• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

June 5, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო!

გადავწყვიტე, ივნისის ბიუთი-სარედაქტორო მივუძღვნა სხეულის კანის მოვლას. მოვლისას ხშირად განსაკუთრებული აქცენტები გვაქვს სახის მოვლაზე და სხეულს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, რასაც სათანადო შედეგამდეც მივყავართ. სხეულის კანის მოვლის დროს ვხელმძღვანელობთ ფაქტობრივად იმავე პრინციპებით, რაც სახის შემთხვევაშია აქტუალური: სრულყოფილი წმენდა, ექსფოლიაცია, დატენიანება და მზისგან დაცვა.

სხეულის წმენდა/დაბანაზე დიდხანს არ გავჩერდები, რადგან ნებისმიერი კულტურული ადამიანის უმარტივეს ჰიგიენას წარმოადგენს და ყველა მეტ-ნაკლებად ასრულებს.

გადავიდეთ მეორე ეტაპზე – ექსფოლიაციაზე. ხშირად ჩივიან ადამიანები, რომ ტანის დატენიანება თითქოს არ ჰყოფნით, რომ კანი მაინც გამომშრალია, უხეში და ხაოიანია და ა.შ. ამის მთავარი მიზეზი კი არა არასათანადო დამატენიანებელი, არამედ სწორედ ისაა, რომ არ ვატარებთ შესაბამის პილინგს, ექსფოლიაციას, შესაბამისად, სხეულის კანზე მრავლადაა დაგროვილი მკვდარი უჯრედები, რომელიც ფარავს ახალგაზრდა უჯრედებს და ისინი ვერ იღებენ ტენს პროდუქტისგან. თუ ეპიდერმისი საგულდაგულოდ არ გავათავისუფლეთ მკვდარი უჯრედებისგან, ახალგაზრდა უჯრედები ზემოდან მოდებული ნადებისა და ჭუჭყისგან, დატენიანება ვერ იქნება სრულყოფილი. პირველი საშუალება, რაც ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება, არის სხეულის უხეში ღრუბელი ან ჯაგრისი, რაც შეიძლება თამამად განვიხილოთ სხეულის ეპიდერმისის სრულყოფილად წმენდის საშუალებად. მე გირჩევთ, რომ 1-2 კვირაში ერთხელ ინტერვალით კანი აუცილებლად დაიმუშაოთ ამ საშუალებით, ტანის დასაბან გელთან ერთად. ღრუბელი/ჯაგრისი გამოიყენეთ ყელის და დეკოლტეს მიდამოებზეც. შემდეგ კი აუცილებლად იხმარეთ სკრაბები, სასურველია, არა ფაქიზი, არამედ მძლავრი ზემოქმედების გრანულებიანი სკრაბები, რომელიც კარგად ჩამობანს და გაათავისუფლებს კანს ნარჩენი ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან. სკრაბის გამოყენება მიზანშეწონილია ყოველდღეც კი, თქვენი მხრიდან საჭიროების მიხედვით. ამ ეტაპების ჩატარების შემდეგ კი სრულად დაიტენიანეთ სხეული.

მინდა თქვენი ყურადღება განსაკუთრებით გავამახვილო ყელსა და დეკოლტეზე – ჩვენი სხეულის უფაქიზეს არეებზე, რომელიც პირველ რიგში მეტყველებს ჩვენს ასაკსა და დაბერების დონეზე. არასდროს დაივიწყოთ ამ უბნების კარგად დასკრაბვა, ძალიან კარგი იქნება თუ დაბანის შემდეგ გამოიყენებთ ტონერს და კანს კარგად გადაიწმენდთ ტონერიანი ბამბით. შემდეგ კი შეეცადეთ ყელისა და დეკოლტეს არეები დაიტენიანოთ უმეტესად სხეულის ბალზამით ან კარაქით – მსუყე კონსისტენციის დამატენიანებლებით. ასევე, სასურველია ყელსა და დეკოლტეზე ჩაიტაროთ შესაბამის სეზონზე მსუბუქი ქიმიური პილინგის პროცედურები, რომელიც სრულყოფილად გაათავისუფლებს კანს მკვდარი უჯრედებისგან, სტატიკურ ნაოჭებს გაწმენდს და მოგცემთ შესანიშნავ anti-age ეფექტს.

ასევე, ცალკე განვიხილოთ ტერფებსა და იდაყვებზე კანის მოვლა, რადგან ამ ნაწილებზე კანი შესამჩნევად უხეში და გამომშრალია. პირადად ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია სკრაბის დატანამდე, კვირაში ერთხელ ტერფების ელექტროპილინგის აპარატით დამუშავება, რომელიც სრულყოფილად და ფაქიზად აშორებს მკვდარ კანს, ისე, რომ არც ბარიერს აზიანებს და სათანადო შედეგსაც იძლევა. სწორედ ამ ფაქიზი და ზუსტი მოქმედების სისტემის გამო მირჩევნია ელექტროაპარატი მექანიკურ სახეხ საშუალებებს. დასატენიანებლად ტერფებსა და იდაყვებზე გირჩევთ გამოიყენოთ შარდოვანას (urea) შემცველი საშუალებები, რომელიც მრავლად არის წარმოდგენილი სააფთიაქო ქსელებში. თუ კანი ძალიან გამომშრალია, მსუყედ წაისვით კრემი და 2 საათით ან მთელი ღამით ნატურალური ბამბის წინდები ამოიცვით, დილას ტერფებზე ბავშვის კანით გაიღვიძებთ.

ახლა კი, ივლისის ნომრამდე გემშვიდობებით.

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი თაკო გვაზავა

ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები