• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბიჯიესი – სკოლა საერთაშორისო პროგრამების სწავლების 22-წლიანი გამოცდილებით

March 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ სკოლას – ბიჯიესს. ქართულ-ბრიტანული სკოლა Pearson Edexcel-ის ერთადერთი რეგისტრირებული სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს 2 პროგრამით სწავლებას სთავაზობს და ამასთანავე, 2 ატესტატით (ბრიტანული/ქართული) უზრუნველყოფს. გთავაზობთ ინტერვიუს  სკოლის დირექტორთან, ისტორიის დოქტორთან, პროფესორ ეკა კვაჭანტირაძესთან, რომელიც ბიჯიესის გამორჩეულ პროგრამებზე გვესაუბრა.

 

ქალბატონო ეკა, სანამ უშუალოდ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, მოგვიყევით, როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა?

მე ისტორიკოსი ვარ. ეს ჩვენი ოჯახური პროფესიაა, მამაც და ბაბუაც ისტორიკოსები იყვნენ. მამა თსუ-ის პროფესორი, ბაბუა კი თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გახლდათ. ჩემი საქმიანობის სფერო ყოველთვის იყო განათლება და მეცნიერება. მთელი ცხოვრება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ვმუშაობ, აგერ უკვე 35 წელია. ვარ თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. სულ სტუდენტებსა და მოსწავლეებთან მიწევს ურთიერთობა, რაც ძალიან მახალისებს და მაბედნიერებს.

 

 

 

მოგვიყევით ბიჯიესის დაარსებისა და მისი შემდგომი განვითარების ისტორია.

წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა ბიჯიესი 22 წლისაა. 2003 წელს დაარსდა ჩვენი სკოლა და იყო პირველი ბრიტანული სისტემის სასწავლებელი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მასში თავდაპირველად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ, ხოლო დაწყებითი საფეხური 2006 წელს დაემატა.

2007 წელს ბრიტანულმა წამყვანმა საგანმანათლებლო ორგანიზაცია Pearson Edexcel-მა სკოლას მიანიჭა ბრიტანული საატესტატო პროგრამის (International GCSE‑ის) და საერთაშორისო უნივერსიტეტებში მისაღები (A Level-ის) კვალიფიკაციების შესაბამისი პროგრამების სწავლებისა და აგრეთვე ბრიტანული საერთაშორისო გამოცდების ჩატარების უფლება. 2008 წელს კი სკოლის ბაზაზე არსებულ Pearson Edexcel‑ის საგამოცდო ცენტრში პირველად ჩატარდა ეს გამოცდები. ჩვენი საგამოცდო ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია ბრიტანული საერთაშორისო iPrimary, International GCSE და International A Level კვალიფიკაციების გამოცდების ჩაბარება. საგამოცდოდ რეგისტრირდებიან არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, არამედ ნებისმიერი კანდიდატი, ვისაც სურს მიიღოს ბრიტანული სასკოლო კვალიფიკაციების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2022 წელს ბიჯიესმა მოიპოვა Pearson Edexcel-ის დაწყებითი საფეხურის (iPrimary) საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლება VI კლასელებისთვის. ამით ბიჯიესი პირველი სკოლა გახდა კავკასიაში, რომელიც ახორციელებს iPrimary-ის საგამოცდო პროგრამას.

 

რა გამოარჩევს ბიჯიესს ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე და აქვს თუ არა მას რაიმე უნიკალური?

ბიჯიესი მართლაც უნიკალური სკოლაა რამდენიმე ასპექტით: ბიჯიესი Pearson Edexcel-ის ერთადერთი რეგისტრირებული სკოლაა, ხაზს ვუსვამ, ყველა საფეხურისთვის საქართველოში და მთელ კავკასიის რეგიონში. ბიჯიესი ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელიც მოსწავლეებს პარალელურად 2 პროგრამით სწავლებას სთავაზობს და ერთდროულად 2 ატესტატით (ბრიტანული/ქართული) უზრუნველყოფს. ბიჯიესი Pearson Edexcel-ის საგამოცდო ორგანიზაციის ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია. ბიჯიესი არის ერთადერთი სკოლა კავკასიაში, რომელიც ანიჭებს ბრიტანული დაწყებითი საფეხურის – iPrimary-ის კვალიფიკაციას. ბიჯიესში ვახორციელებთ პროგრამას „დიალოგები“, რომელიც ჩვენი სკოლის ექსკლუზივია. დაბოლოს, სკოლის ლოკაცია: ბიჯიესი თბილისის ცენტრში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, მაგრამ ამავდროულად დედაქალაქის ხმაურიანი მოძრაობიდან მოშორებული, ტყის მასივით შემოსაზღვრული ერთგვარი ეკოკუნძულია.

 

 

როგორია ბრიტანული საერთაშორისო გამოცდების თანამიმდევრობა?

ბიჯიესის მოსწავლეები სკოლის საგამოცდო ცენტრში VI კლასის ბოლოს აბარებენ დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ გამოცდებს 3 საგანში და იღებენ ბრიტანეთიდან iPrimary-ის სერტიფიკატს. ბრიტანული საერთაშორისო საატესტატო გამოცდების (IGCSE) ჩაბარება იწყება IX კლასში და სრულდება X კლასში, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ატესტატს ჩვენი მოსწავლეები X კლასის ბოლოს იღებენ. უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველი XI და XII კლასების მოსწავლეები საერთაშორისო მისაღებ გამოცდებს( A Level) აბარებენ, რომლებიც უვადოა და ვალიდურია მთელ მსოფლიოში. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი საპასუხისმგებლო გამოცდების სესიის ჩასაბარებლად ბიჯიესის მოსწავლეებს არ უწევთ სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში წასვლა, მათ „საკუთარ ტერიტორიაზე“ ეძლევათ ამის საშუალება, რაც დამეთანხმებით, ბევრად ნაკლებად სტრესული და ფინანსურად მოგებიანია.

სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტი ეხმარება მოსწავლეებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტების შერჩევასა და მათთან მოლაპარაკებების წარმოებაში. იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოში გეგმავენ, სააბიტურიენტო პროგრამით ვამზადებთ, რაც წარმატებით ხორციელდება. ამის თქმის უფლებას ბიჯიესის მოსწავლეების ეროვნული გამოცდების ქულები და მაღალი დაფინანსება მაძლევს.

მოგვიყევით, რა საინტერესო პროექტებს ახორციელებთ სკოლაში?

მინდა გაგაცნოთ ერთი პროექტი, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩვენს სკოლაში ხორციელდება I-XII კლასებში, თუმცა სიამოვნებით გავუზიარებთ დაინტერესებულ სკოლებს. თუ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ, სწორი ფასეულობათა სისტემით ცხოვრების მნიშვნელობა ვერ გაიაზრა, საზოგადოებად ვერასდროს ჩამოვყალიბდებით და, შესაბამისად, ვერც ეროვნული თვითმყოფადობა გვექნება და ვერც თანამედროვე გამოწვევებს გავუმკლავდებით. ჩვენს პროგრამას ვუწოდეთ „დიალოგები“ პლატონის დიალოგების ანალოგიით. „დიალოგების“ მიზანია მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ სწორი ღირებულებები, გაარკვიონ ადამიანის დანიშნულება სამყაროსთან მიმართებაში და შეძლონ საკუთარი თავის (ადამიანის) აღქმა სამყაროს განუყოფელ ნაწილად. ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა უცხოეთში აგრძელებს საუნივერსიტეტო განათლებას. მათ გვინდა გავატანოთ სკოლიდან ის სააზროვნო ორიენტირები და მივცეთ ის ღირებულებითი კომპასი, რომელიც მათ სკოლის მიღმა (საზოგადოებაში, სამსახურში, ქვეყანაში თუ მის გარეთ) დაეხმარება ღირებულებითი ლაბირინთებიდან თავის დაღწევასა და მართებულ გზაზე სიარულში.

რას გამოარჩევდით „ბიჯიესის“ ბოლო წლების წარმატებებიდან?

ყოველ წელს Pearson Edexcel-ი გამოყოფს წარჩინებულ მოსწავლეებს და მათ ბრწყინვალე შედეგებს გამოცდებში. Outstanding Pearson Learner Awards (OPLA) სერტიფიკატი გადაეცემა იმ მოსწავლეებს, რომლებმაც კონკრეტულ გამოცდაში მიიღეს უმაღლესი შეფასება ევროპის, აზიის ან მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო რამდენიმე წელია ბიჯიესის მოსწავლეები ბრიტანეთიდან იღებენ ამ სერტიფიკატებს.მაგალითად, 2023/24 წლის გამოცდების სესიაში მიღწეული უმაღლესი შედეგებისთვის ბიჯიესის ოთხმა მოსწავლემ დაიმსახურა OPLA-ს სერტიფიკატი. ისინი საუკეთესონი აღმოჩნდნენ ევროპის 750 სკოლის 2 200 მოსწავლეს შორის 82 ქვეყნიდან.

 

რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ იპოვონ საკუთარი თავი და მოიპოვონ წარმატება?

ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: საკუთარი თავის პოვნა ჩემთვის ბედნიერებასთან ასოცირდება. ამის მოპოვებისთვის კი შენი საქმის სიყვარულით და ერთგულებით კეთებაა აუცილებელი.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები