• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! აქსის თაუერს ველნესი – ადგილი ვარჯიშის, განტვირთვისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის

April 26, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს არა მხოლოდ კარგი ფიზიკური მდგომარეობა, არამედ მისი სხეულის, სულისა და გონების ჰარმონია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩვენი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ყველაზე კარგად ჩვენს განწყობაზე აისახება. სწორედ ამიტომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ზრუნვა ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. სწორედ სტრესთან გამკლავებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში ველნეს – და ფიტნეს აქტივობები გვეხმარება. ჟურნალი OK! გაგაცნობთ „აქსის თაუერს ველნესს“ – პრემიუმ სივრცეს ქალაქის ცენტრში, რომელიც სასტუმრო Pullman-ისა და Axis Towers-ის სტუმრებს გართობის, დასვენებისა და სპორტული აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. უფრო ვრცლად მის უპირატესობებზე „აქსის თაუერს ველნესის“ ხელმძღვანელი, თიკო ელიოზიშვილი გვესაუბრა.

(თიკო ელიოზიშვილი): ველნეს და ფიტნეს სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს. შეიძლება ითქვას, ყველა ეტაპი მაქვს გავლილი – მწვრთნელობიდან მენეჯერის პოზიციამდე. ვარ საერთაშორისო ველნეს ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული ფიტნესექსპერტი, რაც საშუალებას მაძლევს, ფიტნესის ნაწილი უფრო ეფექტურად ვმართო. ასევე, დიდი გამოცდილება დამიგროვდა სპა და ველნესის კუთხით საერთაშორისო სასტუმროებში. მიხარია, რომ საქართველოში ამ სფეროს განვითარების პროცესში ჩემი წვლილი შემაქვს.

ჩემთვის წარმატება ჩემი გუნდის წარმატებასთან ასოცირდება, მნიშვნელოვანია თანამშრომლების განვითარება, მოტივაცია და გუნდის ერთიანობა, თავის მხრივ მეც ვცდილობ ვიყო ღირსეული ლიდერი.

გვესაუბრეთ „აქსის თაუერს ველნესის“ კონცეფციაზე…

ველნესის ინდუსტრიაში ძალიან მზარდი ტენდენციები შეინიშნება, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლამ განაპირობა. თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად ფოკუსირებული გახდა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პრემიუმსივრცე, სადაც ყველა სიახლეს დავნერგავდით.

ჩვენი ველნესცენტრი დაფუძნებულია „აქსის თაუერსის“ ძირითადი კონცეფციიდან გამომდინარე. შენობაში თავმოყრილია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასტუმრო და გასართობი. შესაბამისად, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისათვის ყველა პირობაა შექმნილი.

გვესაუბრეთ დეტალურად, რა სახის აქტივობებს სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენთან არის დაბალი, საშუალო და მაღალი ინტენსიური აქტივობები, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვემსახუროთ როგორც დამწყებ, ასევე აქტიურ სტუმარს. გვაქვს დიდი არჩევანი ჯგუფური ვარჯიშებისა როგორც დარბაზში, ასევე წყლის აქტივობა, პერსონალური ვარჯიშის შესაძლებლობა, ინდივიდუალურად ცურვის შესწავლა და სხვ.

უნიკალურია ველნესში არსებული სპორტული მიმართულებაც. სპორტულ სივრცეში ხელმისაწვდომია „ტექნოჯიმის“ უახლესი მოდელის ტრენაჟორებით აღჭურვილი ზონა, კარდიოზონა, კრივი, პილატესი, იოგა და ბოქსის სამოყვარულო რინგი. ბოქსის ჯგუფური აქტივობა საუკეთესო საშუალებაა სტრესთან საბრძოლველად. ველნესი კლუბის წევრებს როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე ჯგუფურ ვარჯიშებს სთავაზობს, ხოლო კლუბის წევრებს დამატებით შესაძლებლობა აქვთ ივარჯიშონ პერსონალურ მწვრთნელთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მწვრთნელები სერტიფიცირებულნი არიან.

გვესაუბრეთ უპირატესობებზე, რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

Axis Towers-ის ველნესი აერთიანებს 25 მეტრის სიგრძის საცურაო აუზს – შუშის მოძრავი გადახურვით, 3 ტიპის საუნას, ჯაკუზებს, ღია ტერასებს, აუზის ბარს და პროფესიონალურად აღჭურვილ სავარჯიშო სივრცეს. ის უნიკალურია თავისი მასშტაბით, რადგან ქალაქის ცენტრში მსგავსი პრემიუმტიპის კომპლექსი არ არსებობს. გამორჩეულია ტერასაც, რადგან ასეთი ზომის ტერასას, რომელიც ცენტრალურ გამზირზე გადის და ამავე დროს, ასეთი მყუდროა, ქალაქში ვერ შეხვდებით.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია სტუმრის კმაყოფილებაზე.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში ველნესის სტუმრებს აუზის ბარი ემსახურება, სადაც ჯანსაღი კერძებითა და განსაკუთრებული, სპეციალურად ველნესისთვის შექმნილი კოქტეილებით გაგიმასპინძლდებიან.

ასევე, გვაქვს მცენარეული საუნა, რომელიც ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, რადგან სტანდარტულ საუნასთან შედარებით ნაკლები ტემპერატურა და ტენიანობა აქვს.

რომელი აქტივობაა ყველაზე მოთხოვნადი ამ სეზონზე?

ჩვენთან აქტივობებს სეზონი არ აქვს, მუდამ მოთხოვნადია, თუმცა ცხიმის წვის და გასახდომი აქტივობები გაზაფხულზე ყველაზე აქტუალური ხდება.

თქვენი სამომავლო გეგმები?

ძალიან მალე დაგვემატება პრემიუმბრენდის უნიკალური სპა თემატური საპროცედურო ოთახებით, პრემიუმჰამამით, სარელაქსაციო ზონით, სახისა და ტანის პროცედურების ფართო არჩევანი.

ჩვენი მწვრთნელები საავტორო ჯგუფურ ვარჯიშებზე მუშაობენ. რადგან დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა, გვაქვს ამბიცია, რომ საუკეთესო, განსხვავებული პროდუქტი შევქმნათ. გვექნება ძალიან საინტერესო ვარჯიში, რომელიც გააერთიანებს დატვირთვას წყალსა და დარბაზში, რაც მიზანმიმართული იქნება ცხიმის წვისა და გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: დავით თაბაგარი

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025
#OK! პირველი ფოტოები არიანა გრანდეს და დალტონ გომესის ქორწილიდან

#OK! პირველი ფოტოები არიანა გრანდეს და დალტონ გომესის ქორწილიდან

May 26, 2021
#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

October 31, 2022
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025

კვირის ჰიტები

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

September 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები