რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პასუხისმგებლიანი ბიზნესი – „ლიბერთი“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია

November 2, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read
რეკლამა
რეკლამა

ბანკის საქმიანობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, „ლიბერთი“ მუდმივად ცდილობს ისეთი პროექტები და პროგრამები განახორციელოს, რომლებიც გაზრდიან ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ფინანსურ წიგნიერებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ ხედვის შედეგია კონკურსის გამარჯვებული პროექტი − „ტელეკლინიკა MyDoc“, რომელიც თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, თითქმის ერთი წელია რაც ხორციელდება. ამ საკითხზე OK! „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელს – თამარ ზაქარიაძეს ესაუბრა.

 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, რომელიც ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს მიზნად.

დაჯილდოების ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეარჩიეს. ჯამურად, ეს დოკუმენტი 17 პუნქტს აერთიანებს, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო კი, წელს ექვს ნომინაციაში იყო დაწესებული, რომელთაგან ერთ-ერთის − მე-9 მიზნის − ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – გამარჯვებული, პროექტით „ტელეკლინიკა MyDoc“ („ჩემი ექიმი“) „ლიბერთი“ გახდა.

 

გვიამბეთ „ტელეკლინიკა MyDoc“-ის შესახებ.

კონკურსის გამარჯვებული პროექტი − „ტელეკლინიკა MyDoc“ თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. პროექტის პარტნიორები არიან MyDoc − ტელემედიცინის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და უახლეს ტექნოლოგიებს ტელემედიცინის სფეროში და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში.

ამ პროექტის ფარგლებში, უფროსი თაობის ადამიანებისთვის, მობილური კლინიკების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება დისტანციურად, ყველაზე მოშორებულ სოფლებსა და რეგიონებშიც კი. მობილური კლინიკის მეშვეობით, ხანდაზმულ და სოციალურად დაუცველ მომხმარებლებს კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო კვლევები. დღემდე, „ტელეკლინიკა MyDoc“-მა, „ლიბერთის“ მობილური ბანკის მანქანებთან ერთად, უკვე განახორციელა ვიზიტი 112 სოფელში. შედეგად, გამოკვლევა ჩაიტარა 2000-მდე უფროსი თაობის ადამიანმა და მოხდა მათი გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან.

 

„ლიბერთი“ უკვე მრავალი წელია შეფერხების გარეშე ემსახურება მომხმარებლებს და ანაწილებს პენსიებსა და სხვა სახელმწიფო გასაცემლებს მოშორებულ სოფლებსა თუ მთიან რეგიონებში საკუთარი, ინოვაციური ბანკის მანქანებით. სწორედ ამ მობილური ბანკის მანქანებთან ერთად დაიგეგმა ვიზიტები რეგიონების მოსახლეობასთან და მათთვის გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და რესპირატორული სისტემების სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება. პროექტის მიზანია სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და ტელემედიცინის კონსულტაციების ჩატარება შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალისტების დახმარებით. შედეგად, ჩვენს მომხმარებელს საბანკო მომსახურებასთან ერთად, სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობაც ეძლევა.

საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს სადიაგნოსტიკო სკრინინგი და დისტანციური კონსულტაცია უტარდებათ ამერიკული ჰოსპიტლის ექიმებისა და სპეციალისტების მიერ. „ტელეკლინიკა MyDoc“ ყველა ბენეფიციარისთვის ქმნის და ინახავს ინდივიდუალურ, დაცულ სამედიცინო ელექტრონული ბარათს, რომელზეც გენერირდება თითოეული სამედიცინო შემოწმების შედეგები და რომლის გამოყენება ბენეფიციარებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

 

 

როგორ გაჩნდა MyDoc-ის განხორციელების იდეა?

MyDoc პროექტი იმდენად კომპლექსური და მრავლისმომცველია, რომ გარკვეულწილად ინდიკატორიც კი გახდა ჩვენთვის იმისა, თუ რამდენად სწორ გზას ვადგავართ მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობაში და რაოდენ დიდ სარგებელს მოვუტანთ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

 „ლიბერთის“ მოძრავი ბანკის მანქანები მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე ემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, ჩავატარეთ შესაბამისი გამოკითხვები და მომხმარებლის საჭიროებების კვლევები. გარდა ამისა, ვიცით რომ საქართველოში მნიშვნელოვანია ადრეულ სკრინინგებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან დამკვიდრებული ჩვეულების გამო, იშვიათად დავდივართ ექიმებთან დიაგნოსტიკის მიზნით. MyDoc კი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, რომლებიც რაიონული ცენტრებიდან შორს ცხოვრობენ და ფიზიკურად ვერ მიდიან ექიმებთან. ვფიქრობთ, ჯანმრთელობა ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, − აცხადებს თამარ ზაქარიაძე, − „ეს ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენი და პარტნიორების მიერ დღემდე განხორციელებული კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებისა, რაც სტიმულს გვმატებს სამომავლოდ ამ მიმართულებით მეტი აქტიურობისათვის.

აღნიშნული ნომინაციის გარდა, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსზე, „ლიბერთის“ კიდევ სამი პროექტი ჰქონდა წარდგენილი: ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის, შშმ-პირების მისაწვდომობის პროექტი და განათლება თავისუფლებისათვის. გვიამბეთ ამის შესახებ.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის 3,5 წლიანი პროექტი გახლავთ, რომელსაც ახორციელებს „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მხარდამჭერები კი „ლიბერთი“ და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი არიან.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების (18-იდან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობაზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე.

„ლიბერთიმ“ სპეციალურად პროექტის სასწავლო პროგრამისთვის შექმნა ფინანსური წიგნიერების სამეტაპიანი სასწავლო მოდული, რომელსაც 1500 ახალგაზრდა გაივლის. ტრენინგს კი „ლიბერთის“ თანამშრომლები ჩაატარებენ.

 

 

შშმ-პირების მისაწვდომობის პროექტი დაფუძნებულია შშმ-პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტზე, რომელიც „ლიბერთიმ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის“ და მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • შშმ-პირებისთვის ბანკის ფიზიკური მისაწვდომობის შესწავლა
  • ბანკის სერვისების მისაწვდომობის პროცესის შესწავლა
  • შშმ-პირთა მისაწვდომობის სამოქმედო გეგმის შექმნა და განხორციელება
  • „ლიბერთის“ თანამშრომლების გადამზადება
  • კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება

ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის მომზადება მიმდინარეობს. „ლიბერთის“ თანამშრომლებისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურად ტარდება ტრენინგების ნაწილი თემაზე − „შშმ-პირთა უფლებები“.

ხარისხიანი განათლების ხელშესაწყობად, „ლიბერთი“ ახორციელებს არაერთ პროექტს, რაც მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. „მზიურმცოდნე“ ერთ-ერთი ასეთი საგანმანათლებლო პროექტია ბავშვებისათვის, რომელიც „კაფე მზიურთან“ ერთად ხორციელდება. 4 კვირის განმავლობაში, შაბათ-კვირას, „მზიურის“ ღია სივრცეში მონაწილეები ეცნობიან კურსს ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური გარემოს შესახებ.

წელს, „ლიბერთი“ გახდა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის (Millennium Innovation Award) სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც ახორციელებს ათასწლეულის ფონდი (Millennium Foundation) − ეს გახლავთ ეროვნული სამეცნიერო კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეებისთვის.

ჩართული ვართ თითქმის ყველა პროექტში, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

საინტერესოა თქვენი მუშაობა ქალთა გაძლიერების კუთხითაც…

დიახ, „ლიბერთი“ არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანია საქართველოში. ჩართული ვართ ქალი მეწარმეების გადამზადების პროგრამაში. ასევე, „ლიბერთი“ უკვე ორი წელია გოგონათა საფეხბურთო გუნდ „ლანჩხუთის“ ფინანსური მხარდამჭერი და მეგობარია.

ზოგადად, „ლიბერთი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია წელს წარვადგინეთ. სტრატეგიის მთავარი მიმართულება – განათლებაა. განათლება კი, თავის მხრივ, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს: განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, ფინანსური წიგნიერება, ცნობიერების ამაღლება ისეთ თემებზე, როგორიც არის თანასწორი უფლებები, ქალების გაძლიერება, ინკლუზიური სერვისი. ამიტომ, ძალიან მოხარული ვართ, რომ ერთ-ერთმა პროექტმა უკვე მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის, აშშ-ისა და შვედეთის მთავრობების ასეთი მაღალი შეფასება და აღიარება.

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი
Health & Beauty

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

February 7, 2023
OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP
ინტერვიუ

OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP

February 1, 2023
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli
ინტერვიუ

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
OK! სუფთა სამყარო – კომპანია, რომელიც სუფთა გარემოს ქმნის
Uncategorized

OK! სუფთა სამყარო – კომპანია, რომელიც სუფთა გარემოს ქმნის

February 1, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

#OK! ჯიჯი ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

July 9, 2021
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

March 8, 2021
#OK! საშემოდგომო სტილის ინსპირაცია ჯიჯი ჰადიდისგან: მოდელის ფერადი იმიჯი!

#OK! საშემოდგომო სტილის ინსპირაცია ჯიჯი ჰადიდისგან: მოდელის ფერადი იმიჯი!

September 9, 2021
#OK! კორტნი კარდაშიანი 132 ფუნტის ღირებულების სამოსით! ვარსკვლავი Skims-ს არეკლამებს!

#OK! კორტნი კარდაშიანი 132 ფუნტის ღირებულების სამოსით! ვარსკვლავი Skims-ს არეკლამებს!

April 8, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! გაატარეთ წელიწადის ყველა დრო Holiday Borjomi-ში

February 6, 2023
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

February 4, 2023
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

February 6, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×