• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მე ქეთო ვარ ლომსაძე – ჟურნალისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი და ფსიქოკონსულტანტი. ეს ჩემი ტრანსფორმაციული ბლოგია, რომელიც ეძღვნება რეალურ გამოწვევებს, რაც ჰარმონიულ ცხოვრებაში ხელს გვიშლის. ვეცდები პრობლემური საკითხები სიღრმისეულად დაგანახოთ. მე არ დავსვამ დიაგნოზს და არც იმას გასწავლით, როგორ იცხოვროთ. ეს არის ბლოგი გაცნობიერებისთვის.

კარგი გოგოს სინდრომი

  • თუ გიჭირს არას თქმა
  • ცდილობ იყო ყველასთვის კომფორტული
  • ხარ დამჯერე
  • არასოდეს აფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას
  • ყველას ეხმარები
  • ცდილობ იყო იდეალური

ზემოთ ჩამოთვლილიდან რამდენიმე მაინც თუ რეზონირდა, იცოდე, რომ კარგი გოგოს სინდრომი გაქვს.

კარგი გოგონები არ ამბობენ არას, ეხმარებიან ყველას – თუნდაც ეს მათთვის საზინო იყოს, თავგანწირვით ცდილობენ იყვნენ იდეალურები და თუ არ გამოსდით, დანაშაულის შეგრძნებით იტანჯებიან.

კარგი გოგოს სინდრომის მქონე ქალბატონებს უჭირთ პირადი საზღვრების დაცვა და ხშირად ხდებიან მანიპულატორების სამიზნე. ხშირად სხვების საამებლად საკუთარ თავს აზიანებენ. ცდილობენ მხოლოდ დადებითი თვისებები გამოამჟღავნონ. აქვთ საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ ამბობენ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღებია.

როგორც წესი, კარგი გოგოს სინდრომი ბავშვობიდან ფორმირდება, როცა მშობლები ბავშვისგან მორჩილებას ითხოვენ. ეს არის სიგნალი ბავშვისთვის, რომ სიყვარულს დამსახურება სჭირდება. ბავშვი მალავს საკუთარ მოთხოვნილებებს იმისთვის, რომ მშობლებს ასიამოვნოს. უკვე ზრდასრული კი აღიარებას სხვებში ეძებს, ხოლო ამისთვის მოითმენს ყველაფერს – გაერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, სხვების ნაცვალად გააკეთებს საქმეს. კარგი გოგო ელოდება სიყვარულს, მადლიერებას და უსაფრთხოებას და იღებს გაუფასურებას, ექსპლუატაციასა და მანიპულაციას.

ასეთი ადამიანები ძალიან მოსახერხებლები არიან გარშემო მყოფებისთვის – არ იცავენ პირად საზღვრებს, ეშინიათ, სხვებს იმედი არ გაუცრუონ, არასოდეს ამბობენ არას და კრიტიკასაც მორჩილად იტანენ. მაშინაც კი, როცა ასეთი ქცევა შემაწუხებელი ხდება, ადამიანები ქცევას არ ცვლიან იმის შიშით, რომ მარტო დარჩებიან.

 

 

ყველასთვის მისაღებად ქცევის პროცესში კარგი გოგოები საკუთარ თავს კარგავენ და არ იციან, რა უნდათ. ბოლომდე იხარჯებიან სხვებისთვის და ვერ იღებენ მადლიერებას, რომელიც, მათი აზრით, დაიმსახურეს. თუმცა ღიად ამას ვერ ითხოვენ, ხდებიან პასიურ-აგრესიულები და ტოქსიკურები. საბოლოოდ კი კარგი გოგოს სინდრომი ხელს უშლის ადამიანს გაარკვიოს, რა სურს სინამდვილეში, დაბალია მათი სასიცოცხლო ენერგია.

კარგი გოგოს სინდრომის მოშორება იოლი არაა.

რა შეიძლება გააკეთოთ, თუ კარგი გოგოს სინდრომისგან გსურთ გათავისუფლება:

  • აღიარეთ, რომ ხართ კარგი გოგო. მიიღეთ საკუთარი თავი და ნუ გეშინიათ იყოთ ის, ვინც ხართ.
  • მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ცოცხალი. დააკვირდით – როდის იკავებთ ცრემლებს? როდის მალავთ ღიმილით გაღიზიანებას? როდის ივიწყებთ საკუთარ თავს, რომ სხვას არ აწყენინოთ?
  • ისწავლეთ პატარ-პატარა არას თქმა იმისთვის, რომ მერე საკუთარ თავს უთხრათ კი.
  • არ დათანხმდეთ იმას, რაც არ გსურთ.
  • ის, რაც სიყვარული გეგონათ, სინამდვილეში მორჩილებაა.
  • ნუ იქნებით მიმნდობი და გულუბრყვილო.
  • აღარ მისცეთ ადამიანებს მეორე, მესამე და მეათე შანსი.
  • ყოველთვის სამართლიანი ვერ იქნებით, გახდით უფრო ძლიერები.
  • დაიცავით პირადი საზღვარი.
  • თუ გაწყენინეს, თქვით, რომ გეწყინათ.
  • მიიღეთ საკუთარი ბრაზი.
  • სხვებზე ზრუნვა ჩაანაცვლეთ თვითზრუნვით.
  • ხანდახან მიეცით თავს უფლება, იყოთ ცუდი გოგო.
  • თუ ამის გაკეთება გიჭირთ, მიმართეთ სპეცილისტს, რომელიც დაგეხმარებათ დაინახოთ რეალობა, სურვილები და ნამდვილი „მე“.

 

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ნია ტაგანაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა  ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!
OK! Doctors

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!

November 17, 2026
#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა –  ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით
OK! Business

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა – ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით

November 17, 2026
#OK! ტანვარჯიშის სიყვარულით ბავშვობის ოცნებიდან მომავალი თაობის შთაგონებამდე – მონიკა კვირიკაშვილი
ინტერვიუ

#OK! ტანვარჯიშის სიყვარულით ბავშვობის ოცნებიდან მომავალი თაობის შთაგონებამდე – მონიკა კვირიკაშვილი

November 17, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი
Health & Beauty

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: რა იცი დედამიწის დღის შესახებ?

#OK! ტესტი: რა იცი დედამიწის დღის შესახებ?

April 22, 2025
#OK! რატომ მოისურვა დევა კასელმა დედასთან ერთად Vogue Italia-ს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება

#OK! რატომ მოისურვა დევა კასელმა დედასთან ერთად Vogue Italia-ს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება

July 6, 2021
#OK! „ტომარა“ – თქვენი ბედნიერი მომენტებისთვის

#OK! „ტომარა“ – თქვენი ბედნიერი მომენტებისთვის

November 29, 2021
#OK! – კანის კინოფესტივალის მესამე დღე – ვარსკვლავები და დიდი პრემიერები

#OK! – კანის კინოფესტივალის მესამე დღე – ვარსკვლავები და დიდი პრემიერები

May 15, 2026

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას გაციების სეზონზე

#OK! როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას გაციების სეზონზე

November 16, 2026
#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

November 13, 2026
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

November 11, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები