• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty
Healthy vanilla chia pudding in a glass with fresh berries

Healthy vanilla chia pudding in a glass with fresh berries

#OK! როგორია ნატა გაგუას ერთი დღის კვების რაციონი?

ივლისი 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჯანსაღი კვება თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენი კვების რაციონი დავტვირთოთ რაც შეიძლება სასარგებლო პროდუქტებით, მით უფრო ზაფხულში, რადგან წლის ამ სეზონზე უამრავი ხილი და ბოსტნეულია ხელმისაწვდომი.

ჟურნალი OK! გთავაზობთ HEALTH AND BEAUTY BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ნატა გაგუას კვების რაციონს, რომელიც დატვირთულია უამრავი ჯანსაღი და სასრგებლო პროდუქტით:

 

 

საზაფხულო კვების რაციონი:


პირველი კვება: ჩიას პუდინგი ან ჰერკულესი ხილითა და ნუშით.

მეორე კვება: სეზონური ხილი (მარწყვი, ჟოლო, ალუჩა) 200 გრ ან 20 ცალი ნუში.

მესამე კვება: ყველი (სულგუნი, იმერული) − 60 გრ; უცხიმოდ გამომცხვარი მჭადი − 120 გრ; პომიდორი (საშუალო ზომის) − 1 ცალი.

მეოთხე კვება: 1 ცალი კვერცხის და 2 ცალი კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი კიტრით (იხ. რეცეპტი).

მთელი დღის განმავლობაში: წყალი − 2 ლიტრი; მცენარეული ზეთი − სუფრის კოვზი. მარილი − ½ ჩაის კოვზი; 25 გრამი შავი შოკოლადი, ან 2 ჩაის კოვზი თაფლი, ან 2 ჩაის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი. 2 ფინჯანი ყავა.


ჩიას პუდინგი:

200 გრ ნუშის რძეს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, ჩაის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, ან 4 ცალი უკურკო ფინიკი, ცოტა ვანილი. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში, შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით. მზა პუდინგი მორთეთ 100 გრ სეზონური ხილით. ნუშის რძე შეიძლება შეცვალოთ ქოქოსის ან თხილის რძით, ან ნებისმიერი ახლად გამოწურული წვენით.


ჰერკულესი ხილითა და ნუშით:

2 სუფრის კოვზი ჰერკულესი, 5 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი, 1 ცალი ვაშლი (გახეხილი კანიანად) ან 2 ცალი გარგარი (გახეხილი),  ჩაის კოვზი ყავისფერი (ლერწმის) შაქარი, ან თაფლი, ან ნეკერჩხლის სიროფი, ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ცალი ნუში (გახეხილი ან წვრილად დაჭრილი). წინა ღამით ჰერკულესს დაასხით ადუღებული წყალი. დილით დაუმატეთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები.

 


ომლეტი კიტრით:

  • 1 ცალი კვერცხი და 2 ცალი კვერცხის ცილა;
  • ½ თავი ხახვი (საშუალო ზომის);
  • 1 ცალი კიტრი (საშუალო ზომის);
  • 15 გრამი ოხრახუში;
  • 10 გრამი ახალი კარაქი;
  • ჰიმალაის მარილი, თეთრი წიწაკა − ზომიერად.

მომზადება:

ხახვი და კიტრი დავჭრათ კუბებად. ოხრახუში დავჭრათ წვრილად. ავთქვიფოთ კვერცხი, ჩავამატოთ კიტრი, ხახვი, ოხრახუში და შევწვათ მიღებული მასა კარაქში ორივე მხრიდან, მომზადებულ ომლეტს მოვაყაროთ ჰიმალაის მარილი და თეთრი წიწაკა ზომიერად.

 


P.S.: თუ დრო მაქვს, ზაფხულში წყლის ნაცვლად ვიმზადებ სასის წყალს. სასის წყლის კლასიკური რეცეპტი ასეთია: 2 ლიტრ ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალს უნდა დაამატოთ 1 ს/კ გახეხილი, ფაფის კონსისტენციის ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი და 10-12 ფოთოლი პიტნა, მსუბუქად დასრესილი. სასმელი უნდა მოამზადოთ საღამოს და შეინახოთ მაცივარში.

არსებობს ვარიაცია ლიმონითაც: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს ემატება დაჭრილი ლიმონი. მომზადება უმჯობესია საღამოს, რადგან დროა საჭირო იმისათვის, რათა ნაყენი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. უპირველესად, კარგად გარეცხეთ პროდუქტები: ლიმონი, კიტრი, ჯანჯაფილი და პიტნა (უმჯობესია, ყველაფერი თბილ, გამდინარე წყალში გაირეცხოს). მიღებული ნაყენი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ.

სასის წყლის მიღების წესები: ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი; კიტრსა და ლიმონს კანიანად ვიყენებთ; ნუ დატოვებთ სასმელს მზიან ადგილას ან სითბოში; ნუ მიიღებთ ამ სასმელს დღეში 2 ლიტრზე მეტს − ეს დიდი დატვირთვა იქნება თირკმელებისთვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის; ერთ ჯერზე მხოლოდ 200 მლ. მიირთვით; წყლის ბოლო ულუფა 17 საათამდე მიიღეთ; დალევის წინ შეგიძლიათ გაწუროთ სასმელი.

კარგი იქნება რაციონიდან ამოიღოთ გაზიანი სასმელი, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ).

ნუ მიიღებთ სასის წყალს: თუ ალერგიული ხართ მის რომელიღაც კომპონენტზე; გაწუხებთ გასტრიტი; ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ან თირკმელები. სასის წყალი მიიღეთ 7 დღე, შემდეგ მინიმუმ 14 დღე დაისვენეთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.
Health & Beauty

#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

აგვისტო 11, 2022
#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ
Health & Beauty

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

აგვისტო 4, 2022
#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს
Health & Beauty

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

აგვისტო 4, 2022
#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან
Health & Beauty

#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! 52 წლის ჯენიფერ ლოპესი Halftime-ის პრემიერაზე “ტომ ფორდის” კაბით გამოჩნდა

#OK! 52 წლის ჯენიფერ ლოპესი Halftime-ის პრემიერაზე “ტომ ფორდის” კაბით გამოჩნდა

ივნისი 9, 2022
#OK! დღეს პირს ბროსნანი 69 წლის გახდა – წარმოგიდგენთ მსახიობის ბევრისთვის აქამდე უცნობ ფოტოებს 90-იანი წლებიდან

#OK! დღეს პირს ბროსნანი 69 წლის გახდა – წარმოგიდგენთ მსახიობის ბევრისთვის აქამდე უცნობ ფოტოებს 90-იანი წლებიდან

მაისი 18, 2022
#OK! დღეს ლინდა ევანჯელისტა 57 წლის გახდა – 90-იანების საკულტო სუპერმოდელი იუბილარია

#OK! დღეს ლინდა ევანჯელისტა 57 წლის გახდა – 90-იანების საკულტო სუპერმოდელი იუბილარია

მაისი 10, 2022
#OK! კარა დელევინი Puma-სთვის! მოდელი ბრენდის ფერად კამპანიაში!

#OK! კარა დელევინი Puma-სთვის! მოდელი ბრენდის ფერად კამპანიაში!

მაისი 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

აგვისტო 11, 2022
#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

აგვისტო 7, 2022
#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

აგვისტო 8, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

აგვისტო 11, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×