• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! თბილისი-მილანი-პარიზი მატას გლამურული ობიექტივი

დეკემბერი 22, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

ქართველი დიზაინერი და ფოტოგრაფი მატა ცერცვაძე OK!-ის მკითხველებს მოდის სფეროს გლამურულ დეტალებზე, თავის განსაკუთრებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე უამბობს. მატა ასევე გვთავაზობს მის მიერ გადაღებულ Street Style ფოტოებს მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებიდან. მოდის კრიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ამ სტატიას მოდის მოყვარულებს მივუძღვნი. მინდა მოგიყვეთ მოდის მეგაპოლისებში ქუჩის სტილზე, ე.წ. სთრით-სთაილზე, შეგახედოთ მოდის კულუარებში.

 

 

მოდის კვირეულების ემოციები

დავიწყებ იქიდან, რომ პირველად მილანის მოდის კვირეულზე მილანში IED (Istituto Europeo Di Design) აკადემიაში სწავლის პერიოდში მოვხვდი, დავესწარი ლუიზა ბეკარიას ჩვენებას. 2015 წელს ეს დიზაინერი მილანში საკმაოდ პოპულარული იყო, რომლის ჩვენება იმ წელს მილანის ერთ-ერთ „პალაცოში“ ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება ძალიან პომპეზური და მართლაც შოკისმომგვრელი იყო, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ქუჩის სტილმა დამიტოვა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თბილისში მოდის კვირეულებს ხშირად ვესწრებოდი, პროფესიით მოდის დიზაინერი ვარ და ჩვენებები მქონია „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის ფარგლებში. წესით, მოულოდნელი არაფერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასეთი მასშტაბი წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ჩვენებაზე მოსული სტუმრების გამო, გადაკეტილი ქუჩები პირველად ვნახე…

ამავე დღეს იყო „გუჩის“ და „ალბერტა ფერეტის“ ჩვენებები. მილანი მოდის მსოფლიო ცენტრად იყო ქცეული მთელი კვირის განმავლობაში. მე მგონი, ყველა ცნობილი ადამიანი ერთდროულად ეწვია მოდის ამ დედაქალაქს.

მილანელებისთვის მოდის კვირეული დღესასწაულის ტოლფასია. დიზაინერების მიერ მოწვეული კინო თუ მუსიკის ვარსკვლავები, ინფლუენსერები და მოდელები, მოდის ჟურნალისტები და ბაიერები − ეს იმ სტუმრების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენებაზე შესვლის წინ სთრით-სთაილ-ფოტოგრაფების წინაშე სიამოვნებით პოზირებენ.

ასეთი მძაფრი ემოციების, მოდის სიყვარულისა და ინტერესის წყალობით, მილანის შემდეგ აღმოვჩნდი პარიზში.

ამ ქალაქში ისეთი ბუმბერაზი და ლეგენდარული მოდის სახლები წარადგენენ კოლექციებს, როგორიცაა: „დიორი“, „ლუი ვიტონი“, „ჟივენში“, „ბალენსიაგა“, „ვივიენ ვესტვუდი“, „ჰერმესი“… გარდა ამისა, მოდის ეს „მექა“ გვთავაზობს განუსაზღვრელი რაოდენობის ინდივიდუალურ სტილს, რომელიც პარიზის ქუჩებში ყოველდღიურად გვხვდება, რაც მოდის კვირეულის დროს განსაკუთრებულ იერსახეს იძენს. პარიზშიც, მოდის კვირეულებისთვის მზადება თვეებით ადრე იწყება. ჩასულს, აეროპორტშივე გხვდება დიდი ბანერები, რომელიც მოდის კვირეულის პერიოდს გვამცნობს…

 

პარიზი თუ მილანი

როგორც სხვებს, მეც ხშირად მიფიქრია და ხშირადაც უკითხავთ: მილანი თუ პარიზი?

ორივე ქალაქს თავისი ხიბლი აქვს.

მილანი − მყუდრო, თბილი, იდეალური კლიმატით, თავს ყოველთვის შინ დაბრუნებულივით გრძნობ… შეუძლებელია არ გიყვარდეს.

პარიზი − ბოჰემური, ქაოსური, რამდენჯერაც უნდა მოხვდე, გაოცებს, რადგან თვითონ პარიზი უკვე ხელოვნებაა − ის გიყვარს უპირობოდ… სხვაგვარად, გამორიცხულია.

 

პანდემიის პერიოდი და მოდა

პანდემიის განმავლობაში მოდის კვირეულები ძირითადად ციფრულ გაშუქებაზე გადაერთო და აი, ბოლო სეზონი, რომელიც ამ წლის შემოდგომაზე ჩატარდა, ფაქტობრივად მოდის კვირეულების დაბრუნებად მიიჩნევა. მოდის დედაქალაქები კვლავინდებურად გაცოცხლდნენ. პარიზმა და მილანმა ისევ უმასპინძლა მოდის ინდუსტრიაში მომუშავე და მოდის მოყვარულ უამრავ სტუმარს − შემოგვთავაზა კრეატიული ჩვენებები, პრეზენტაციები, ივენთები და After Party-ები.

აღსანიშნავი არა მხოლოდ კოლექციების კრეატიულობაა, არამედ ჩვენების ლოკაციიდან დაწყებული, კონცეფციით, საზოგადოებასთან ბრენდის მიერ კონკრეტული შეტყობინების გაგზავნით დამთავრებული, მოდელების ტიპაჟურად არჩევით და კიდევ უამრავი სიმბოლიკით დატვირთული, გამაოგნებელი ჩვენებების დამსწრე, წარმოუდგენელია თვითონვე არ დარჩე ინსპირირებული!

„ქლოეს“ ფერადი და ქალური კოლექციიდან − სენას სანაპიროზე წარდგენილი, რიკ ოუენსის გოთიკური და ბოჰემური ჩვენება, „პალე დე ტოკიოში“ გამართული „ჟივენშის“ კოლექცია ე.წ. სფეის ოდითის მსგავს სივრცეში ნაჩვენები… უშრეტია დიზაინერების კრეატიულობის საზღვარი.

ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები იმასაც ახერხებენ, რომ ჩვენებიდან ჩვენებამდე თავისი ე.წ. Look-ი გამოიცვალონ და ვის ჩვენებაზეც მიემართებიან, იმ ბრენდის სამოსში გამოეწყონ. ასე რომ, მიღებული ფორმატია, როცა ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე მივდივარ და ამავე დიზაინერის სამოსში გამოწყობილი ინფლუენსერები, მოდელები, ბლოგერები, მსახიობები და ა.შ. მხვდებიან.

ყოველ წელს გამორჩეულია ჯენი, ვოლტონი, ელსა ნალინი, გალა გონზალესი, ანა დელო რუსო, ემილი შინდლევი, ანა ვინტური.

ქუჩის მოდის გადაღებისას, თავადაც ხშირად ვხვდები სთრით-სთაილ-ფოტოგრაფების ობიექტივში და მოვხვედრივარ Vogue-ისა და სხვა გამომცემლობის გვერდებზე. როგორც აღნიშნავენ, გამორჩეულად მოსწონთ ჩემი სტილი და ფერადი Look-ები. ვცდილობ ხშირ შემთხვევაში საკუთარი ბრენდის − „მატასის“ სამოსი მეცვას.

 

ჩემი ბრენდი

აკადემიაში სწავლის პარალელურად, დავაარსე საკუთარი ბრენდი, რომელსაც ჩემი სახელი − „მატასი“ დავარქვი. Matassi გამოირჩევა მინიმალისტური სტილით და ლაკონურობით, დეკონსტრუქციული და ასიმეტრიული ხაზებით, სხვადასხვა ტექსტურისა და ფერების შეხამებით.

ყოველ სეზონზე უფრო და უფრო მეტ მოწონებას და შექებას ვიღებ ჩემი ბრენდის მისამართით. ყველაზე მეტად ქათინაურებით მათამამებენ სუზი მენკესი − მოდის კრიტიკოსი და „ვოგის“ ჟურნალისტი, იზაბელ გაულანი − მოდელი, კაროლინ დაური − ინფლუენსერი, ჯანლუკა კანტარო − ჟურნალ „ნაუფეშენის“ რედაქტორი, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა.

 

 

ტექსტი: თამთა დალაქიშვილი

ფოტო: მატა ცერცვაძე

ასევე გაეცანი

#OK! ZENKAS ART – ფერებით გადმოცემული ემოცია თქვენი განწყობისთვის
Fashion

#OK! ZENKAS ART – ფერებით გადმოცემული ემოცია თქვენი განწყობისთვის

მაისი 10, 2022
#OK! ექვსი შედევრის ფერად საათებად გარდაქმნა
Fashion

#OK! ექვსი შედევრის ფერად საათებად გარდაქმნა

აპრილი 5, 2022
#OK! ხელოვნებისა და მოდის 10 ყველაზე საკულტო თანამშრომლობა
Fashion

#OK! ხელოვნებისა და მოდის 10 ყველაზე საკულტო თანამშრომლობა

აპრილი 11, 2022
#OK! ნიშური ბრენდები
Fashion

#OK! ნიშური ბრენდები

აპრილი 5, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! გლამურული ჰეილი ბოლდვინი! მოდელი Yves Saint Laurent-ის სამოსით!

#OK! გლამურული ჰეილი ბოლდვინი! მოდელი Yves Saint Laurent-ის სამოსით!

მარტი 16, 2021
#OK! ლანა დელ რეის იშვიათი გამოჩენა მამასთან ერთად

#OK! ლანა დელ რეის იშვიათი გამოჩენა მამასთან ერთად

ივნისი 12, 2021
#OK! ირინა შეიკი Longchamp-ის ტრენდული წითელი თრენჩით: მოდელი ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ირინა შეიკი Longchamp-ის ტრენდული წითელი თრენჩით: მოდელი ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში

აპრილი 13, 2021
#OK! როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები სანამ ცნობადი სახეები გახდებოდნენ?

#OK! როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები სანამ ცნობადი სახეები გახდებოდნენ?

მაისი 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

მაისი 24, 2022
#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

მაისი 24, 2022
#OK! “ჯონის არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ” – ქეით მოსის ჩვენება ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე

#OK! “ჯონის არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ” – ქეით მოსის ჩვენება ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე

მაისი 26, 2022
#OK! ორსული ადრიანა ლიმა და ანდრე ლემერსი კანის ფესტივალის ფარგლებში Chopard-ის წვეულებას დაესწრნენ

#OK! ორსული ადრიანა ლიმა და ანდრე ლემერსი კანის ფესტივალის ფარგლებში Chopard-ის წვეულებას დაესწრნენ

მაისი 23, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×