• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ხათუნა გობაძის გზა სილამაზის ინდუსტრიამდე – როცა ოცნებების ახდენას ასაკი და სტატუსი არ აქვს…

March 28, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სილამაზის ინდუსტრია მხოლოდ პროფესია არ არის,  ეს არის ხელოვნება, რომელიც ადამიანებს საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ხელახლა აღმოჩენაში ეხმარება.  ჩვენი რესპონდენტის, ხათუნა გობაძის ისტორიაც სწორედ ასეთ გარდასახვაზე გვიყვება. განათლებით ეკონომისტი, რომელმაც კარიერის პირველი წლები საბანკო სექტორის სტაბილურ, თუმცა საკმაოდ სტრესულ გარემოში გაატარა, ერთ დღესაც მიხვდა, რომ ნამდვილ მოწოდებას უნდა გაჰყოლოდა.

როგორ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად ახალი პროფესიული გზის დაწყების შესახებ, რა როლი ჰქონდა ოჯახს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და რას ნიშნავს მისთვის წარმატება,  ამ ყველაფერს ის გულწრფელად გვიყვება. 

 

მოგვიყევით თქვენზე: სად მიიღეთ განათლება და როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა სილამაზის სფეროში?

განათლებით ეკონომისტი ვარ და ჩემი პროფესიული კარიერის პირველი 8 წელი ბანკში, საკმაოდ სტრესულ და სტაბილურ გარემოში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მივაღწიე, გულის სიღრმეში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ნამდვილი მოწოდება სილამაზის ინდუსტრია იყო. ეს ინტერესი ბავშვობიდან მოდიოდა – ყოველთვის გამომდიოდა ეს საქმე და მსიამოვნებდა ადამიანებისთვის თავდაჯერებულობის მინიჭება. დიდი ხნის ფიქრისა და დაგეგმვის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი ოცნება რეალობად მექცია და ჩემი ცხოვრების ახალი, შემოქმედებითი ეტაპი დამეწყო.

 

 

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ყოველდღიურ საქმიანობაში?

ჩემი ყოველდღიური მოტივაცია არის ის გარდასახვა, რასაც ჩემს სალონში ვხედავ. ბანკში მუშაობისას ვხედავდი ციფრებს, აქ კი ვხედავ ცოცხალ ემოციებს. როდესაც კლიენტი სარკეში იხედება და უყურებს საკუთარ თავს სხვა თვალით, უფრო თავდაჯერებულს და ბედნიერს – ეს არის ის, რაც მავსებს. ჩემთვის მოტივაცია არის იმის განცდა, რომ დღის განმავლობაში მე შევუქმენი ვიღაცას განწყობა და დავეხმარე, საკუთარ თავში ახალი სილამაზე აღმოეჩინა.

 

რა როლი აქვს ოჯახს თქვენს ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა თქვენს წარმატებაში?
ოჯახი ჩემთვის წარმატების საძირკველია. სწორედ ჩემი მეუღლისა და ოჯახის ურყევმა რწმენამ მომცა ძალა, გამერისკა.  ჩემი მეუღლეა ის ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად დაგეგმა თითოეული ნაბიჯი. ეს არ არის  ჩემი პროექტი, ეს არის ჩვენი საერთო ოჯახური საქმე და ემოციური ზურგი, რომელიც მაძლევს საშუალებას, საქმეში სრული თავდადებით  ვიყო ჩართული.

 

როგორ გაჩნდა იდეა საკუთარი სალონის გახსნის შესახებ და რა იყო ამ გზაზე ყველაზე დიდი გამოწვევა?
იდეა ბუნებრივად გაჩნდა.  ეს იყო სურვილი, გამეერთიანებინა ბავშვობის გატაცება და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. ყველაზე დიდ გამოწვევად კი სწორედ დისციპლინისა და კრეატიულობის ჰარმონიული შერწყმა მიმაჩნია. ბანკში მიღებული გამოცდილება საქმის ორგანიზებაში დამეხმარა, ხოლო მეუღლემ საქმის ტექნიკურ და მენეჯერულ ნაწილში შემიწყო ხელი. ასე შეიქმნა სილამაზის სალონი x-art, რაზეც თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ არა მხოლოდ ლამაზი სივრცეა, არამედ სწორად მართული ბიზნესიც.

 

რა გამოარჩევს თქვენს სალონს და თქვენს მომსახურებას სხვებისგან?
ჩვენი სალონის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის განსაკუთრებული ატმოსფერო და აურა, რომელსაც კლიენტები ხშირად აღნიშნავენ. ჩვენთვის სილამაზე არ არის მხოლოდ პროცედურა, ეს არის გულწრფელი მომსახურება, სადაც თითოეული სტუმარი თავს გრძნობს მეგობართან. გარდა მაღალი ხარისხისა, ადამიანური ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია.  ჩვენთან მოსული მომხმარებელი ყოველთვის იღებს დადებით ენერგიას და ყურადღებას.

 

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავენ?
ჩემი გეგმები უკავშირდება სერვისების კიდევ უფრო დახვეწასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას. ქალებს კი ვურჩევდი: ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონის დატოვების. ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მთავარია არა იდეალური მომენტის მოლოდინი, არამედ პირველი ნაბიჯის გადადგმა. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით, მაგრამ იფიქრეთ დიდი მასშტაბით. გჯეროდეთ თქვენი ოცნების, რადგან როცა საქმეს სიყვარულით და დისციპლინით აკეთებ, შედეგი აუცილებლად მოდის.

 

რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და რა არის მთავარი პრინციპი, რაც ცხოვრებასა და საქმეში არასდროს გღალატობთ?

ჩემთვის წარმატება ერთგვარი ბალანსია, რომლის შენარჩუნებასაც მთელი ცხოვრება ვსწავლობ. ხშირად ჰგონიათ, რომ წარმატება მხოლოდ კარიერული წინსვლაა, თუმცა ჩემთვის ის გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი ცნებაა.
ძალიან ახალგაზრდა დავოჯახდი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემი განვითარებისთვის – პირიქით, სწორედ ოჯახი გახდა ის მოტივაცია, რომლითაც შევძელი უმაღლესი განათლების მიღება და 8-წლიანი წარმატებული კარიერის შექმნა საბანკო სექტორში.

დღეს, როცა ჩემს შვილებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ჩემი ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ მათშია. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ ორივე შვილი თავისი გზით წარმატებით მიდის: უფროსი ჩამოყალიბებული იურისტი და საჯარო მოხელეა, უმცროსი კი წარმატებული და მიზანდასახული სტუდენტი. ვცხოვრობ ტრადიციულ ოჯახში, დედამთილ-მამამთილთან ერთად და ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ის ფანტასტიკური ურთიერთობაა, რაც მათთან მაქვს. მათი ნდობის დამსახურება ჩემთვის იმის დასტურია, რომ დღეს მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ და სწორედ ეს ოჯახური ერთობა მაძლევს ენერგიას, ვიყო ერთდროულად კარგი დედა, მეუღლე და წარმატებული საქმიანი ქალი.
ჩემი ცხოვრებისა და საქმის მთავარი პრინციპები სწორედ იმ ფასეულობებს ეყრდნობა, რომლებითაც მშობლებმა გამზარდეს და რისთვისაც მათი მუდამ მადლიერი ვიქნები.

 ეს არის შრომისმოყვარეობა და ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება.

 

 

 ტექსტი: ქეთევან დაუშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები