• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! იურისტობიდან კინოინდუსტრიამდე – იოანა დოლიძის წარმატების ისტორია

June 8, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოდის, ტელევიზიისა და კინოინდუსტრიის სფეროში იოანა დოლიძის სახელი უკვე წლებია წარმატებასა და მუდმივ განვითარებას უკავშირდება. იურისტობიდან დაწყებული გზა დღეს ერთ-ერთ წარმატებულ ტელე-კინოსკოლამდე მივიდა, რომელიც არაერთი ახალგაზრდა ადამიანის ოცნებების განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იოანასთვის ეს სფერო მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ, გამოცდილებას იღებენ და პირველ ნაბიჯებს დგამენ დიდ ეკრანამდე. მრავალწლიანი შრომის, სირთულეებისა და მიზანმიმართული განვითარების შედეგად, მისი სტუდია დღეს უკვე საერთაშორისო კინობაზართან თანამშრომლობს და ქართველ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინტერვიუში იოანა დოლიძე გვიყვება თავისი პროფესიული გზის, გადალახული გამოწვევების, თურქულ კინოსტუდიებთან თანამშრომლობისა და იმ წარმატებების შესახებ, რომლებიც მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია და სიამაყეა.

 

ქ-ნო იოანა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ მოდისა და კინოინდუსტრიის სფეროში. როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, პროფესიით იურისტი ვარ და აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი მოდის ინდუსტრიაში. საქმიანობა იმ რთულ წლებში დავიწყე, როდესაც არ იყო იოლი თავის დამკვიდრება. თბილისში პირველი სილამაზის სალონი „ფემინა“, პირველი სამოდელო სააგენტო „გრაცია“ და დაიწყო და დაიწყო… უკვე 20 წელზე მეტია, რაც ვხელმძღვანელობ „პრაიმ TV“ სატელევიზიო სკოლას და ათი წელია, რაც სამსახიობო სტუდიაც დავამატე.

 

 

როგორი იყო გზა წარმატებამდე და რა სირთულეების გადალახვამ მოგიწიათ კარიერის განმავლობაში?

მთავარი სირთულე ჩემთვის ყოველთვის იყო დრო, რომელსაც ვაკლებდი ოჯახს და ვუთმობდი კარიერას. თუმცა, რასაც ვაკეთებდი, ისევ ჩემი შვილებისთვის ვაკეთებდი. ამასთან, თუ გინდა ბიზნესი ფეხზე დააყენო, პირადად უნდა იყო ჩართული ყველაფერში, უნდა იცოდე ყველა დეტალი და ნიუანსი. პირველი სირთულე იყო, როდესაც იურისტმა თმის შესაღები საშუალებების შესწავლა დავიწყე, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია, რასაც ვაკეთებ – ვაკეთებ მთელი გულით, ენერგიითა და მონდომებით. სანახევროდ საქმის კეთება არ ვიცი. ბევრი სირთულე გავიარე, ბევრი წინაღობა, ყოველი შემდეგი ბარიერის გადალახვა კიდევ უფრო მაძლიერებდა და თავდაჯერებულს მხდიდა. როდესაც გავხსენი სამოდელო სააგენტო, მაშინ წარმოუდგენელი იყო, რომ სტუდიაში ბიჭები ივლიდნენ, დღეს კი მამაკაცი მოდელების ჯგუფი გვყავს და ვამაყობ, რომ ამ სფეროს განვითარებაში წვლილი მაქვს შეტანილი.

 

რატომ სწორედ კინოინდუსტრია? რა გახდა თქვენი მთავარი ინსპირაცია ამ სფეროს არჩევისას?

ყოველთვის ვცდილობდი გავყოლოდი მოთხოვნად მიმართულებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად მიწევს კონტაქტი ბავშვებთან, თინეიჯერებთან, ვიცი რა პრობლემები აქვთ და რაზე ოცნებობენ. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სატელევიზიო სკოლის პრაქტიკულად ყველა მოსწავლეს მსახიობობა და ფილმში მონაწილეობა სურდა. ბევრი არ მიფიქრია, სამსახიობო სექტორი დავამატე და დღეს ჩვენი კინოსკოლა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კინოსტუდიის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია, რაც ძალიან მეამაყება.

 

რა გამოარჩევს თქვენს კინოსტუდიას სხვა სტუდიებისგან?

ჩვენი სტუდია იმით განსხვავდება სხვა სასწავლო ცენტრებისგან, რომ თეორიული სწავლების პარალელურად თავიდანვე პრაქტიკული სამუშაოებით ვიწყებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ რეალური მუშაობის დროს შეძენილი გამოცდილება უკონკურენტოა. ბავშვები მუშაობენ პროფესიონალ ფოტოგრაფებთან, პროდიუსერებთან, ოპერატორებთან, ასევე თვითონ იღებენ სიუჟეტებსა და გადაცემებს.

 

 

რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე კინოსტუდიასთან დაკავშირებით? მუშაობთ თუ არა ახალ პროექტებზე?

კინოსამყარო უცხო იყო ჩემთვის, თუმცა დღეს უკვე სტაჟიანი ვარ და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ „პრაიმ TV“-ის ტელე-კინოსკოლა რამდენიმე მხატვრული, დოკუმენტური ფილმის და სერიალის შემქმნელია. თუმცა, მთავარ მიღწევად მაინც თურქულ კინობაზარზე ჩვენს შესვლას მივიჩნევ.

თურქულ კინოსტუდიებთან თანამშრომლობაზე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. პირველად რომ ჩავედი სტამბულში, ენაც არ ვიცოდი, დღეს კი ყველა მსხვილ კინოსტუდიაში სასურველი სტუმარი ვარ. სულ რაღაც ერთი თვის წინ გავაფორმე ხელშეკრულება უმსხვილეს სამსახიობო სააგენტოსთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ სისტემატურად მივიღებთ მონაწილეობას თურქული ფილმებისა და სერიალების ქასთინგებში. პირველი ნაკადიდან, რომელიც სტამბულში მყავდა წაყვანილი, ორი ჩემი მოსწავლე უკვე დამტკიცებულია ფილმში. აგვისტოში დაიწყება ამ ფილმის გადაღება თურქეთში, საქართველოსა და მონტენეგროში. გვაქვს ახალი შემოთავაზებებიც, მაგალითად, ერთი ისტორიული და ერთიც კომედიური ფილმი. როდესაც ვუყურებ ბავშვების ბედნიერ სახეებს, ვხვდები, რომ კეთილი ფერია ვარ მათთვის, რომელიც ოცნებების ასრულებაში დაეხმარა – რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? ან როდესაც მოდიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები და მიყვებიან, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება „პრაიმის“ წყალობით. მათი ყველა წარმატება ჩემი პირადი წარმატებაა. თუმცა მე არასდროს ვჩერდები, არც ახლა ვარ ჩემი თავით ბოლომდე კმაყოფილი და ზუსტად ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია…

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 16, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 16, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 12, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები