• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ფუდ-სთაილინგი

September 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ნინო მეგრელიძე – ფუდ-ფოტოგრაფი, სტილისტი და Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი

 

დღეს მოგიყვებით ფუდ სთაილინგზე და სტილისტის პროფესიაზე.

ხშირად მსმენია, რომ ფუდ-სტილისტი ჰგონიათ დიზაინერი, რომელიც კომპოზიციას აწყობს ან ნამცეცებს ფანტავს კადრში.

სინამდვილეში, ფუდ-სტილისტი ამზადებს კერძებს ფოტო ან ვიდეოგადაღებისთვის, არის მზარეული/კონდიტერი ან გამოცდილი home cook. საკვები, რომელსაც სტილისტი მოამზადებს, უნდა გამოიყურებოდეს მადისაღმძვრელად, კოხტად, უნაკლოდ. უნდა გაუძლოს გადაღების ხანგრძლივ პროცესს და არ დაკარგოს პეწი.

 

 

 

თუმცა მხოლოდ სამზარეულოს გამოცდილება არ არის საკმარისი − ამ ადამიანს თანაბრად კარგად უნდა ესმოდეს ფოტოხელოვნება და გასტრონომია. უნდა იცოდეს ყველა ხრიკი, როგორ შეუნარჩუნოს საკვებს ცინცხალი იერი. იცოდეს, როგორ გამოიყურება ესა თუ ის პროდუქტი კადრში კონკრეტულ განათებაზე.

ეს არ არის პროფესია − ვისწავლე 2 წელი და გავხდი სტილისტი. ამ უნიკალური გამოცდილების დაგროვებას წლები სჭირდება და ხშირად გამოცდილი, წარმატებული შეფები მიდიან ამ პროფესიაში.

დაკვირვებული თვალი, დეტალებისადმი ყურადღება, აკურატულობა, სკრუპულოზურობა, გაწაფული ხელი, ფოტოგრაფის ხედვა − ეს იმ უნარების ჩამონათვალია, რომლებიც ამ პროფესიაში დაგჭირდებათ.

 

Prop stylist

რეკვიზიტების სტილისტზე უნდა გესაუბროთ, იგივე Prop stylist.

ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ჭურჭლის, ფონების, ტექსტილის დიდი კოლექცია.

კონკრეტული გადაღებისთვის ფოტოგრაფთან, ფუდ-სტილისტთან და კლიენტთან ერთად შეირჩევა რეკვიზიტების სეტი. დამატებით სხვა საჭირო ნივთების მოძიება კადრისთვის პროპ-სტილისტის საქმეა. როგორც წესი, ფუდ-სტილისტი და პროპ-სტილისტი წყვილში მუშაობენ.

ფუდ-სტილისტზე უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ის საჭმელს ამზადებს გადაღებისთვის.

 

 

და ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: ფუდ-ფოტოგრაფი მხოლოდ „აჩხაკუნებს“?

არა, არა და არა. ფუდ-ფოტოგრაფი პასუხისმგებელია განათებაზე, კომპოზიციაზე, სტილზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა შერჩეულ ნივთზე სწორედ ფოტოგრაფი იღებს.

ხშირად, როდესაც ბიუჯეტი არ იძლევა სტილისტების დაქირავების საშუალებას, ფოტოგრაფია ყველაფერზე პასუხისმგებელი (საჭმლის კეთების გარდა).

მეც ვითავსებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიას: მაქვს რეკვიზიტების დიდი კოლექცია, რომელსაც წლებია ვაგროვებ, ვამზადებ კერძებს გადაღებისთვის და ვიღებ ფოტოს. ყველაფრის ერთად კეთება კი ძალიან შრომატევადი და რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

 

 

დამკვეთთან მუშაობისას ყოველთვის ვითხოვ რეფერენსს, რა მოსწონს კლიენტს. ვეცნობი ბრენდს და შევისწავლი ბრენდ-ბუქს (თუ აქვთ ასეთი). ამ ინფორმაციის საფუძველზე, ვადგენ რეკვიზიტების სეტს (ხშირად ვყიდულობ კონკრეტული გადაღებისთვის ან თვითონ ვამზადებ ფონებს), ვათანხმებ კლიენტთან და შემდეგ იგეგმება გადაღება.

არსებობს ფოტოგენური და არაფოტოგენური რეკვიზიტი. თვალი იმდენად მაქვს გავარჯიშებული, რომ 100 ნივთში შემიძლია ვიპოვო რაღაც საჩემო. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვყიდულობ, ეს ჩემი პროფესიის ნაწილია და კოლექციის მუდმივად განახლება აუცილებელია. ვიტყოდი, რომ შეპყრობილიც კი ვარ ამით.

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025
#OK! Mon Nuage  უფრო მეტი, ვიდრე დესერტი
Gastro

#OK! Mon Nuage უფრო მეტი, ვიდრე დესერტი

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „გამოგვწერეს“ – დათო ევგენიძე საავადმყოფოდან გამოწერეს!

#OK! „გამოგვწერეს“ – დათო ევგენიძე საავადმყოფოდან გამოწერეს!

May 10, 2023
#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

December 4, 2023
#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

August 3, 2022
#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

August 5, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის

#OK! ლუიზა ჩალათაშვილი – ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ ხედვას ხელოვნებად გარდაქმნის

August 6, 2025
#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

August 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები