• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Back to Black: ემი უაინჰაუსი – ტრაგიკული ცხოვრება დაუვიწყარი მუსიკის მიღმა

September 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დაუვიწყარი ხმა, გამორჩეული სტილი და სიმღერები, რომლებშიც საკუთარ ყველაზე მტკივნეულ გამოცდილებებს დაუფარავად ჰყვებოდა – 14 სექტემბერს, ემი უაინჰაუსს 43 წელი შეუსრულდებოდა.

მისი ცხოვრების ისტორია მხოლოდ წარმატებასა და დიდებას არ უკავშირდება – კარიერის აღმავლობასთან ერთად, ემი მძიმე დამოკიდებულებას, რთულ ურთიერთობებსა და პირად პრობლემებს ებრძოდა, რასაც საბოლოოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა.

 

ემი ჯეიდ უაინჰაუსი 1983 წლის 14 სექტემბერს, ლონდონში, მუსიკის მოყვარულთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, მიტჩელ „მიჩ“ უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი და მომღერალი იყო, დედა, ჯენისი, კი ფარმაცევტი. ოჯახში მუსიკას ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა – ემის ბებია, სინთია, ჯაზის დიდი მოყვარული.

ემი და მისი უფროსი ძმა, ალექსი, სამხრეთგეითში გაიზარდნენ. მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა ცხრა წლის იყო.

მუსიკალური ნიჭი ბავშვობიდანვე გამოიკვეთა. 1992 წელს ბებიამ თეატრალურ სკოლაში შეიყვანა, სადაც სიმღერას, მსახიობობასა და ცეკვას სწავლობდა. მოგვიანებით სილვია იანგის თეატრალურ სკოლაშიც ჩაირიცხა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საკუთარი სიმღერების წერა.

მოზარდობისას ემი უკვე აქტიურად მღეროდა, მუსიკასთან ერთად, გარკვეული პერიოდი ჟურნალისტიკითაც იყო დაკავებული, თუმცა მალე მიხვდა, რომ მისი მთავარი ადგილი სცენაზე იყო. მეგობარმა და მომღერალმა ტაილერ ჯეიმსმა მისი დემო ჩანაწერი მუსიკალურ პროდიუსერებამდე მიიტანა. ასე მოხვდა ემი უაინჰაუსის ხმა იმ ადამიანების ყურადღების ცენტრში, რომლებიც მოგვიანებით მისი კარიერა განსაზღვრეს.

 

 

2002 წელს, 19 წლის ასაკში, ემი უაინჰაუსმა Island Records-თან გააფორმა კონტრაქტი. მისი მუსიკა ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მოიცავდა – ჯაზი, სოული, R&B, პოპი და ჰიპ-ჰოპი მისთვის ერთ მთლიან სამყაროდ იქცა.

2003 წელს სადებიუტო ალბომი „Frank“ გამოვიდა. ჩანაწერმა კრიტიკოსების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ემის სიმღერების უმეტესობა ავტობიოგრაფიული იყო, რაც მას თავიდანვე განასხვავებდა იმ პოპვარსკვლავებისგან, რომლებიც მუსიკალურ ინდუსტრიას მართავდნენ.

“სიმღერებს იმიტომ არ ვწერ, რომ ცნობილი გავხდე. ვწერ, რადგან არ ვიცი, მათ გარეშე რას გავაკეთებდი.. არც იმას ვფიქრობ, რომ ოდესმე ცნობილი გავხდები, არ მგონია, ამას გავუმკლავდე. ალბათ, გავგიჟდები”.

 

Back to Black – ალბომი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

2006 წელს „Back to Black“ გამოვიდა – ალბომი, რომელმაც ემი უაინჰაუსი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

ჩანაწერის ცენტრში სიყვარული, დაშორება, ღალატი, დანაკარგი და თვითგანადგურებაა. მისი პირადი ცხოვრება მუსიკისგან უკვე თითქმის განუყოფელი გახდა.

 

„Back to Black“-ის ყველაზე ცნობილი სიმღერა „Rehab“ სწორედ იმ პერიოდის ემოციურ და ქაოსურ რეალობას ასახავდა. ირონია ის იყო, რომ ნამუშევარი, რომელმაც ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიომდე მიიტანა, ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჰიტად იქცა.

2008 წლის გრემის დაჯილდოებაზე ემი ხუთი ჯილდოს მფლობელი გახდა – ცერემონიაზე ლოს-ანჯელესში დასწრება ვერ შეძლო და ლონდონიდან სატელიტური ჩართვით შეასრულა სიმღერები.

ეს მისი კარიერის უდიდესი მომენტი იყო – თუმცა სწორედ ამავე პერიოდში ნარკოტიკებზე დამოკიდებულება უკონტროლო ხდებოდა.  2006 წელს ბებიის, სინთიას, გარდაცვალებამ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა „Back to Black“-ის დიდი ნაწილი.

ამბობდნენ იმასაც, რომ ემის დამოკიდებულება მისი მეუღლის, ბლეიკ ფილდერ-სივილის დამსახურება იყო. მოგვიანებით მომღერალი ამბობდა კიდეც:

„ჩვენი მთელი ქორწინება ნარკოტიკების მიღებაზე იყო დაფუძნებული.“

2007 წელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველასთვის შესამჩნევი გახდა. კონცერტები უქმდებოდა, გამოსვლები არასტაბილური ხდებოდა და პირადი ცხოვრების დეტალები ყოველდღიურად ტაბლოიდების პირველ გვერდებზე ხვდებოდა. მამის დაჟინებული მოთხოვნით, რეაბილიტაციის კურსი გაიარა და უკანონო ნარკოტიკების გამოყენება 2008 წელს შეწყვიტა.

თუმცა დამოკიდებულებასთან ბრძოლა ამით არ დასრულებულა – ნარკოტიკები ალკოჰოლით ჩაანაცვლა.

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემზე. არასდროს მაინტერესებდა და არც არასდროს დამაინტერესებს. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ამაზე იდარდო.“

 

ცხოვრების ბოლო წლები კარიერის მხრივ განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა – 2011 წლის ივნისში ბელგრადში გამართულ კონცერტზე გამოსვლა ფაქტობრივად ვერ შეძლო. მაყურებლის წინაშე მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე გახდა, რომ კონცერტის შემდეგ დაგეგმილი გამოსვლები გაუქმდა. ეს მისი ბოლო საჯარო კონცერტი აღმოჩნდა.

2011 წლის 23 ივლისს, მომღერალი ლონდონში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება დასახელდა.

ემი უაინჰაუსის ცხოვრება 27 წლის ასაკში დასრულდა – უკან კი დატოვა ის, რაც ყველაზა მეტად უყვარდა – მუსიკა.

 

 

2011 წელს, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, ოჯახმა Amy Winehouse Foundation დააარსა. ფონდი ახალგაზრდებს დამოკიდებულების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების სხვა რთული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

„მუსიკა ერთადერთი რამ არის, რაც მუდმივად გასცემს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს” – ემი უაინჰაუსი. 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები