• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლაშა ტალახაძე – 19 კილო რომ ავწიე, მეგონა ეგ არის! მსოფლიო ჩემია

September 1, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

რა შესავალი უნდა? რიოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ხუთგზის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი, უკონკურენტო, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე OK!-ის შეკითხვებს უპასუხებს.

ლაშა, მსოფლიო შეთანხმდა, რომ უკონკურენტო ხართ. მოსაწყენი ხომ არ გახდა კონკურენტის არარსებობა თქვენთვის?

არა, ადვილად ვიგებ და არ მაქვს ბევრი სანერვიულო − ეს ხუმრობით. კონკურენცია საჭიროა, რათა არ მოდუნდე, იყო ტონუსში.

პირველი რკინა, რომელსაც დაეჭიდეთ, რამდენი კილოგრამი იყო?

8 კილოგრამი. საბავშვო შტანგა, რომელზეც ტექნიკა მასწავლეს და ძალიან მძიმე იყო. 10 კილო რომ ავწიე, თავი დიდი სპორტსმენი მეგონა, 19 კილოზე, მეთქი მორჩა, ჩემია სამყარო! თურმე სად ხარ…

როცა კარიერას იწყებდით, რა გეგონათ დაუძლეველი წონა?

ეს ასაკზეა დამოკიდებული. 70, 90, 100 და 200-ს რომ გადააბიჯებ, მერე არის კიდევ უფრო დიდი შრომა.

 

ახლა არ ფიქრობთ, რომ მართლა თქვენია ყველაფერი?

ჯერ კიდევ არა. არ მინდა თავს მოდუნების საშუალება მივცე. ყველამ იცის ჩვენი გეგმები, ეს არ იყო მხოლოდ გაჟღერებისთვის. 500 კილო. აი, ამ წონას რომ დავაფიქსირებ, შემდეგ შეიძლება მქონდეს კმაყოფილების გრძნობა, თუმცა მერე შესაძლოა სხვა რამ დავისახო მიზნად… რა ტიტულებიც დამრჩენია კარიერაში, როცა ავიღებ, შემდეგ შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი იყო ყველაფერი. ჯერ ადრეა.

თავიდანვე ძალოსნობით დაკავდით, თუ სპორტის სხვა სახეობასაც განიხილავდით?

თავიდან ძალოსნობა იყო, მაგრამ შემდეგ მომინდა ფეხბურთი, შემდეგ − თავისუფალი ჭიდაობა, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს, მაგრამ საბოლოოდ, ისევ ძალოსნობას დავუბრუნდი. დაახლოებით 13 წლის ასაკიდან აქ ვარ.

პირველი შემოსავალი, რომელიც სპორტმა მოგიტანათ.

ევროპის ჩემპიონატი იყო, 17-წლამდელთა. პრემია ჩამერიცხა და ჩემმა მშობლებმა, როგორც ყველა ქართველი მოიქცეოდა, ისეთი სუფრა გაშალეს, რომ 10 ათასი ლარი დაჯდა. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. ხელფასი მქონდა 250 ლარი. ისე მიხაროდა, უბედნიერესი ვიყავი, 16 წლის ასაკში. ძალიან დიდი მოტივაცია იყო, ვხედავდი, რომ რაც უფრო წინ წავიდოდი, უკეთ ვიქნებოდი.

შედარებით უფროსი თაობის სპორტსმენმა მიამბო, მსოფლიო რომ მოვიგე და თანხა რომ მითხრეს, რამდენი მეკუთვნოდა, რამდენიმე დღე ვგეგმავდი, რაში დავხარჯავდიო. ბოლოს 500-500 ლარობით მომცეს და ვერაფერიც ვერ ვიყიდეო. რომელი ეტაპიდან ხდება, როდესაც სპორტით თავის რჩენა შეუძლია საქართველოში სპორტსმენს?

დღეს უკეთესი რეალობაა, ჩვენს ხელფასს დღეს საკუთარ თავსა და ოჯახს ვახარჯავთ. დიდების მსოფლიო ჩემპიონატიდან უკვე შემეძლო დამოუკიდებელი ცხოვრება. თბილისშიც გადმოვედი, სახლიც ვიყიდე, რა თქმა უნდა, ჩემებიც დამეხმარნენ. რაც უფრო წინ მიიწევ, გიფასდება. მთავარია, მანამდე არ დანებდე. თუ სპორტსმენი მონდომებულია, დაახლოებით 18 წლის ასაკიდან იწყება წარმატება.

 

ლაშა, დიდი ძალის გარდა, ძალოსნობაში რა არის საჭირო, რომ კარგი სპორტსმენი გახდეთ?

ხშირად აღმინიშნავს, რომ სპორტსმენი შესაძლოა იყოს ტალანტი, მაგრამ თავისი უჭკუობით დაიღუპოს, ან კარგი მწვრთნელი არ ჰყავდეს, ან კარგი დამრიგებელი, და დაკარგოს დიდი სპორტული კარიერა. გამიმართლა, რომ სწორი მწვრთნელები შემხვდნენ, დღემდე ზრუნავენ ჩემზე, მუდამ წინ და არც ერთი ნაბიჯით უკან. დიდი მადლობა ამისთვის გიორგი ასანიძეს და ავთანდილ გახოკიძეს.

იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული სპორტსმენი, ბევრ რამეზე გიწევთ უარის თქმა?

მით უმეტეს, ჩემს სპორტში, კვირაც რომ გააცდინო, თვეზე მეტი გჭირდება ფორმის დასაბრუნებლად. ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა, იმარჯვებ და ხვდები, რომ გიღირს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. იმდენი წელია რეჟიმით მიწევს ცხოვრება… ოჯახს ძალიან მონატრებული ვარ, შემოტევებიც კი მეწყება ბავშვების გარეშე.

2 გოგონა გყავთ, ერთი ძალიან პატარაა. უფროსი თუ აცნობიერებს უკვე, ვინ არის მისი მამიკო? ბავშვობაში ერთხელ ყველას გვითქვამს, რომ აი, მოვა მამაჩემი და გააფრენს მამაშენს ამერიკაში. თქვენს პატარებს რეალურად შეუძლიათ თქვან, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი მათი მამაა.

ჯერ ვერ აცნობიერებენ. ვიდეოს რომ უღებენ და მიგზავნიან, სადაც მამა-მამას იძახიან, უკვე ბედნიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ისეთ ასაკში წამოვალ სპორტიდან, ჩემს უფროსს გოგოს დარჩება მახსოვრობაში მამა სპორტში. მერე მუდამ მათთან ვიქნები.

 

ისე, მკაცრი მამა ხართ თუ ყველაფერს უსრულებთ?

არ ვარ მკაცრი და არც გაჭრის. ისეთი ცელქები არიან, არ ჩერდებიან. ვათამამებ, როგორც შემიძლია, არ მინდა აკრძალვებით დავამახსოვრო ის მოკლე პერიოდიც, რაც მათთან ვარ. ჩემს მეუღლეს − ანუკის უწევს ეგ ფუნქცია შეითავსოს.

მეუღლე როგორი ხართ?

როცა მაქვს დრო, ოჯახთან ერთად ვიყო, ერთდროულად კიდევ ბევრი რამის მოგვარება მიწევს, არ მინდა მეუღლემ მარტო იგრძნოს თავი და ვცდილობ მაქსიმალურად მის გვერდით ვიყო. ყოველთვის არ გამომდის, მუდამ გადარბენაზე ვარ, მაგრამ მართლა ვცდილობ.

ბოლო დროს ბიზნესმა დაიწყო სპორტის დასპონსორება.

სიმართლე გითხრათ, სპორტსმენებს დაფასება არ აქვთ. ვერ ვხედავ. მე მართლა მაქვს ყველაფერი, არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ როცა ვხედავ სხვა სპორტსმენებს, არ უნდა დავივიწყოთ. დღეს მეორე აიღეს? მესამე? აუცილებლად აიღებენ პირველსაც, თუკი გვერდით დაუდგებით. ოლიმპიური ჩემპიონებით უნდა ყველას PR-ი გაიკეთოს. მათ, ვინც ოლიმპიადამდე მიაღწიეს, უდიდესი შრომა გაიღეს ამ ყველაფერში. მათ მიმართაც თუ გამოიჩენენ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. მე მიდგას რამდენიმე კომპანია გვერდით და მადლობა მათ ამისთვის. ალბათ, ერთად გაიზრდება ბიზნესიც და სპორტისადმი ინტერესიც. ჯერ ადრეა ვისაუბროთ იმაზე, რომ აი, ბიზნესი მხარში უდგას ქართულ სპორტს. ჩვენ მართლა, სპორტის გარდა ვერაფერს ვახერხებთ, სამომავლოდ უნდა ვარჩინოთ ოჯახები. მე ახლა ვცდილობ დავიწყო რაიმე ბიზნესი, მეხმარებიან ჩემი ძმა და მეგობრები. და ყველას არ აქვს ეს ფუფუნება. იცით, რა ცუდად ვგრძნობდი თავს, როცა მე მილიონი მოვიგე და მეორე და მესამე ადგილებზე იყო მიზერული თანხები? ისე გამიხარდა საპრიზო თანხების გაზრდა, ვერ წარმოიდგენთ!

 

ლაშა, რამდენიმეჯერ გაეხვიეთ სკანდალში, მათ შორის − პოლიტიკურში… ძალიან გაგაკრიტიკეს, ბევრმა გაგლანძღათ კიდეც. ჩვენც გაწყენინეთ?

როცა ადამიანი წარმატებას აღწევს და საჯარო პირია, ალბათ უნდა შეეგუოს, რომ ასე მოხდება. დღესაც გავილანძღე ვაქცინის გაკეთების გამო − წყალი გაიკეთაო, წერენ. გულწრფელად, ძალიან განვიცდი და გულთან მიმაქვს. მინდა ყველას ვუყვარდე, ალბათ ასე არ გამოსდის არავის. შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო მომენტები, როცა მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან, ძალიან ბევრს ვუყვარვარ და მართლაც მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.

ხომ არ ნანობთ ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში რომ გაეხვიეთ?

სიმართლე გითხრათ, ვნანობ. არაფერ შუაში ვარ მე პოლიტიკასთან და ვფიქრობ, რომ არც არასოდეს ვიქნები. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ადგილი არის სპორტში და მუდამ ასე იქნება.

 

ტექსტი: მაცაცო კევლიშვილი

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე
Uncategorized

#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე

July 18, 2025
#OK! პრაიმი ფოთში – ხარისხზე ორიენტირებული სერვისები
ინტერვიუ

#OK! პრაიმი ფოთში – ხარისხზე ორიენტირებული სერვისები

July 17, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers – თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი
OK! Business

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers – თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი

July 17, 2025
#OK! Greenwood Hotel  შენი იდეალური დასვენებისთვის
ინტერვიუ

#OK! Greenwood Hotel შენი იდეალური დასვენებისთვის

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მზესუმზირა ამბები დავით ლიკლიკაძისგან

#OK! მზესუმზირა ამბები დავით ლიკლიკაძისგან

July 10, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ლოს ანჯელესში, კაილი ჯენერის მეზობლად სახლის ყიდვას გეგმავენ

#OK! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ლოს ანჯელესში, კაილი ჯენერის მეზობლად სახლის ყიდვას გეგმავენ

April 18, 2022
#OK! კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგონას, ჯორჯინა როდრიგეზის გლამურული იმიჯი!

#OK! კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგონას, ჯორჯინა როდრიგეზის გლამურული იმიჯი!

August 3, 2021
#OK! Lefform Concrete Georgia – ქართული წარმოების ბეტონის ავეჯი თქვენი სახლისთვის

#OK! Lefform Concrete Georgia – ქართული წარმოების ბეტონის ავეჯი თქვენი სახლისთვის

May 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025
#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

July 20, 2025
#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია  რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

July 25, 2025
#OK! საზაფხულო რჩევები ქალბატონებს

#OK! საზაფხულო რჩევები ქალბატონებს

July 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები