ქალბატონებში რა არის პოპულარული?

დღეს განსაკუთრებული მოთხოვნაა ბუნებრივ, ე.წ. skin-like makeup-ზე, როდესაც კანი მაქსიმალურად ბუნებრივად და ჯანსაღად გამოიყურება. ასევე ნაზი, ნათელი ტონები, მსუბუქი კონტურინგი და ბზინვარე ეფექტი, რომელიც სახეს სიგლუვესა და სინათლეს სძენს.

გარდა ამისა, პოპულარულია ე.წ. clean girl სტილი – მინიმალისტური, სუფთა და დახვეწილი მაკიაჟი. აღნიშნული ტრენდები განსაკუთრებით კარგად ერგება ყოველდღიურობას. თუმცა, როდესაც საქმე პროფესიონალურ მაკიაჟს ეხება, კანი უნდა დამუშავდეს ისე, რომ მაკიაჟმა მთელი დღის განმავლობაში შეუცვლელად გაძლოს. ამის გამო ხშირად გვიწევს შედარებით მეტი პროდუქტის გამოყენება და შესაბამისად, მაკიაჟიც შედარებით „მძიმდება“ .

საქართველოში, ჩემი დაკვირვებით, ქალბატონები მაინც უფრო კონსერვატიულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. მომხმარებელთა უმრავლესობა არჩევანს აკეთებს შავი ან ყავისფერი ჩრდილებისა და ე.წ. ნუდ ან წითელი ტუჩსაცხის კომბინაციაზე.

მე პირადად ძალიან მიყვარს ფერების გამოყენება და ყოველთვის ვცდილობ ჩემს ნამუშევარში განსაკუთრებული შტრიხი შევიტანო. არის შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებელი სრულად მანდობს ფერთა გრადაციისა და მაკიაჟის სტილის შერჩევას. ასეთ დროს ვცდილობ მაქსიმალურად შევუნარჩუნო და გამოვკვეთო თითოეული ქალბატონის ინდივიდუალური ხიბლი და სილამაზე.

რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელსაც ქალები მაკიაჟის გაკეთებისას უშვებენ?

ძალიან ხშირად ქალბატონები საკმარის ყურადღებას არ აქცევენ კანის სწორ მომზადებას. რეალურად, კარგი მაკიაჟის საფუძველი სწორედ მოვლილი და დატენიანებული კანია. ასევე უმნიშვნელოვანესია სწორი ტონისა და ტექსტურის შერჩევა, მაგალითად: ტონალური კრემი, რომელიც ძალიან მუქია, ან ზედმეტად ღია, ან როდესაც შერჩეული პროდუქტების ტექსტურა კანის ნაკლოვანებებს კი არ ფარავს, არამედ პირიქით, გამოკვეთს. ვფიქრობ, ყველაზე კარგი შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მაკიაჟი ჰარმონიულად ერწყმის ადამიანის ბუნებრივ ნაკვთებს და არ ფარავს მათ.

 

 

თქვენი აზრით, რა უნარები არის აუცილებელი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?

ვფიქრობ, აუცილებელია ვიზაჟისტს ჰქონდეს სილამაზისა და ჰარმონიის აღქმის უნარი. იყოს კრეატიული, რათა მისი ყველა ნამუშევარი ერთმანეთს არ ჰგავდეს. უნდა შეეძლოს დეტალებზე დაკვირვება და ჰქონდეს კარგი გემოვნება და შეეძლოს ფერების სწორად შერწყმა. ასევე აუცილებელია მოთმინება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან ხშირად ვიზაჟისტს განსაკუთრებულ დღეებში ანდობენ თავს ქალბატონები და შედეგი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტექნიკური ცოდნისა და პროფესიონალიზმის გარდა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას, გულწრფელ დამოკიდებულებას კლიენტისადმი, რაც კიდევ უფრო დიდ ნდობას აყალიბებს და ურთიერთობას უფრო სასიამოვნოს ხდის.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ნინი უხურგუნაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები