• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! იუნა შაფათავას “ამერიკული ოცნება” – ქართველი მსახიობი And Just Like That-ის ეპიზოდში გადაიღეს

November 15, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, არაერთი “ემის” ჯილდოსა და “ოქროს გლობუსის” მფლობელი სატელევიზიო პროექტი Sex And The City ეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება.

HBO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით And Just Like That-ის პრემიერა 2021 წლის 9 დეკემბერს შედგება.

სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველი ვარსკვლავი იუნა შაფათავა გამოჩნდება.

No description available.

იუნამ OK! Magazine Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გადასაღებ მოედანზე მიღებულ გამოცდილებაზე, კარიერულ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზე გულახდილად ისაუბრა:

“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ And Just Like That-ის გადაღებები დაიწყო მომინდა სერიალში მოხვედრა,  თუმცა ვიცოდი, რომ შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. კოვიდის გავრცელების შემდეგ ამერიკაში შემდგარი მსახიობები პროექტებზე უკვე თავისუფლად მუშაობდნენ. კასტინგები ძირითადად ონლაინ ტარდებოდა… ამ პროექტში მოსახვედრად უნდა ყოფილიყავი გილდიის (SAG Screen Actors Guild) წევრი, რომ “მოლაპარაკე” როლი გქონოდა. გამონაკლისები იშვიათად ხდებოდა, ასეთ პროექტებზე მითუმეტეს. ამერიკაში, ისევე როგორც ყველგან, ნაცნობობის გარეშე, რთულია რამის გაკეთება. უბრალოდ, საქართველოსა და სხვა პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ შემოთავაზებაშია სხვაობა.”

No description available.

როგორც ქართველი ვარსკვლავი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ანკეტებს თითქმის ყოველდღიურად აგზავნიდა, სერიალიდან დადებით პასუხს მაინც არ მოელოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში ათასობით მსახიობი ცხოვრობს, რომლებსაც ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობის სურთ, მათ შორის კონკურენცია პანდემიის ფონზე განვითარებული რთული ვითარების ჟამს უფრო და უფრო მატულობს.

“ნიუ-იორკში დაახლოებით 50,000 მსახიობი ცხოვრობს, და ყველას სურს მუშაობა. კოვიდის შემდეგ სოციალური აქტივობა ძალიან შეზღუდულია, ისევ და ისევ ვარსკვლავებზეა გათვლა. ვაქცინირება მუშაობის აუცილებელი პირობაა. მოკლედ, ვიპოვე სააგენტო და  გავაგზავნე ანკეტა. შემდეგ შემიყვანეს სიაში, მეც ჩემს ანკეტას ამ პროექტზე თითქმის ყოველდღიურად ვაგზავნიდი.”

“როდესაც გამოხმაურება მივიღე, მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, აყვანილი ვიყავი თუ არა. დიდი სურვილი კი მქონდა, დიდი როლი მიმეღო მაგრამ ეს ე.წ. background როლია, რაც ნიშნავს სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე უზარმაზარი გარდერობი აქვთ, სადაც ძალიან ფართო არჩევანია, სერიალიდან თავიდანვე გწერენ: “ეს არის luxe (chic) კლასის პროექტი და თუ გაქვთ შესაბამისი ტანსაცმელი, რისი ჩაცმაც გსურთ, წამოიღეთ.” ასე, რომ მე რაც მინდოდა – ჩავიცვი.”

No description available.

გამოცდილება, რომელიც იუნა შაფათავამ And Just Like That-ის გადასაღებ მოედანზე მიიღო ძალიან ემოციური, ამავდროულად კი ინფორმატიული და ამაღელვებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობებს გადაღებების მიმდინარეობის დროს ფოტოების გადაღება სასტიკად ეკრძალებოდათ, იუნამ ემოციური კადრების გაზიარება ვერ შეძლო.

“გადაღება კონფიდენციალურად დაცულ ადგილას იყო, მოედანზე კი ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მთელი სერიოზულობით ამხედეს, დამხედეს და მითხრეს, გადასარევად გაცვიაო, თმაზე და მაკიაჟზე თანხმობა განაცხადეს. თმა დამიხვიეს და ძალიან ლამაზი მაკიაჟი გამიკეთეს. მაკიაჟიკი  ბევრჯერ გაუკეთებიათ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს რაღაც სასწაული იყო…”

“თვითონ ეპიზოდზე ვერ მოგიყვებით, არ მაქვს უფლება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გადასაღებ მოედანზე სერიალის ერთი წუთისთვისაც კი ძალიან ბევრი დრო და ენერგია იხარჯება.  სუპერ პროფესიონალური დონეა, უამრავი ადამიანი მუშაობს სცენის გაკეთებაზე. გამოცდილება ენით აღუწერელია. სასწაული!!! ჩემთვის ასეთი პროექტი იყო პირველი – ბოლივუდის გარდა; რაც თბილისში ოპერაში გადავიღეთ; მაგრამ ეს არის ნიუ-იორკი და Sex & the City-ის გაგრძელება.”

No description available.

იუნამ კარგად იცის, რომ მკითხველს ყველაზე მეტად სერიალის მთავარ გმირთან, სარა ჯესიკა პარკერთან შეხვედრა აინტერესებს.

როგორც ჩანს, მას ეს ბედნიერებაც ხვდა წილად და 2000-იანების საკულტო პერსონაჟი, ქერი ბრედშოუს შემსრულებელი ამერიკელი ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე იხილა.

“რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მკითხველებს, ეს არის სარა ჯესიკა პარკერი, დიახ, გამიმართლა და მე ის ვნახე. თვითონ რომელ სცენაში, კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ჯერ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ეს გრძნობა იყო გადასარევი… გადასაღებ მოედანზე არათუ ფოტოების გადაღება, არამედ მსახიობების მიერ ერთმანეთის შეწუხებაც კი აკრძალულია.”

“შემიძლია გითხრათ, სარა ჯესიკა პარკერი ძალიან კარგად გამოიყურება; ყველანაირი კოსმეტიკური თუ პლასტიკური ქურურგის ჩარევების გარეშე; ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ანათებს ნამდვილად, და ყოველთვის კონცენტრირებულია გადაღების პროცესზე. ის ეპიზოდი, სადაც მე გამივჩნდები (იმედია), გავა კათოლიკურ შობას (დაახლოებით). წინასწარ ვიხდი ბოდიშს, რომ უბრალოდ გამოვჩნდები, უფრო მეტს შევძლებდი აქამდე, კოვიდი რომ არა. კოვიდმა თითქმის 2 წელია, ყველაფერი შეანელა.”

No description available.

როგორც ჩანს, ამერიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მხოლოდ ნიჭი და გარეგნობა არაფერს ნიშნავს, საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების საფუძველზე იუნა შაფათავა აღნიშნავს, რომ შრომისმოყვარეობის, მონდომების და რაც ყველაზე მთავარია ადამიანებთან სათანადო მოქცევის გარეშე “არაფერი” ხარ.

“რეპუტაცია და გადასაღებ მოედანზე ქცევა, ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ გარეგნობა და ნიჭი არაფერს ნიშნავს; შეიძლება წამში “გაფუჭდე”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გადაღებაზე არ დაიშვები, თუ Anti sexual harrassment and discrimination ტრენინგი არ გაიარ, ყველაფერი უნდა მოისმინო და კითხვებზე უპასუხო, რის შემდეგაც სერტიფიკატს გაძლევენ, რომელიც სულ თან უნდა გქონდეს. რაც გულისხმობს, ზედმეტი უაზრო კომპლიმენტი ან კომენტარი გარეგნობაზე, წარმოშობაზე, სექსუალური ხასიათის /სექსისტურ  ხუმრობაზე, დისკრიმინაციული ხასიათის ან არასასიამოვნო კომენტარი  იბლოკება უმალვე, თუ ასევე ვინმეს არ მოეწონა შენი ქცევა.

No description available.

And Just Like That-ის პარალელურად ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ იუნა შაფათავას კარიერაში დიდი წინსვლაა. პიესა, რომელშიც მსახიობმა ითამაშა DreamUp-ის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გავიდა.

“რაც შეეხება ჩემს სამსახიობო კარიერას, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა; ზოგი ჯერ კიდევ მსვლელობის პროცესშია. ჩემი პიესა კირა/რეინკარნაცია 2019 წლის DreamUp საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გავიდა, რომელშიც მე ვითამაშე და დადგმაც მე მეკუთვნოდა.”

“არასოდეს მდომებია SAG გილდიის წევრობა, მაგრამ ახლა ეს ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდე გილდიის წევრი; რაც გამართლებაზეა, რა პროექტში მოხვდები და ვინ რა თვალით შემოგხედავს.. ამბობენ, 25 წლის ასაკში მსახიობის პროფესია მორჩენილია,  40 წლის ასაკში ჩამოვედი ამერიკაში და 45 წლის ასაკში ბევრს ილუზიაც არ აქვს არაფრის; მაგრამ გარეთ 2021 წელია და მთავარი, ჩემი აზრით, მონდომებაა”.

No description available.

და ბოლოს, უკვე საერთაშორისოდ წარმატებული ქართველი ვარსკვლავი მომავალში ბევრ სასიამოვნო სიახლეს გვპირდება და დამწყებ მსახიობებს მნიშნელოვან რჩევებს უზიარებს.

“მსახიობად მუშაობას აქვს მთავარი ოქროს წესი: დიდია პროექტია თუ პატარა, გიხდიან თუ არ გიხდიან, უარი არასდროს არ უნდა თქვა, თუ მოგწონს და ნორმალური შემოთავაზება გაქვს, უნდა მიხვიდე, მთავარია გამოჩნდე, შენ ხომ არ იცი გადასაღებ მოედანზე ვის გაიცნობ ან ვინ შეგხვდება… არასდროს იცი, რომელ შეხვედრას რა საქმიანი შემოთავაზება მოყვება. ჩემი აზრით, მთავარი მაინც ამ საქმიანობაში შრომისმოყვარეობა და მონდომებაა”

ასევე გაეცანი

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე
Slider Area

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება
OK! News

# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

September 2, 2026
Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება
OK! News

Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება

August 29, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

April 4, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლესთან ერთად: რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლესთან ერთად: რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

October 14, 2021
#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE  ქალბატონებისთვის

#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE ქალბატონებისთვის

December 23, 2023
#OK! წინასაახალწლო სამზადისი „გუდვილში“

#OK! წინასაახალწლო სამზადისი „გუდვილში“

December 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

September 14, 2026
#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები