• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ვინ გადავა ფინალში? – 25 ოქტომბერს „რანინას“ ნახევარფინალია

October 24, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

საბავშვო მუსიკალური კონკურსი „რანინა“ მერვე სეზონით დაბრუნდა და წინ მიიწევს, რომ გამოავლინოს პატარა ვარსკვლავი, რომელიც „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით გამოვა.
25 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველ არხზე „რანინას“ ნახევარფინალი გაიმართება.  „რანინას“ მერვე სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: გაბრიელ ბოდაველი, ანიტა აბგარიანი, მარიამ მუზაშვილი, ლილე მჭედლიშვილი, ლაზარე კაპანაძე და სანდრო აბესაძე.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ტარდება. თითოეულ რაუნდში მონაწილეები სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ასრულებენ: ხალხურს, პოპს, ბალადებს და ჟიური  არა მარტო კონკურსანტების ვოკალს, სასცენო ქარიზმას და არტისტულობასაც აფასებს.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

„რანინას“ მერვე სეზონში განსაკუთრებული აქცენტი ქართულ ფოლკლორზე გაკეთდა. ფოლკლორის ტურზე ბავშვები ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ სიმღერებს თანამედროვე ინტერპრეტაციით ასრულებენ, რაც კონკურსს ეროვნულ ხიბლს მატებს.

ბოლო ტურებში მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება ლაზარე კაპანაძემ და ანიტა აბგარიანმა დაიმსახურეს, რომლებმაც მაქსიმალური ქულები რამდენჯერმე დააგროვეს. ანიტა აბგარიანისა და მათე მარტიაშვილი მიერ შესრულებულმა სიმღერამ „აქედანა და შენამდე“ რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგრვა.  ასევე გამოირჩეოდნენ გაბრიელ ბოდაველი, მარიამ მუზაშვილი, ნია ლაშხია და სანდრო აბესაძე, რომლებმაც ჟიურისგან შესანიშნავი შეფასებები მიიღეს.

 

შეიძლება იყოს ვიოლინო გამოსახულება

 

ნახევარფინალის წინ ვითარება საკმაოდ დაძაბულია – რამდენიმე მონაწილეს ერთნაირი ქულები აქვს. ასე რომ ფინალამდე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

წელს „რანინა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან „ბავშვთა ევროვიზია 2025“-ს თბილისი მასპინძლობს. დიახ, Junior Eurovision Song Contest 2025 თბილისში, 13 დეკემბერს გაიმართება, ამიტომ შოუს გამარჯვებული საკუთარ ქალაქში, საკუთარ სცენაზე იმღერებს.

შეგახსენებთ, რომ „რანინა“ არის სიმღერის კონკურსი 8-დან 14 წლამდე ასაკის მომღერლებისთვის, რომელიც სეზონიდან-სეზონამდე მაყურებელს ნიჭიერი და მუსიკალური ბავშვების მოსმენის შესაძლებლობას აძლევს.

კონკურსი ოთხ თემატურ ტურს მოიცავს. ძირითად ტურებს გადის ყველა მონაწილე. ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტი გადადის. ფინალში გამარჯვებისთვის სამი კონკურსანტი იბრძვის.

თითოეულ თემატურ ტურს მონაწილეები  ორკესტრთან, მუსიკალურ ჯგუფებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად გადიან.

თითოეულ ტურში კონკურსანტებს აფასებს ჟიური, რომელიც სამი წევრისგან შედგება. კონკურსანტის სიმღერის დროს, ჟიურის წევრები ოთხ კატეგორიაში, 10-ქულიანი სისტემით აფასებენ. საბოლოო რეიტინგის მიხედვით შეირჩევა ნახევარფინალის ხუთეული. ნახევარფინალურ ეტაპზე ჟიურის თითოეული წევრი ადგენს საკუთარ რეიტინგს. ნახევარფინალის საერთო რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება სამი ფინალისტი. ფინალისტებს შორის გამარჯვებულს ჟიური აარჩევს.

ფოტო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ხმა მიეცი საქართველოს – 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „ანასტასია და რანინა“ წარადგენს!

გაიგე მეტი: რანინა

ასევე გაეცანი

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე
OK! News

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

November 7, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?
OK! News

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?
OK! News

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 7, 2025
#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება
OK! News

#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ენ ჰეტევეისა და ადამ შულმანის რომანტიკული მომენტი: პაემანზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ენ ჰეტევეისა და ადამ შულმანის რომანტიკული მომენტი: პაემანზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

December 3, 2021
#OK! მხოლოდ ჯანსაღი კვება

#OK! ორაგულისა და ყველის უგემრიელესი სალათი ბექა ბელქანიასგან

September 17, 2021
#OK!  რჩევები განსხვავებული მოგზაურობისთვის –  მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები

#OK! რჩევები განსხვავებული მოგზაურობისთვის – მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები

July 19, 2025
#OK! მარადიული სილამაზე „ლოქსიტანისგან“

#OK! მარადიული სილამაზე „ლოქსიტანისგან“

March 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 7, 2025
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! დონალდ და მელანია ტრამპებმა ჰელოუინი თეთრ სახლში აღნიშნეს

#OK! დონალდ და მელანია ტრამპებმა ჰელოუინი თეთრ სახლში აღნიშნეს

November 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები