• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! FOODOGRAPHY საინტერესო კონტენტი, ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად

September 4, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნინო მეგრელიძე – ფუდ-ფოტოგრაფი და სტილისტი

გვესაუბრეთ თქვენს ბლოგზე. როგორ გაჩნდა იდეა და რამდენი ხანია, რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული?

ბლოგის იდეა 9 წლის წინ, ფოტოგრაფიის შესწავლისას გაჩნდა. ფუდ-ფოტოგრაფიას გავდიოდით, რამდენიმე დავალებაც შევასრულე და რადგან კულინარიით ისედაც ვიყავი გატაცებული, ძალიან სპონტანურად შევქმენი ბლოგი. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ჩემი ახლანდელი პროფესია. ვარ ფუდ-ფოტოგრაფი და სტილისტი. დღესაც ისეთივე ენთუზიაზმით და სიხარულით ვმუშაობ, როგორც დასაწყისში. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მომზადება/გადაღების პროცესი. ფუდ-სტილისტი და ფუდ-ფოტოგრაფი ორი სხვადასხვა პროფესიაა. ერთი ამზადებს იდეალურ, სრულყოფილ კერძს, ხოლო მეორე იღებს მადისაღმძვრელ ფოტოს. ის, რომ ორივეს წარმატებით ვართმევ თავს, ბლოგის დამსახურებაა. ყველაფერი ცხრაწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ მოიტანა. ახალი რეცეპტების შექმნა და კულინარიაზე წერა, ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

 

როგორ მოდის იდეები? რა შეიძლება იყოს შთაგონების წყარო?

ჩემი ყოველდღიურობა სამზარეულოსთან არის დაკავშირებული. პანდემიის გამო, უმეტესად შინ ვმუშაობ, სხვადასხვა პროექტზე. აქ სრული კომფორტი მაქვს შექმნილი − სამზარეულოს ინვენტარი, უამრავი რეკვიზიტი, ჭურჭელი, ფონი, ტექსტილი… ნებისმიერი „იმიჯი“ შემიძლია გავაცოცხლო, სიზმრად ნანახიც კი. ფოტო და კულინარიული იდეები ხშირად მესიზმრება, გაღვიძებისთანავე ბლოკნოტში ვინიშნავ, თავთან რომ მიდევს ასეთი შემთხვევებისთვის.

 

 

კიდევ რა დატვირთვა აქვს Foodography-ს?

ჩემი საქმიანობის პარალელურად, ვცდილობ არ მოვაწყინო foodography-ს ერთგული მკითხველი და გავუზიარო ახალი რეცეპტები, კულინარიული ხრიკები, სიახლეები თუ ფოტოები, თუმცა ამას სულ უფრო იშვიათად ვახერხებ.

 

მაქვს გავლილი კონდიტერის პროფესიული კურსიც, რაც ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში და ვფიქრობ, მკითხველებშიც მეტ ნდობას ბადებს. რომ არა მათი პოზიტიური უკუკავშირი, ალბათ ბლოგი დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას. მათთვის foodography სანდო და კომპეტენტური ბლოგია, რომელსაც ხშირად უბრუნდებიან საყვარელი რეცეპტებისთვის. ეს კი უდიდესი მოტივაციაა ავტორისთვის. ჩემი მკითხველები ჩემი თანამოაზრეები არიან − ჩვენ ინტერესები, გემოვნება და ესთეტიკის აღქმა გვაერთიანებს.

დაბოლოს…

foodography 9 წელია არსებობს და ჩემთან ერთად ვითარდება. შესაბამისად, რეცეპტებიც აღარ არის მარტივი, მაგრამ დაწვრილებითი აღწერა, რომელიც თითოეული კერძის რეცეპტს ახლავს, ნებისმიერს გაუადვილებს მომზადების პროცესს, ახალბედასაც კი. ყოველი ახალი დესერტი თუ კერძი ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის და ჩემი მკითხველისთვისაც. ჩემთვის იმიტომ, რომ ვცდილობ შევქმნა რაღაც ახალი, მშვენიერი და უნაკლო. უნაკლო, რადგან გამოუსწორებელი პერფექციონისტი ვარ. ამას ალბათ ფოტოების დათვალიერებისას თავად მიხვდებით.

 

ასევე გაეცანი

„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში
Gastro

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა
Gastro

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის
Gastro

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

August 5, 2022
#OK! ემილი რატაკოვსკი Attico-ს კაბით! მოდელი დროს მეუღლესთან ერთად ატარებს!

#OK! ემილი რატაკოვსკი Attico-ს კაბით! მოდელი დროს მეუღლესთან ერთად ატარებს!

June 2, 2021
#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

April 12, 2022
#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

December 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

November 25, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები