„ბენე ექსკლუზივი“ ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მან მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, რაც, თავის მხრივ, მრავალფეროვანი ავტოპარკისა და კვალიფიციური კადრის დამსახურებაა.
„ბენე ექსკლუზივი“ უერთდება ჟურნალ OK-ის კამპანიას #შეანელესვლას, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სტუმარმასპინძლობის სფეროში, სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში მძღოლის გამოცდილება და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სასწავლო პროგრამას – „ბენე აკადემიას“, რომელიც მძღოლების გადამზადებას გულისხმობს.
ბენე ბასილია – Founder/GM
როდესაც გაჩნდა იდეა, დაარსებულიყო პრემიუმკლასის სერვისის მომსახურება ტრანსპორტირების თვალსაზრისით, მოხდა რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი, მანქანების ადგილზე დათვალიერება, სერვისის შესწავლა, ბაზრის კვლევა და რისკების გათვლა. შემდგომ უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ მოგვერგო ეს ყველაფერი ქართულ რეალობაზე, რაზე იყო მოთხოვნა, რაზე გაგვეკეთებინა აქცენტები. თავდაპირველად ოპერირება 2 ავტომობილით დავიწყეთ, დღესდღეობით კი კომპანიის ავტოპარკი 150-ზე მეტ სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილს, 200-ზე მეტი თანამშრომელს და 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ითვლის. ავტოპარკის მრავალფეროვნება კომპანიას საშუალებას აძლევს ერთდროულად 2000-ზე მეტი მგზავრის ტრანსპორტირება მოახდინოს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, „ბენე ექსკლუზივი“ ქართულ ბაზარზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით შეუცვლელია, რადგან ჩვენმა მრავალფეროვანმა ავტოპარკმა, რომელიც დღითი დღე იზრდება, კვალიფიციურმა კადრებმა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებამ მოგვაპოვებინა მომხმარებლის ნდობა.
გიორგი გორგაძე – CEO: „ბენე ექსკლუზივი“ უკვე ბრენდია, რომელიც მომხმარებლისთვის უკონკურენტო და პრემიუმკლასის ტრანსპორტირებასთან ასოცირდება.
„ბენე ექსკლუზივი“ მომხმარებელს სთავაზობს: უახლესი, პრემიუმკლასის ავტომობილებით მომსახურებას, რაც არა მხოლოდ საიმედოობისა და ხარისხის ნიშანია, არამედ კომპანიის დამოკიდებულების მაჩვენებელია თითოეული კლიენტის მიმართ. ბენე ექსკლუზივის მიზანია, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თითოეული კლიენტისთვის.
კომპანია ემსახურება როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ისე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის უმსხვილესი სასტუმროების ქსელებს. ასევე სამთავრობო დელეგაციებს, საელჩოებს, სამინისტროებს, უცხოურ ორგანიზაციებს, სპორტულ ფედერაციებს, ტურისტულ კომპანიებს და სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
ჩვენი კომპანია ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშვნას იმსახურებს ბათუმის ფილიალი, სადაც ჩვენი ავტოპარკი და მძღოლები ბათუმში არსებულ ყველა სასტუმროსა და ორგანიაზაციას ემსახურებიან, როგორც სტუმრების, ასევე პერსონალის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
ბენე ბასილია – Founder/GM: „ბენე ექსკლუზივის“ უპირატესობებია:
„ბენე ექსკლუზივს“ ბაზარზე გამოარჩევს უახლესი, პრემიუმკლასის ავტომობილებით დაკომპლექტებული სამოდელო რიგი და პროფესიონალი მძღოლები.
ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მძღოლი არის კომპანიის სახე, რომელმაც მგზავრს მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოების განცდა უნდა შეუქმნას, სწორედ ამიტომ მათ არჩევასა და შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლებაში ჩვენი გუნდი დიდ რესურსს ხარჯავს.
ჩვენი კომპანიის უპირატესობაა ასევე მენეჯმენტის გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის ღონისძიების დამუშავება, იქნება ეს სამთავრობო თუ კერძო შეკვეთა, ასევე მასშტაბური სპორტული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ „ბენე ექსკლუზივს“ უკვე აქვს ქვეკომპანიები: „ბენე აკადემია“, რომელიც მძღოლების გადამზადებას გულისხმობს; „ბენე მოტორსი“ – დაუზიანებელი, პრემიუმკლასის ავტომანქანების ჩამოყვანა გარანტიით; „ქარ რენთი“, სხვადასხვა კატეგორიის მანქანების გაქირავება უმძღოლოდ; აეროპორტის ტაქსი, ასევე 24 საათიანი ქოლცენტრი.
გვესაუბრეთ თქვენი კომპანიის პროექტ „ბენე აკადემიაზე“
გიორგი გორგაძე – CEO : სტუმარმასპინძლობის სფეროში, სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში მძღოლის გამოცდილება და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, „ბენე აკადემიის“ სასწავლო კურსის მიზანია, მოამზადოს/გადაამზადოს მძღოლები და გააცნოს დარგში არსებული თანამედროვე სტანდარტები. ასევე, აუმაღლოს მათ კვალიფიკაცია, შესძინოს მძღოლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, გაუღრმავოს ცოდნა ინგლისურ ენაში და გახადოს ისინი კონკურენტუნარიანები.
სასწავლო პროგრამა შედგება 15 სალექციო კურსისგან, თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ არის 1-კვირიანი პრაქტიკა, სადაც თეორიულ ცოდნას მონაწილეები „ბენე ექსკლუზივის“ ავტოპარკის სხვადასხვა ავტომობილით სპეციალიზებულ ავტოდრომზე პრაქტიკულად გამოცდიან. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა არის 3 თვე. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად?
იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირება, აუცილებელია ამ კუთხით მრავალწლიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რაც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენასა და ასაკზე გათვლილ საგანმანათლებლო აქტივობებს.
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უმთავრესია ავტომობილს მართავდეს გამოძინებული და დასვენებული მძღოლი, მანქანაში მჯდომ ყველა მგზავრს ეკეთოს ღვედი, ავტომობილი აუცილებლად უნდა გადიოდეს ტექნიკურ შემოწმებას, უნდა იყოს უსაფრთხოების ბალიშებით აღჭურვილი და ჰქონდეს შესაბამისი სეზონის საბურავები.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საჭესთან ზის, მკაცრად უნდა იცავდეს საგზაო მოძრაობის წესებს და არავითარ შემთხვევაში არ აჭარბებდეს სიჩქარეს, რადგან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გარისკვა ყოვლად გაუმართლებელია.
ტექსტი: სიფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი