• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რეგიონის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 19-21 ივნისს ბრუნდება

June 23, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამ ზაფხულს საქართველოს ქალაქებში მრავალი ტექნოლოგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და ბიზნეს ღონისძიება გაიმართება, თუმცა ყველა ამ მიმართულებას გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 გააერთიანებს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური მოძრაობა ბრუნდება და სამი დღის განმავლობაში 10.000-ზე მეტ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს. 

19-21 ივნისის პერიოდში, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაცია უნიკალური გამოცდილებების გაზიარებისა და ახალი ინდუსტრიული კავშირების შექმნის წერტილებად იქცევა. ამ ღონისძიებებზე სტუმრად მოსული თითოეული ადამიანი გარანტირებულად მიიღებს ახალ ცოდნას, გაზრდის თავის პროფესიულ წრეს და ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდება ბევრად შთაგონებული, ვიდრე მანამდე. ორგანიზატორების ასეთ პირობას გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის უპრეცედენტო მასშტაბურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს.

 

 

 

რას მოიცავს გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026?

 

ეს არის გაცნობითი შეხვედრების, ლექციების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, რომელიც სცენას უთმობს საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდებისა და მსოფლიოში სახელგანთქმული პროექტების ავტორებს. ციფრებში ყველაზე კარგად ჩანს GTWT 2026-ის მასშტაბი: 

  • 200+ სპიკერი
  • 150+ კომპანია
  • 300+ ინვესტორი
  • 80+ ღონისძიება
  • 1 მთავარი ივენთი – Factory Tbilisi-ში

,,გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტი სტუმარი გვყავს მოწვეული და ამ ზრდის გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები აქვს. ჩვენ გვინდა ქართულ აუდიტორიას ისეთი ადამიანები გავაცნოთ, რომლებიც დიდი გლობალური პროექტების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ვიცით, რომ ლოკალური ტექ. ეკოსისტემების განვითარება შეუძლებელი იქნება მსოფლიო გამოცდილებებთან სინქრონიზაციისა და საერთაშორისო პულსის შეგრძნების გარეშე გარეშე. რეგიონის ტრანსფორმაცია კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და გვჯერა, მისი მიღწევა სწორედ ცოდნის მიმოცვლით არის შესაძლებელი.” – აღნიშნავს ჯაბა კიკვიძე, მოძრაობის თანადამფუძნებელი.

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდეს:

  • 19 ივნისი (პარასკევი) | Side-events დღე: 

პირველ დღეს GTWT 2026-ის ბეიჯით ადამიანებს მთელ თბილისში შეხვდებით, რადგან ღონისძიებები პარტნიორი კომპანიების სასტუმროებში, co-working სივრცეებში, უნივერსიტეტებსა და კულტურულ დაწესებულებებში ჩატარდება. მხოლოდ პირველ დღეს 80-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც ძირითადად ვორქშოფების, კონფერენციების, დახურული სამუშაო შეხვედრებისა და ლექციების ფორმატში წარიმართება. ღონისძიებების სრული ჩამონათვალი იხილეთ luma.page-ზე. 

  • 20 ივნისი (შაბათი) | მთავარი დღე:

ყველასთვის ცნობილი “კოკა-კოლას” საწარმოს ყოფილი შენობა, რომელსაც დღეს Factory Tbilisi-ს სახელით ვიცნობთ, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მთავარ სცენად გადაიქცევა. 20 ივნისს, ეს უზარმაზარი სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა და მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს.

სტუმრები შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ და 23:00 საათამდე შეძლებენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას. ამ დღეს მთავარ მიზიდულობის წერტილს ქმნის კონფერენციების სერია, რომელიც 10 მთავარ მიმართულებას მოიცავს: 

  • ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
  • ფინტექი და ბანკინგი
  • ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
  • ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
  • ვიდეოთამაშები და eSports
  • კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
  • ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
  • ჯანმრთელობის ტექნოლოგიები
  • მედია და ციფრული მარკეტინგი
  • ხელოვნება და კულტურა

გარდა პანელური დისკუსიების, Keynote მოხსენებების და Fire-side chat-ის ფორმატში საუბრებისა, სივრცეში პარალელურად მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი ზონები და მოსასვენებელი სივრცეები, რათა სტუმრებმა კონფერენციებს შორის ნეთვორქინგი და დასვენება მყუდრო გარემოში შეძლონ.

კონფერენციებთან ერთად Factory Tbilisi-ში დაგხვდებათ:

 

  • ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ექსპო სივრცეები
  • ნეთვორქინგისა და ბიზნეს-კავშირების ზონები
  • არტ-ინსტალაციები და ინტერაქციული გამოცდილებები
  • გასართობი და სპორტული აქტივობები
  • ფეხბურთის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია
  • გასტრონომიული სივრცეები 
  • დასვენებისა და განტვირთვის ზონები


აქტივობების დივერსიფიკაციის საშუალებით, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მთავარ ღონისძიებაზე თავისთვის საინტერესო ადგილს ყველა ადამიანი იპოვის. 

  • 21 ივნისი (კვირა) | კულტურული გამოცდილებები და დახურვის ცერემონია:

დასკვნითი დღე სტუმრებს ერთი მხრივ ამოსუნთქვის და მეორე მხრივ დატვირთული ორი დღის შეჯამების საშუალებას მისცემს. კვირას თბილისში კულტურულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობები, არაფორმალური ბიზნეს შეხვედრები და დახურვის ცერემონია შედგება, რომელიც გვიან ღამემდე კოქტეილ წვეულების ფორმატში გაგრძელდება.  

მსოფლიო ბრენდები ერთ სივრცეში

Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights: ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გიგანტი ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. სპიკერების არასრული სია ასე გამოიყურება: 

  • ემი ნორდრამი – MIT
  • რონალდ ვაისმანი – Angel Capital Association (ყოფილი თავმჯდომარე)
  • ლუჩიანო ფრეიტასი – Co-founder & CEO, Aftermoon Agency (Uber-ისა და Airbnb-ს გამოცდილებით)
  • ტიმოთი გუდმანი – მხატვარი
  • პეპე ვილატორო – Fuckup Nights
  • კატალინ ბუტნარიუ – Amber
  • მონიკა ბიელსკიტე – Founder, Protopia Futures; Nike-ის პირველი “Futurist in Residence”
  • მაიკ ფიშერი – Firstpoint VC
  • აგნე რაკსტიკაიტე – Monday.com
  • თომას კოლსტერი – ავტორი: Goodvertising & The Hero Trap; მდგრადი მარკეტინგის მოძრაობის დამფუძნებელი
  • აბჰიშეკ დასი, PhD – Concentric AI / Google
  • მარკო ტომბოლინი – საერთაშორისო ხელმძღვანელი –  Business Analysis, Dolce & Gabbana Beauty
  • მარჩელო მესინა – საერთაშორისო ხელმძღვანელი – Global E-Business, TOD’S
  • ჰიუგო ბარბერა – Nike

ყველა სპიკერისა და ღონისძიების სრული განრიგის ნახვას gtwt.ge-ზე შეძლებთ. გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ს 150-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა ინდუსტრიიდან: TBC, Liberty Studio, City Mall, Wissol, Solana, Cellfie, SMH Sports, Setanta, Forbes და სხვა.

“რამდენად მრავალფეროვანიც გამოდის წლევანდელი ღონისძიებების სერია, იმდენადვე გაიზარდა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის პარტნიორების რაოდენობა. გვიხარია, რომ ყველა ინდუსტრიაც რომელიც ჩვენს სხვადასხვა სცენაზე იქნება წარმოდგენილი, ეყოლება თავისი მხარდამჭერი სხვადასხვა ბიზნესისა თუ ორგანიზაციის სახით” – ამბობს მედეა ჯანჯღავა, GTWT 2026-ის პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

თუ გსურთ თქვენც აღმოჩნდეთ კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ური ეკო­სის­ტე­მების გა­ა­ერ­თი­ა­ნების ეპიცენტრში, შეიძინეთ ბილეთები სასურველ პლატფორმაზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live 

ღონისძიებების შესახებ განახლებადი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სთვის კი ეწ­ვი­ეთ GTWT 2026-ის ო­ფი­ცი­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ მე­დია არ­ხებს: 

Instagram, Facebook, LinkedIn

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები