• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! არტიზანული საცხობი „ბატონები“ − თქვენი იდეალური დღის დასაწყისი

May 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საუზმეზე ახალგამომცხვარი, სურნელოვანი ფუნთუშეული და იტალიური ყავა − სწორედ ასეთი იდეალური დღის დასაწყისს გთავაზობთ არტიზანული საცხობი „ბატონები“, სადაც შეძლებთ არტიზანული პროდუქციის მირთმევას. ორგანული ინგრედიენტებით დამზადებულ კერძებთან ერთად თქვენ დაგხვდებათ მყუდრო ატმოსფერო, სადაც შეგიძლიათ წაიხემსოთ, გაატაროთ სასიამოვნო საღამო მეგობართან ერთად ჭიქა ყავის თანხლებით, ან სულაც სახლისკენ მიმავალმა, საყვარელი ტკბილეული ხელს გააყოლოთ. „ბატონების“ პროდუქციაზე უფრო დეტალურად #OK!-ის ესაუბრა მარკეტინგის მენეჯერი ნუცა ადამია და მთავარი შეფი − ავთანდილ ცეცხლაძე.

„ბატონების“ კონცეფცია…

(ნუცა): „ბატონები“ არტიზანული საცხობის ქსელია, სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ხელნაკეთი, ორგანული ინგრედიენტებით მომზადებული პურ-ფუნთუშეული, არომატული ტკბილეულის განსხვავებულ ვარიაციები და ჯანსაღი სენდვიჩები თუ სალათები.

არტიზანულ პროდუქციას ინდივიდუალიზმი გამოარჩევს. მისი მომზადებისას გათვალისწინებულია არა მხოლოდ გემოვნური თვისებები, არამედ ესთეტიკური, კულტურული და ტრადიციული ასპექტებიც. „ბატონებში“ თითოეული პროდუქტი ხელით, დიდი ენთუზიაზმითა და სიფაქიზით იქმნება იმისათვის, რომ დახლებზე მუდმივად ახალი, გემრიელი ნაწარმი დაგახვედროთ.

რის დაგემოვნებაა შესაძლებელი „ბატონებში“?

(ავთანდილი): განსხვავებული გემოს მოყვარულებს სხვადასხვა სახეობის პურს ვთავაზობთ, მათ შორის წიპწის, ნიგვზისა და მარცვლეულის შემადგენლობით. პური ტრადიციული არტიზანული მეთოდით ცხვება, მხოლოდ ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისა და ბუნებრივი საფუარის გამოყენებით. პურის ცხობისთვის მეტი დათმობილი დრო უკეთეს გემოსა და ხარისხს ნიშნავს. ამიტომ ჩვენი მცხობელები გულდასმით მიჰყვებიან ცხობის თითოეულ ეტაპს.

ფუნთუშეულის ნებისმიერი სახეობა ჰაეროვანი და ნაზი სტრუქტურით გამოირჩევა, რაც მისი მომზადების სწორი მეთოდითაა განპირობებული. კრუასანები, ბრიოში და ფუნთუშა, ციტრუსის, კენკრის, ვანილისა თუ შოკოლადის შიგთავსით, აუცილებლად დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს თქვენს ყოველდღიურობაში.

ნამცხვრები ხელნაკეთი და უნიკალურია, რომელთაც ჩვენი კონდიტერი გულდასმითა და მზრუნველობით ამზადებს, ესთეტიკისა და გემოს საუკეთესო სინთეზის მისაღებად.

სენდვიჩები/სალათები − გემრიელად წასახემსებლად, ჩვენს დახლებზე ორგანული ინგრედიენტებით მომზადებული პროდუქციის განსხვავებულ სახეობებს შეხვდები, მათ შორის − ვეგანურ ვარიაციებსაც. თითოეული სალათისა თუ სენდვიჩის მრავალფეროვანი შემადგენლობა სწორადაა დაბალანსებული იმისათვის, რომ დღის განმავლობაში ორგანიზმი საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით შეივსოს.

(ნუცა): კაფე „ბატონებში“ შეგიძლიათ იტალიური პრემიუმხარისხის ბრენდის ყავის − Lucaffe-ს დაგემოვნება, რომელიც ჩვენს ქალაქში სხვაგან არ არის. ტრადიციული არტიზანული მეთოდით მოხალული მარცვლები იდეალურად ინარჩუნებს კლასიკური ყავის ყველა სასარგებლო თვისებასა და დაუვიწყარ არომატს. რბილი, სასიამოვნო გემო კი მას იდეალურს ხდის დღის ნებისმიერ მონაკვეთში მისართმევად. გარდა ამისა, „ბატონებში“ გიმასპინძლებთ როგორც კლასიკური შავი ან მწვანე ჩაით, ასევე მცენარეული, ველური მოცვის, ტყის კენკრისა და ციტრუსის ვარიაციებით. თითოეული სახეობის ჩაი უმაღლესი ხარისხისაა.

სამომავლო გეგმები…

„ბატონებს“ საკმაოდ დიდი და საინტერესო გეგმები აქვს: სამომავლოდ გვინდა მომხმარებელს რამდენიმე მიმართულება შევთავაზოთ, როგორც არტიზანული საცხობის, ასევე არტიზანული რესტორნების მიმართულებით. რამდენიმე თვეში შეძლებთ „ბატონების“ არტიზანული რესტორნის დაგემოვნებას გიორგი ლეონიძის 12 ნომერში, სადაც ჩვენი შეფი განსხვავებული და გამორჩეული კერძებით გაგიმასპინძლდებათ.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი. მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ საინტერესო, განსხვავებული და მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ბრენდი.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორია ნატა გაგუას ერთი დღის კვების რაციონი?

#OK! როგორია ნატა გაგუას ერთი დღის კვების რაციონი?

July 8, 2022
#OK! „მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა აჩიკო სოლოღაშვილს  

#OK! „მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა აჩიკო სოლოღაშვილს  

January 27, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის წინააღმდეგ! ვარსკვლავური წყვილის მრავალწლიანი დავა

#OK! ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის წინააღმდეგ! ვარსკვლავური წყვილის მრავალწლიანი დავა

October 7, 2022
#OK! ჭიქა ღვინოსთან – მიხეილ ცაგარელი (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – მიხეილ ცაგარელი (ვიდეო)

April 2, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

January 30, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026
#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

January 29, 2026
#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები