• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! საქართველოდან იტალიამდე, მოგონებებიდან წიგნამდე – ლიზა ხარებავა სადებიუტო რომანის, “THROUGH THE ASHES”- ის შესახებ

November 28, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სიბნელე სამუდამოდ არ გრძელდება – ყველაზე ძლიერი სინათლე სწორედ ფერფლის შემდეგ ჩნდება…

 

ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ადამიანი საკუთარ წარსულს უბრუნდება და ცდილობს, სიტყვებად აქციოს ყველაფერი, რასაც გულში ინახავდა.

26 წლის ქართველი ავტორის, ლიზა ხარებავასთვის სწორედ ასე დაიწყო პირველი წიგნის, THROUGH THE ASHES-ის შექმნის ისტორია. იტალიაში სწავლის მიზნით წასულმა ერთ წვიმიან საღამოს პირადი ჩანაწერების გაკეთება დაიწყო, თუმცა ეს ჩანაწერები თანდათან 506-გვერდიან რომანად იქცა.

ნაწარმოებში ერთმანეთს ერწყმის ბავშვობის მოგონებები, 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე გამოცდილება, საქართველოდან წასვლა, უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყება, სიყვარული და საკუთარი იდენტობის ძიება.

OK! magazine-თან ინტერვიუში ლიზა გვიყვება ემიგრაციაში გატარებულ წლებზე, წიგნის შექმნის პროცესსა და იმ სათქმელზე, რომლის გაზიარებაც მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ გაგვაცნობდით საკუთარ თავს ჩვენს მკითხველს?

მე ვარ ლიზა ხარებავა, 26 წლის ქართველი მწერალი, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. პროფესიულად ციფრული მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანების ისტორიები, მათი შინაგანი სამყარო, ემოციები და ის გამოცდილებები, რომლებიც ადამიანს ცვლის და აყალიბებს.

ჩემთვის წერა მხოლოდ სიტყვების ფურცელზე გადატანა არ არის – ეს საკუთარი ფიქრების, მოგონებებისა და განცდების გააზრების საშუალებაა. მიყვარს დაკვირვება, ახალი გარემოს აღმოჩენა და ადამიანების უკეთ გაცნობა. ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ისტორია, რომელიც ზოგჯერ ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი გვაძლევს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობას.

ჩემი პირველი წიგნი, THROUGH THE ASHES, სწორედ ამ ინტერესებიდან და შინაგანი გამოცდილებებიდან დაიბადა. ის რეალური განცდებით შთაგონებულ ამბებსა და მხატვრულ წარმოსახვას აერთიანებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა წიგნში მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია კი არა, საკუთარი ემოციებისა და გამოცდილებების გამოძახილიც იპოვოს.

 

რამდენი წელია, რაც იტალიაში ცხოვრობთ? რა გახდა საქართველოდან წასვლის მიზეზი?

იტალიაში 21 წლის ასაკში, სწავლის მიზნით ჩამოვედი. ეს იყო ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. მინდოდა, აღმომეჩინა ახალი გარემო, მიმეღო განსხვავებული გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა.

თუმცა საქართველოდან სხვა ქვეყანაში გადასვლა მხოლოდ ახალი ადგილის აღმოჩენა არ ყოფილა. ეს საკუთარი თავის ხელახლა გაცნობაცაა. დამოუკიდებლობა, მარტოობა, ახალი გამოწვევები და პასუხისმგებლობა ის გამოცდილებებია, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

ჩამოსვლისთანავე უამრავი საკითხის ერთდროულად მოგვარება მომიწია: სად ვიცხოვრებდი, სად ვიმუშავებდი და როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას სრულიად ახალ გარემოში.

თავიდან სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი – მათ შორის ბარში და სასტუმროში, მიმღების პოზიციაზე. იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვშრომობდი. ჩემი მიზანი მხოლოდ ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება არ ყოფილა. ყოველთვის მქონდა შინაგანი განცდა, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მეშრომა, რაღაც შემექმნა და ცხოვრებაში უფრო მეტისთვის მიმეღწია.

 

გახსოვთ თქვენი პირველი დღეები იტალიაში? როგორი იყო ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი?

ჩემი პირველი პერიოდი იტალიაში საკმაოდ რთული და ამავდროულად გარდამტეხი აღმოჩნდა.

ჩამოსვლისთანავე მომიწია დამოუკიდებლად საცხოვრებლისა და სამსახურის მოძებნა, ყოველდღიური საკითხების მოგვარება და სრულიად ახალ რეალობასთან შეგუება. ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა.

მახსოვს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მქონდა საკუთარ თავზე აღებული. ვმუშაობდი, დამოუკიდებლად ვუზრუნველყოფდი ჩემს საცხოვრებელს და ამავდროულად ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა სწავლა და პროფესიული განვითარება.

განსაკუთრებით რთული იყო იმის გააზრება, რომ უცხო ქვეყანაში ყველაფერი თავიდან უნდა ამეწყო. თუმცა სწორედ ამ პერიოდმა მასწავლა დამოუკიდებლობა, მოთმინება და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა.

დღეს რომ უკან ვიხედები, ვხვდები, რომ იტალიაში გატარებული პირველი პერიოდი მხოლოდ ახალ გარემოსთან შეგუება არ ყოფილა – ეს იყო საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპი.

 

 

რას საქმიანობთ იტალიაში და როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

ჩემი პროფესიული გზა ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებას უკავშირდება.

საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში სტომატოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა სწავლა არ დამისრულებია. იტალიაში ცხოვრების პერიოდში მივხვდი, რომ მინდოდა ამერჩია მიმართულება, რომლის მიმართაც ნამდვილად მქონდა ინტერესი და შინაგანი მოტივაცია.

გადავწყვიტე, სწავლა ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით გამეგრძელებინა. ამისთვის უამრავ უნივერსიტეტს დავუკავშირდი და საბოლოოდ MIU University-ში დავიწყე სწავლა.

ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა. სამსახურის შემდეგ ხშირად ძალიან დაღლილი ვიყავი, თუმცა სწავლის გაგრძელება ჩემთვის პრიორიტეტად დარჩა. საბოლოოდ, შევძელი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება და დიპლომის მიღება.

ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ზოგჯერ მიმართულების შეცვლა უკან გადადგმული ნაბიჯი კი არა, საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და სწორი გზის პოვნაა.

დღეს ჩემი საქმიანობა ციფრული მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროს უკავშირდება. ამასთანავე, ჩემთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითი საქმიანობა და ახალი იდეების განვითარება.

 

მოგვიყევით თქვენი წიგნის შესახებ…

ჩემი პირველი წიგნია THROUGH THE ASHES – ფსიქოლოგიური და დრამატული რომანი, რომელიც რეალური გამოცდილებებით, მოგონებებითა და ემოციებით არის შთაგონებული და მხატვრულ წარმოსახვასთან არის გადახლართული.

წიგნი არ წარმოადგენს ჩემი ცხოვრების პირდაპირ ავტობიოგრაფიას. მასში რეალური განცდები და გამოცდილებები მხატვრულ გამონაგონს ერწყმის და დამოუკიდებელ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის.

ნაწარმოები ეხება მეხსიერებას, იდენტობას, სიყვარულს, დანაკარგს, ბავშვობის გამოცდილებებს, შინაგან ბრძოლასა და თავისუფლების ძიებას.

მინდა, მკითხველმა დაინახოს, რომ ეს არ არის მხოლოდ წარსულში მომხდარი მოვლენების ისტორია. ეს არის ადამიანზე, მის შინაგან ცვლილებებსა და იმ გზაზე თხრობა, რომელსაც საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად გადის.

წიგნი ინგლისურ ენაზეა დაწერილი და ამჟამად Amazon KDP-ზე გამოსაცემად მზადდება. ხელნაწერზე, რედაქტირებასა და დიზაინზე მუშაობის პროცესი უკვე დასრულებულია.

 

 

როდის გაჩნდა პირველად წიგნის დაწერის იდეა? გახსოვთ მომენტი, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ თქვენი სათქმელი წიგნად უნდა ქცეულიყო?

ეს იდეა სრულიად მოულოდნელად, ერთ ჩვეულებრივ წვიმიან საღამოს გაჩნდა.

იმ პერიოდში იტალიაში ცხოვრების ახალი ეტაპი მქონდა. სამსახური, სწავლა, საცხოვრებლის შეცვლა და საბუთებთან დაკავშირებული საკითხები ერთდროულად მოითხოვდა ჩემს ყურადღებას. ახალ ქალაქში გადავედი და ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა მოსაგვარებელი.

მახსოვს, ერთ საღამოს სახლში ვიჯექი, ჩაის ვსვამდი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. უამრავი კითხვა, მოგონება და განცდა მიტრიალებდა თავში.

ზუსტად არ მახსოვს, როგორ გამიჩნდა ეს იდეა, მაგრამ უცებ გადავწყვიტე, ჩემი ფიქრები ჩამეწერა. ლეპტოპი ავიღე და წერა დავიწყე.

თავდაპირველად ეს მხოლოდ პირადი ჩანაწერები იყო. ვწერდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობდი და რასაც წლების განმავლობაში ჩემში ვატარებდი.

თუმცა მომდევნო კვირებში ჩანაწერები ნელ-ნელა იცვლებოდა. იდეები ერთმანეთს უკავშირდებოდა, პერსონაჟები და მოვლენები იკვეთებოდა და მივხვდი, რომ ეს უკვე მხოლოდ პირადი ჩანაწერები აღარ იყო.

სწორედ ასე გაჩნდა THROUGH THE ASHES-ის იდეა – ყოველგვარი წინასწარი გეგმისა და დიდი მოლოდინის გარეშე, ერთ წვიმიან საღამოს, ფინჯან ჩაისთან ერთად.

 

რა არის წიგნის მთავარი სათქმელი? რაზე მოუყვებით მკითხველს?

ჩემი წიგნის მთავარი სათქმელი ადამიანის შინაგან სამყაროს, მეხსიერებასა და ცვლილებას უკავშირდება.

მკითხველი ეცნობა ისტორიას, რომელშიც ბავშვობის გამოცდილებები, წარსულის კვალი, სიყვარული, დანაკარგი და საკუთარი იდენტობის ძიება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.

მნიშვნელოვანი იყო მეჩვენებინა, როგორ შეიძლება წარსულმა გავლენა მოახდინოს ადამიანის აწმყოსა და მომავალზე, თუმცა ამავდროულად როგორ შეუძლია ადამიანს, საკუთარი ცხოვრება თავად განსაზღვროს.

არ მინდოდა შემექმნა მხოლოდ ტკივილის ან ტრავმის ისტორია. მინდოდა, წიგნში ყოფილიყო სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები, შინაგანი წინააღმდეგობები, იმედი და თავისუფლებისკენ სწრაფვა.

THROUGH THE ASHES-ის ერთ-ერთი მთავარი აზრი კი ასეთია: ადამიანი მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რაც მის ცხოვრებაში მოხდა. მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ ხდება ამის შემდეგ.

 

 

რამდენ ხანს მუშაობდით წიგნზე და რა იყო მისი შექმნის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა?

წიგნის შექმნის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველი ჩანაწერებიდან თანდათან ჩამოყალიბდა სრულფასოვანი რომანი. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ხელნაწერი უკვე 180 გვერდს მოიცავდა.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩანაწერები საბოლოოდ 506-გვერდიან წიგნად გადაიქცეოდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო რეალური ემოციების მხატვრულ ისტორიად გარდაქმნა. მინდოდა, შემენარჩუნებინა განცდების ავთენტურობა, მაგრამ ამავდროულად შემექმნა დამოუკიდებელი ლიტერატურული სამყარო.

როდესაც ხელნაწერი დავასრულე, გადავწყვიტე, მისი შეფასება ჩემთვის ახლობელი ადამიანისთვის მეთხოვა. სწორედ მან მირჩია, რომ ამდენი შრომისა და ემოციის შემდეგ წიგნი მხოლოდ ლეპტოპში არ დამეტოვებინა და მკითხველისთვის გამეზიარებინა.

ამის შემდეგ მილანში წავედი, გავიცანი გამომცემლობის სფეროში მომუშავე ადამიანები და დავიწყე წიგნის გამოცემისთვის მომზადების პროცესი.

სარედაქციო პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წიგნს შეენარჩუნებინა თავდაპირველი ემოცია, ავტორის ხმა და სათქმელი. პარალელურად ვმუშაობდი ყდის დიზაინზეც, რადგან მინდოდა, ვიზუალურადაც გადმოცემულიყო ნაწარმოების განწყობა.

საბოლოოდ, ის, რაც ერთ ჩვეულებრივ საღამოს პირადი ჩანაწერებით დაიწყო, დასრულებულ რომანად იქცა.

 

ვიცით, რომ წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომის თემასაც ეხებით. რატომ გადაწყვიტეთ ამ ტრაგიკული მოვლენების წიგნში ასახვა?

2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენაა. ჩემთვის კი ეს მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის – ეს ჩემი ბავშვობის ნაწილია, მოგონებები, რომლებიც დღემდე ჩემთან ერთად ცხოვრობს.

ომის დროს რვა წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბევრი რამის გააზრება არ შემეძლო, მახსოვს შიში, გაურკვევლობა, ოჯახთან განშორების განცდა და გარემო, რომელშიც ბავშვობა სრულიად მოულოდნელად შეიცვალა.

წიგნის წერისას მივხვდი, რომ ამ მოგონებების გვერდის ავლა არ შემეძლო. სწორედ ამიტომ წიგნის დასაწყისის დაახლოებით პირველი ათი გვერდი 2008 წლის აგვისტოს ომსა და იმ მოვლენებს ეთმობა, რომლებიც პირადად გამოვიარე. მინდოდა, მკითხველისთვის ეს ამბავი მხოლოდ ისტორიული ფაქტების სახით კი არა, ბავშვის თვალით დანახული და განცდილი რეალობის სახით გამეზიარებინა.

არ მინდოდა, ომი მხოლოდ ნაწარმოების ფონად წარმომეჩინა. მინდოდა, მეჩვენებინა მისი ადამიანური მხარე, რომელსაც ხშირად ვერ ვხედავთ – როგორ აღიქვამს ომს ბავშვი, რას გრძნობს დედა, როდესაც შვილების გადარჩენას ცდილობს, რას ნიშნავს მამისგან დაშორება ისე, რომ არ იცი, კიდევ შეხვდები თუ არა მას.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ მოვლენების ბავშვის თვალით გადმოცემა, რადგან ბავშვობაში განცდილი ზოგიერთი მომენტი წლების შემდეგაც არ კარგავს თავის სიმძაფრეს. დღეს, უკვე ზრდასრულ ასაკში, ამ მოგონებებს სხვაგვარად ვუყურებ და უკეთ ვიაზრებ იმას, რაც მაშინ ხდებოდა.

მჯერა, რომ ზოგჯერ პირადი მოგონებები ისტორიას უფრო ახლოს გვაგრძნობინებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს გამოცდილებები THROUGH THE ASHES-ის ნაწილად მექცია. მსურდა, ეს ისტორია მხოლოდ ჩემში არ დარჩენილიყო და იმ ადამიანებამდეც მისულიყო, რომლებსაც შესაძლოა მსგავსი გამოცდილება ჰქონდეთ.

 

თქვენი აზრით, რამდენად კარგად იცნობს ახალგაზრდა თაობა აგვისტოს ომის ისტორიას და მის შედეგებს?

ვფიქრობ, დღევანდელმა ახალგაზრდებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გარკვეული ინფორმაცია იციან, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სრულად აცნობიერებენ მის ადამიანურ და გრძელვადიან შედეგებს.

ისტორიის ცოდნა მხოლოდ თარიღების, მოვლენებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამახსოვრება არ არის. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რა მოხდა ადამიანების ცხოვრებაში – რამდენმა ოჯახმა დაკარგა სახლი, რამდენი ბავშვი აღმოჩნდა ომის შუაგულში, რამდენ ადამიანს მოუწია საყვარელ ადამიანებთან განშორება და რამდენი მოგონება დარჩა იმ ადგილებში, სადაც ოდესღაც ჩვეულებრივი ცხოვრება მიმდინარეობდა.

ჩემი აზრით, ამ ისტორიაზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თაობისთვის, რომელსაც ომი პირადად არ განუცდია. შესაძლოა, მათთვის ეს მხოლოდ სახელმძღვანელოში წაკითხული მოვლენაა, მაგრამ თითოეული ასეთი მოვლენის უკან რეალური ადამიანების ცხოვრება დგას.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, წიგნში ეს გამოცდილებები პირადი მოგონებებისა და ბავშვის თვალით დამენახა. ზოგჯერ ერთი ადამიანის ისტორია მკითხველს იმ რეალობასთან უფრო ახლოს მიიყვანს, რომლის წარმოდგენაც მხოლოდ ისტორიული ფაქტებით რთულია.

არ მინდა, ჩემი წიგნი მხოლოდ წარსულის გახსენებად დარჩეს. მინდა, მან ახალგაზრდები დააფიქროს მშვიდობის მნიშვნელობაზე, ადამიანურ თანაგრძნობასა და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა.

არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა, თუმცა ამავე დროს არ უნდა დავუშვათ, რომ წარსულის ტკივილმა მომავლის შექმნის შესაძლებლობა წაგვართვას.

მიუხედავად იმისა, რომ THROUGH THE ASHES ომისა და ბავშვობის მტკივნეული მოგონებებით იწყება, წიგნი მხოლოდ ამ მოვლენებს არ ეძღვნება. სინამდვილეში, ეს ბევრად უფრო ფართო ისტორიაა – საქართველოდან წასვლაზე, ახალი ცხოვრების დაწყებაზე, სირთულეებთან გამკლავებაზე, სიყვარულსა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაზე.

 

 

რას უნდა ელოდოს მკითხველი ამ წიგნისგან და რა არის მისი მთავარი სათქმელი?

დიახ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან არ მინდა, მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ THROUGH THE ASHES მხოლოდ ომის შესახებ დაწერილი წიგნია. მართალია, ისტორია ბავშვობის მძიმე მოგონებებით, 2008 წლის აგვისტოს ომით იწყება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია – წარსული, რომელიც მთავარი პერსონაჟის ცხოვრებასა და მის მომავალზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

506-გვერდიანი წიგნი ბევრად უფრო დიდ გზას მოიცავს. ეს არის ისტორია საქართველოს დატოვებაზე, უცნობ გარემოში ახალი ცხოვრების დაწყებაზე, დამოუკიდებლობაზე, მარტოობაზე, სირთულეებთან გამკლავებასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადამიანს ზრდის და ცვლის. ამ ყველაფერთან ერთად, წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიყვარულს, ურთიერთობებს, ემოციებსა და საკუთარი იდენტობის ძიებას.

ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ამბავი იმაზე, თუ რა გადაიტანა ადამიანმა წარსულში. ეს არის ამბავი იმაზეც, თუ როგორ აგრძელებს ცხოვრებას, როგორ სწავლობს საკუთარ თავთან ბრძოლას, როგორ პოულობს სიყვარულს და როგორ ცდილობს, წარსულმა არ განსაზღვროს მისი მომავალი.

მინდა, მკითხველმა დაინახოს, რომ ადამიანი მხოლოდ იმ მოვლენებისგან არ შედგება, რომლებმაც ტკივილი მიაყენა. მას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, თავიდან დაიწყოს, შეიცვალოს და საკუთარი ცხოვრების ახალი თავი დაწეროს. სწორედ ეს არის წიგნის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი.

 

წიგნს ჰქვიაTHROUGH THE ASHES– „ფერფლის გავლით“. როგორ შეარჩიეთ ეს სათაური და რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენთვის? როგორ უკავშირდება ის მთავარი პერსონაჟის ისტორიას?

THROUGH THE ASHES ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნის სათაური. ის მთელი ნაწარმოების მთავარ იდეას გამოხატავს და იმ გზის სიმბოლოა, რომელსაც მთავარი პერსონაჟი გადის.

ფერფლი ჩემთვის განასახიერებს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში შეიძლება დაინგრეს ან უკან დარჩეს – მტკივნეულ მოგონებებს, დანაკარგს, შიშს, იმედგაცრუებასა და იმ პერიოდებს, როდესაც ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ყველაფერი დასრულდა. თუმცა ფერფლი მხოლოდ განადგურების სიმბოლო არ არის. მასში ახალი სიცოცხლისა და ახალი დასაწყისის შესაძლებლობაც იმალება. ზოგჯერ სწორედ ყველაზე რთული გამოცდილებების შემდეგ აღმოაჩენს ადამიანი საკუთარ თავში ისეთ ძალას, რომლის არსებობაზეც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.

მთავარი პერსონაჟის ისტორიაც სწორედ ასეთ გზას ასახავს. მისი ცხოვრება ბავშვობის მოგონებებითა და მძიმე გამოცდილებებით იწყება, შემდეგ კი ვითარდება საქართველოს დატოვების, უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრების, ახალ გარემოსთან შეგუების, მარტოობის, სირთულეებთან გამკლავების, სიყვარულისა და საკუთარი იდენტობის ძიების ფონზე. ეს არ არის მხოლოდ ისტორია იმაზე, თუ რა გადაიტანა ადამიანმა წარსულში – ეს არის ამბავი იმაზეც, თუ როგორ აგრძელებს ცხოვრებას და როგორ ცდილობს, საკუთარი მომავალი თავად შექმნას.

სათაურის იდეა წიგნის ყდის დიზაინშიც გავაგრძელეთ. მინდოდა, ვიზუალურადაც გადმოგვეცა მთავარი სათქმელი. წინა ყდაზე ფერფლიდან აღმოცენებული წითელი ვარდია გამოსახული. ჩემთვის ეს ვარდი იმედის, სიცოცხლის, სილამაზისა და შინაგანი ძალის სიმბოლოა – იმის, რომ ყველაზე მძიმე გარემოებებშიც კი შეიძლება რაღაც ლამაზი და ახალი დაიბადოს.

ყდის კომპოზიცია ორ განსხვავებულ სამყაროს აერთიანებს: ერთი მხარე საქართველოს უკავშირდება, სადაც ომისა და წარსულის მოგონებებია, მეორე კი იტალიას – ახალ ცხოვრებას, დამოუკიდებლობასა და ცვლილებებს. ეს გაყოფა შემთხვევითი არ არის. მინდოდა, მკითხველს ერთი შეხედვითაც ეგრძნო, რომ მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი სივრცე და ორი განსხვავებული ეტაპი ერთმანეთს უკავშირდება.

უკანა ყდის დიზაინიც ამავე იდეის გაგრძელებაა. მასზე საქართველოდან იტალიისკენ მიმავალი თვითმფრინავი და ამ ორ ქვეყანას შორის გავლებული რუკის მარშრუტია წარმოდგენილი. ეს მხოლოდ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებას არ აღნიშნავს. ჩემთვის ის სიმბოლურად გამოხატავს ცხოვრების ერთ ეტაპთან დამშვიდობებას, უცნობში გადადგმულ ნაბიჯს და ახალი თავის დაწყებას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს დიზაინი მხოლოდ წიგნის ვიზუალური გაფორმება არ არის – მასში ნაწარმოების ძირითადი იდეებია ჩადებული. წინა ყდა წარსულსა და აწმყოს, ტკივილსა და იმედს აერთიანებს, უკანა კი მკითხველს იმ გზას ახსენებს, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა უნდა გაიაროს.

საბოლოოდ, THROUGH THE ASHES ჩემთვის არის ისტორია მეხსიერებაზე, იდენტობაზე, სიყვარულზე, ცვლილებასა და თავისუფლებაზე. სათაურის სიტყვა „გავლით“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ეს არ ნიშნავს წარსულის დავიწყებას ან ტკივილის წაშლას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ გამოცდილებებს გაივლის, მათგან ისწავლის და მიუხედავად ყველაფრისა, წინ მიდის.

მინდა, მკითხველმა წიგნის ბოლო გვერდის შემდეგ იგრძნოს, რომ წარსული შეიძლება ჩვენი ისტორიის ნაწილი იყოს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს ჩვენი მომავლის საზღვარი. ზოგჯერ ყველაზე ლამაზი დასაწყისი სწორედ იმ ადგილიდან მოდის, სადაც გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა.

 

კითხვა: რამდენად არის წიგნი თქვენს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული?

THROUGH THE ASHES არც სრულად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და არც მთლიანად გამოგონილი ისტორია. მასში ჩემი პირადი გამოცდილებები, მოგონებები, ემოციები და რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული განცდებია შერწყმული მხატვრულ წარმოსახვასთან.

შეიძლება ითქვას, რომ წიგნის დაახლოებით ნახევარი რეალური გამოცდილებებითა და ემოციებით არის შთაგონებული, მეორე ნახევარი კი მხატვრული გამონაგონია. მთავარი პერსონაჟის ყველა ამბავი ზუსტად ისე არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, როგორც წიგნშია აღწერილი, თუმცა ბევრი განცდა და შინაგანი ბრძოლა ჩემთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობია.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რეალური ემოციები მხატვრულ ისტორიად მექცია ისე, რომ შემენარჩუნებინა მათი გულწრფელობა. ამიტომ წიგნში ჩემი გამოცდილების მხოლოდ გადმოცემას კი არ ვცდილობდი, არამედ იმაზე საუბარსაც, თუ როგორ შეუძლია ადამიანს რთული წარსულის შემდეგ საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა და ახალი ცხოვრების შექმნა.

 

შეიცვალა თუ არა თავად ავტორი წიგნის წერის პროცესში?

დიახ, ვფიქრობ, ამ წიგნის წერის პროცესმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც წერა დავიწყე, თავდაპირველად უბრალოდ საკუთარ ფიქრებს, მოგონებებსა და განცდებს ვინიშნავდი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერები საბოლოოდ სრულფასოვან წიგნად გადაიქცეოდა.

წერის პროცესში არაერთხელ დავუბრუნდი წარსულს, იმ მომენტებსა და გამოცდილებებს, რომლებზეც მანამდე შესაძლოა ასე ღრმად არც მიფიქრია. ზოგიერთი მოვლენა უკვე სხვა თვალით დავინახე, რადგან ახლა მათ ზრდასრული ადამიანის გამოცდილებით ვუყურებდი. ამავდროულად, პერსონაჟის განვითარებასთან ერთად მეც ბევრ რამეს ვიაზრებდი საკუთარ თავზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რაც მას გადახდა. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ უმკლავდება სირთულეებს, რა გადაწყვეტილებებს იღებს და როგორ აგრძელებს გზას.

ვფიქრობ, წიგნის წერისას მხოლოდ პერსონაჟი არ ვითარდებოდა — მეც მასთან ერთად გავიარე გარკვეული შინაგანი გზა. ამ პროცესმა მასწავლა, რომ ზოგჯერ წარსულთან დაბრუნება აუცილებელია არა იმისთვის, რომ მასში დავრჩეთ, არამედ იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და უფრო თავისუფლად გავაგრძელოთ ცხოვრება.

 

რას ისურვებდით, რომ მკითხველს წიგნის ბოლო გვერდის გადაშლის შემდეგ დარჩენოდა?

ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ მკითხველს წიგნის დასრულების შემდეგ მხოლოდ პერსონაჟების ისტორია კი არ დარჩენოდა მეხსიერებაში, არამედ გარკვეული ფიქრებიც გაჰყოლოდა – საკუთარ თავზე, წარსულზე, სიყვარულზე, არჩევანსა და იმ ძალაზე, რომელიც ზოგჯერ ადამიანში ყველაზე რთულ პერიოდებში იღვიძებს.

მინდა, მკითხველმა დაინახოს, რომ ცხოვრება ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც წარმოგვიდგენია. ზოგჯერ გვიწევს დავტოვოთ ნაცნობი გარემო, დავემშვიდობოთ ადამიანებს, შევეგუოთ ცვლილებებს და სრულიად თავიდან დავიწყოთ. ეს გზა ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ამ გამოცდილებებში შეიძლება აღმოვაჩინოთ საკუთარი თავის ახალი მხარეები.

ასევე მინდა, წიგნმა შეახსენოს მკითხველს, რომ წარსულის ტკივილი არ გვართმევს მომავლის შექმნის შესაძლებლობას. ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, თავიდან იპოვოს საკუთარი თავი, კვლავ შეიყვაროს და ახალი მიზნები დაისახოს. მთავარია, არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და არ შეწყვიტოს წინსვლა.

თუ მკითხველი წიგნის ბოლო გვერდის შემდეგ რამდენიმე წუთით შეჩერდება, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდება და იგრძნობს, რომ ახალი დასაწყისისთვის არასდროს არის გვიან, მაშინ ვიგრძნობ, რომ ამ წიგნმა თავისი მთავარი სათქმელი მიიტანა.

მინდა, მას ერთი აზრი გაჰყვეს: სიბნელე სამუდამოდ არ გრძელდება – ზოგჯერ ყველაზე ძლიერი სინათლე სწორედ ფერფლის შემდეგ ჩნდება.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე გაეცანი

#OK! “ნანინა” – როცა ხელნაკეთი თეთრეული ოჯახურ ისტორიასა და ქართულ ტრადიციას აერთიანებს
ინტერვიუ

#OK! “ნანინა” – როცა ხელნაკეთი თეთრეული ოჯახურ ისტორიასა და ქართულ ტრადიციას აერთიანებს

November 27, 2026
#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა
ინტერვიუ

#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა

November 25, 2026
#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა
ინტერვიუ

#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

November 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში
OK! Business

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

November 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება – გიორგი ჩიკვაიძის წარმატების ამბავი

#OK! ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება – გიორგი ჩიკვაიძის წარმატების ამბავი

August 1, 2022
#OK! პერიზ ჰილტონი Valentino-ს საღამოს კაბით! ვარსკვლავი პრესტიჟულ რესტორანს საქმროსთან ერთად ესტუმრა!

#OK! პერიზ ჰილტონი Valentino-ს საღამოს კაბით! ვარსკვლავი პრესტიჟულ რესტორანს საქმროსთან ერთად ესტუმრა!

April 22, 2021
#OK! პენელოპა კრუზის მორიგი თვალისმომჭრელი გამოჩენა – 48 წლის წლის ვარსკვლავი En Los Margenes-ის ესპანურ კინოპრემიერაზე

#OK! პენელოპა კრუზის მორიგი თვალისმომჭრელი გამოჩენა – 48 წლის წლის ვარსკვლავი En Los Margenes-ის ესპანურ კინოპრემიერაზე

October 5, 2022
#OK! BLUSH.GE თავის მოვლისა და კოსმეტიკის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში

#OK! BLUSH.GE თავის მოვლისა და კოსმეტიკის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში

November 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! David Koma „ბლუმარინს“ ტოვებს – ქართველი დიზაინერი მოდის სახლს ემშვიდობება

#OK! David Koma „ბლუმარინს“ ტოვებს – ქართველი დიზაინერი მოდის სახლს ემშვიდობება

November 28, 2026
#OK! “მწერდნენ, რომ თავი მომეკლა” – ჰეილი ბიბერი სუიციდურ ფიქრებზე საუბრობს

#OK! “მწერდნენ, რომ თავი მომეკლა” – ჰეილი ბიბერი სუიციდურ ფიქრებზე საუბრობს

November 25, 2026
#OK! ჯონი დეპის ტრიუმფი – მსახიობის ახალმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 81 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

#OK! ჯონი დეპის ტრიუმფი – მსახიობის ახალმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 81 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

November 27, 2026
#OK! მაილი საირუსი დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?

#OK! მაილი საირუსი დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?

November 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები