• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! იცოდით? რეტინოლი – ახალგაზრდობის ელექსირი

ბიუთი რედაქტორისგან

March 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რეტინოლი კანის მოვლის თანამედროვე სტანდარტის უპოპულარულესი კომპონენტია, რომელსაც მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ან როგორ შეიძლება არ ვაფასებდე, როცა ორ უმთავრეს საზრუნავს – დაბერებას და აკნეს ერთდროულად უმკლავდება. მოდი, ახლოს გავიცნოთ შრატების გვირგვინოსანი მეფე.

ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ რეტინოლი ვიტამინ A-ს ერთ-ერთი ფორმაა, რეტინოიდების ჯგუფის ყველაზე ძლიერმოქმედი წარმომადგენელი. დეტალურად განვიხილოთ, როგორ ზემოქმედებს ეს კომპონენტი კანზე: რეტინოლი იმ უმცირეს ინგრედიენტთა შორისაა, რომლის მოლეკულაც ეპიდერმისს გაივლის და აღწევს კანის შუა ნაწილში, დერმაში, სადაც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს (რომლებიც კანის უჯრედებს აზიანებენ) და შესაბამისად, ხელს უწყობს დერმაში ელასტინისა (კანის ელასტიკურობაზე პასუხისმგებელი ცილა) და კოლაგენის (კანის სიმკვრივეზე პასუხისმგებელი ცილა) სინთეზს.

სწორედ ამ გავლენის წყალობით, რეტინოლი გვაძლევს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, კანზე იკლებს წვრილი ხაზოვანი ნაოჭები და სტატიკური (მუდმივი) ნაოჭებიც კი გლუვდება ელასტინისა და კოლაგენის გააქტიურებულად წარმოქმნის ხარჯზე.

გარდა გამაახალგაზრდავებელი ეფექტისა, როგორც უკვე აღვნიშნე, რეტინოლი, თავისი მეტ-ნაკლებად აგრესიული თვისებების გამო, კარგად მოქმედებს აკნეზე, ბაქტერიულ კერებზე, გამონაყარზე. და როცა ის შესაბამისი მედიკამენტის მიღებასთან ერთად გამოიყენება, ფაქტობრივად, იდეალურ შედეგს იძლევა აკნეიან კანზე. ასევე, რეტინოლს აქვს მცირედი ექსფოლიაციის, აქერცვლის ფუნქცია, რის ხარჯზეც კანის ერთგვაროვნების, გადაწმენდის, ერთ ფერში მოყვანის ეფექტიც აქვს.

 

ამგვარად:

წვრილი და ღრმა ნაოჭების გასადავება

  •       ნაოჭების პრევენცია
  •       აკნეს კერების მოვლა, გამონაყარის პრევენცია, ფორების მოვლა
  •       ფოტოდაბერების (მზიგან დაბერების) ლაქების, ჰიპერპიგმენტაციის გასადავება
  •       კანის გადაწმენდა და ერთ ფერში მოყვანა

ეს იმ არაჩვეულებრივი შედეგების ჩამონათვალია, რასაც რეტინოლის მოხმარების დროს უნდა ველოდეთ.

მოხმარების წესი: რეტინოლი ძირითადად ორი, შრატის და კრემის სახით გვხვდება. სასურველია, დაიმახსოვროთ ორი პრინციპი: რეტინოლის შრატი უხდება ძირითადად კომბინირებულ და ცხიმიან კანს, ხოლო რეტინოლის კრემი – მშრალს და ძალიან მშრალს. მგრძნობიარე ტიპის კანის მქონე ადამიანებმა ჯობს მისი მოხმარებისგან თავი შეიკავოთ. რეტინოლის შრატის ხმარება დაიწყეთ აუცილებლად ნელ-ნელა. ბაზარზე სხვადასხვა პროცენტულობის რეტინოლის შრატები იყიდება. დაიწყეთ ყველაზე დაბალპროცენტიანით და კანის შეჩვევის მერე გადადით უფრო მაღალპროცენტიანზე. უნდა „მიეპაროთ“ ამ პროდუქტს, აგრესიული თვისებების გამო კანი მას ნელა უნდა მიეჩვიოს და მიიღოს.

დაიწყეთ ჯერ კვირაში ერთხელ წასმა, შემდეგ, როცა კანი მიეჩვევა, შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერაც კი ჩასვათ რუტინაში, იმის მიხედვით, რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს. თუ შენიშნეთ, რომ რეტინოლის შრატის ხმარების დაწყების მერე კანი გაღიზიანდა, გაწითლდა, დაგეწყოთ ქავილი, რაც დასაშვები გვერდითი ეფექტია, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შეანელოთ მისი მოხმარების რეჟიმი, ცოტა ხნით შეასვენოთ კანი და მერე კვლავ განაახლოთ მოხმარება. რეტინოლის შრატი ყოველთვის წაისვით სრულად მშრალ კანზე, რადგან ნოტიო კანი კიდევ უფრო გამჭოლია, უფრო ღრმად გაატარებს პროდუქტს და თუ გავითვალისწინებთ, რომ შრატი ისედაც კონცენტრირებული და აგრესიულია, ხოლო რეტინოლი ისეც და ასეც აუცილებლად შეაღწევს დერმაში, ნამდვილად აღარ გვჭირდება დამატებითი გამტარობა.

რაც შეეხება რეტინოლის კრემს, ის ბევრად უფრო ნეიტრალური ხასიათისაა და ნაკლებია იმის ალბათობა, რომ კანი გაგიღიზიანოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ: ჯობს დაიცვათ სიფრთხილე და ნელ-ნელა მიიჩვიოთ პროდუქტი. რეტინოლის კრემი შეგიძლიათ თავისუფლად წაისვათ როგორც მშრალ, ასევე, ოდნავ ნოტიო კანზე.

რეტინოლი არ მეგობრობს მზესთან, მისი გამოყენება აქტიური მზის პერიოდში გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და შესაძლოა დაზიანებასაც კი. შესაბამისად, რეტინოლის ხმარება დაშვებულია გვიანი შემოდგომიდან შუა გაზაფხულამდე პერიოდში. ცხელ სეზონებზე რეტინოლს არ ვხმარობთ.

რეტინოლის რუტინაში არ იხმაროთ C ვიტამინის პროდუქტები და AHA/BHA მჟავები. გადაანაწილეთ დღეები და იხმარეთ ეს პროდუქცია სხვადასხვა დღის რუტინაში. არასდროს დაიწყოთ მათი გამოყენება ერთდროულად. ჯერ ერთს მიაჩვიეთ კანი, მერე მეორეს და ა.შ. რომ არ გამოიწვიოთ კანის გაღიზიანება და უკურეაქცია.

რეტინოლ-რუტინის პარალელურად აუცილებლად გამოიყენეთ დილას, სახლიდან გასვლამდე SPF დამცავი.

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge
Health & Beauty

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup
Health & Beauty

#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები