• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რესტორანი „ამბასადორი“- სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის

September 14, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

თუ თქვენ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად განტვირთვა, სიმშვიდე, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და ბუნებასთან სიახლოვის საოცარი შეგრძნება გსურთ, წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ. რესტორანი „ამბასადორი“ სწორედ ის სივრცეა, რომელიც თქვენს სურვილებს სრულად დააკმაყოფილებს. რითი გამოირჩევა „ამბასადორი“ სხვა რესტორნებისგან, რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს ამბასადორი ჯგუფი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალ OK! ბათუმთან „ამბასადორი“ ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ნადიბაიძემ და რესტორან „ამბასადორის“ შეფმა ალექსანდრ ტაჰიროვმა ისაუბრეს.

 

რესტორანი „ამბასადორი“ ორგანულად და ჰარმონიულად ერწყმის ბათუმის ბულვარს, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვესა და კომფორტს უქმნის ადამიანებს…

არტ-ნუვოს სტილში გადაწყვეტილი რესტორანი „ამბასადორი“ ბათუმის ძველ ბულვარში მდებარეობს და სრულიად ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. რესტორნის შეფის ალექსანდრ ტაჰიროვის მენიუ ძირითადად იტალიურ გემოებს სთავაზობს სტუმრებს. ეს განუმეორებელი გემოები და არომატები გამოგზაურებთ იტალიაში და ძალიან დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სტილისა და კონცეფციის რესტორანი ერთადერთია ბათუმში და ის უკვე ძალიან შეიყვარა ყველამ, იქნება ეს ადგილობრივი მომხმარებელი თუ ტურისტი. უგემრიელეს კერძებთან ერთად, აქ დაგხვდებათ ულამაზესი გარემო. რესტორან „ამბასადორის“ დიზაინი წარმოადგენს გამჭვირვალე, მსუბუქი, არტ-ნუვოს ელემენტების ნაზავს. შენობა ორგანულად ეწერება ბულვარის ლანდშაფტში. რესტორნის ინტერიერში მწვანე ფერი ჭარბობს, შუშისა და მეტალის კონსტრუქციის წყალობით კი ეს ყველაფერი ჰარმონიულად ინტეგრირდება პარკის განაშენიანებაში.

 

ალექსანდრ ტაჰიროვი – რესტორან „ამბასადორის“ შეფი

თქვენ მიერ შექმნილი კერძები მარტივი და გასაგებია. ჩანს თქვენი ინდივიდუალიზმი თითოეული მათგანის მომზადებისას. რა გაძლევთ ინსპირაციას მუშაობის პროცესში?

ინსპირაცია არის გამოცდილება, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დავაგროვე. 6 წლის განმავლობაში 25-ზე მეტ რესტორანში ვიმუშავე, ძირითადად უცხოელ და ძალიან გამოცდილ შეფებთან. კლასიკის თანამედროვე სტილზე გადაკეთება მარტივი საქმე არა არის, თუმცა ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ამას. გამოგვდის თუ არა, ამის განსჯა მხოლოდ ჩვენი რესტორნის სტუმარს შეუძლია.

გარემოს, რომელიც „ამბასადორში“ გვხვდება, ერთიორად სასიამოვნოს ხდის კერძებისგან მიღებული გემოების მრავალფეროვნება. დაგვისახელეთ თქვენ მიერ მომზადებული სამი კერძი, რომელიც თვლით, რომ აუცილებლად უნდა დააგემოვნონ თუ ნამდვილი გემოების შეგრძნება სურთ…

ეს საკმაოდ რთული დავალებაა, რადგან ყველა კერძში დიდ ენერგიას და სიყვარულს ვდებთ, ჩვენთვის ყველა მათგანი გამორჩეული და უნიკალურია. თუმცა, რისი გასინჯვაც აუცილებლად ღირს, ალბათ, არის – ტრიუფელის პასტა, რომელიც საქართველოში მოპოვებული ტრიუფელით მზადდება და რესტორან „ამბასადორის“ სტუმრების ერთ-ერთი აშკარა ფავორიტია. ასევე ნიოკი, რომელიც რატომღაც საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, ძალიან ცოტა რესტორნის მენიუში შეხვდებით ამ კერძს. იდეალური ნიოკის მომზადება საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენს რესტორანში ამ სრულყოფილებას, ვფიქრობ, მივაღწიეთ. მესამე კი კლასიკური და ტრადიციული ლაზანიაა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ და ვმუშაობთ კლასიკის ახლებური სახით წარმოდგენაზე, თუმცა ხანდახან კლასიკა იმდენად სრულყოფილია, რომ თავისთავად თანამედროვეც არის. ამიტომ ვისაც ტრადიციული და კლასიკური გემოები უყვარს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლაზანია ძალიან მოეწონება.

 

კარგი შეფი გულისხმობს…

ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის (ძალიან დიდი პასუხისმგებლობის) აღებას საკუთარ გუნდზე და კერძზე, რომელსაც სტუმარს მიართმევ. თუ მზარეულს რამე ეშლება, შეცდომა შეფის ბრალია და არა მზარეულის. მე ყოველთვის ვეუბნები მზარეულებს – ჯობია კერძი 1 წუთით გვიან მივიდეს სტუმრის მაგიდასთან და იყოს საუკეთესო, ვიდრე 1 წუთით ადრე და იყოს უბრალოდ კარგი.

რა გეგმები გაქვთ „ამბასადორთან“ ერთად?

„ამბასადორთანაც“ და „ამბასადორის“ გარეშეც ძალიან დიდი გეგმები მაქვს!.. მე ამბიციური ადამიანი ვარ და ყოველთვის ახალს და საინტერესოს ვეძებ! მთავარია, არ გაჩერდე და განუწყვეტლივ ვითარდებოდე, მუდმივად ცდილობდე 100%-ით შეასრულო შენი საქმე.

“ამბასადორი” ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა „ამბასადორის“, როგორც ქართული ბრენდის უწყვეტი წარმატება?

ამბასადორი ჯგუფი მუდმივად ცდილობს სახლიდან მოშორებით მყუდრო და კომფორტული, შინაური გარემო დაახვედროს ყველა სტუმარს საქართველოს თუ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ჩვენ ვქმნით განვითარებაზე, წარმატებაზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ბრენდს. უკვე მრავალი წელია, ჩვენი მთავარი ამოცანა სტუმრის კმაყოფილებასა და კომფორტზე ზრუნვაა და ამ ხნის მანძილზე, არასდროს დაგვიყენებია რამე ამაზე წინ. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიყვარული, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენი სტუმრებისგან.

მოგვიყევით გოდერძის უღელტეხილზე თქვენს ახალ პროექტზე, რითია ის გამორჩეული და რა სერვისს შესთავაზებს სამთო კურორტზე დასვენების მოყვარულებს?

ამბასადორი გოდერძი ამბასადორი ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა საქართველოში. სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს. სასტუმროს სტუმრებს აქ ყველაფერი დახვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის: ულამაზესი ტერასა, ზღაპრული ხედები, თოვლით დაფარული მთები და, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება. სასტუმრო მდებარეობს კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს ყველა ოთახს ინდივიდუალური აივანი აქვს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თოვლით დაფარულ მთებსა და სასრიალო ტრასებზე. მისი მდებარეობა და ski-to-door access-ი თხილამურებით სრიალის მოყვარულებს კომფორტულ სრიალს ჰპირდება. ამასთანავე, დამსვენებლებს ვთავაზობთ Rossignol-ის, Scott-ის, Volk-ის და Dalbello-ს უმაღლესი ხარისხის სათხილამურო ინვენტარისა და აქსესუარების გაქირავების სერვისს. გოდერძიზე თქვენ დაგხვდებათ სამი სირთულის სათხილამურო ტრასა: მწვანე, წითელი და ლურჯი. მაქსიმალური სიმაღლე სასრიალო პუნქტიდან არის 2 365 მეტრი. იდეალური ადგილია გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ შექმნილი და დაპროექტებული ორი სახის საბაგირო, რომელთაგან ერთი 6-ადგილიანი ბაბლის ტიპისაა, მეორე კი 8-ადგილიანი გონდოლა. კურორტი მაღალმთიან აჭარაში 2 027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზამთარია და სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება. ის გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ამბასადორი ჯგუფი გოდერძის კომპლექსის კიდევ ერთი, პრემიუმ კლასის 90-ნომრიანი შენობის გახსნას  2022 წელს გეგმავს.

 

ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,

ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! AMOSA

#OK! AMOSA

December 28, 2021
#OK! კარა დელევინი Cosmopolitan-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! კარა დელევინი Cosmopolitan-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

June 29, 2021
#OK! ყველაზე ემოციურია, როდესაც ბედნიერი ქალი ჩემთან მოდის, რათა სამყაროში ახალი სიცოცხლე მოავლინოს

#OK! ყველაზე ემოციურია, როდესაც ბედნიერი ქალი ჩემთან მოდის, რათა სამყაროში ახალი სიცოცხლე მოავლინოს

October 20, 2025
#OK! მოდური ტრენდები, რომლებიც პრინცესა დაიანამ დაამკვიდრა

#OK! მოდური ტრენდები, რომლებიც პრინცესა დაიანამ დაამკვიდრა

July 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები