• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ხიდი ორ კულტურას შორის – იტალიის ელჩი საქართველოში

May 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

იტალიის ელჩი საქართველოში მხოლოდ დიპლომატი არ არის – ის არის ხიდი ორ განსხვავებულ, თუმცა სრულიად ახლო კულტურას შორის. მისი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება საქართველოსა და იტალიას შორის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. მისი საქმიანობა ცხადყოფს, რომ დიპლომატია მხოლოდ პოლიტიკა არ არის – ეს არის ურთიერთგაგება, პატივისცემა და საერთო მომავლის შექმნა.

თქვენ დაიბადეთ რომში 1967 წელს და დაამთავრეთ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტში „ლა საპიენცა“, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. რა დონეზე იქონია გავლენა მიღებულმა განათლებამ თქვენს პროფესიულ გზასა და დიპლომატიურ სამსახურში მუშაობაზე?

 

მასიმილიანო დ’ანტუონო: უნივერსიტეტ „ლა საპიენცაში“ მიღებულმა განათლებამ წარმოადგინა მყარი და განმსაზღვრელი საფუძველი ჩემი პროფესიული გზისთვის. პოლიტიკურ მეცნიერებებში სწავლებამ მომცა არა მხოლოდ თეორიული ინსტრუმენტები საერთაშორისო პროცესების გასაგებად, არამედ მრავალდისციპლინური ანალიზის მეთოდი და კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც დიპლომატიურ პრაქტიკაში ფუნდამენტურია. რომის აკადემიურმა გარემომ ხელი შეუწყო აზროვნების გახსნილობის განვითარებას, რაც აუცილებელია მრავალკულტურულ გარემოში მუშაობისათვის. საერთაშორისო პროცესების გასაგებად დიპლომატიურ საქმიანობაში აუცილებელია ანალიზის უნარი და კრიტიკული აზროვნება. რომის აკადემიური გარემო, რომელიც სავსეა იდეებითა და დისკუსიებით, დამეხმარა შემეძინა უნარები მრავალკულტურულ გარემოში ეფექტურად მუშაობისთვის.

 

 

თქვენ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდით. იყო თუ არა ეს განსაკუთრებული გამოცდილება?

ყველა გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა განსაკუთრებით გამოირჩევა ისეთი რთული ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სირია. სწორედ ამ ქვეყნებში მივხვდი, რამდენად დიდ როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორი დიპლომატიაში. მისიის ხელმძღვანელის სტატუსით ყოფნა მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. იქ უშუალოდ ვნახე, თუ როგორ შეუძლია დიპლომატიურ საქმიანობას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რეალურად შეუწყოს ხელი სტაბილურობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, განსაკუთრებით მასპინძელი მოსახლეობის სასარგებლოდ და ასევე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ასეთ განსხვავებულ გარემოში ცხოვრებამ გააძლიერა ადაპტაციის უნარი როგორც სხვადასხვა სიტუაციასთან, ისე განსხვავებულ ადამიანებთან, რაც აუცილებელია იმ რეალობის სრულად გასაგებად, სადაც მუშაობ და საკუთარი დიპლომატიური საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

თქვენ დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან ხართ. თქვენი აზრით, რა არის ძირითადი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნებს შორის მყარი და კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად? რისგან წარმოიქმნება ყველაზე ხშირი დაძაბულობა?

მყარი ურთიერთობების საფუძველი ქვეყნებს შორის არის ნდობა, დიალოგი და ურთიერთპატივისცემა. აუცილებელია მოსმენის უნარი, სხვების პრიორიტეტების გაგება და საერთო ინტერესების პოვნა, განსხვავებების არსებობის შემთხვევაშიც კი. დაძაბულობა ხშირად წარმოიქმნება გაუგებრობებისგან, სტრატეგიული ინტერესების განსხვავებებისგან, ან არასტაბილური რეგიონული კონტექსტებიდან. ასეთ შემთხვევებში დიპლომატიის როლი სწორედ ის არის, რომ თავიდან აიცილოს ესკალაცია და შეინარჩუნოს გახსნილი კომუნიკაციის არხები.

თქვენ გამოცდილება დაგიგროვდათ აშშ-ში, საუდის არაბეთში, ავღანეთში და ამჟამად მუშაობთ ქრისტიანულ ქვეყანაში – საქართველოში. თქვენი აზრით, რამდენად ახდენს გავლენას რელიგია და სხვადასხვა კულტურული ტრადიცია საერთაშორისო პოლიტიკის ბალანსზე?

სხვადასხვა რელიგია და კულტურული ტრადიციები ამდიდრებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, აძლევს შესაძლებლობას, გავხსნათ თვალსაწიერი განსხვავებული ღირებულებების, იდენტობისა და აღქმების მიმართ. მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულ რეალობასთან მიდგომა პატივისცემით. ამ ელემენტების გაგება, რაც ყოველთვის მარტივი არ არის, დიპლომატისთვის ფუნდამენტურია – ეს ნიშნავს არა მხოლოდ გაუგებრობების თავიდან აცილებას, არამედ უფრო ავთენტიკური და მდგრადი ურთიერთობების შექმნას.

თქვენ ასევე იკავებდით პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას იტალიის მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში. დღეს, ძლიერი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, რა პრიორიტეტებზე უნდა კონცენტრირდეს გაერო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

მზარდი დაძაბულობებით სავსე საერთაშორისო კონტექსტში იტალია გაეროს ხედავს, როგორც ძირითად ინსტრუმენტს ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მისაღებად, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევით სხვადასხვა სააგენტოს მეშვეობით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობებისა და ინდივიდებისთვის. ბოლო საერთაშორისო კრიზისები, მათი პრევენციისა და გადაწყვეტის სირთულეები, მრავალმხრივი ინსტრუმენტებით გვაიძულებს დავფიქრდეთ გაეროს რეფორმის აუცილებლობასა და სისწრაფეზე, რათა მისი მექანიზმები შეესაბამებოდეს თანამედროვე ეპოქის დინამიკასა და მოთხოვნებს. ამ კონტექსტში იტალია გახდა ინიციატივის „Uniting for Consensus“ მხარდამჭერი. მიზანი არის უშიშროების საბჭოს რეფორმირება, რათა იგი გახდეს უფრო წარმომადგენლობითი და ეფექტური კრიზისების პრევენციასა და რეაგირებაში. საბოლოო მიზანია საერთაშორისო სამართლის დაცვა და გაძლიერება.

2008 წელს თქვენ მოგენიჭათ იტალიის რესპუბლიკის დამსახურებული ორდენი კავალერის ტიტულით. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ აღიარებას თქვენს პირად და პროფესიულ ენაზე?

იტალიის რესპუბლიკის დამსახურების ორდენის კავალერის ტიტულის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. მე მას მივიჩნევ არა მხოლოდ როგორც პირად აღიარებად, არამედ ნდობის ნიშნად ჩემი ქვეყნის სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის. ეს არის მოტივაცია, გავაგრძელო მუშაობა ერთგულებით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და სამსახურის სულისკვეთებით.

წლების განმავლობაში ცხოვრობდით და მუშაობდით მრავალ ქვეყანაში. გრძნობთ თუ არა ხანდახან ნოსტალგიას იტალიის მიმართ და როგორ ინარჩუნებთ კავშირს სამშობლოსთან?

ჩემი კავშირი იტალიასთან განუყოფელია, ბუნებრივია, ხანგრძლივი დროით საზღვარგარეთ ცხოვრებას ზოგჯერ ნოსტალგია ახლავს, განსაკუთრებით ადამიანური ურთიერთობებისა და იტალიური ყოველდღიურობის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. თუმცა, ჩემთვის დიდი პატივია და პრივილეგია, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას მსოფლიოში – ეს მაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შევინარჩუნო კავშირი იტალიური ინდუსტრიისა და კულტურის საუკეთესო მიღწევებთან. ეს კავშირი კი, ვცდილობ გადავცე ჩემს ქართველ პარტნიორებს, ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

 

2024 წლიდან იკავებთ იტალიის ელჩის თანამდებობას საქართველოში. რა ასპექტებს აფასებთ ქვეყანაში ყველაზე მეტად? არის თუ არა სფეროები, რომლებიც თქვენი აზრით საჭიროებს გაუმჯობესებას და რას წაიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად თქვენი მისიის დასრულების შემდეგ?

საქართველო არის მომხიბვლელი ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და ძლიერი კულტურული იდენტობით. სტუმართმოყვარეობა, ადგილობრივი ტრადიციების სიმდიდრე და ინიციატივის ძლიერი სული არის ის, რამაც განსაკუთრებით მომხიბლა. მრავალი საერთო ინტერესია იტალიასა და საქართველოს შორის – ოპერიდან ენოლოგიამდე, გასტრონომიიდან ალპინიზმამდე და ასე შემდეგ. როგორც ბევრ გარდამავალ ქვეყანაში, არსებობს სფეროები, სადაც შესაძლებელია პროგრესი – ზოგჯერ კონსტრუქციული კრიტიკის გაცვლის გზითაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციის გაზიარება საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

სწორედ ეს არის ის, რასაც ჩემი მისიის დასრულებისას წავიღებ: შეგნება იმისა, რომ კონსტრუქციულად ვიმუშავე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად ყველა მნიშვნელოვან სფეროში.

 

 

ტექსტი: მარიამ ბაგრატიონი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები