• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სამედიცინო განათლება, პედაგოგიური გამოცდილება და წლები, რომლებიც ოჯახს მიუძღვნა – ეს კოსმეტოლოგ ქეთევან ბოჭორიშვილის ისტორიის ნაწილია. ოჯახსა და შვილებზე ზრუნვის წლების შემდეგ კარიერის ახლიდან დაწყება ბევრისთვის რთული გამოწვევაა, თუმცა მისთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მთავარ მოტივაციად იქცა.

​სამედიცინო და სამხატვრო განათლების სინთეზმა, მუდმივმა პროფესიულმა განვითარებამ და ესთეტიკის ინდივიდუალურმა აღქმამ იგი მოთხოვნად სპეციალისტად აქცია. დღეს პროფესიულ საქმიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში აგრძელებს და საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კოსმეტოლოგებსაც უზიარებს.

​მისი ისტორია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, უწყვეტი განვითარებისა და იმის მაგალითია, რომ ახალი პროფესიის დაუფლება და წარმატების მიღწევა არასდროს არის გვიანი. პროფესიონალი, რომლისთვისაც პაციენტის უსაფრთხოება და ბუნებრივობის შენარჩუნება უმთავრესი პრინციპია, განვლილ გზასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ინტერვიუში გვიყვება.

 

 

სანამ კოსმეტოლოგიაში მოხვიდოდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება და პროფესიული გზა? როდის გაჩნდა ამ სფეროში საკუთარი თავის პოვნის სურვილი?

კოსმეტოლოგიის სფეროში მოხვედრამდე, ჩემი ცხოვრება მრავალმხრივი იყო. სამედიცინო განათლების დაუფლებასთან ერთად, მივიღე პედადოგიური განათლება, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე ოჯახსა და შვილების აღზრდას. სწორედ შვილებმა მომცეს მოტივაცია გავმხდარიყავი წარმატებული, საკუთარ საქმეში რეალიზებული და განვითარებული დედა. ამისათვის შევარჩიე სფერო, სადაც საკუთარ თავს ყველაზე კარგად ვხედავდი. ეს სფერო იყო კოსმეტოლოგია – თავის მოვლა, ესთეტიკა და სილამაზე.

 

ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ოჯახსა და შვილებს დაუთმეთ. რამდენად რთული იყო შემდეგ პროფესიული გზის თავიდან დაწყება და საკუთარი საქმის პოვნა?

ბუნებრივია, პროფესიული გზის თავიდან დაწყება რთული იყო, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებასა და შესაძლებლობებში, იმდენად მტკიცედ მქონდა გაცნობიერებული დასახული მიზანი, რომ ამ მიზნისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უფრო მეტ მოტივაციას მმატებდა.  იმ პერიოდში კოსმეტოლოგია შედარებით ახალი სფერო იყო, მწირი იყო ინფორმაცია და სამედიცინო კვლევები ამ დარგის შესახებ, რაც პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. ამ წინააღმდეგობის გადალახვა დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობით, ინტერესითა და სწავლით შევძელი. მინდოდა, კიდევ უფრო მეტად განვვითარებულიყავი, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შემექმნა.

 

 

თქვენ ევროპაში ახორციელებთ პროფესიულ საქმიანობას. წლების განმავლობაში როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული ხედვა და რა ეტაპმა ითამაშა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი თქვენს დღევანდელ წარმატებაში?

​პროფესიული განვითარების მიზნით აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი, შემოთავაზებები და მოთხოვნა, რომ პროცედურები ჩამეტარებინა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი და ა.შ. ვფიქრობ, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დღევანდელ წარმატებაში. გარდა ამისა, ვატარებდი ტრენინგებს დამწყები კოსმეტოლოგებისთვის ესთეტიკური მედიცინის ევროპულ ცენტრში. ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ მათ კარიერულ განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

 

თქვენ სამხატვრო განათლება გაქვთ მიღებული. როგორ გეხმარებათ ხელოვნების ცოდნა კოსმეტოლოგიურ საქმიანობაში?

სამხატვრო განათლება დამეხმარა განმევითარებინა ესთეტიკური ხედვა, პროპორციებისა და სიმეტრიის ცოდნამ საშუალება მომცა სახის ინდივიდუალური თავისებურებები სწორად შემეფასებინა. ასევე, სამხატვრო განათლება დამეხმარა სასურველი შედეგის ვიზუალურად წარმოდგენასა და პაციენტთან მის უკეთ შეთანხმებაში.

 

დღეს, როდესაც ესთეტიკური პროცედურები ძალიან პოპულარულია, როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმასა და გარეგნობის რადიკალურ შეცვლას შორის? რა არის თქვენთვის მთავარი პრინციპი, რომელსაც პროცედურის შესრულებისას არასდროს არღვევთ?

კოსმეტოლოგის მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა შეინარჩუნოს პაციენტის ბუნებრივობა და ინდივიდუალობა. ვფიქრობ, რომ ესთეტიკური პროცედურების მიზანი უნდა იყოს არა პაციენტის გარეგნობის რადიკალური ცვლილება, არამედ გაუმჯობესება. პროფესიულ საქმიანობაში ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია პაციენტის უსაფრთხოება. არ განვახორციელებ პროცედურას, თუ არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი. ამასთან ერთად, არანაირი ფინანსური სარგებლის გამო არ შევასრულებ ისეთ პროცედურას, რომელიც პაციენტს არ ესაჭიროება, მიუხედავად მისი სურვილისა.

 

როცა დღეს თქვენს განვლილ გზას უყურებთ -ოჯახი, პროფესიის პოვნა, განვითარება და უკვე ევროპული გამოცდილება, რა გაძლევთ ყველაზე დიდ სიამაყის განცდას?

​ყველაზე დიდ სიამაყეს ის გზა მანიჭებს, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობით, შეუპოვრობითა და უწყვეტი განვითარებით გავიარე. ჩემი სიამაყის მთავარი წყარო სწორედ ისაა, რომ არასდროს შევშინებივარ სიახლეებს, მუდმივად მზად ვიყავი სწავლისთვის და ყველა გამოწვევა გამოცდილებად და ახალ შესაძლებლობად გარდავქმენი. ამ გზის კვალდაკვალ კი, შევძელი წარმატებული და განათლებული შვილების აღზრდა.

 

რას ეტყოდით ქალს, რომელიც დღეს საკუთარ ცხოვრებაში იმ ეტაპზეა, როდესაც ფიქრობს, რომ ახალი საქმის დაწყება ან საკუთარი თავის რეალიზება უკვე დაგვიანებულია?

​საკუთარი პოტენციალის აღმოჩენისა და რეალიზებისთვის დაგვიანებული დრო არ არსებობს. ნებისმიერი ახალი ნაბიჯის გადადგმა დღესვეა შესაძლებელი, რადგან მიზნებისკენ სწრაფვა დროით არ იზღუდება, რისი ცოცხალი მაგალითიც თავად ვარ.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

 

ასევე გაეცანი

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 12, 2026
#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია
ინტერვიუ

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Gucci ხელოვნური ინტელექტის სათვალეების შექმნას გეგმავს – Kering Google-თან პარტნიორობას იწყებს

#OK! Gucci ხელოვნური ინტელექტის სათვალეების შექმნას გეგმავს – Kering Google-თან პარტნიორობას იწყებს

April 21, 2026
#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

May 2, 2022
#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

October 27, 2022
#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

August 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „გოგონა საქართველოდან“ – ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარი სახეა

#OK! „გოგონა საქართველოდან“ – ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარი სახეა

September 14, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! რომანტიკული გმირიდან საშიშ ბოროტმოქმედამდე – ჰიუ გრანტის საუკეთესო როლები

#OK! რომანტიკული გმირიდან საშიშ ბოროტმოქმედამდე – ჰიუ გრანტის საუკეთესო როლები

September 9, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები