• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ხელოვნება სიზმრებსა და ემოციებს შორის

June 10, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მისი ტილოები სიზმარსა და რეალობას შორის სივრცეში იბადება — იქ, სადაც ფერები, ფორმები და ემოციები ერთ ამბად იყრის თავს. OK! წარმოგიდგენთ 27 წლის ქართველ მხატვარს, ანა ახალაიას. ის თანამედროვე ქართული არტსცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ხმას წარმოადგენს. ანას ნამუშევრები უკვე საერთაშორისო გალერეებისა და კერძო კოლექციონერების ყურადღების ცენტრშია.

 

ანა, როდის მიხვდით პირველად, რომ მხატვრობა თქვენთვის უბრალოდ ჰობი აღარ იყო, არამედ ცხოვრების გზა?

მგონი, ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა 13 წლის ვიყავი და პირველად მოვხვდი სამხატვრო სტუდიაში. მახსოვს, მშობლებმა მიმიყვანეს, რადგან მთელი ბავშვობა ვხატავდი, ოღონდ, ძირითადად სკოლის წიგნებსა და რვეულებში. არ ვიცი, მობეზრდათ, რომ სასკოლო ნივთებს ვაფუჭებდი, თუ რაიმე პერსპექტივა დაინახეს, მაგრამ ფაქტია, გადაწყვიტეს, მთელი თავისუფალი დრო სტუდიაში გამეტარებინა. იქ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ხატვა მსიამოვნებდა, სხვა რამის კეთება არც მინდოდა და არც შემეძლო.

 

 

 

როგორ აღუწერდით საკუთარ ხელწერას ადამიანს, რომელსაც თქვენი ნამუშევრები ჯერ არ უნახავს?

აბსტრაქტული, ემოციური, ძალიან პირადული და რაღაც მხრივ, ფემინურიც კი. ჩემი ნახატები უფრო ემოციის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე კონკრეტული საგნის, ან მოქმედების ჩვენება. ფემინურში კი ვგულისხმობ არა ფერებს, არამედ სიმსუბუქეს, სენსიტიურობას, ემოციურ სიღრმეს. ზოგადად, ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ინტიმურია და ამ პროცესზე გავლენას ახდენს ჩემი ხასიათი, მოგონებები, გრძნობები, რომელთა აღწერაც სიტყვებზე უკეთ, ნახატებით გამომდის.

 

 

რა ემოციები დევს თქვენი ტილოებისა და ფერების უკან?

მირჩევნია არ ვისაუბრო ჩემს იმ გრძნობებზე, რომლებსაც ნახატებში გადმოვცემ. თუმცა, ნამუშევრების დასახელებებში მინიშნებებს ყოველთვის ვტოვებ. ამით, დამთვალიერებლებს, თითქოს, სწორ მიმართულებას ვაძლევ. მაგრამ მინდა, მათ ინტერპრეტირების სივრცეც დავუტოვო. ვფიქრობ, აქ ბალანსი მნიშვნელოვანია – დამთვალიერებელს ვთავაზობ მინიშნებას, თუმცა აღქმის და ემოციების ნაწილი სრულად მასზეა დამოკიდებული.

 

 

 

ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდა არტისტისთვის ყველაზე რთული „ხილვადობაა“. თქვენ როგორ მოახერხეთ საერთაშორისო გალერეების ყურადღების მიპყრობა?

ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. თუ დაისახავ მიზანს და გულწრფელად მოისურვებ, ქვეყნის საზღვრებს გასცდე, შესაძლებლობებიც თავისით გამოჩნდება. გასული წლის ბოლოს, ხშირად განვიხილავდი საერთაშორისო გამოფენების შესაძლებლობებს მეგობრებთან ერთად და ამ წლის დასაწყისში, ერთ-ერთმა გალერეამ თავად შემომთავაზა ასეთ გამოფენაზე მონაწილეობის მიღება. მჯერა, რომ როცა შინაგანად მზად ხარ, საჭირო კარიც აუცილებლად გაიღება. არ ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი რომელიმე ერთი კონკრეტული ნამუშევარი, ან ერთი კონკრეტული გამოფენაა. ალბათ,  მუდმივი მუშაობა და მიზანდასახულობა უფრო მოქმედებს.

 

 

რა შეიცვალა თქვენს კარიერაში იმ გამოფენის შემდეგ, რომელმაც კერძო კოლექციონერების ინტერესი გააჩინა?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა ის, რომ ჩემი ნამუშევრები უფრო მოთხოვნადი გახდა და, შესაბამისად, მათი ფასიც გაიზარდა. არ დაგიმალავთ და ეს ამბავი ძალიან მახარებს. ნებისმიერი ხელოვანისთივს ეს დიდი წარმატებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანმა შენი ნამუშევარი შეარჩია საკუთარი სახლისთვის, უყურებს ყოველ დღე, მისი პირადი სიმყუდროვის ნაწილია. შეიძლება, მოქმედებს მის ყოველდღიურ განწყობაზე, ჰქმნის კარგ აურას. ამაზე ფიქრი ძალიან მსიამოვნებს.

 

თქვენი ნამუშევრების ლიმიტირებული რაოდენობა მათ განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს. ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა?

ეს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება და მხოლოდ შეგნებული გადაწყვეტილება არ არის. პირველ რიგში, სრულად ვარ დამოკიდებული შთაგონებაზე. არ მინდა ვხატო შეკვეთით მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ნახატი გავყიდო. თითოეულ ნამუშევარში ვდებ ჩემს ფიქრებს, განწყობას, განცდებს, შთაგონებას. ხანდახან, დროს ვუთმობ იმასაც, რომ ეს ენერგია საკუთარ თავში მოვაგროვო, გავიაზრო და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყო ხატვა.

 

 

რომელი თემები ან განცდები გიბრუნდებათ ყველაზე ხშირად შემოქმედებაში?

ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემი შემოქმედების მთავარი მიმართულება სიზმრებია. გამოსახულებები, ემოციები, ის განსაკუთრებული შეგრძნებები, რომელიც გაღვიძებისას რამდენიმე წამის განმავლობაში გვაქვს. წარმოსახვასა და რეალობას შორის სივრცე ჩემი შთაგონების ერთ-ერთი წყაროა. სივრცე, სადაც ყველაფერი, თითქოს, ალოგიკურია, მაგრამ, რაღაც მხრივ, ნამდვილი. სიზმრები მაძლევს თავისუფლებას, მაძლევს შესაძლებლობას, გავაერთიანო ფერები, ფორმები და ემოციები. ვფიქრობ, ამიტომაცაა ჩემი ნამუშევრები უმეტესად აბსტრაქტული და ძალიან ინტიმური.

 

ხელოვანებისთვის ხშირად რთულია საკუთარი თავის მუდმივად თავიდან აღმოჩენა. თქვენ როგორ ინარჩუნებთ შინაგან თავისუფლებას?

ვფიქრობ, ამ ეტაპზე შთაგონება და მოტივაცია საკმარისად მაქვს, რომ შევქმნა ბევრი ახალი ნამუშევარი. ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი პასუხი ამ კითხვაზე 10 წლის შემდეგ. ჯერ არ ვიცი, წლების შემდეგ საიდან, ან რისგან მეწვევა შთაგონება და როგორ გარდაიქმნება ეს ხელოვნებაში.

ჩემზე გავლენას ახდენენ ადამიანები. თითოეული ადამიანი, რომელშიც ვხედავ სიკეთეს, სიცოცხლის სიყვარულს. ჩემი ნახატები ყოველთვის ნათელია, ისინიც კი, რომლითაც მინდოდა საკმაოდ მძიმე განცდები გადმომეცა, სავსეა სიკეთის რწმენით, ზუსტად ისე, როგორც ქართველი ხალხი.

 

 

ხელოვნების ბაზარი დღეს ძალიან კონკურენტულია. როგორ ინარჩუნებთ საკუთარ ავთენტურობას?

უბრალოდ, მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო საკუთარი თავისა და საკუთარი გრძნობების ერთგული. არ ვიმეორებ არც ჩემს და არც სხვის ნამუშევრებს. გამოვხატავ მხოლოდ საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს ხელოვნების სახით. ჩემთვის, ავთენტურობა პირდაპირ კავშირშია გულწრფელობასთან. ხატვისას, გადმოვცემ ჩემს აზრებს, განცდებს, ემოციებს და ამიტომაცაა ჩემი ნამუშევრები ძალიან პირადი. შესაბამისად, ეს სძენს ბაზარზე კონკურენტუნარიანობასაც.

მიმაჩნია, რომ უნდა ვფოკუსირდე რაღაც დადებითზე, რომ რეალურ ცხოვრებაშიც პოზიტიური შედეგები მივიღო. სხვათა შორის, გამომდის.

 

გაქვთ განცდა, რომ დღეს უკვე არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქვეყანასაც წარმოადგენთ?

ნებისმიერი ხელოვანი ჩვენი ქვეყნიდან საერთაშორისო არენასა და ბაზარზე წარმოადგენს საკუთარ სამშობლოს. სულ რომ არ დააკონკრეტონ, მათი სახელში, ისტორიასა და ნამუშევრებში ეს მაინც იკითხება. მიხარია და ამაყიც ვარ, რომ სხვა ქართველ არტისტებთან ერთად, მცირე წვლილი მაინც შემაქვს საქართველოს წარმოჩენაში. თუ ჩემი ნამუშევრები ჩვენი ქვეყნის შესახებ ამბების მოყოლაში დაგვეხმარება, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო არა მხოლოდ ისტორია და ტრადიციებია, არამედ იქ ვითარდება თანამედროვე ხელოვნებაც. თუკი ვინმე ჩემი ნამუშევრების სახით შეამჩნევს ქართულ ხელოვნებას, გამოდის, რომ რაღაც ღირებულს ვაკეთებ.

 

 

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ასევე გაეცანი

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა
OK! კულტურა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026
#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები