• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Emolas Corporation არის აშშ-ში დაფუძნებული კულტურის მენეჯმენტისა და წარმოების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების ღონისძიებების შექმნასა და პოპულარიზაციაში. კომპანია სამი წელია, რაც ოპერირებს ბიზნესში და არაერთხელ უთანამშრომლია პრესტიჟულ ამერიკულ ვენიუებთან. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სალომე ლილუაშვილმა ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში ახსენა – ქართული კულტურის ექსპორტი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიითა და შოუბიზნესით, იგი მოიცავს ქართულ გასტრონომიას, სპორტს, ლიტერატურასა და მხატვრობას, რადგან ყველა ეს მიმართულება ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. „სუხიშვილებთან“ ერთად Emolas Corporation-მა შეძლო გაემართა „სუხიშვილების“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი ისეთ მნიშვნელოვან სცენაზე, როგორიც Carnegie Hall-ია.

 

როგორ გაჩნდა სუხიშვილების ნიუ-იორკის კონცერტის ორგანიზების იდეა და რა სტრატეგიული მიზანი ჰქონდა ამ პროექტს კომპანიისთვის?

ჩვენს კომპანიას ჰქონდა სტრატეგია და ზუსტად ამ სტრატეგიის მიხედვით დავუკავშირდით „სუხიშვილებს“. ჩვენი მთავარი სტრატეგიაა გავიდეთ ისეთ საკონცერტო დარბაზებსა და სივრცეებზე, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს კულტურულ წრეებს და ვითანამშრომლოთ შესაბამის არტისტებთან. საბედნიეროდ, ქართული კულტურა ამ მხრივ მდიდარია და გვყავს ბევრი შემოქმედი. კარნეგი ჰოლთან მოლაპარაკებების შედეგად დაჯავშნილი გვქონდა რამდენიმე თარიღი, შემდეგ დავუკავშირდი „სუხიშვილებს“ და დეტალები გავაცანი. ქართული გუნდის მიერ ასეთი პროექტის ორგანიზება კარნეგი ჰოლის სცენაზე იყო პირველი და მინდოდა შემექმნა უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც ამ სცენაზე გამოვიტანდით. კარნეგი ჰოლთან მოლაპარაკებებისას ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ „სუხიშვილებს“, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ სცენაზე უცეკვია, კარნეგი ჰოლში არ ჰქონდა ნამუშევარი.

 

 

 

მოსამზადებელ პერიოდში რა აღმოჩნდა კომპანიისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა და ამავე დროს – ყველაზე საინტერესო გამოცდილება?

ყოველი პროექტი ჩვენთვის ნულიდან იწყება – ყველა დეტალს თავად ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით ეს პროცესი ყოველთვის დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაღალი ბიუროკრატია, ვიზებსა და პეტიციებთან დაკავშირებული სამუშაოები განსაკუთრებულ სიზუსტესა და დროს მოითხოვს. რეალურად, გამოწვევაა თითქმის ყველაფერი, რასაც ხელს ვკიდებთ, თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ვიღებთ პასუხისმგებლობას და მიზანმიმართულად ვმუშაობთ სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი პროფესიონალურად, მაღალი სტანდარტებით და ბოლომდე მიყვანილი იყოს. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ პროექტი სანახაობით არ სრულდება – პირიქით, სწორედ ამის შემდეგ იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია, შესაბამისი პლატფორმებისა და წყაროების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ შესრულებულ სამუშაოს რეალური ღირებულება მიენიჭოს და მისი გავლენა გრძელვადიან შედეგებად გარდაიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც ყველაზე მასშტაბურ პროექტს შეიძლება დაკარგული ჰქონდეს ის ფასი, რომელსაც რეალურად იმსახურებს. კარნეგი ჰოლის გუნდთან თანამშრომლობა იყო უდიდესი გამოცდილება და ნაბიჯი კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებაში.

მოგვიყევით, როგორ ჩაიარა კონცერტმა და რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც მთავარი ორგანიზატორისთვის, ქართული კულტურის ასეთი მასშტაბით წარდგენა ისეთ საერთაშორისო სცენაზე, როგორიც Carnegie Hall-ია?

კონცერტმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ველოდით, რადგან ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო ძალიან დიდი შრომისა და გათვლების შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცოდით, ვინ ჩამოგვყავდა და რასთან გვქონდა საქმე. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა აღტაცება მოჰყვა ამ ყველაფერს, ჩვენთვის ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ამ მოცემულობისთვის, ჩვენი შრომიდან გამომდინარე, მზად  ვიყავით. მოლაპარაკებების ბევრი საფეხური გავიარეთ. აქამდე ყველა ჩვენი კონცერტი ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი. „სუხიშვილები“ არის ქართული, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა, რომელიც ყველას აინტერესებს. კულტურული ხიდი არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური საყრდენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ჩვენი კომპანიის Emolas Corporation-ის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ კულტურის გავლით კიდევ უფრო განამტკიცოს ეს მნიშვნელოვანი ხიდები. „სუხიშვილები“ ჩვენი ქვეყნის მთავარი კულტურული სიმდიდრეა და ისინი 80 წელია ახერხებენ, პლანეტარული მასშტაბით კულტურული ელჩები იყვნენ საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის. მთელი ეს პროცესი და თვით კონცერტი კი ძალიან დაბალანსებული ემოციებით სავსე გამოვიდა.

 

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კონცერტის გაშუქება ქართული და საერთაშორისო მედიების მიერ?

ქართული მედიები უმეტესად კონცერტის შემდეგ დაინტერესდნენ ყველაფრის გაშუქებით, ვიდრე ანონსის პერიოდში, მაგრამ არ ვგულისხმობ გამონაკლისებსა და ცალკეულ გადაცემებს. რაც შეეხება ამერიკულ მედიებს, მაგალითად, The New York Times-ის რეპორტიორმა ერთ კვირაზე მეტი იმუშავა სტატიასა და პროექტზე და შემდეგ უშუალოდ კონცერტამდე 2 კვირით ადრე დაიბეჭდა მასალა გაზეთში, ანალოგიურად გავრცელდა ინფორმაცია The New Yorker-ზეც. სხვა ძალიან მნიშვნელოვან მედიაპლატფორმებზეც იქნა გავრცელებული ინფორმაცია და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი მოლოდინი შეუქმნეს ამით იმ მაყურებელს, რომელიც არ იყო ნამყოფი „სუხიშვილების“ კონცერტზე. ადგილზე იყვნენ ისეთი მედიები, როგორიცაა – Forbes, Vogue, Daily Mail, NBC, CNN, Te New York Times, The New Yorker და ა.შ. ხდებოდა აბსოლუტურად ყველაფრის მონიტორინგი, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მოვა მედიიდან და როდის და სად გააშუქებს ამ ყველაფერს. იშვიათად მსმენია, ასეთი გაშუქება და გამოხმაურება ასეთ ღონისძიებებზე ყოფილიყოს.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა კონცერტს მაყურებლის მხრიდან?

დაუჯერებელია ის ემოციები, რასაც აუდიტორია დღემდე გვიზიარებს. კონცერტის შემდეგ, ორშაბათ დილას კარნეგი ჰოლის მთელ გუნდს მადლობის წერილი მივწერე და პასუხად აბსოლუტურად ყველასგან მივიღე თბილი, გულწრფელი და ემოციური შეტყობინებები. მათთვისაც კი, ვისაც ათასობით კონცერტი აქვს ნანახი და არაერთ გამორჩეულ საღამოს დასწრებია, ეს ღონისძიება განსაკუთრებულ მოვლენად იქცა.

 

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

წელს დაგეგმილი გვაქვს სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ იმ ერთი დღის ღონისძიებას, არამედ რამდენიმედღიან ციკლს კრავს – პირველი დღე ეთმობა ბიზნეს-დიპლომატიურ შეხვედრებს, შემდეგ უშუალოდ ღონისძიებაა და ბოლოს თანამედროვე არტისტების მხარდაჭერით ჩატარებული პროექტი. ახალდაგეგმილ პროექტებზე ახლა დეტალურად ვერ ვისაუბრებ და ვერ ვიტყვი, თუ ვინ ჩამოგვყავს, მაგრამ ამ არტისტებიდან ორი მათგანი ევროპელია, ერთი კი ქართველი. მალე, კონკრეტულად კი 1 თვეში ყველაფერი დაანონსდება. ჩვენი სტრატეგია უცვლელია – ტოპარტისტები ტოპვენიუებზე. ქართველ შემსრულებლებს ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებთ, თუმცა რეალისტურად ვუდგებით პროცესს – პოპმუსიკის შემთხვევაში რთულია უცხოური აუდიტორიის მასობრივად დაინტერესება მაშინ, როცა ქართული პოლიფონია, ფოლკლორი და „სუხიშვილები“ საერთაშორისო პროდუქტი და გლობალური პოტენციალის მატარებელია.

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: პირადი არქივიდან

ასევე გაეცანი

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე
OK! Business

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე

September 7, 2026
#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში
OK! Business

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები