• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Elite Property — სანდოობა და გამჭვირვალობა უძრავი ქონების ბაზარზე

July 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უძრავი ქონების ბაზარზე წარმატებით მოქმედი კომპანია Elite Property უკვე სამი წელია მომხმარებლებს პროფესიონალურ და სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2023 წელს გაყიდვების მიმართულებით დაიწყო, დღეს როგორც პირველადი, ისე მეორადი ბაზრის ობიექტებზე მუშაობს და კლიენტებს უძრავი ქონების შერჩევიდან იურიდიულ და ფინანსურ მხარდაჭერამდე სრულ სერვისს აწვდის.

Elite Property-ის საქმიანობის მთავარი პრინციპები სანდოობა, გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული მიდგომაა. კომპანიის საქმიანობის, ღირებულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ OK! Magazines-ს Elite Property-ის დამფუძნებელი, ეკატერინე მაისურაძე ესაუბრა:

 

 

 

მოგვიყევით, რას წარმოადგენს Elite Property და რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

Elite Property უკვე სამი წელია წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა 2023 წელს გაყიდვების მიმართულებით დაიწყო, ხოლო დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია, კლიენტებს შევთავაზოთ სანდო, გამჭვირვალე და პროფესიონალური მომსახურება. სწორედ ამიტომ, თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომით ვმუშაობთ და ვეხმარებით მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

რა გამოარჩევს Elite Property-ს უძრავი ქონების ბაზარზე?

ჩვენთვის მთავარი ღირებულება სანდოობა და გამჭვირვალობაა. უძრავი ქონების შეძენა თუ გაყიდვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ჩვენი მიზანია, თითოეულმა კლიენტმა თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს. პროცესში სრულად ვართ ჩართულები — პირველი კონსულტაციიდან დაწყებული, იურიდიული პროცედურებით გაგრძელებული და საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციით დასრულებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა ყველა ეტაპზე მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია და პროფესიული მხარდაჭერა.

მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს მომსახურების სფეროში და უკვე შვიდი წელია ვთანამშრომლობ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, უკეთ გამეაზრებინა თანამედროვე ბიზნესის სტანდარტები, მომსახურების ხარისხისა და ეთიკის მნიშვნელობა. სწორედ ამ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა Elite Property — კომპანია, რომელიც საქმიანობას საერთაშორისო ბიზნესპრინციპების, პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით წარმართავს.

 

როგორია კომპანიის მუშაობის სტანდარტები და ღირებულებები?

ჩვენი მთავარი სტანდარტი კლიენტის ინტერესების დაცვა და სანდო მომსახურებაა. არასდროს ვთავაზობთ მომხმარებელს ისეთ ქონებას, რომელიც სრულად არ არის გადამოწმებული. თითოეულ ობიექტზე ვამოწმებთ იურიდიულ და დოკუმენტურ საკითხებს, რის შემდეგაც ვთავაზობთ მას კლიენტს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიულ ეთიკასაც. როგორც ასოციაციის წევრები, საქმიანობას ეთიკის კოდექსის სრული დაცვით ვაწარმოებთ. ამ სფეროში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის რეპუტაცია და მომხმარებლის ნდობაა.

 

ძირითადად რა ტიპის უძრავ ქონებაზე მუშაობთ — საცხოვრებელი, კომერციული თუ საინვესტიციო?

კომპანია უძრავი ქონების ყველა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა ბინებზე მოდის — როგორც პირველადი, ასევე მეორადი ბაზრის ობიექტებზე. დღეს ორივე სეგმენტზე მოთხოვნა თითქმის თანაბარია. ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი საინვესტიციო მიწის ნაკვეთების მიმართაც, თუმცა ამ მიმართულებით მოთხოვნა ჯერ კიდევ შედარებით ნაკლებია. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ბინების ბაზარზეა კონცენტრირებული.

სამომავლოდ კი ვგეგმავთ მომსახურების გაფართოებას და გაქირავების მიმართულების დამატებასაც, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.

 

 

 

როგორ ეხმარებით კლიენტებს საჭიროებებზე მორგებული ქონების შერჩევაში?

ჩვენი მუშაობა იწყება მომხმარებლის საჭიროებების დეტალური შესწავლით. მხოლოდ ბიუჯეტი და სასურველი ფართობი არ არის საკმარისი – ვარკვევთ, რა არის კონკრეტული ადამიანისთვის პრიორიტეტი. ზოგისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილთან სიახლოვე, ზოგისთვის – ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ხედები, ინფრასტრუქტურა ან საინვესტიციო პოტენციალი. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე ვარჩევთ რამდენიმე ვარიანტს, რაც მომხმარებელს დროსაც უზოგავს და გადაწყვეტილების მიღებასაც უმარტივებს.

ჩვენს ბაზაში ხშირად გვაქვს ისეთი ობიექტებიც, რომლებიც საჯაროდ არ არის განთავსებული, ამიტომ კლიენტებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსაც ვთავაზობთ.

 

რა დამატებით სერვისებს სთავაზობთ კლიენტებს?

უძრავი ქონების შერჩევის გარდა, მომხმარებლებს დამატებით არაერთ სერვისს ვთავაზობთ. მათ შორისაა იურიდიული მხარდაჭერა, ხელშეკრულებების მომზადება და გადამოწმება, ფინანსური კონსულტაცია, ასევე იპოთეკასთან და საბანკო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის მთელი პროცესი მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და მარტივი იყოს.

 

როგორ უზრუნველყოფთ გარიგების უსაფრთხოებას?

რაც შეეხება უსაფრთხოებას, თითოეული ქონება საფუძვლიანად მოწმდება. ვამოწმებთ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, საკუთრების უფლებას, შესაძლო შეზღუდვებსა და სხვა მნიშვნელოვან იურიდიულ დეტალებს, რათა მომხმარებელმა სრულად დაცულად იგრძნოს თავი. ასევე ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო დეველოპერულ კომპანიებთან, რომელთა გამოცდილება და რეპუტაცია გვაძლევს იმის გარანტიას, რომ პროექტები დათქმულ ვადებში და შესაბამისი ხარისხით სრულდება.

საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებს დამატებით კონსულტაციას ვუწევთ ფინანსურ და საბანკო საკითხებშიც, რათა მთელი პროცესი მათთვის მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და გამჭვირვალე იყოს.

 

 

Elite property-ს გარდა კიდევ მეორე კომპანია გაქვთ. გვითხარით მის შესახებ:

Human Element არის კომპანია, რომელიც ბიზნესებს HR აუთსორსინგისა და აუთსტაფინგის მომსახურებას სთავაზობს და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს. HR აუთსორსინგი გულისხმობს ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციების გარე კომპანიაზე გადაცემას, ხოლო აუთსტაფინგი — თანამშრომლების უზრუნველყოფას ისე, რომ ისინი კლიენტის გუნდში მუშაობენ, თუმცა ფორმალურად სხვა კომპანიის თანამშრომლებად რჩებიან.

 

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები