• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 15, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თბილისის სტუმარმასპინძლობის რუკა კიდევ უფრო გამდიდრდა – „კესანე ჯგუფმა“ ისტორიული ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ვასილ პეტრიაშვილის N1ში, ორი ახალი კონცეპტუალური სივრცე გახსნა: “გრილის & მელოდიის სახლი” და აზიური კაფე “იანი”

რესტორნის შექმნის იდეაზე, უპირატესობასა და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრა „კესანე ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, გიორგი ერაძე.

 

გიორგი, რამდენი წელია, რაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საქმიანობთ?

19 წლიდან დავიწყე ჰორეკა სექტორში საქმიანობა და უკვე 16 წელია, რაც უწყვეტად ვარ ჩართული. მქონდა შესაძლებლობა, ყველა პოზიციაზე მემუშავა, რამაც მომცა საშუალება, უკეთ გამეგო ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების საჭიროებები.

 

 

როგორ გაჩნდა „კესანე ჯგუფის“ შექმნის იდეა?

მე და ჩემი უცხოელი მეგობარი, არსლანი, რომელსაც მსგავს სფეროში საქმიანობის ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თბილისის ერთ-ერთ აზიურ რესტორანში სადილობის დროს მივხვდით, რომ ქალაქს აკლდა ადგილი, სადაც ჭეშმარიტად აზიური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა იქნებოდა. სწორედ ასე დაიბადა რესტორან „იანის“ შექმნის იდეა. თავიდანვე ვიცოდით და გვინდოდა, რომ რესტორანს აუცილებლად აზიელი შეფი  ჰყოლოდა, რადგან ჩვენი მიზანი სტუმრებისთვის ავთენტური აზიური გემოების შეთავაზება იყო, შესაბამისად, ტაილანდიდან ჩამოვიყვანეთ შეფი ტეერა, რომელიც რესტორან „იანის“ სახედ იქცა. მინდა აღვნიშნო, რომ ობიექტი მთლიანად ჩვენი ხელით დავაპროექტეთ და გავარემონტეთ, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი მივიწყებული პროფესია – არქიტექტურა და დიზაინი.

სულ მალევე გადავწყვიტეთ აზიურ რესტორანთან ერთად გაგვეხსნა „გრილის & მელოდიის სახლი“ – სივრცე ღია ტიპის სამზარეულოთი, მიქსოლოგიური ბარითა და ყოველდღიური ცოცხალი მუსიკით. ჩვენთან კერძების უმეტესობა გრილზე მზადდება, რაც ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. გრილის & მელოდიის სახლის მენიუში ქართული სამზარეულოს ნამდვილი საგანძური დაგხვდებათ. შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს „კესანე ჯგუფი“ აერთიანებს ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანს.

 

 

გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა განგასხვავებთ სხვა რესტორნებისგან?

ჩვენი სივრცე ყველა გემოვნების ადამიანს ერგება, რადგან აქ გაერთიანებულია ტრადიციული ქართული და აზიური  სამზარეულო მიქსოლოგიურ ბართან ერთად.

ამასთან, სტუმრებს შეუძლიათ დაიწყონ დღე საუზმით, გააგრძელონ ბიზნესლანჩით, საღამოს კი მიირთვან ქართული კერძები და მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.

ადგილი უნიკალურია ტერასის გამოც – სეზონის შესაბამისად ტერასას გადაეხდება ჭერი და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია ცის ქვეშ დატკბნენ გემოებითა და ნამდვილი თბილისური გაზაფხულით.

რაც შეეხება „იანს“, მისი მთავარი უპირატესობა ავთენტური აზიური გემოებია. ამას ემატება ღია ტიპის სამზარეულო, სადაც სტუმარს შეუძლია თავად დააკვირდეს კერძების მომზადების პროცესს.

 

გვითხარით თქვენს გუნდზე. რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა წარმატების მისაღწევად?

მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი ისევე აქტიურად ვართ ჩართული ყოველდღიურ პროცესში, როგორც გუნდის თითოეული წევრი. ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ ხელმძღვანელები, რომლებიც მხოლოდ მითითებებს გასცემენ. ვფიქრობ, ჩვენი უშუალო მიდგომა ნამდვილად ამართლებს. როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ მფლობელიც ჩართულია ყოველდღიურ საქმიანობაში, მასაც მეტი მოტივაცია ეძლევა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ერთპიროვნულად, არამედ ვითვალისწინებთ ერთმანეთის შეხედულებებს, სწორედ ეს განაპირობებს წარმატებას.

 

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, კიდევ რა სერვისს სთავაზობთ სტუმრებს?

მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიებთან B2B შეხვედრების, ბიზნესვახშმებისა და კონფერენციების მიმართულებით. გვაქვს ყველანაირი ტექნიკური თუ ადამიანური რესურსი, რათა შევძლოთ ბიზნესშეხვედრების მასპინძლობა ჩვენს სივრცეში.

 

მოგვიყევით მუსიკალური საღამოების შესახებ…

როგორც უკვე აღვნიშნე, „გრილის & მელოდიის სახლში“ ყოველდღიურად ჟღერს ცოცხალი მუსიკა. ამასთან ერთად, განსაკუთრებულ დღეებში ვმასპინძლობთ თემატურ ღონისძიებებსაც. მაგალითად, 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროგრამა და ინტერიერი დახვდებათ, საღამოს 9 საათიდან კი შემოგვიერთდებიან მუსიკოსები – გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი 4+2.

 

 

ბევრ სიურპრიზს უმზადებს სტუმრებს რესტორანი „იანი“, სადაც უგემრიელესი აზიური კერძებითა და ბევრი სიურპრიზით შევხვდებით 17 თებერვალს, აზიურ ახალ წელს.

 

 

მარტში ქალთა დღესასწაულებსაც განსაკუთრებით ვხვდებით. გრილის & მელოდიის სახლი 3 მარტს ყველასთვის საყვარელ მომღერალ მარიტა როხვაძეს, ხოლო 8 მარტს – ანდრია გველესიანს უმასპინძლებს.

 

და ბოლოს, გაგვიზიარეთ რა სიახლეებს უნდა ელოდონ ერთგული სტუმრები „კესანე ჯგუფისგან“

„კესანე ჯგუფისგან“ უნდა ელოდოთ კიდევ ერთ საინტერესო კონცეფციის სივრცეს ქალაქის შუაგულში.

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები