• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

August 3, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ჟურნალი OK! გაგაცნობთ მხატვარსა და ინტერიერის დიზაინერს, ანასტასია მამარდაშვილს. ეს ის ორი პროფესიაა, რომელიც მას ბავშვობიდან აინტერესებდა. როგორც ანასტასია აღნიშნავს, გარდა შემოქმედებითი პროცესისა, ასევე საინტერესოა მომხმარებლებთან ურთიერთობა, რადგან ეცნობი სხვადასხვა ადამიანის გემოვნებას, ხასიათსა და ცხოვრების სტილს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მომხმარებელს სთავაზობს მისთვის მორგებულ დიზაინის პროექტს, რომელიც საბოლოოდ კომფორტულ და სასიამოვნო სივრცედ გარდაიქმნება.

 

ანასტასია მამარდაშვილი: ყოველთვის ვიცოდი, რომ მხატვარი გავხდებოდი, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაბედნიერებდა ხატვა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმოდა ამ პროფესიასთან დაკავშირებული სირთულეები, მაინც მივყევი ჩემს ოცნებებს და სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინაც განვიხილავდი მეორე, „უფრო რაციონალურ“ და ჩემთვის არანაკლებ საინტერესო სფეროს – ინტერიერის დიზაინს. მახსოვს, ფაკულტეტების შერჩევისას ბოლო მომენტამდე ვყოყმანობდი: მივყოლოდი ჩემს ოცნებებს თუ რაციონალური ნაბიჯი გადამედგა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერიერის დიზაინერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ მაშინ ხატვა ავირჩიე. ვფიქრობ, მხატვრობა ძალიან ღრმად ანვითარებს ფერისა და ფორმის, კომპოზიციის, ზომიერებისა და ჰარმონიის შეგრძნებას. ინტერიერის დიზაინის შექმნისას იმავე პრინციპებს მივყვები ინსტინქტურად, თითქოს თავისთავად ეწყობა ხოლმე კომპოზიცია, პალიტრა და ეს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და შემოქმედებითს ხდის მუშაობის პროცესს.

 

 

ამჟამად რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ხატვას?

დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხატვისთვის დრო თითქმის აღარ მრჩება. თუმცა ხატვა ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილია და ძალიან მენატრება. მალე აუცილებლად დავუბრუნდები, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, რადგან უამრავი განუხორციელებელი იდეა მაქვს.

 

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

ინტერიერის დიზაინითაც ბავშვობაში დავინტერესდი. მახსოვს, მამა ჩვენთვის სახლს აშენებდა, უამრავი ჟურნალი ჰქონდა არქიტექტურასა და დიზაინზე, ხშირად ვათვალიერებდი და წარმოვიდგენდი, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი სახლი. ბოლომდე ჩართული ვიყავი პროცესში, მამას ჩემი ხედვა და რჩევები ძალიან მოსწონდა და ითვალისწინებდა. ისე გამოდის, რომ ჩვენი სახლი ჩემი პირველი პროექტი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერიერის დიზაინს, ხატვასთან ერთად, სამომავლო პროფესიად განვიხილავდი. ამიტომ აკადემიის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური „მაგისტრატურა“ მოვიწყვე და საუკეთესო ლექტორებისა და კურსების დახმარებით ინტერიერის დიზაინერი გავხდი.

 

დღეს რას სთავაზობთ საზოგადოებას?

პირველ რიგში, სიყვარულითა და სიამოვნებით შესრულებულ სრულყოფილ დიზაინპროექტს – ტექნიკური ნახაზებითა და ფოტორეალისტური ვიზუალიზაციით. ასევე, დეკორატიული მასალების, ავეჯისა და აქსესუარების შერჩევას და შემდგომ, უშუალოდ რემონტის პროცესში ჩართულობას მის დასრულებამდე.

 

 

როგორია თქვენთვის ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესი?

დიზაინპროექტზე მუშაობა იწყება დამკვეთთან ერთად კონცეფციის, განწყობისა და პალიტრის განსაზღვრით. იმისთვის, რომ კარგად ჩავწვდე მის სურვილებს, მნიშვნელოვანია ჩავუღრმავდე მის პიროვნებას. ის ჩემთვის ერთგვარი „მთავარი პერსონაჟია“ და ყოველი დეტალის შექმნისას ვითვალისწინებ მისი ცხოვრების სტილს, ხასიათის შტრიხებს, პროფესიას, ზოგჯერ მუსიკალურ გემოვნებასაც კი. ასე ვიგებ მისეული ჰარმონიისა და კომფორტის აღქმას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვთავაზობ ინტერიერის ჩემეულ ვერსიას. ოჯახის შემთხვევაში ვცდილობ ყველას ინტერესები გავითვალისწინო და პატარ-პატარა დეტალების დახმარებით ყოველი წევრისთვის კომფორტული და სასიამოვნო სივრცე შევქმნა, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად.

 

რისგან იღებთ შთაგონებას?

შეიძლება მთელი ინტერიერი ერთი პატარა დეტალით იყოს შთაგონებული, მისით დაიწყოს და თვითონ სულაც არ იყოს კომპოზიციის მთავარი ფიგურა. ეს შეიძლება იყოს ფერი, მატერია, ავეჯი ან თუნდაც სანათური, ფორმა, რომელიც მუდმივად მეორდება ინტერიერში სხვადასხვა სახით, როგორც კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას − ფუნქციას თუ ესთეტიკას?

ინტერიერის დიზაინი ხელოვნებასა და ინჟინერიას თანაბრად მოიცავს. უსაფრთხოებისა და ერგონომიკული ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩვენ გვევალება ესთეტიკურად დახვეწილი სივრცის შექმნა იმისთვის, რომ ყოველი დეტალი, რასაც წარმოვიდგენთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტული და სასიამოვნო გამოსაყენებელი იყოს და, რაც მთავარია, უსაფრთხო.

 

სამომავლო გეგმები

მომავალში ძალიან მინდა დიზაინსტუდიის შექმნა ისეთ არტისტებთან ერთად, ვისაც, პირველ რიგში, ძალიან ეყვარება ეს საქმე და ვისი ხედვები და გემოვნებაც ჰარმონიაში იქნება ჩემთან.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები