• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტრიო „აპრილია“ – ტკბილი ხმები და გამორჩეული საავტორო სიმღერები

April 22, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ გამორჩეულ ტრიოს, რომელიც საავტორო სიმღერებით გვანებივრებს. ტრიო „აპრილია“ ორი წლის წინ შეიქმნა. მათი ტკბილი ხმები და სასიამოვნო შესრულება მსმენელმა მალევე შეიყვარა. ამ დროის განმავლობაში ტრიომ არაერთი საავტორო სიმღერა შექმნა და პირველი ალბომიც წარუდგინა მსმენელს. სულ ახლახან კი ახალი სინგლი – „თეთრი ნისლები“ გამოუშვა.

 

გვიამბეთ ტრიო „აპრილიას“ შექმნის ისტორია.

ტრიო „აპრილიას“ შექმნის და სახელის იდეა ეკუთვნის ჩვენს მეგობარს, ოთო ედიშერაშვილს, რომელიც ასევე ჩვენი პროდიუსერიცაა. ტრიოს პირველი პრეზენტაცია და კონცერტი ჩავატარეთ 2023 წლის აპრილში. ამ მცირე დროში შევძელით ჩვენი საავტორო სიმღერების და ალბომის გამოშვება.

 

 

გაგვაცანით ტრიოს წევრები.

ბეჟო ამირანაშვილი: ლევან ჯორჯიაშვილი – პირველი ხმა, გიგი ჯალაღონია – მეორე ხმა და ბეჟან ამირანაშვილი – სიმღერების ავტორი.

ჩვენი მუსიკალური შემოქმედება ტრიო „აპრილიამდეც“ არსებობდა. მე ვარ ასევე ჯგუფ „მგზავრების“ გიტარისტი, გიგას სხვადასხვა პროექტი აქვს, ლევანს კი თავისი სოლო კარიერა. 2023 წელს ჩვენ გავერთიანდით და დავიწყეთ ქალაქური სიმღერების ჩვენებურად შესრულება სამ ხმაში.

 

წარმოგვიდგინეთ თქვენი ალბომი

ალბომში „პირველი“, შესულია 12 სიმღერა, აქედან ერთი არის ქალბატონ რუსუდან სებისკვერაძის, დანარჩენი 11 სიმღერა კი ჩვენი შემოქმედებაა. ალბომი ჩაწერილია დავით უგრეხელიძის სტუდიაში. სწორედ დავითი გახლავთ ჩვენი ყველა სიმღერის არანჟირების ავტორი. ჩვენი ალბომი ყველანაირ მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, სულ ახლახან გამოვუშვით სინგლი – „თეთრი ნისლები“, რომლის მუსიკის ავტორი მე ვარ, ხოლო ტექსტი მაკა ბლიაძეს ეკუთვნის. როცა კონცერტზე ეს სიმღერა შევასრულეთ, ძალიან მოეწონა მსმენელს, განსაკუთრებული ემოციები გამოხატეს და ძალიან გაგვიხარდა.

თვითონ სიმღერის შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ჯერ ვქმნი მელოდიის ჩონჩხს, შემდეგ ბიჭები ერთად ვსხდებით და ვქმნით მუსიკის საბოლოო ვარიანტს.

 

 

 

გაიხსენეთ ის გარდამტეხი მომენტი, რამაც შემდგომ თქვენი მუსიკალური გემოვნება განსაზღვრა…

დამეთანხმებით, რომ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური ერი ვართ – ყოველი მეორე ადამიანი კარგად მღერის და კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს. ქალაქური მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, ქართული მრავალხმიანობისა და ქართული ჟღერადობის გამოძახილია. ჩვენი შემოქმედების შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, არის ის გენიალური კომპოზიტორები, რომლებიც ქმნიდნენ გენიალურ მუსიკას. სწორედ ამ მუსიკაზე გავიზარდეთ და ამან განაპირობა ჩვენი მუსიკალური გემოვნება, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც როკსაც ვუსმენდი, ბლუზსაც, მაგრამ ქართველი კაცისთვის ქართული ქალაქური მუსიკა მაინც ბევრად ღრმა და სხვაა.

 

მუსიკა არის…

ეს არის მდგომარეობა, სადაც მუსიკოსს ყველანაირი ნიღაბი აქვს მოხსნილი. როცა უსმენ მის შემოქმედებას, მასში ჩანს მუსიკოსის სულიერი მდგომარეობა. მუსიკა არის მსოფლიო ენა. ზოგადად, ხელოვნებას შეუძლია, არ გესმოდეს ის ენა, რაზეც მღერიან, თუმცა მუსიკა ისე შემოვიდეს შენში, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, გესმის თუ არა ესა თუ ის ენა. მუსიკა არის სინამდვილე.

 

როგორია ქართველი მსმენელი?

ძალიან კრიტიკული და გულწრფელი. ქართველ მსმენელს ვერასოდეს ვერ მოატყუებ. თითოეულ მათ რეაქციაზე ჩანს, თუ როგორ იმღერე, როგორი რეპერტუარი გაქვს და სხვ. გემოვნებიანი მსმენელი გვყავს და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

 

რამ განაპირობა თქვენი ტრიოს წარმატება?

გამომდინარე იქიდან, რომ ორი წელია, რაც ჩვენი ტრიო არსებობს, მაინც ვიტყოდი, რომ ჯერ სტარტაპია ეს ჩვენთვის. წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის მენეჯმენტმა, მეგობრების გვერდში დგომამ და, რა თქმა უნდა, ჩვენმა შემოქმედებამ, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ჩვენ ვმღერით გულიდან, ვმღერით ჩვენს ხასიათზე მორგებულ სიმღერებს.

 

 

სამომავლო გეგმები

ჩვენი უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი კარგი სიმღერა ვაჩუქოთ ჩვენს მსმენელს. გაზაფხულზე ვაპირებთ ახალი სინგლის გამოშვებას.

 

წარმატებები.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები