რამდენიმე საათის წინ კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში The Ray Dolby Ballroom-ში რიგით მეთოთხმეტე, ყოველწლიური Governors Awards-ის დაჯილდოება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებს შორის მაყურებელმა ლეგენდარული მსახიობები ნატალი პორტმანი, ემილი ბლანტი და მარგო რობი იხილა. გოგონებმა გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი საღამოსთვის კლასიკური, შავი, დახვეწილი კაბები მოერგოთ.