• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Nino’s Food Adventures − ვეგეტარიანული მრავალფეროვანი კულინარიული რეცეპტები

March 7, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პანდემიის დროს მოწოდებამ „დარჩით სახლში“ ბევრი მოყვარული კულინარი გამოავლინა. კულინარია ტრენდული ჰობი გახდა და ამას სოციალურმა ქსელებმაც შეუწყო ხელი. ინსტაგრამზე თუ Facebook-ზე არაერთი კულინარიული ბლოგი და ჯგუფი შეიქმნა − თითქოს ასე უფრო მარტივი გახდა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება და კულინარიული შედევრების ერთმანეთთან გაზიარება. OK! გაგაცნობთ რამდენიმე კულინარიულ ბლოგს და მის შემქმნელებს.

Nino’s Food Adventures – ნინო თვალავაძის ბლოგია, რომელიც გთავაზობთ ვეგეტარიანული მრავალფეროვანი კულინარიული რეცეპტებს.

 

როგორ გაჩნდა თქვენი ბლოგის შექმნის იდეა?

23-წლიანი ვეგეტარიანული კვების გამოცდილების ფონზე, მუდმივად ვეძებდი ალტერნატიული კვების რეცეპტებს, ჯანმრთელი პროდუქტების გამოყენებით. სახლის პირობებში დავიწყე არატრადიციული ტიპის მურაბების მომზადება, შემდეგ უკვე „არომატის“ სახელით დავიწყე მათი წარმოება. სწორედ ამ მურაბების მარკეტინგული კუთხით წარმოჩენას მოჰყვა ბლოგის შექმნა, შემდეგ კი ეტაპობრივად გაჩნდა სურვილი გამომწერებისთვის გამეზიარებინა საინტერესო ვეგეტარიანული რეცეპტები.

 

რა არის თქვენი ბლოგი თქვენთვის?

ჩემი სამზარეულო ექსპერიმენტებზე, ფანტაზიაზე და შეცდომებზეა აგებული. რადგან არ მიმიღია შესაბამისი განათლება, ჩემთვის გამოცდილებით მიღებული ცოდნა ულიმიტოა და ჩარჩოებს სცდება. ჩემი ბლოგი ზუსტად ამ „არატრადიციულობას“ ემსახურება. მინდა, ჩემი ინსტაგრამგვერდი ის ადგილი იყოს, სადაც საკუთარი გამომწერები თავისუფლად მიიღებენ ინსპირაციას ჩემი ხშირად ქაოსური კერძებისგან და თავს არ აარიდებენ ექსპერიმენტების ჩატარებას, რადგან ჩემი გამოცდილებით, ზუსტად ამ შეცდომებითა და ექსპერიმენტებით იქმნება ყველაზე საინტერესო და ინოვაციური კერძები, და სწორედ ამ ქაოსში ხდება ინტერესებისა და გატაცებების აღმოჩენა. ბლოგისთვის „დაიწყეთ დილა ჯანსაღად“ ყოველი დღე იწყება ამ სლოგანით და თითოეული პოსტი მარწმუნებს, რომ ეს ორმხრივი კომუნიკაცია საკუთარი ცოდნის გაღრმავებაშიც მეხმარება.

ერთი შეხედვით თითქოს ყველამ ვიცით, რომ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად, მაგრამ ბევრი ამას მაინც ვერ ახერხებს. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, არის არჩევანი, რომელიც დროთა განმავლობაში იქცევა ჩვევად, მარტივდება და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხდება ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი. შესაბამისად, დღე ხდება უფრო მობილიზებული, ენერგიული, მიზანდასახული და პოზიტიური. ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრისთვის დრო არ აქვთ, ვურჩევდი სულ მცირე დროით შეცვალონ მარტივი დამოკიდებულება კვებასთან მიმართებაში და თუნდაც კვირაში ერთხელ მოამზადონ და გაუმასპინძლდნენ საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანებს, გამოიყენონ ჯანმრთელი პროდუქტები და ვფიქრობ ნელ-ნელა ეს დამღლელი პროცესი მათთვის სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც გახდება.

 

რა არის კულინარია თქვენთვის?

კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, კარგად შესრულებული კერძები კი ხელოვნების ნიმუშებია. სამზარეულო ჩემთვის ის ადგილია სადაც კერძებით ვცდილობ გამოვხატო საკუთარი თავი, ხასიათი თუ იმ მომენტის შინაგანი მდგომარეობა, ეს პროცესი ხშირად ქაოტური და ექსპერიმენტებით სავსეა.

https://www.instagram.com/ninosfoodadventures/ 

გაიგე მეტი: ბლოგიკულინარია

ასევე გაეცანი

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის
Gastro

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! ვინსენტ კასელი „The White Lotus“-ის მეოთხე სეზონის მსახიობთა შემადგენლობაში იქნება

#OK! ვინსენტ კასელი „The White Lotus“-ის მეოთხე სეზონის მსახიობთა შემადგენლობაში იქნება

March 24, 2026
#OK! კარდაშიანების ოჯახური საღამო: ვახშამზე მიმავალი რეალითი შოუს ვარსკვლავები პაპარაცების ობიექტივში

#OK! კარდაშიანების ოჯახური საღამო: ვახშამზე მიმავალი რეალითი შოუს ვარსკვლავები პაპარაცების ობიექტივში

June 5, 2021
#OK! ირინა შეიკის იდეალური კადრები ნიუ-იორკის ქუჩებში მიმდინარე ფოტოსესიიდან

#OK! ირინა შეიკის იდეალური კადრები ნიუ-იორკის ქუჩებში მიმდინარე ფოტოსესიიდან

April 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან

#OK! ვინ გახდება ახალი ჯეიმს ბონდი? – მსახიობები, რომლებიც 007-ის როლისთვის იბრძვიან

November 2, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან

#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან

October 31, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები