• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტექნოლოგიების სფერო ბოლო ათწლეულში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად მიმართულებად იქცა, შესაბამისად დღეს ტექნოლოგიებში კარიერის დაწყება უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე.

თათია კობერიძის ამბავი ინსპირაციაა ბევრი ქალისთვის, რომლებსაც სურთ ტექნოლოგიების სფეროში საკუთარი ადგილის პოვნა. ეს არის სფერო, სადაც იდეები ციფრულ რეალობად იქცევა, სადაც შეცდომებიც კი გამოცდილებად გარდაიქმნება და სადაც ქალებს შეუძლიათ ლიდერობა, ინოვაცია და შთაგონება ერთდროულად.

Noxtton-ის Chief Operating Officer – ნოქსტონის ოპერაციების დირექტორი – თათია კობერიძე გვიზიარებს თავის გამოცდილებას.

 

როგორი იყო თქვენ კარიერული გზა?

2014 წელს დავიწყე სწავლა ტექნოლოგიების მიმართულებით და მალევე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ პროფესია არ იყო – ეს იყო შესაძლებლობა ყოფილიყავი მასშტაბური გავლენის ნაწილი. განსაკუთრებით ქართულ ბაზარზე ამ დროიდან სწრაფად ვითარდებოდა ტექნოლოგიური პროექტები. უკვე 7 წელია ვმუშაობ ტექ ინდუსტრიაში. 300-მეტ ციფრულ პროექტსა თუ პროდუქტზე მიმუშავია. ვარ Noxtton-ის Chief Operating Officer – ნოქსტონის ოპერაციების დირექტორი.

მქონდა შესაძლებლობა, რომ ხელმძღვანელი ვყოფილიყავი რეგიონში ყველაზე დიდი ციფრული მარკეტინგული პროექტის, 400 მილიონიანი აუდიტორიით.

ყველაზე ღირებული ციფრული პროექტების მენეჯმენტში არის ის, როცა ვხედავ, როგორ აღწევენ ორგანიზაციები წარმატებას შექმნილი პროდუქტების, ციფრული კამპანიების თუ გადაწყვეტების დახმარებით. როგორ გენერირდება მათთვის საჭირო მონაცემები და შედეგები.

ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან და ბრენდთან მქონია მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის: EBRD, GESP, UN Women, DAI Global, Silk Hospitality, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi, Tsinandali Estate, Radisson Collection Hotel, Marriott Hotels, Adjara Group, Credo Bank, Aversi Pharma, Galleria Tbilisi, White Square, Lopota Lake Resort & Spa და სხვა.

 

 

 

 

როგორი მენეჯერული მართვის სტილი გაქვთ?

გუნდის მართვის დროს, ჩემი აზრით მთავარი წესი არის, რომ იყო ისეთი, ვინც შენ თავად გჭირდებოდა შენი კარიერის დასაწყისში. გუნდის წევრებს აუცილებელია აგრძნობინო თავი ფასეულად და მნიშვნელოვანად. პროცესები ბიუროკრატიული ჩარჩოებისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს. ამიტომ ძირითადად ეჯაილს და ჰიბრიდულ მეთოდებს მივმართავ მენეჯმენტისას, რომელიც დაცლილია ტრადიციული ბიუროკრატიული სიმძიმისგან და ორიენტირებულია გუნდის ურთიერთობაზე, მოქნილობაზე და სწრაფ ადაპტაციაზე.

2019 წლიდან ვმუშაობ გუნდთან ერთად, რომელიც პიონერია ციფრული/ტექ სერვისების იმპლემენტაციის კუთხით. პირველი ორგანიზაცია ვიყავით საბანკო კომპანიების გარდა, ვინც Agile მეთოდოლოგიით გეგმავდა შიდა თუ გარე პროცესებს.

როდესაც ბაზარზე პროექტების, ტენდერების განხორციელება და ჩაბარება waterfall მიდგომით ხდებოდა უმეტესად, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო Agile მეთოდოლოგიის და “agile mindset”-ის შეთავაზება. თუმცა, ზუსტად აქედან გამომდინარე, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვმუშაობდი, ვინც ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას წარმატებით ახორციელებდა.

 

 

რამდენად დაკავშირებულია მამის როლი იმ ქალების კარიერასთან, ვინც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაშია?

ხშირად ვსაუბრობთ დედების როლზე შვილების კარიერული განვითარების პროცესში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მამებს განსაკუთრებული ადგილი აქვთ – განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში.

დღეს როცა ვიხსენებ, ვხვდები: იქ სადაც ვარ, იქ რომ ვიყო, მამაჩემის წვლილი გადამწყვეტია. სწორედ მან დამანახა, რომ ქალის ადგილი ყველგან არის. მან მასწავლა, რომ სარკეში რასაც ხედავ, ნაკლებად მნიშვნელოვანია – მთავარი არის, რა შეგიძლია შენს გონებაში, რადგან ეს განსაზღვრავს შენს მომავალს.

თუ მე დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში ვმუშაობ და დამოუკიდებლად ვქმნი ჩემს გზას, ეს იმიტომაც არის, რომ არასოდეს მეგონა – ქალებს რამე არ შეეძლოთ, ან ქალებს კარიერისთვის დრო არ უნდა დაეთმოთ.

ამიტომ მინდა ვთქვა: მამებს შეუძლიათ შვილების ცხოვრების მთლიანად შეცვლა. მათი თანაბარი ჩართულობა აძლევს გოგოებს ძალას, რომ გაიზარდონ თავდაჯერებულად და საკუთარი შესაძლებლობების არასოდეს შეეშინდეთ.

 

 

ქალები ტექნოლოგიებში

Noxtton-შიც ქალები ყოველთვის იყვნენ ლიდერშიპის ნაწილი. ვისთან ერთადაც მიმუშავია, ყოველთვის განსაკუთრებული უნარებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ამ ეტაპზეც, ყველა სტარტაპში, რომელიც Noxtton Group-ის დაფუძნებულია, C-level პოზიციაზე მუშაობენ ქალები, რაც ერთადერთი პრეცედენტია ჩვენს ბაზარზე.

ქალებს ხშირად გვეშინია არასწორი ნაბიჯის გადადგმის. ტექ პროექტებზე მუშაობისას კი ყველაზე დიდი ინსაითი სწორედ შეცდომებიდან და ბლოკერებიდან მოდის.

დღეს ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია ტექ უნარების შეძენის შესაძლებლობა ნებისმიერ ასაკში, რადგან ძალიან ბევრი კურსი არსებობს, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, სკოლის მოსწავლე ხარ, სტუდენტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი.

ასევე ძალიან ბევრი შემთხვევა არის ბაზარზე, როცა დეკრეტული შვებულების შემდგომ კარიერის გაგრძელების ეშინიათ. ჰგონიათ, რომ გვიანია პროფესიის შეცვლისთვის და მათთვის ადგილი არსად არ არის.

დღეს ბევრ ტექ პოზიციაზე მუშაობა დისტანციურად არის შესაძლებელი. კურსებიც ადაპტირებულია ონლაინ სწავლებაზე. შესაბამისად, მთავარია სურვილი – რომ დაიწყოთ ონლაინ კურსით, ახალი კავშირის დამყარებით, მენტორის და მხარდამჭერი საზოგადოების, ე.წ. “ქომუნითის” მოძიებით.

ძალიან კარგი ინიციატივა გვაქვს ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან ერთად, სადაც კურსის გავლის შემდგომ სტაჟირებას ვთავაზობთ წარმატებულ კურსდამთავრებულს. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა იმუშაოს გუნდთან ერთად პროდუქტებზე, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

17 წლის გოგონასთან ვიწყებთ ახლა თანამშრომლობას, რომელიც სკოლის მოსწავლეა. პირადად ჩემთვისაც კი ძალიან დიდი მოტივაციაა მისი უნარები და მიზნები. ასევე შემიძლია გავიხსენო 77 ქალის ისტორია რომელიც UN Women-თან ერთად რეგიონებში ლექციის ჩატარებისას გავიცანი. მან მძიმე დაავადება დაამარცხა და გადაწყვიტა ციფრული მარკეტინგის სწავლა, რათა თავისი პატარა ბიზნესი ციფრული არხების დახმარებით გაეზარდა.

ასეთ პრეცედენტებზე და ამბებზე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ. რადგან ყველა ქალის მიღწევა არის ყველა ქალის ერთობლივი გამარჯვება. ყველას ისტორია არის მოტივაცია, იმ ქალებისთვის, ვინც ახლა ფიქრობს კარიერის დაწყებას ტექში.

ასევე გაეცანი

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა
OK! Business

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე
ინტერვიუ

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

April 27, 2022
#OK!BusinessCelebrity Kylie Cosmetics – როგორ შექმნა 18 წლის კაილი ჯენერმა მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია

#OK!BusinessCelebrity Kylie Cosmetics – როგორ შექმნა 18 წლის კაილი ჯენერმა მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია

May 24, 2026
#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

May 8, 2023
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები