• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

June 9, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კომპლექსი სასტუმრო Park Hotel-ს, ბალნეოლოგიურ და სპა-ცენტრ – Be Healthy-ს, რესტორანსა და ივენთჰოლ – „მაგნოლია“-სა და ქართულ ტრადიციულ რესტორან – „იმერულ ესკიზს“ მოიცავს.

რესტორანი „მაგნოლია“ წყალტუბოს სავიზიტო ბარათია, რომელიც 1950 წელს იტალიელი არქიტექტორის, კარლო მორეტის მიერ დაპროექტდა და აშენდა. ხოლო 2019 წელს ისტორიული იერსახის მაქსიმალური შენარჩუნებით განახლდა. ისტორიისა და აწმყოს ეს ულამაზესი სინთეზი წყალტუბოს ვიზიტორებს ქალაქში შემოსვლისთანავე თვალში ხვდებათ და მათ ერთდროულად ნოსტალგიურ და პოზიტიურ შეგრძნებას უღვიძებს.

„მაგნოლიას“ სივრცე რესტორანს, ივენთჰოლს, შეხვედრის ოთახს და ღია ტერასას მოიცავს.

 

 

რესტორნის მთლიანი კონცეფცია მაქსიმალურად პასუხობს მის ვიზუალურ მხარეს. მენიუში შეხვდებით ქართული და ევროპული კერძების როგორც ტრადიციულ, ასევე განახლებულ ვერსიებს. კულინარიული მრავალფეროვნება, მყუდრო, სასიამოვნო გარემო, მომსახურების მაღალი ხარისხი ის ფასეულობებია, რომელსაც „მაგნოლია“ 70 წელზე მეტია, არ კარგავს.

Magnolia Event Hall 250 სტუმარზე გათვლილი სივრცეა. დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი იდეალურად ერგება როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ წვეულებებს. სრული ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო აპარატურა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს მაღალი დონის კონფერენციები, სხვადასხვა საქმიანი ღონისძიებები, ქორწილები თუ კორპორაციული წვეულებები.

 

 

„მაგნოლია“ ის ადგილია, სადაც ისტორია და ტრადიციები იდეალურად არის შერწყმული თანამედროვეობასთან. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები და საავტორო კოქტეილები, აღმოაჩინონ ახალი გემოები, დატკბნენ ცოცხალი მუსიკით, იზეიმონ განსაკუთრებული მომენტები და დააგროვონ დაუვიწყარი მოგონებები.

„პარკ ჰოტელ წყალტუბო“ – ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სასიამოვნო შეუთავსონ სასარგებლოს – ჩაიტარონ მეთოდოლოგიური მკურნალობა და გამაჯანსაღებელი სპა-პროცედურები, იზრუნონ გარეგნობაზე, ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით, განიტვირთონ სრულ სიმშვიდეში და დაისვენონ ულამაზეს ბუნებასთან ჰარმონიაში.

 

„პარკ ჰოტელ წყალტუბო“ მთლიანად მორგებულია სტუმრების კომფორტზე. შენობას გარს ერტყმის უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ყველა სეზონზე გამწვანებული ბაღი ველოპარკინგით, რეკრეაციული, სარელაქსაციო ზონით, საბავშვო ზონითა და პატიოთი. 6 სხვადასხვა კატეგორიის სრულად აღჭურვილი 60 ოთახი გათვალისწინებულია როგორც მშვიდი ოჯახური, ასევე რომანტიკული თუ აქტიური დასვენებისთვის.

მეთოდოლოგიური მკურნალობა და გამაჯანსაღებელი სპა-პროცედურები, იზრუნონ გარეგნობაზე, ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით, განიტვირთონ სრულ სიმშვიდეში და დაისვენონ ულამაზეს ბუნებასთან ჰარმონიაში.

„პარკ ჰოტელ წყალტუბო“ მთლიანად მორგებულია სტუმრების კომფორტზე. შენობას გარს ერტყმის უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ყველა სეზონზე გამწვანებული ბაღი ველოპარკინგით, რეკრეაციული, სარელაქსაციო ზონით, საბავშვო ზონითა და პატიოთი. 6 სხვადასხვა კატეგორიის სრულად აღჭურვილი 60 ოთახი გათვალისწინებულია როგორც მშვიდი ოჯახური, ასევე რომანტიკული თუ აქტიური დასვენებისთვის.

 

 

ბალნეოლოგიური კურორტი და სპა „ბი ჰელსი“ უნიკალურია და სრულებით უკონკურენტო არა მარტო რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მის უნიკალურობას განსაზღვრავს რადონის წყალი, ცნობილი, როგორც „უკვდავების წყალი“. იგი ისეთი ფიზიოქიმიური თვისებებით გამოირჩევა, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არის. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 33-35°C-ია წლის ნებისმიერ დროს და გააჩნია უნიკალური სამკურნალო მახასიათებლები. ჯამში „უკვდავების წყალი“ 60-მდე დაავადებას უმკლავდება. მათ შორის განსაკუთრებულად ეფექტიანად – ძვალ-სახსროვან, კუნთოვან, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ და კანის დაავადებებს.

შენობა, რომელსაც 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, თავის დროზე ადგილობრივი ელიტის საყვარელ სარელაქსაციო ზონას წარმოადგენდა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. კურორტი ჩაფლულია 78 ჰექტარზე გადაჭიმულ უიშვიათესი ასწლოვანი ხეებით გარშემორტყმულ ტყე-პარკში, წყნარ და მშვიდ ადგილას, სადაც აუცილებლად იპოვით სულიერ ჰარმონიას. ვიზიტორების ყურადღებას შესვლისთანავე იქცევს თანამედროვე, დახვეწილი ინტერიერი და სასიამოვნო ატმოსფერო, რომელსაც თანამშრომელთა მოღიმარი სახეები ქმნის.

 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პროფესიონალი გუნდის ინდივიდუალუარი მიდგომა თითოეულ დამსვენებელთან. ნებისმიერი პროცედურის გაწერა ხდება ექიმის დანიშნულებით და მიმდინარეობს მისი უშუალო დაკვირვების ქვეშ. „ბი ჰელსში“ რადონის წყლის გამოყენება ხდება არა მხოლოდ აბაზანების სახით, არამედ უახლესი და უიშვიათესი ტექნიკების გამოყენებით, შარკოსა და ცირკულარული შხაპების, წყალქვეშა მასაჟისა და ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვისას.

 

 

რესტორანი „იმერული ესკიზი“

იმისათვის, რომ იმერეთის გულისცემა იგრძნო – ეზიარო ტრადიციული იმერული სამზარეულოს დაუვიწყარ გემოებს, გულში ჩამწვდომ ქალაქურ სიმღერას და ნამდვილ იმერულ კოლორიტს, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ახალგახნილ რესტორანს „იმერულ ესკიზს“.

წყალტუბოს სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი „იმერული ესკიზი“ სახასიათო ინტერიერით, გულთბილი მომსახურებით და უგემრიელესი კერძებით – იმერული სტუმარმასპინძლობის საუკეთესო მაგალითია.

თბილი, მყუდრო ატმოსფერო, გამორჩეული სამზარეულო, გულმოდგინედ შერჩეული საოჯახო მარნის ღვინოების მრავალფეროვნება – გულგრილს არ ტოვებს არცერთ ვიზიტორს. სწორედ ამის გამო, საკმაოდ მოკლე დროში „იმერულმა ესკიზმა“ ხალხის დიდი სიყვარულის მოპოვება შეძლო.

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა
ინტერვიუ

#OK! ნათია შათირიშვილი – BPW საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა

November 25, 2026
#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა
ინტერვიუ

#OK! ნინა ჯალიაშვილი „Mrs Planet 2026“-ის გამარჯვებული გახდა

November 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში
OK! Business

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

November 24, 2026
#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას
OK! Business

#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას

November 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 4, 2024
#OK! ბობ დილანის 10 საუკეთესო და ყველაზე პოპულარული სინგლი!

#OK! ბობ დილანის 10 საუკეთესო და ყველაზე პოპულარული სინგლი!

May 24, 2021
#OK! 2023 წლის “ოსკარის” დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

#OK! 2023 წლის “ოსკარის” დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

March 13, 2023
#OK! კენდალ ჯენერი Dolce & Gabbana-ს “წიწაკებიანი კაბით” CDFA-ის დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე

#OK! კენდალ ჯენერი Dolce & Gabbana-ს “წიწაკებიანი კაბით” CDFA-ის დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე

November 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity „ვამპირის დღიურებიდან“ ბიზნესამდე – როგორ შექმნეს იან სომერჰალდერმა და პოლ უესლიმ საკუთარი ბურბონის ბრენდი

#OK!BusinessCelebrity „ვამპირის დღიურებიდან“ ბიზნესამდე – როგორ შექმნეს იან სომერჰალდერმა და პოლ უესლიმ საკუთარი ბურბონის ბრენდი

November 24, 2026
#OK! მაილი საირუსი დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?

#OK! მაილი საირუსი დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?

November 22, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

November 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები