• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! LOVE STORY მერვე კლასიდან დღემდე – გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას სიყვარულის ამბავი

May 9, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მათი ისტორია მერვე კლასში, სასკოლო ოთახში იწყება. სალომე და გიორგი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიების პროცესში იყვნენ. ბავშვური აღფრთოვანებით დაწყებული კავშირი დროთა განმავლობაში გააზრებულ არჩევანად ჩამოყალიბდა. დღეს მათი ურთიერთობა პასუხისმგებლობას, ზრუნვას, სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ეყრდნობა. როგორ გარდაიქმნა ეს გრძნობა წლების განმავლობაში, რა ისწავლეს ერთმანეთისგან და როგორ ინარჩუნებენ ბალანსს კარიერასა და შვილის აღზრდას შორის, ვრცლად ინტერვიუში… რუბრიკის წარმდგენია: „ავერსი“

 

 

სად შეხვდით ერთმანეთს და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება?

სალომე: გიორგი პირველად შორიდან დავინახე. მაშინ უკვე პოპულარული ბიჭი იყო, თავიდანვე მომეწონა.

გიორგი: სალომემ ჩემი საკლასო ოთახის კარი გააღო, თავისი გრძელი ფეხი გადმოდგა და – „უკაცრავად, გიორგის სთხოვეთო“. პირველივე დანახვისას რომ მოიხიბლები ადამიანით, ეგ ამბავი იყო, მას მერე ერთად მოვდივართ.

სალომე: ეგრე გამოვიდა, რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგი და ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით (იცინის).

გიორგი: ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ თითქოს მე ვიღებდი ყველანაირ გადაწყვეტილებას, რეალურად თვითონ წარმართა ყველაფერი.

 

რამდენი ხანია ერთად ხართ და როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა დროსთან ერთად?

გიორგი: ფაქტობრივად, მერვე კლასიდან ერთად ვართ. თავიდან არის აღფრთოვანების ეტაპი, ბავშვური გატაცება. შემდეგ ჩნდება ახალ ეტაპზე გადასვლის შიში: არ იცი რა ჯობია, რას მიაქციო ყურადღება – სწავლას, კარიერას თუ ოჯახის შექმნას. ამ ყველაფერს თავისი გააზრება სჭირდება. თუმცა, როცა ამ ნაბიჯს გააზრებულად გადადგამ, მიხვდები, რომ სხვა საინტერესო ეტაპზე გადახვედი. სხვათა შორის, დღესაც ასეა, ჩვენი ურთიერთობა მუდმივად იცვლება, ახალ ეტაპებზე გადადის და ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

 

სალომე: თავიდან, სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდში, გვქონდა პაუზები, მაგრამ რეალურად, რაც ერთმანეთი გავიცანით, მას შემდეგ ერთმანეთის ცხოვრებაში ვართ.

 

როგორ თანხმდებით, როცა განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ კონკრეტული საკითხის მიმართ?

 

გიორგი: ყველას გვაქვს როგორც კარგი, ისე ცუდი მხარეები, მთავარი ისაა, რომ ამბავს დადებითი კუთხით შეხედო. ადრე პატარა პრობლემებს ვანზოგადებდით და დიდ პრობლემად აღვიქვამდით, ახლა კი ვხვდებით, რომ ეს, უბრალოდ, მოსაგვარებელი საკითხებია.

სალომე: ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ვერ ვთანხმდებით ელემენტარულ რაღაცებზე, მაგალითად, დაგვიანებაზე. ბევრი ყოფითი საკითხია, რომლებზეც ვკამათობთ, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის ვპოულობთ, რადგან ვიცით, რომ საბოლოოდ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ.

 

 

რამდენად თანაბრად ხართ ჩართული ბავშვის აღზრდაში?

სალომე: ნენესთან შეიძლება ფიზიკურად მე უფრო მეტ დროს ვატარებ, მაგრამ გიორგისთან გატარებული ერთი დღე ხშირად ბევრად უფრო ხარისხიანია. ის დანაკლისს ორმაგად ანაზღაურებს. თუ საათებს არ დავითვლით, ღირებულებითი თვალსაზრისით ორივე ერთნაირად ვართ ჩართულები ბავშვის აღზრდაში. მგონია, ეს ნენესაც ეტყობა.

 

გიორგი:

ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ზოგჯერ დღის განმავლობაში ნენეს ვერ ვხედავ. მისი შემოსვლით ჩვენს ცხოვრებაში თითქოს ახალი ნაპერწკალი გაჩნდა, ახალი ვარსკვლავი, რომელიც მუდმივად ანათებს. მის გარეშე არაფერი წარმომიდგენია. ის არის სიყვარულის, ენერგიისა და მოტივაციის წყარო. ამიტომ სულ უფრო მეტად ვცდილობ, მეტი დრო გავატარო მასთან.

 

რისი კეთება გიყვართ ერთად?

გიორგი: ერთად ფილმების ყურება ჩვენი საყვარელი საქმიანობაა. ეს სტუდენტობიდან ასეა. ჯერ კიდევ სკაიპის დროს, ვრეკავდით და ერთდროულად ვუყურებდით ფილმებს და შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით.

სალომე: ძალიან გვიყვარს კინოში სიარული და მოგზაურობა. როცა ქვეყნიდან გავდივართ და ახალ გარემოში ახალ გამოწვევებს ვხვდებით, ეს გვავსებს და გვაძლევს მოტივაციას.

 

რომელ ქვეყანა ან ქალაქია ყველაზე ახლოს თქვენს ხასიათთან?

სალომე: ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვართ. ვერ ვიტყვით, რომ უკვე გვაქვს ერთი კონკრეტული „ჩვენი ადგილი“, თუმცა რომი მაინც განსაკუთრებულია ჩვენთვის.

გიორგი: ასევე გამოვარჩევდი სტამბოლს და ვენას. ორივე ქალაქი ძალიან დასამახსოვრებელი იყო.

სალომე: სტამბოლი განსაკუთრებით იმით დაგვამახსოვრდა, რომ პირველად ვიყავით მარტოები, ახალდაოჯახებულნი. ახლა კი პარიზში მივდივართ, რომელიც, მგონია, განსაკუთრებულ მოგონებებს დაგვიტოვებს.

გიორგი: პარიზი ჩემთვის ძალიან სიმბოლურია. ბავშვობასა და პირველ კონცერტებს უკავშირდება. ამჯერადაც განსაკუთრებულად ვემზადები, მითუმეტეს, რომ ქართველ ემიგრანტებს შევხვდები. მოკითხვა აქედან მათ…

 

 

რა ისწავლეთ ამ ურთიერთობით საკუთარ თავზე?

სალომე: გიორგისთან ურთიერთობით საკუთარ თავზე ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში, ზრუნვა. დავინახე, რამდენად ღირებულია ეს უნარი. როცა ვხედავ, როგორ ზრუნავს ჩემზე, ეს მეც მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მზრუნველი გავხდე. ვისწავლე, რომ უნდა ვიყო დამთმობიც. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ურთიერთობამ მასწავლა, რომ ყოველთვის შემიძლია გუშინდელ დღეზე უკეთესი ადამიანი გავხდე.

გიორგი: სალომესგან, ფაქტობრივად, ყველაფერი ვისწავლე, რადგან ერთად გავიზარდეთ. სამყაროსა და ადამიანებთან ურთიერთობის შეცნობის პროცესიც თითქოს ერთად გავიარეთ. ბევრი რამ გადავაფასეთ და საბოლოოდ სხვა ადამიანებად ჩამოვყალიბდით, ვიდრე ურთიერთობის დაწყებამდე ვიყავით.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Qarvalsa Hotel

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები