• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Biologique Recherche – ლამაზი და მოვლილი კანის ფილოსოფია

July 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ქართული OK! წარმოგიდგენთ მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფრანგული, პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდის Biologique Recherche-ის პრეზიდენტს, რუპერტ შმიდტს.

ბატონი შმიდტი სიამოვნებით გვესაუბრა ბრენდის 50-წლიან ისტორიაზე, მის მთავარ კონცეფციასა და ღირებულებებზე, ბრენდის ექსკლუზიურ პროდუქციასა და Biologique Recherche-ის  უნიკალურ პროცედურებზე, რომელთა გავლენითაც Biologique Recherche მსოფლიოს 85 ქვეყანაში კანის მოვლის ექსპერტად იქცა.

 

ბატონო შმიდტ,  თუ შეიძლება გვესაუბრეთ Biologique Recherche-ის ისტორიაზე.

Biologique Recherche არის დიდი ისტორიის მქონე კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ შეიქმნა. მისი დაარსება უკავშირდებოდა ბაზარზე განსაკუთრებულ, პროფესიონალურ კოსმეტიკურ საშუალებებზე დიდ მოთხოვნას. Biologique Recherche ფიზიოთერაპევტმა და ბიოქიმიკოსმა წყვილმა, ივან და ჟოზეტ ალოუშებმა დააარსეს და პარიზის კვლევით ლაბორატორიაში შექმნეს პროდუქცია, რომელიც არა მხოლოდ განსაკუთრებული, მაღალხარისხიანი შემადგენლობის იყო, არამედ თავად ამ პროფესიონალური პროდუქციის გამოყენების პროტოკოლიც სპეციფიკური და ექსკლუზიური იყო.

 

როგორია ბრენდის მთავარი კონცეფცია?

დაარსებიდან მოყოლებული, ბრენდი ქმნის პროდუქციას, სადაც ცალკეული პროდუქტი წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ მიზანს ემსახურება და სწორედ ამაში გამოიხატება Biologique Recherche-ის სხვადასხვა პროფესიონალური ხაზის  ძირითადი კონცეფცია. ასე დამკვიდრდა კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში  პერსონალიზაცია – თითოეული ადამიანის კანის  თავისებურებებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რაც ბრენდის კონცეფციაა. ამგვარად, წლები გადის, მაგრამ ბრენდის ისტორია და მთავარი ღირებულებები უცვლელია. იცვლება მხოლოდ ცოდნისა და მეცნიერების დონე, რომელიც უფრო დაიხვეწა, პროგრესირდა და, შესაბამისად, ჩვენ სულ უფრო და უფრო სრულყოფილ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებელს. თუმცა წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ გამოვიგონეთ ლოსიონი P50, რომელიც იყო პირველი მსუბუქი ექსფოლიატორ-ლოსიონი მთელ კოსმეტიკის ბაზარზე. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ექსფოლიატორი  შეუცვლელი პროდუქტია ჯანსაღი კანის ფუნქციონირებისა და ეპიდერმისის უჯრედული სასიცოცხლო ციკლის აქტივაციისთვის. ამგვარად, Biologique Recherche-მ  ახალი ეპოქა შექმნა კოსმეტიკის ინდუსტრიაში. დღეს ბრენდს დაახლოებით 100 დასახელების პროდუქცია აქვს განკუთვნილი სახის კანის მოვლისთვის, რომელიც სხვადასხვა მიზნობრიობით გამოიყენება, პერსონალიზაციის პრინციპის დაცვით.

 

რა არის Biologique Recherche-ის მთავარი მამოძრავებელი პრინციპები?

მე უფრო ბრენდის ღირებულებებს დავარქმევდი, ვიდრე პრინციპებს. პერსონალიზაცია, თითოეული ადამიანის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომელიც ვერაფრით შესრულდება, თუ უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკა არ ჩატარდა. დიაგნოსტიკისთვის კი სფეროს საუკეთესო ცოდნა და აღქმა არის საჭირო.  ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს სფეროში წარმატებისა და პროფესიონალიზმის პირველი გასაღები არის მეცნიერული ბაზისი, მეორე გახლავთ სიღრმისეული ცოდნა და განათლება, ხოლო მესამე არის ენთუზიაზმი და ჩვენი  საქმის სიყვარული. Biologique Recherche-ის თანამშრომლები პროფესიონალი, კვალიფიციური, საქმეზე შეყვარებული ადამიანები არიან.

 

 

თუ შეიძლება მოგვიყევით Biologique Recherche-ის პროდუქციასა და ბრენდულ პროცედურებზე.

ჩვენ  შემუშავებული და დახვეწილი გვაქვს კანის  მოვლის უნიკალური ტექნიკები, რომელიც  გამოიყენება ესთეტიკურ ცენტრებში, კაბინეტებსა და სპა-ცენტრებში და ასევე, საგულისხმოა, რომ ბრენდის პროდუქციის მომხმარებელმა სახლშიც შეიძლება თავად შეასრულოს ეს პროცედურები. ჩვენი მიდგომით, ადამიანებს ვეხმარებით სრულყოფილად მოუარონ კანს არა მხოლოდ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებსა და სპაში, არამედ ეს პროცესი შინაც გააგრძელონ. სწორედ ამისთვის, სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, კანის ტიპის შესაბამისად, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგენთ კანის მოვლის რუტინას და მან იცის, საშინაო პრობებშიც როგორ და რა ტექნიკით გამოიყენოს ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ არ მივყვებით მარკეტინგულ ტენდენციებს, არამედ ზუსტად ვსაზღვრავთ და ვქმნით მაღალხარისხიან, საჭირო საშუალებებს, რომელიც, პერსონალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, კანის პროფესიონალური მოვლის  მიმართულებით მაქსიმალურ ეფექტს მოგვცემს.  Biologique Recherche-ის სრულ ქსელში  კონტროლდება ბრენდის ყველა უნიკალური პროცედურული პროტოკოლის, გაიდლაინების შესრულება, მოქმედების სიზუსტე და ეს ის თავისებურება, რაც  კოსმეტოლოგიური ინდუსტრიის სხვა ბრენდებისგან გამოგვარჩევს.

ბატონო შმიდტ, მოგვიყევით ბრენდის ონლაინაკადემიაზე, რომელზეც დიდი მოთხოვნაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ცოდნა ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ცოდნის გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინაკადემია 5 წლის წინ დავაარსეთ და დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული, დახვეწილი და  მოქნილი  სისტემაა. ონლაინსწავლების სრული კურსი 8 საათისგან შედგება, სესიები კი 15-20-წუთიანებია. გვაქვს ბევრი თეორიული და პრაქტიკული კურსი. ეს არის საბაზისო ცოდნა, რომელსაც ვუზიარებთ ყველას, ვინც ჩვენი ბრენდისა და კონცეფციის სიახლოვეში საქმიანობს. სანამ Biologique Recherche-ის თანამშრომლების დატრენინგებას დავიწყებთ, ვთხოვთ მათ, გაიარონ ონლაინაკადემიის 15 კურსი. ასე მათი ცოდნა ბევრად მყარი და კვალიფიციურია. ჩვენს ონლაინაკადემიაში სწავლება 24 ენაზე მიმდინარეობს, ამგვარად, ის, ფაქტობრივად, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომია, მათთვის მოსახერხებელ ენაზე. ჩვენი თეორიული კურსების გავლისას მეტად ხდება ორიენტირება მეცნიერულ ცოდნაზე, რაც თავისთავად პრაქტიკული საქმიანობის აუცილებელ ბაზისს წარმოადგენს.

ეს არის ნამდვილი აკადემია თავისი ხასიათითა და სტრუქტურით. ის რამდენიმე ერთმანეთისგან მიზნობრივად განსხვავებული ეტაპისგან შედგება და, შესაბამისად, კურსებს ირჩევენ იმის მიხედვით, თუ სფეროს რომელ მიმართულებას ემსახურება მსმენელი. შეიძლება ის იყოს სპა-ცენტრის მიმღები ადმინისტრატორი ან თერაპევტი და სწორედ საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით შეარჩევს გასავლელ კურსს. თერაპევტებისთვის დონეების მიხედვით გვაქვს  დაყოფილი კურსები.

 

რამდენ ქვეყანაშია წარმოდგენილი Biologique Recherche?

15 წლის წინ  ვიყავით 30 ქვეყანაში, ახლა უკვე 85 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი.

 

და საქართველო ერთ-ერთია იმ 85 ქვეყნიდან, რომელშიც ამ არაჩვეულებრივი ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია.

დიახ, ძალიან შთამბეჭდავია, რაც თამარმა (თამარ კაციტაძე – Biologique Recherche-ის  საქართველოს დირექტორი) და მისმა გუნდმა შეძლეს, როგორი პატივისცემითა და სწორი პოზიციონირებით დაამკვიდრეს ბრენდი საქართველოში.

Biologique Recherche  წარმოდგენილია საქართველოს დიდ სასტუმროებში, სპა-ცენტრებში, სამედიცინო და ესთეტიკურ ცენტრებში.

Biologique Recherche საქართველოს ექსკლუზიური დისტრიბუცია წარმოდგენილია შროშის ქუჩის N 8/10, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ პროდუქცია და ჩაიტაროთ თქვენს კანზე მორგებული პროცედურები.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს
Health & Beauty

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

September 27, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023
Health & Beauty

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა
Health & Beauty

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ნიკოლ კიდმარი “არმანის” კაბით ლოს ანჯელესში Being The Ricardos-ის პრემიერას დაესწრო

#OK! ნიკოლ კიდმარი “არმანის” კაბით ლოს ანჯელესში Being The Ricardos-ის პრემიერას დაესწრო

December 7, 2021
#OK! 40 წლის ადრიანა ლიმას ცეცხლოვანი იმიჯი რიანას Savage x Fenty შოუსთვის

#OK! 40 წლის ადრიანა ლიმას ცეცხლოვანი იმიჯი რიანას Savage x Fenty შოუსთვის

September 27, 2021
#OK! მომღერალი ელენე მიქიაშვილი დაინიშნა – იხილეთ ულამაზესი ვიდეო

#OK! მომღერალი ელენე მიქიაშვილი დაინიშნა – იხილეთ ულამაზესი ვიდეო

November 25, 2022
#OK! სინდი კროუფორდის 12 ვინტაჟური ფოტო 90-იანი წლებიდან

#OK! სინდი კროუფორდის 12 ვინტაჟური ფოტო 90-იანი წლებიდან

November 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

September 30, 2023
#OK! დღეს მარიონ კოტიარი 48 წლის გახდა – ფრანგული კინოს მშვენება და ვარსკვლავის “გზა წარმატებამდე

#OK! დღეს მარიონ კოტიარი 48 წლის გახდა – ფრანგული კინოს მშვენება და ვარსკვლავის “გზა წარმატებამდე

September 29, 2023
#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

September 30, 2023
#OK! კიდევ ერთხელ სამოსის ბრენდ ,,თანათას“ შესახებ

#OK! კიდევ ერთხელ სამოსის ბრენდ ,,თანათას“ შესახებ

October 3, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები