• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ხედვიდან რეალობამდე… ანა ჯიოშვილის გზა სიკეთის „სხივამდე“

October 10, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჟურნალი OK! გაგაცნობთ ანა ჯიოშვილს ქალაქ ბათუმიდან, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „სხივის“ დამფუძნებელია. როგორც ანა აღნიშნავს, გზა ფონდის დაარსებამდე საკმაოდ გრძელი და საინტერესო იყო. ამ გზაზე მას არასოდეს გადაუხვევია იმ მთავარი პრინციპისთვის, რასაც სხვაზე ზრუნვა და სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა ჰქვია. ანას სჯერა, რომ ადამიანებს შეგვწევს ძალა, დავეხმაროთ სხვებს და თუნდაც მცირედი მხარდაჭერით შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ მათ ცხოვრებაში.

 

ანა, როგორი იყო გზა საქველმოქმედო ფონდამდე?

გზა საქველმოქმედო ფონდამდე გრძელი და საკმაოდ რთული იყო. ფონდის სახელით მცირე ხანია, რაც ვპოზიციონირდებით, თუმცა ისტორია მრავალ წელს და საინტერესო გამოცდილებას მოიცავს. თითქმის ორი ათეული წელია, რაც საგანმანათლებლო სფეროში ვსაქმიანობ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლექტორ-მასწავლებელი ვარ, დოქტორის აკადემიური ხარისხით. თავდაპირველად, სტუდენტებთან ერთად, ხშირად ვუწევდი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს ორგანიზებას. ჩემი მიზანი, გარდა შეჭირვებული ადამიანების დახმარებისა, იყო სტუდენტებში ემპათიისა და სხვაზე ზრუნვის სურვილის გაღრმავება, მინდოდა ერთად გადაგვედგა სასიკეთო ნაბიჯები, თუნდაც პატარა, მაგრამ ვიღაცისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამის პარალელურად, ვხელმძღვანელობ კომპანია ELT Group-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც 2012 წლიდან აბსოლუტურად ნულიდან შევქმენი. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ჩემი ძალების ამ სფეროში მოსინჯვის გადაწყვეტილება სწორი არჩევანი იყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან კომუნიკაცია, მათ მხარდაჭერა თუ მოტივაციის გაზიარება. სწორედ ამიტომ, არაერთი ჩემი გამორჩეული სტუდენტისთვის მიმიცია საშუალება, გამხდარიყო აღნიშნული კომპანიის სრულფასოვანი წევრი. დღეს კი თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მათი წვლილი კომპანიის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია.

კომპანია ELT Group-ი 2007 წელს დავაფუძნეთ მე და ჩემმა მეუღლემ. მრავალი სირთულის დაძლევის, უწყვეტი მუშაობის, ერთმანეთის გვერდით დგომით და განვითარებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნვით, დღეს უკვე რამდენიმე კომპანიას ვაერთიანებთ ELT Group-ის სახელით. წარმატებულად ვსაქმიანობდით საფინანსო სფეროში და ამჟამად ვმოღვაწეობთ ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ვცდილობთ შევქმნათ განსხვავებული პროდუქტი, თანამედროვე, კეთილმოწყობილი კომპლექსებით შექმნილი „ელთ კვარტალისა“ და „ესპანური კვარტალის“ სახით ბათუმსა და თბილისში. ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო ბრენდები ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების მიზნით და გავიზიაროთ მათი დიდი გამოცდილება, რაც ერთგვარი გარანტიაა ადგილობრივი ბაზრისადმი ნდობის დანერგვის, ასევე შემდგომი ინვესტიციების მოზიდვისთვისაც, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს. გვსურს ამ საქმეში, ELT Group-მა თავისი წვლილი შეიტანოს.

 

 

რატომ გადაწყვიტეთ საქველმოქმედო ფონდის „სხივი“ შექმნა?

არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, წლებია, არაოფიციალური სახელითა და ELT Group-ის მხარდაჭერით, ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა შეჭირვებულ და ჯანმრთელობის მქონე პირთა, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოხუცების დახმარებას.

მთავარი იდეა იყო ძალიან უბრალო, მაგრამ ამასთანავე, ძალიან საპასუხისმგებლო – დახმარების ხელი გაგვეწოდებინა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზნით, 2023 წლის მიწურულიდან, ოფიციალურად განვაცხადეთ ახალი საქველმოქმედო ინიციატივის, „სხივის“ ფონდის დაარსების შესახებ, სადაც ადამიანებს გვჯერა სიკეთის, თანაგრძნობისა და საზოგადოების ერთიანი ძალის.

საქველმოქმედო ფონდ „სხივის“ დაარსებით ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ორი ძირითადი ჯგუფის დახმარებაზე: სოციალურად დაუცველი ოჯახები და ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან. მტკიცედ გვწამს, რომ თუნდაც მცირედი მხარდაჭერით შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ მათ ცხოვრებაში.

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

მჯერა, რომ ერთი ადამიანის სიკეთის ან მხარდაჭერის უმცირეს ჟესტსაც კი შეუძლია მეორე ადამიანის ცხოვრების შეცვლა სასიკეთოდ, გაანათოს მეორე ადამიანის ყველაზე პესიმისტური დღეები და ამ მოქმედებით ჩაუსახოს იმედი ან თუნდაც აგრძნობინოს მისი ძალა, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ ამ დახმარებით ვცდილობთ ადამიანებს დავანახვოთ, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ ზრუნვის ძალა ძლიერი და შეუცვლელია. სწორედ ამის ყურება, თუ როგორ შეიძლება გაერთიანებულმა ძალისხმევამ, რაც არ უნდა მცირე იყოს, გაზარდოს ინდივიდები სულიერად და შეცვალოს მათი რეალობა, არის ის, რაც მაძლევს უფრო მეტის კეთების მოტივაციას.

ჩემს ძლიერ და ჰუმანურ გუნდთან ერთად მტკიცედ მჯერა, რომ თუნდაც მცირედი მხარდაჭერით შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ ადამიანების ცხოვრებაში და, რასაკვირველია, ამით სხვებსაც მივცეთ მოტივაცია, საერთო საქმეში შემოგვიერთდნენ.

 

 

რა გაბედნიერებთ?

მადლიერებისა და ადამიანური მხარდაჭერის განცდა. იმის ცოდნა, რომ ჩვენი მუშაობის საშუალებით შეგვიძლია მცირეოდენი სინათლე შევიტანოთ ვიღაცის სამყაროში – მადლიერებით მავსებს.

ასევე, ბედნიერი და მადლიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში არსებული ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდით დამდგომია, დახმარება გაუწევია, სულ მცირედით მაინც გაუზიარებია ჩემი ცხოვრების რთული მომენტები, გარდამტეხ პერიოდებში მხარდაჭერისა და უპირობო დახმარების მზაობა, სიყვარული და თანაგრძნობა მიმიღია მათგან და არა მარტო სირთულეების, არამედ ჩემი წარმატებების გაზიარებაც თანაბრად შესძლებიათ. ეს დღემდე ასეა. ტკივილის გაზიარებასთან ერთად, მინდა ადამიანებს სიხარულის გაზიარებაც არანაკლებ შეეძლოთ, ხანდახან ეს უკანასკნელიც განუზომელ მნიშვნელობას იძენს.

 

რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც ახერხებთ მცირედით მაინც შეცვალოთ ადამიანების ცხოვრება?

ეს ღრმად ემოციური გამოცდილებაა, რომელიც როგორც სასიამოვნო, ასევე საკმაოდ სტრესული, ფსიქოლოგიურად რთული და მრავალწახნაგოვანია. ყურადღებით უნდა გაეცნო თითოეულ შეტყობინებას, გაუგო თითოეულ ადამიანს, უზრუნველყო პერსონალიზებული გამოხმაურება, ეძებო მხარდაჭერის საუკეთესო ფორმა, იქნება ეს ფინანსური დახმარება, ემოციური მხარდაჭერა თუ პრაქტიკული რესურსები, პარალელურად კი ამ პროცესში სხვა ადამიანები საერთო მიზნით ჩართო. საბოლოოდ კი, – შეძლო ამ პროცესის წარმატებით დასრულება, ყოველ ჯერზე წარუშლელ კვალს ტოვებს ემოციურად.

თუმცა, საბოლოოდ, მხარდაჭერის შედეგად ადამიანებისგან მიღებული სიხარულისა და მადლიერების განცდა მეტ ძალას, სიმშვიდესა და ადამიანად არსებობის მისიის განცდას მანიჭებს. ამისთვის ნამდვილად ღირს თითოეული რთული და ნეგატიური მომენტის დაძლევა.

 

 

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია და არა მარტო საქველმოქმედო ფონდს უკავშირდება, არამედ საგანმანათლებლო სფეროსაც. ჩემს ორივე საქმიანობას შორის ერთგვარი ხიდის გადებას ვფიქრობ, რაც მოიცავს იმას, რომ ELT Group-ის ბაზაზე დაარსდება ტრენინგ ცენტრი, სადაც მოზარდებსა და დაწყებითი კურსის სტუდენტებს შეეძლებათ გაიარონ მოკლევადიანი კურსები, გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, დახელოვნდნენ კონკრეტული მიმართულებით და პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმაც ჩვენთანვე შეძლონ, რადგან მაქვს ამბიცია, წარმატებულმა მსმენელებმა სტაჟირება სწორედ ELT Group-ში გაიარონ ჩემი, როგორც HR დირექტორის მენტორობითა და მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ მრავალი მათგანის დასაქმებასაც წარმატებით შევძლებ და, ამასთანავე, გავუჩენ მოტივაციას, ერთად გავუზიაროთ სიკეთის სხივი სხვას ჩვენი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის ფარგლებში.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მიდლტონმა კაბა, რომელიც 2011 წელს ეცვა კიდევ ერთხელ მოირგო

#OK! ქეით მიდლტონმა კაბა, რომელიც 2011 წელს ეცვა კიდევ ერთხელ მოირგო

October 19, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! დიოდური ეპილაციის ყველაზე თანამედროვე მეთოდები მამაკაცებისთვის ესთეტიკურ კლინიკაში „ნეო-ნეო“

#OK! დიოდური ეპილაციის ყველაზე თანამედროვე მეთოდები მამაკაცებისთვის ესთეტიკურ კლინიკაში „ნეო-ნეო“

May 6, 2021
#OK! 72 წლის ვერა ვენგი საკუთარი ბრენდის სამოსით Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე

#OK! 72 წლის ვერა ვენგი საკუთარი ბრენდის სამოსით Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე

September 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

June 28, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

June 29, 2025
#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები