• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! სელენა გომესი დღეს 31 წლის გახდა – საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავი იუბილარია

July 22, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მას შემდეგ, რაც სელენა გომესმა უცხოურ გამოცემებთან მუსიკალური ინდუსტრიის დატოვებასა
და მისი პროფესიის, როგორც მომღერლის დაუფასებლობაზე ისაუბრა, რამდენიმე თვე გავიდა.
ვარსკვლავმა კარიერის დასრულების შესახებ აზრი მალევე შეიცვალა, უფრო მეტიც, სამომავლო
გეგმები დასახა და წარმატებული პროექტების განსახორციელებლად არაერთი გეგმა შეიმუშავა.

“არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევწყვეტ სიმღერების წერას. განვლილი წლების განმავლობაში მე
ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების გამოყენებას და
ხარისხიანი პროდუქციის შექმნას. დროის გასვლასთან ერთად უფრო ვიზრდები და ვვითარდები,
ამიტომაც მინდა მიღებული გამოცდილება ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო.”

Selena Gomez Dyes Hair Platinum Blonde Rare Instagram

რამდენიმე წლის წინ სელენა გომესი ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა
და ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ვარსკვლავი იყო, თუმცა დღეს სოციალური ქსელები და
მათთან დაკავშირებული საკითხები მომღერლისთვის სრულიად უმნიშვნელოა.

სოციალურ მედიაზე ნაკლები დროის დათმობამ სელენა გომეზს საკუთარ საქმიანობაზე
კონცენტრაციის საშუალება მისცა და ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარა.

შემსრულებელი აღნიშნავს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული არარეალური სილამაზის
სტანდარტები ადამინებს თვითშეფასებას უდაბლებს და ამ ყველაფერში დიდს როლს სწორედ
სოციალური ქსელები თამაშობენ.

Selena Gomez

“მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი სხვა ადამიანებს დავმსგავსებოდი. როდესაც
გარშემომყოფების ფოტოებს ვხედავდი საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მათ მსგავსად რატომ არ
გამოვიყურებოდი. ჩემთვის არაფერი არ იყო საკმარისი, რადგან თითქოს ყველაფერში ნაკლს
ვეძებდი.“

“ინსტაგრამი ძალიან სასარგებლო პლატფორმაა, რომელსაც მეც ძალიან ხშირად ვიყენებდი
წლების განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, მეშინია, როდესაც ახალგაზრდა გოგონებსა და
ბიჭებს ვუყურებ, რადგან სოციალური ქსელები მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია.“

Selena Gomez – Billboard Women in Music 2017 in Los Angeles | GotCeleb

“როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობ, საკუთარ თავსაც მოვიაზრებ მათ გვერდით. წარმოიდგინეთ,
შედიხართ სოციალურ ქსელში და გხვდებათ უამრავი უცხო ადამიანის კომენტარი, რომლებიც იმ
ნაკლსა და დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად არ
მოგწონთ და უხერხულობას გიქმნით.”

“ჩვენ არ უნდა მივცეთ სხვების ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩვენს თვითშეფასებაზე
ზეგავლენის მოხდენის საშუალება… სწორედ ამიტომ შევქმენი Rare Beauty, ეს არ არის მხოლოდ
სილამაზის ბრენდი და ბავშვობის ახდენილი ოცნება, ეს არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს
საკუთარი ინდივიდუალურობის აღმოჩენის საშუალებას აძლევს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ,
დატვირთულია ქველმოქმედების სურვილით. თუკი რაღაც კარგად არ გამოდის, მაშინ არ ვაპირებ
ამ საქმიანობის გაგრძელებას. მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებსაც
ჩემთან ერთად ბრძოლა სურთ.”

Selena Gomez's Puff-Sleeve Top Is Only $58 at Everlane | InStyle

სელენა გომეზის ფავორიტი განსატვირთი ადგილი ლოს ანჯელესში არსებული საკუთარი სახლის
პირველ სართულზე მდებარე Glam Room-ია, რომელიც სავსეა მისი ბრენდის მრავალფეროვანი
პროდუქციით. შემსრულებელი ახალ სახლში პანდემიის დაწყებამდე ცოტახნით ადრე გადავიდა,
კარანტინის უმეტესი ნაწილი კი ბებია-ბაბუასთან ერთად სატელევიზიო გადაცემებისა და
კალატბურთის მატჩების ყურებაში გაატარა.

“ადგილი, სადაც დავსახლდი ძალიან მყუდროა და მასში ეკლექტიკური განწყობა იგრძნობა.
თავდაპირველად რამდენიმე განსხვავებული უბანი მოვსინჯე, სანამ სახლის ყიდვას
გადავწყვეტდი, მინდოდა მცოდნოდა რა მომანიჭებდა კომფორტს იმ ქალაქში, რომელიც, ჩემი
აზრით, საერთოდ არ იყო კომფორტული.”

“თავდაპირველად მსურდა მეცადა დასავლეთ ჰოლივუდი, მაგრამ მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი
არ არის. შემდეგ გადავედი კალაბასასში და ვიგრძენი, რომ ეს ადგილი იქნებოდა ოჯახზე
კონცენტრირებული ადამიანისთვის ზედგამიჭრილი. მოკლედ, რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი დრო
დამჭირდა გამეგო რა იყო ჩემთვის უკეთესი, სანამ საბოლოოდ ახალ სახლს ვიყიდიდი.”

Selena Gomez Is Glam in Maxi Dress & Pumps at Global Citizen Vax Live – Footwear News

ფსიქიკური აშლილობის, უამრავი გამოწვევისა და იმ სირთულეების გათვალისწინებით,
რომლებთან გამკლავებაც სელენა გომეზს გასულ ათწლეულში მოუწია, მომღერალი თავს
ყველაზე დაცულად ბუნებრივია, რომ ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში
გრძნობს.

“ლუპუსი, თირკმლის გადანერგვა, ქიმიოთერაპია, მენტალური აშლილობა და არაერთი საჯარო
გულისტკენა, ეს ყველაფერი იყო ის რაღაცები, რომლებსაც შეეძლო ჩემი განადგურება, თუმცა ეს
ასე არ მოხდა.”

“მე ძალიან კომუნიკაბელური პიროვნება ვარ. ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ჩემს გარშემო ის
ადამიანები არიან, რომლებიც მიყვარს. ყოველთვის, როდესაც რაღაცას განვიცდიდი, ან ცხოვრების
რთულ პერიოდს გავდიოდი, საკუთარ თავს ვიმხნევებდი იმით, რომ სხვა ადამინების
დახმარებას შევძლებდი.”

“დიახ, მე ვებრძვი ფსიქიკურ აშლილობას, ყველამ იცის, რომ ვყოფილვარ დეპრესიაში და მქონია
შფოთვა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ მიწევდა პრობლემებთან გამკლავება, ყოველთვის
მადლობას ვუხდიდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გავმხდარიყავი საკუთარი თავის
საუკეთესო ვერსია.”

“მე მჯერა მედიკამენტების ეფექტურობის და თერაპიებზეც დავდივარ. ჩემი რჩევა იქნება,
საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე
ვისწავლე სისუსტეების დაძლევა და იმაზე ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდი, ვიდრე აქამდე
ვყოფილვარ. გამუდმებით ვუხდი მადლობას საკუთარი თავის ორი წლისწინანდელ ვერსიას,
რადგან როდესაც უკან ვიხედები და მას ვხედავ, ვხვდები რამდენად გაზრდილი,
ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული ვარ.”

გაიგე მეტი: სელენა გომესი

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ალექსანდრეს ბაღი

#OK! ალექსანდრეს ბაღი

October 8, 2022
#OK! 6 ფილმი, რომელიც გამოსვლამდე კინოჰიტად იქცა

#OK! 6 ფილმი, რომელიც გამოსვლამდე კინოჰიტად იქცა

September 14, 2021
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი საკუთარი შვილების მეურვეები არ არიან

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი საკუთარი შვილების მეურვეები არ არიან

May 28, 2021
#OK! ეკა ჯალაღონია: სოხუმში რომ დავბრუნდები, რესტორანი სად უნდა მქონდეს, ეგეც ვიცი

#OK! ეკა ჯალაღონია: სოხუმში რომ დავბრუნდები, რესტორანი სად უნდა მქონდეს, ეგეც ვიცი

November 13, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები