• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

March 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო პერიოდში აეროგრილი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი დახმარებით პროდუქტის უფრო ჯანსაღად, ნაკლები ცხიმით მომზადება შეგიძლია. ტექნიკის გამოყენება მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს. კერძს რამდენიმე წუთში, მინიმალური ჩარევით მოამზადებ. ამიტომ არის აეროგრილი კომფორტული და პრაქტიკული ხელსაწყო, რომელიც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გედგას.

აეროგრილში თითქმის ნებისმიერი კერძის მომზადება შეგიძლია. თუ გსურს, ტექნიკის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო და ყოველდღიურობა გემრიელი კერძების იოლად მომზადებით გაიმარტივო, მაშინ დღეს დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში.  

 

ხორციანი კერძები

ალბათ, ყველაზე ხშირად აეროგრილს ხორცის მოსამზადებლად იყენებენ. აეროგრილში შემწვარი ხორცი გარედან დაბრაწული და ხრაშუნაა, შიგნით კი წვნიანი. ამიტომ არის იდეალური ქათმის ფრთების, ბარკლების მოსამზადებლად. აეროგრილში შემწვარი ხორცი თითქმის უცხიმოა, შესაბამისად, უფრო ჯანსაღი და დიეტურიც არის. მისი დახმარებით, ნაკლებად კალორიული კერძების მომზადება შეგიძლია. ქათმის ხორცის გარდა, აეროგრილში შესანიშნავად იწვება სტეიკი, მწვადი, ნეკნები. 

 

ბოსტნეული

აეროგრილში ბოსტნეულის მოწალვაც თავისუფლად შეგიძლია. განსაკუთრებით კარგად იწვება კარტოფილი ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, სატაცური. აეროგრილი ბოსტნეულს კარამელიზებულ, ხრაშუნა სტრუქტურას და ოდნავ მოტკბო გემოს აძლევს. თუ მოხარშული ბოსტნეული შენთვის ზედმეტად მშრალი და უგემურია, თუმცა გსურს, რომ კვების რაციონში ჯანსაღი პროდუქტები შეიტანო, აეროგრილში შეწვა საუკეთესო ვარიანტია. აეროგრილში მომზადებული საკვები გაცილებით გემრიელი და მსუბუქია, ვიდრე ტაფაზე ზეთში შემწვარი. 

 

ნახევარფაბრიკატები

აეროგრილის გამოყენება ნახევარფაბრიკატების მოსამზადებლადაც შეგიძლია. როცა ჩქარობ, გაყინული პროდუქტი აეროგრილში შეგიძლია შედო და სულ რამდენიმე წუთში ხრაშუნა და ოქროსფერი გამოვა. ელექტრო ღუმლისგან განსხვავებით, აეროგრილს წინასწარ გაცხელება არ სჭირდება, ამიტომ უფრო მალე მოამზადებ კერძს. ეს არის სწრაფი, კომფორტული და პრაქტიკული ხელსაწყო გაყინული პროდუქტებისთვის. რაც მნიშვნელოვანია, აეროგრილში მომზადებული კერძი არც სველია და არც დარბილებული. 

 

დესერტები 

ალბათ, გაგიკვირდა, მაგრამ აეროგრილით დესერტების გაკეთებაც შეგიძლია, იმის მიუხედავად, რომ ამ დანიშნულებით ნაკლებად ხშირად გამოიყენებენ. აეროგრილში ნამცხვრები, მაფინები, კექსი და ორცხობილები გაცილებით სწრაფად ცხვება, ვიდრე ელექტრო ღუმელში. თუ დიდ პორციას არ აცხობ და მხოლოდ რამდენიმე ცალის გაკეთება გინდა, აეროგრილით ამას ყველაზე სწრაფად იზამ. დესერტის ზედაპირი ხრაშუნა, ხოლო გული რბილი ფაფუკი გამოდის. 

 

კერძების შეცხელება

აეროგრილის საშუალებით მარტივად შეგიძლია უკვე მომზადებული კერძების შეცხელებაც. მაგალითად, თუ აეროგრილში წინა დღის ხაჭაპურს, პიცას, კარტოფილს ან ქათამს შედებ, საკვები ინარჩუნებს სტრუტურას და არ რბილდება. კვლავაც ისეთივე ხრაშუნაა, თითქოს, ღუმლიდან ახლახან გამოიღე.

 

შეჯამება

აეროგრილის დახმარებით სხვადასხვანაირი კერძის მომზადება შეგიძლია. იდეალურია, როგორც ხორცის, ისე ბოსტნეულის, ცომეულის და დესერტების მოსამზადებლადაც კი. მრავალფუნქციური დანიშნულების გამო აეროგრილი სულ უფრო პოპულარული ხდება. 

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ეს მოწყობილობა, გირჩევთ, არ დააყოვნო და აუცილებლად შეიძინო შენი სამზარეულოსთვის. მისი დახმარებით შენი კვების რაციონი უფრო ჯანსაღი და მრავალფეროვანი გახდება.

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები