• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ფილერის რისკები — რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის ჩატარებამდე

June 25, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო წლებში ესთეტიკური მედიცინა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფილერის პროცედურა, რომელიც ბევრისთვის იდეალური გარეგნობის მიღწევის სწრაფ საშუალებად აღიქმება. თუმცა ეს „მარტივი ჩარევა“ რეალურად სერიოზულ პასუხისმგებლობასა და რისკებს უკავშირდება.

სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ფილერი აღარ არის მხოლოდ სილამაზის ინსტრუმენტი — ის გახდა პასუხისმგებლობა, რომელიც სწორ ცოდნას, სწორ მოლოდინებს და სწორ არჩევანს მოითხოვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით OK! Magazine ინექციური და რეგენერაციული ესთეტიკური მედიცინის ექიმს, თამარ შანშიაშვილს და ესთეტიკოს სოფიო თოიძეს ესაუბრა:

„ფილერი დღეს აღარ არის მხოლოდ სილამაზის პროცედურა — ის სოციალური მოვლენა გახდა. ადამიანები სარკეში საკუთარ თავს ნაკლებად უყურებენ. ხშირად კლინიკაში ასაკის შესაჩერებლად კი არა, სხვისი სახის დასამსგავსებლად მოდიან. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი პროფესიისთვის“ – განმარტავს თამარ შანშიაშვილი.

 

 

მისი თქმით, პრობლემა ხშირად არა თავად პროცედურაში, არამედ მის აღქმაშია:

„ფილერი ინსტრუმენტია და არა სასწაული. ის შეიძლება იყოს ახალგაზრდობის აღდგენის საშუალება, მაგრამ ასევე შეიძლება გახდეს სახის ბუნებრიობის დაკარგვის მიზეზი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ აკეთებს, რამდენს აკეთებს და რატომ აკეთებს.“

სპეციალისტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ მცდარ წარმოდგენას, თითქოს ეს მარტივი და უსაფრთხო ჩარევაა:

„ყველაზე სახიფათო შეცდომაა ფრაზა — ეს მხოლოდ ფილერია. მედიცინაში „მხოლოდ“ არ არსებობს. არსებობს პროცედურა, რომელსაც შეუძლია ადამიანი გაალამაზოს, მაგრამ არასწორი შესრულების შემთხვევაში შეიძლება მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს. უსაფრთხოება იწყება არა შპრიცით, არამედ ექიმის ცოდნით.“

გარკვეული ზონები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს:

„რაც უფრო ლამაზ შედეგს გვპირდება კონკრეტული ზონა, ხშირად მით უფრო დიდია პასუხისმგებლობაც. ცხვირი, თვალქვეშა მიდამო და ზოგიერთი ღრმა ანატომიური ზონა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. პრობლემა ის კი არ არის, რომ პროცედურა არსებობს — პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს მის სირთულეს.“

ექიმი განმარტავს, რომ გართულებების რისკი მხოლოდ ესთეტიკური შედეგით არ შემოიფარგლება:

„ყველაზე ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ გართულება მხოლოდ ცუდი ვიზუალური შედეგია. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს ბევრად სერიოზული. სწორედ ამიტომ პაციენტმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ რამდენ ხანს გაძლებს ფილერი, არამედ რა მოხდება მისი გართულების შემთხვევაში“.

თამარ შანშიაშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი რისკი ხშირად არა პროდუქტი, არამედ ადამიანის გამოცდილებაა:

„დიახ. მაგრამ ყველაზე დიდი რისკი თავად პრეპარატი კი არა, არაკვალიფიციური ხელებია. ცუდი პროდუქტი პრობლემაა, მაგრამ ცუდი ცოდნა — ბევრად დიდი.

თუ ექიმი მხოლოდ შედეგებს გიჩვენებთ, ეს საკმარისი არ არის. ჰკითხეთ რა გართულებები უნახავს და როგორ უმკურნალია. პროფესიონალიზმი იწყება არა იდეალური ფოტოთი, არამედ რთული სიტუაციების მართვის უნარით.“

სპეციალისტი ასევე აღწერს იმ სიმპტომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს:

„ტკივილი, ფერის ცვლილება, ძლიერი შეშუპება, მხედველობის ნებისმიერი ცვლილება — ეს ის შემთხვევებია, როდესაც დრო ოქროზე ძვირფასია.“

შედეგის ხარისხი არ უნდა იზომებოდეს „შესამჩნევობით“:

„ჩემი აზრით, საუკეთესო კომპლიმენტი პაციენტისთვის უნდა იყოს არა — რა კარგი ფილერი გაქვს, არამედ — რა კარგად გამოიყურები. როდესაც ადამიანები პროცედურას ამჩნევენ და არა ადამიანს, იქ უკვე ზღვარი გადალახულია.

სილამაზის მედიცინის უმაღლესი დონე ის კი არ არის, როდესაც ყველა ხვდება რა გაიკეთე; უმაღლესი დონეა, როდესაც ყველა ამჩნევს, რამდენად კარგად გამოიყურები, მაგრამ ვერავინ ხვდება რატომ.“

ფილერი თუ სხვა ესთეტიკური პროცედურები მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის; ეს არის სამედიცინო ჩარევა რომელიც სწორ ცოდნას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტის სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპია.

 

 

ესთეტიკოსი სოფიო თოიძე განმარტავს, რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს პაციენტმა სპეციალისტი და რატომ არ შეიძლება არჩევანის გაკეთება მხოლოდ სოციალური ქსელების ან პოპულარობის საფუძველზე.

„სანდო პროფესიონალი არასოდეს მალავს საკუთარ განათლებას, კვალიფიკაციას, პროფესიულ გამოცდილებასა და გავლილ ტრენინგებს. ყურადღება არ უნდა მიექცეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში ან ინტერნეტში გამოქვეყნებულ დადებით კომენტარებს, რადგან ისინი ყოველთვის არ ასახავს რეალურ გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეტალური შეფასებები, სადაც პაციენტები აღწერენ როგორც სპეციალისტთან კომუნიკაციის პროცესს, ისე მიღებულ შედეგებსა და მკურნალობის მიმდინარეობას.“

მისი თქმით, ხარისხიანი მომსახურება ყოველთვის იწყება დეტალური კონსულტაციით და პაციენტის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებით:

„კვალიფიციური სპეციალისტის მუშაობა არასოდეს იწყება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო ისტორიისა და ინდივიდუალური საჭიროებების დეტალური შეფასების გარეშე. პირველადი კონსულტაცია მნიშვნელოვანია სწორედ იმისთვის, რომ ექიმმა სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმოს შესაბამისი პროცედურა. თუ კონსულტაცია ზედაპირულია, რამდენიმე წუთს გრძელდება და სპეციალისტი საკმარის დროს არ უთმობს კითხვების დასმასა და მდგომარეობის შეფასებას, ეს შესაძლოა სიფრთხილის საფუძველი გახდეს.“

სოფიო თოიძე აღნიშნავს, რომ რეალური პროფესიონალიზმი გამოცდილებასა და ეთიკურ სტანდარტებზე დგას:

„რეალური პროფესიონალიზმი განისაზღვრება ცოდნით, გამოცდილებით, მუდმივი პროფესიული განვითარებითა და ეთიკური სტანდარტების დაცვით. საქართველოში არაერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და კლინიკა მუშაობს, თუმცა მათი შერჩევა მხოლოდ რეკლამისა და პოპულარობის საფუძველზე არ უნდა მოხდეს.“

მისი თქმით, ინფორმირებული არჩევანი პაციენტის პასუხისმგებლობის ნაწილია:

„ინფორმაციის გადამოწმება, შესაბამისი კითხვების დასმა და კრიტიკული შეფასება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ არჩევანი პასუხისმგებელ და პროფესიონალ სპეციალისტზე გააკეთოთ. კარგი სპეციალისტი არასოდეს ახვევს პაციენტს თავს საკუთარ გადაწყვეტილებას, არამედ ეხმარება მას ინფორმირებული და სწორი არჩევანის გაკეთებაში.“

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ესთეტიკურ მედიცინაში აქტუალური პრობლემაა ინექციური პროცედურების დროს არასტანდარტული ნივთიერებების გამოყენება. სპეციალისტები განსაკუთრებით აფრთხილებენ იმ პრაქტიკაზე, როდესაც ესთეტიკური კორექციის მიზნით გამოიყენება ისეთი საშუალებები, რომლებიც დერმალურ ფილერად არ ითვლება და უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ინექციური პროცედურების დროს არასტანდარტული ან არამიზნობრივი პრეპარატები გამოიყენება, მათ შორის E ვიტამინიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ E ვიტამინი დერმალური ფილერი არ არის და მისი გამოყენება რბილ ქსოვილებში მოცულობის შესაქმნელად ან ესთეტიკური კორექციის მიზნით არ შეიძლება.

მსგავსი ნივთიერების ქსოვილებში შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი რეაქციები, გრანულომების წარმოქმნა, მტკივნეული კვანძები, ქსოვილების დაზიანება და სხვა გართულებები. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

ხშირად პაციენტები თავადაც თანხმდებიან ამ პროცედურას, რადგან ის შედარებით იაფია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დაბალი ფასი უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს. ნებისმიერი ესთეტიკური პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია კვალიფიცირებულ სპეციალისტთან კონსულტაცია.”

https://okmagazine.ge/wp-content/uploads/2026/06/v1c044g50000d8ndmsvog65uotnp5ar0.mp4

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! იცოდით? რეტინოლი – ახალგაზრდობის ელექსირი

#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

ასევე გაეცანი

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე
Health & Beauty

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
#OK! Health&Beauty მზის მავნე გამოსხივებისგან კანის დაცვა და მოვლა Algologie-გან
Health & Beauty

#OK! Health&Beauty მზის მავნე გამოსხივებისგან კანის დაცვა და მოვლა Algologie-გან

August 18, 2026
#OK! Health&Beauty ზაფხულის მასშტაბური კამპანია PSP-გან  – „მზეს ვერ დაემალები“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ზაფხულის მასშტაბური კამპანია PSP-გან – „მზეს ვერ დაემალები“

August 17, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანი ფორთოხლისფერ პერანგს ტყავის შარვალს უხამებს! ვარსკვლავის თამამი იმიჯი!

#OK! კიმ კარდაშიანი ფორთოხლისფერ პერანგს ტყავის შარვალს უხამებს! ვარსკვლავის თამამი იმიჯი!

May 20, 2021
#OK! საუკეთესო საჩუქრები მარტის დღესასწაულებისთვის

#OK! საუკეთესო საჩუქრები მარტის დღესასწაულებისთვის

March 7, 2022
#OK! ალბინა ქაჯაია – საკუთარი თავის მოვლა საკუთარი თავის პატივისცემაა

#OK! ალბინა ქაჯაია – საკუთარი თავის მოვლა საკუთარი თავის პატივისცემაა

May 2, 2023
#OK! ჯიჯი ჰადიდის საზაფხულო იმიჯი ქალიშვილთან და დასთან ერთად გასეირნების დროს

#OK! ჯიჯი ჰადიდის საზაფხულო იმიჯი ქალიშვილთან და დასთან ერთად გასეირნების დროს

April 10, 2021

კვირის ჰიტები

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026
OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

August 18, 2026
ომს შეწირული ნიჭი –  ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან

ომს შეწირული ნიჭი – ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან

August 17, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები