• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Doctors – თინა როგავა

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

#OK! Doctors-ის სტუმარია კოგნიტური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სერტიფიცირებული სპორტის ფსიქოლოგი და ნლპ პრაქტიკოსი, თინა როგავა. ვისაუბრეთ პანიკურ შეტევებზე, მის გადაჭრის გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე.

(თინა როგავა): ზოგადად, ბევრს მეკითხებიან შფოთვით აშლილობაზე. ბოლო წლებში უფრო ხშირად მომმართავენ ქალები, რომლებსაც აწუხებთ პანიკური შფოთვები, შიშები და აკვიატებები. ისინი თავს გაურკვევლად გრძნობენ, ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს და წარმოიდგენენ ათას შესაძლო სცენარს, რათა მათთვის მოემზადონ. ეს ყველაფერი არამხოლოდ აზრების აურზაურსა და ნეგატიურ ემოციებს იწვევს, არამედ გავლენას ახდენს ქალების ჰორმონალურ ფონზე და შესაბამისად, მათ ჯანმრთელობაზე. ჩემი ამოცანაა, დავეხმარო ქალებს შინაგანი საყრდენის გაძლიერებაში. თუკი ქალი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, ის მშვიდად აღიქვამს ბედისწერას, ყველა უბედურებას და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.

 

 

რა სიმპტომები ახასიათებს პანიკურ შეტევებს?

ეს არის უკიდურესად უსიამოვნო შეგრძნება, რომლის მთავარი სიმპტომია შიშითა და შფოთვით გამოხატული მდგომარეობა. პანიკურ შეტევებს ხშირად თან ახლავს სიკვდილის შიში, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, ჰაერის უკმარისობის მწვავე განცდა და სხვა სიმპტომები. ასეთი შეტევები შეიძლება განმეორდეს რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში, წელიწადში ან თვეში ერთხელ. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ პანიკური შეტევები მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და მასთან გამკლავება შეუძლებელია, არადა, უმეტეს შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია.

ზოგჯერ პანიკური შეტევები გამოწვეულია გარემო პირობებით. მაგალითად: სიტუაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს, მათი ტვინი იმახსოვრებს. მას შემდეგ, როცა სახიფათო სიტუაცია დასრულდება, შეუძლია განაახლოს „პანიკური“ პასუხი იმ ფაქტორებზე, რომლებიც მას საფრთხეს ახსენებენ. ეს თეორია ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრ ადამიანს აქვს გარკვეული გამომწვევი მიზეზები. მაგალითად: შეტევები შეიძლება მოხდეს ხალხმრავალ ადგილას, მეტროში, რიგში დგომისას, საზოგადოების თავშეყრის ადგილას, იქ, სადაც ადამიანის თავისუფლება შეზღუდულია ან პირიქით, მიმდებარე სივრცე სავსეა პოტენციური საფრთხეებით. ზოგჯერ პანიკური შეტევა ხდება ტრიგერის პრობლემაზე ხანმოკლე ფიქრის საპასუხოდ.

 

რა არის პანიკური შეტევების გამომწვევი მიზეზი?

პანიკური შეტევების ზუსტი მიზეზი დღესდღეობით არ არის დადგენილი. მიიჩნევა, რომ არსებობს გენეტიკური მიდრეკილება, რომელიც იწვევს ტვინის გარკვეული ნაწილების გადაჭარბებულ აქტივობას, მათ გადაჭარბებულ რეაქციას მინიმალურ გარე სტიმულებზე და ამ სტიმულების საშიშ აღქმაზე.

პანიკური შეტევის განვითარების ალბათობას ზრდის მწვავე და ქრონიკული ფსიქოემოციური სტრესი, შინაგანი კონფლიქტები და ნეგატიური დამოკიდებულებები, ხშირი ზემოქმედება, სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები, პაციენტის მავნე ჩვევები და ზოგიერთი სომატური დაავადება (ფარისებრი ჯირკვალი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი ორგანოები). ასევე პანიკური შეტევების გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს – ნერვოზული აშლილობების მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა, ან ფსიქოტროპული და ანტიდეპრესანტული პრეპარატების ნაადრევი შეწყვეტა.

შფოთვითი აშლილობის საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია შემუშავებული არ არის. პირობითად პანიკური შეტევები შეიძლება დაიყოს ორი ტიპად: ატრიბუტული, როცა ხდება გარკვეულ სიტუაციაში (ავტობუსში მგზაბრობისას, ხალხმრავალ ადგილას ყოფნისას) და სპონტანური, რომელიც წარმოიქმნება კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

 

თქვენ ახსენეთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, როგორ ვმართოთ პანიკური შეტევები? გაგვიზიარეთ რჩევები.

რა თქმა უნდა, ეს დაავადება ფობიებსა და სხვა შფოთვით აშლილობასთან ერთად განკურნებადია. შეგიძლიათ ისწავლოთ მსუბუქი პანიკური შეტევების შეჩერება და თავიდან აიცილოთ ძლიერი შეტევები. გაგიზიარებთ ჩემს რჩევებს, რასაც ჩემს პაციენტებს ვეუბნები. როდესაც შეამჩნევთ, რომ გეწყებათ სიმპტომები – მთლიანად კონცენტრირდით თქვენს სუნთქვაზე. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ვათავისუფლებთ ჰაერს ცხვირით, ვბერავთ მუცელს და გამოვყოფთ ჰაერს პირიდან. იგრძნობთ, როგორ შემოდის და გადის ჰაერი თქვენი ორგანიზმიდან, შემდეგ დაიწყეთ სხეულის ყველა კუნთის დაძაბვა, შეგიძლიათ ხელები და ფეხები წინ წამოწიოთ, თვალები დახუჭოთ და ზურგი მოხაროთ. რამდენიმე წამის შემდეგ კი მოდუნდით და თავს მსუბუქად იგრძნობთ. ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ თვითჰიპნის სიტყვების გამეორება, ამის თქმა შეგიძლიათ ხმამაღლა ან ჩურჩულით: „მე არაფერი არ მემუქრება, მე ვიმყოფები სრულიად უსაფრთხოდ, მე ვაკონტროლებ ჩემს სხეულს, მალე ეს გაივლის. ეს უკვე გადის. ის წავიდა“. გაიმეორეთ მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ამ სიტყვებით ვამშვიდებთ ჩვენს ქვეცნობიერს. შეტევის შემდეგ ჩვენ ვამყარებთ შედეგს პოზიტიური წინადადებით: „მე მივაღწიე! ყოველ ჯერზე უკეთესად გამომდის. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით , რომ მე ეს შევძელი“. არსებობს უამრავი პრაქტიკა, თუმცა ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანია. იცოდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების და საკუთარ თავთან იმის აღიარების, რომ თავს ცუდად გრძნობთ.

 

თინა, თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

ძალიან მიყვარს კლასიკური ლიტერატურის კითხვა. ვწერ ჩემს შეხედულებებს და აზრებს ჩემს ბლოგში ინსტაგრამ და ფეისბუქგვერდზე. ვცდილობ მუდმივად განვვითარდე, მოვიშველიებ კონფუცის სიტყვებს: „თუ ოთახში ყველზე ჭკვიანი ხართ, მაშინ არასწორ ადგილზე იმყოფებით“.

 

 

რა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას?

როდესაც ოჯახში სუფევს ჰარმონია და ირგვლივ ყველა ბედნიერი და ჯანმრთელია, ეს მანიჭებს შინაგან სიმშვიდეს და მაძლევს ძალას, გადავლახო ყველანაირი სირთულე და წინააღმდეგობა.

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი მოზრდილ ასაკში გამიჩნდა, გადამწყვეტი ალბათ ადამიანების დახმარების დიდი სურვილი იყო. ფსიქოლოგია გვაძლევს ადამიანების შესწავლის შესაძლებლობას, თუ როგორ და და რაზე რეაგირებენ ისინი, რაც ასევე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგის მუშაობაში მთავარი კვლევითი ინტერესია, რადგან ძალიან რთულია პრობლემის ძირამდე ჩაწვდომა.

ადამიანი შინაგანად უამრავ ემოციას განიცდის. როდესაც ის მიმართავს ფსიქოლოგს, იგი ანდობს მას ყველაზე ძვირფასს, რაც მის სულშია. ფსიქოლოგი წარმართავს მას ახალ სამყაროში, სადაც ადამიანი პოვებს სიმშვიდეს და მიხვდება, რომ მთელი ცხოვრება მის ხელშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოლოგს ეძლევა შესაძლებლობა, გაიგოს ადამიანის შინაგანი სამყარო. საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილმა მიბიძგა დამეწყო საკმაოდ რთული და საინტერესო გზა.

 

და თქვენ სად გრძნობთ ყველაზე მშვიდად თავს?

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბედნიერებას მიანიჭებს, თუკი შეიცვლიან საცხოვრებელს. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, საკუთარი თავი ყველგან თან დაგყავს.

რაც შემეხება მე, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ, ეს არის ჩემი სამშობლო. სადაც არ უნდა წავიდე, რომელ ქვეყნებსაც არ უნდა ვესტუმრო, მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღე შთამაგონებს და ენერგიით მავსებს.

 

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი პაციენტები, რომლებიც იზიარებენ თავიანთ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი იყო მათი მოგზაურობა თერაპიამდე და როგორია ახლა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტიავაციას მაძლევს.

 

რას ეტყოდით 10 წლის თინას?

წლები მიქრიან, შეუძლებელია წარსულში დაბრუნება. ბავშვობა და ახალგაზრდობა ყველაზე ლაღი და უდარდელი პერიოდია, რომლისგანაც სიამოვნება უნდა მიიღო.

საკუთარ თავს ბავშვობაში ვეტყოდი, რომ არასოდეს გაჩერდეს, იყოს უფრო თამამი, მიიღოს მეტი განათლება, მეტი წაიკითხოს და შექმნას ღირსეული გარემო. შეძლოს გამოწვევების მიღება და ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვა. გვერდში დავუდგებოდი საკუთარ თავს, რომ არ გაჩერებულიყო.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 15, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
Uncategorized

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 14, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
ინტერვიუ

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 14, 2025
#OK! თავისუფლება უფლებაა
Slider Area

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯუდ ლოუ იუბილარია – მსახიობი დღეს 50 წლის გახდა

#OK! ჯუდ ლოუ იუბილარია – მსახიობი დღეს 50 წლის გახდა

December 29, 2022
#OK! მენეჯერი – ქეთა დაუშვილი

#OK! მენეჯერი – ქეთა დაუშვილი

April 1, 2025
#OK! ვლადიმერ პუტინი რუსეთში ყველაზე მომხიბლავ მამაკაცად დაასახელეს..

#OK! ვლადიმერ პუტინი რუსეთში ყველაზე მომხიბლავ მამაკაცად დაასახელეს..

April 4, 2021
#OK! ქალი ლიდერები კლინიკა „რეპროარტის“ სათავეში

#OK! ქალი ლიდერები კლინიკა „რეპროარტის“ სათავეში

March 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რობოტული ნეირორეაბილიტაცია – ინოვაციური მკურნალობის მეთოდი Memorial Hospitals Group-ში

#OK! რობოტული ნეირორეაბილიტაცია – ინოვაციური მკურნალობის მეთოდი Memorial Hospitals Group-ში

June 9, 2025
#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

June 9, 2025
#OK! ლორა ბრიჯმენი – სმენისა და მხედველობის არმქონე  პირველი ადამიანი, რომელმაც სრული განათლება მიიღო

#OK! ლორა ბრიჯმენი – სმენისა და მხედველობის არმქონე პირველი ადამიანი, რომელმაც სრული განათლება მიიღო

June 13, 2025
#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები