• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნიჭი საზღვრების გარეშე — ქართველები NASA-ში, Google-ში და Microsoft-ში

June 23, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქართველი პროფესიონალი იკავებს მნიშვნელოვან პოზიციებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში. მათი კარიერული გზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნიჭს, შრომასა და ცოდნას საზღვრები არ აქვს. დღეს ქართველ სპეციალისტებს შეხვდებით ისეთ გლობალურ გიგანტებში, როგორებიცაა NASA, Google, Microsoft,  ასევე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში, სადაც მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

მარიამ ზაქარიაძე – Microsoft-ის გუნდს Data Scientist-ის პოზიციაზე შეუერთდა.

მან განათლება მილანში, Bocconi-ს უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 2020 წელს კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის მიმართულებით დაასრულა სწავლა. პანდემიის პერიოდში ის საქართველოში დაბრუნდა და კარიერა „საქართველოს ბანკში“ მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე დაიწყო.

საბანკო სექტორში მიღებული გამოცდილების შემდეგ, პროფესიული გზა გააგრძელა და Microsoft-ში Data Scientist-ის პოზიციაზე გადაინაცვლა, სადაც საძიებო სისტემების ანალიტიკასა და განვითარებაზე მუშაობს.

ზაალ კოკაია – ქართველი მეცნიერი, რომელიც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა რეგენერაციული მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების კვლევების მიმართულებით.

მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონსორციუმები „StemStroke“ და „TargetBraIn“, რომლებიც ნერვული სისტემის აღდგენით თერაპიებსა და ინოვაციურ მკურნალობის მეთოდებს იკვლევდა.

2008 წლიდან ზაალ კოკაია ლუნდის უნივერსიტეტის სრულ პროფესორად მუშაობს, ხოლო 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის მოწვეული პროფესორი. 2019 წელს მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში.


თამარ პაზიაშვილი (თამარ პაზი) — ქართველი ნეირომეცნიერი, რომელიც დღეს ეპილეფსიისა და ტვინის ნეირონული ქსელების კვლევის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მკვლევრად მიიჩნევა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

დაიბადა 1980 წელს, თბილისში. სკოლის ნაწილი საქართველოში დაასრულა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სწავლა ლიცეუმში გააგრძელა და შემდგომ უმაღლესი განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღო.

მისი კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებულია ეპილეფსიის მექანიზმების შესწავლაზე და ტვინის ნეირონული წრეების ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ოპტოგენეტიკის მიმართულებით — მეთოდი, რომელიც სინათლის საშუალებით ნეირონების აქტივობის კონტროლისა და ეპილეფსიური კრუნჩხვების შეჩერების საშუალებას იძლევა.

თენგიზ გლოველი — ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი — დღეს საერთაშორისო ნეირომეცნიერების სივრცეში აღიარებულ მკვლევრად ითვლება.

დღეს იგი ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის თავის ტვინის ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. მისი კვლევები ეხება თავის ტვინის როგორც ნორმალური, ისე პათოლოგიური აქტივობის მექანიზმებს და ამ მიმართულებით მას 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

თენგიზ გლოველმა საერთაშორისო აღიარება კოლეგებთან ერთად თავის ტვინში ინფორმაციის გადამუშავების ახალი პრინციპის აღმოჩენით მოიპოვა, კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი რთული დაავადებების შესასწავლად, როგორიცაა ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსია — ეპილეფსიის ფორმა, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება.

ალექსანდრე ესაძე — აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიოფიზიკოსი, რომელიც მოლეკულური ბიოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით მუშაობს.

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს დნმ-ის აღდგენის მექანიზმებს, დნმ-ის სკანირების პროცესებს, ასევე იმუნოლოგიას, ვირუსოლოგიასა და უჯრედულ ბიოლოგიას. ეს მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების შესწავლისთვის, როგორიცაა HIV/შიდსი.

2018 წლიდან ის მუშაობს Pfizer Inc.-ში, სადაც მონაწილეობს ვაქცინების კვლევასა და ანტისხეულების შესწავლაში. მისი გუნდი ჩართული იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევით პროცესშიც, რაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.

ალექსანდრე (სანდრო) თაქთაქიშვილი — ქართველი ფიზიკოსი — აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს (NASA) გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში, ჰელიოფიზიკის მიმართულებით მუშაობს.

გოდარდის ცენტრი NASA-ს ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი კვლევითი ცენტრია, სადაც ათასობით მეცნიერი და ინჟინერი კოსმოსური ამინდისა და მზის ფიზიკის საკითხებზე მუშაობს. სწორედ ამ გუნდშია ჩართული სანდრო თაქთაქიშვილიც.

ზაურ მეშველიანი — ქართველი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი — 23 წლის ასაკში გახდა Google-ის თანამშრომელი.

მუშაობდა C++ Developer-ის პოზიციაზე კომპანია Justi Venture-ში, სადაც Desktop აპლიკაციების განვითარებაში იყო ჩართული. ასევე, Rubean-ში Security Software Engineer-ის პოზიციაზე.

ასევე გაეცანი

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე
OK! კულტურა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები